ეს არის ამონარიდი ჯონ მაქსველ ჰამილტონისა და ჯორჯ კრისმსკის წინგნიდან, “ჩაეჭიდეთ პრესას – ამბავი საგაზეთო ცხოვრებაზე”. ვფიქრობ, ეს წიგნი არამარტო მომავალი და უკვე ჩამოყალიბებული ჟურნალისტებისთვის შეიძლება იყოს სახელმძღვანელო, არამედ, მათი მკითხველების, მსმენელებისა თუ მაყურებლებისთვისაც. იმასაც ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა, ქართულ ენაზე ეს წიგნი უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო, მაგრამ, რადგან, სამწუხაროდ, ეს ასე არაა, გადავწყვიტე ჩემს ფსევდოლიტერატურულ ბლოგზე (რომელიც უკვე, მგონი, ფსევდოჟურნალისტური უფროა), დამედო ნაწყვეტი ამ წიგნის მე–5 თავის ბოლოსწინა ქვეთავიდან, რომელიც ჟურნალისტიკის ათ მცნებას შეეხება. მაშ ასე:
აი ის ათი რაც, ჟურნალისტების თქმით, მათ არ უნდა გააკეთონ:
1. ტყუილი გაზეთსა და ეთერში (იგულისხმება ფოტოსურათების შეცვლის თანამედროვე ტექნოლოგიებიც);
2. წყაროს მოტყუება ან დაშინება;
3. ჭორებისა და სხვა დაუდასტურებელი ინფორმაციის გამოქვეყნება;
4. იმ მოსაზრებების შეკვეცა ან გამოტოვება, რომელთაც ჟურნალისტი არ ეთანხმება;
5. პირადი სიმპათიის ჩვენება რეპორტაჟებში;
6. საკუთარი ვინაობის დამალვა და ტყუილი ინფორმაციის მოპოვების მიზნით (თუ ასეთი ქცევა უკიდურესობით არაა გამოწვეული);
7. სიტყვების ან აზრების პლაგიატი (სხვისი სიტყვების გამოყენება შეიძლება ავტორის დამოწმებით);
8. სატელეფონო საუბრების ჩაწერა ნებართვის გარეშე;
9. პირადი მიზნებით საკუთარი მდგომარეობის გამოყენება (მაგ., წყაროებისგან საჩუქრების მიღება);
10. ისეთი რამის გაკეთბა, რაც შეიძლება ჩაითვალოს “ინტერესთა კონფლიქტად” (მაგ., არჩევნებში მონაწილე ერთერთი კანდიდატისთვის გამოსვლის ტექსტის შედგენა);
























”აი ის ათი რაც, ჟურნალისტების თქმით, მათ არ უნდა გააკეთონ”
საქართველოში როგორ გვაქვს საქმე? ამ ”არ”–ს ანგარიშს უწევენ? თუ ”4. იმ მოსაზრებების შეკვეცა ან გამოტოვება, რომელთაც ჟურნალისტი არ ეთანხმება;”–ასე ექცევიან?
ეგრეა, ვერაფერს იტყვი
:D
ცოტა ნელა მაინც შეგეპარებინა
სულ გამიქარწყლე იმედები
პრინციპში ყველგან ასეა
შემოგეპრებინა მაინც,პირდაპირ რომ მეუბნები, სულ გამიქარწყლე იმედები!!!
ხუმრობა იქით ,და პრინციპში ყველ;გან მასეა.
(ნამეტანი ეჭვიანი უსაფრთხოების სისტემა გაქვს,შპიონი და სპამერი ვგონივარ,მძლის დავწერე კომენტარი
)
ხო, ჭირს რაღაც, მეც არ ვიცი რატომ, ზოგიერთი საერთოდ ვერ მიტოვებს კომენტარებს, პირდაპირ სპამში იყრება
8. სატელეფონო საუბრების ჩაწერა ნებართვის გარეშე; < ამაში პირადი მიმოწერაც რომ იგულისხმება ხვდები? :0
“საუბარი ერთ ჩემს ფემინისტ მეგობარ გოგოსა და არაფემინისტ არამეგობარ გოგოს შორის:
არაფემინისტი:-შენ ფემინისტი ხარ?
ფემინისტი:-კი
არაფემინისტი:-მე არა, ბიჭები მომწონს.”
გეცნობა ეს?
და ეგ ფემინისტის ნებვართვით მოხდა, დააკომენტარა და გაიცინა + მანდ ანონიმურობა დაცული იყო
მე–5 პუნქტს შეხედე ჭკვიანო
და როცა შეურაცხყოფას მაყენებ იმ შენს პირად მონაწერში, ეგ მონაწერი უკვე ჩემი პირადი ხდება
ჯერ ერთი ეგ არაფერ შუაში არ არის და მეორეც შენ მე რას მიყურებ? რომელი სენი ავტორიტეტი მე ვარ რომ მომბაძო?
)))))))))))
ვინ ვის ბაძავს ეგ ჯერ კიდე საკითხავია
თორე ყველა პირიქით არ შვრება რა :::)))
ეჰ, რას ვიზამთ
ახლა ვფიქრობ, რა კომენტარი გავუკეთო ამას და ვერ მომიფიქრებია…არ ვიცი, გავიცინო თუ ნერვები მოვიშალო, მარა რა აზრი აქვს, თორე კი…
რისი თქმაც მინდოდა, პირველსავე კომენტარში ეწერა
)
მაგრამ კომენტარს მაინც ვტოვებ
)
ყველა ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს ეს 10 მცნება გაკრული ლოგინის თავზე.
მაგრამ მაინც მეეჭვება ქართველ ჟურნალისტებს რამე ეშველოთ.
საინტერესოა:) მეც მომავალი ჟურნალისტი ვარ და აუცილებლად გავითვალისწინებ;)