ამ თემაზე ვფიქრობ, რამდენიმე პოსტი დაიწერება ბლოგსივრცეში, ამიტომ მოდი, ბევრს არ ვილაპარაკებ. უბრალოდ, მოკლედ გეტყვით, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან გაიმართა აქცია უხარისხო ტელეშოუების წინააღმდეგ. ეს იყო სოციალური მედიის ერთგვარი რეაქცია ტელესივრცეში გახშირებული მდარე ხარისხის, არაფრისმომ გადაცემებზე. მიზანი კი, როგორც ამბობდნენ, “არა როემლიმე კონკრეტული გადაცემის ფორმატის შეცვლა, ან დახურვა, არამედ, ადამიანის უფლებებისა და ინტერესების პატივისცემაზე დაფუძვნებული უკეთესი ხარისხის სატელევიზიო პროდუქტების წარმოების მოთხოვნა.”
აქცა–წარმოდგენის აზრი შემდეგი იყო: მონაწილეები წინასწარ გამზადებულ ბლანკებში წერდნენ მათთვის მიუღებელი გადაცემების სახელებს და ძველ ყვითელ ტელევიზორ–სანაგვე ყუთში აგდებდნენ. იქვე გამოფინეს სველი ნაჭრები, ტვინის გამოსახულებით, რომლებიც სიმბოლურად აღნიშნავდა, რომ უხარისხო გადაცემები მაყურებელს ტვინს ურეცხავს



































http://www.radiotavisupleba.ge/content/gvakharia_blog_davcinot/2329766.html << რაღაცნაირად ეს გამახსენდაა
ალბათ წაკითხულიც გაქვს…