ფოტორეპორტაჟი – დარბეული აქცია

22 მაისს, დილის 7 საათზე, დაიწყო პირველი არხის წინ, კოსტავას ქუჩაზე გამართული ოპოზიციის აქციის დარბევა. როგორც დემოსნტრანტები ამბობენ, სამართალდაცავებმა ჯერ გაზით შეუტიეს აქციის მონაწილეებს, რის შედეგადაც ერთი ქალი მოიწამლა, შემდეგ აქციას შემოუერთდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები ზუსტად ისეთივე პლასტმასის მილებით ხელში, როგორიც დემონსტრანტებს ჰქონდათ. გამომსვლელებმა ისინი თავისიანებად მიიჩნიეს, მაგრამ შემოერთებულები მალევე გადავიდნენ შეტევაზე. ეს დაიწყო დილის 7 საათზე და დაახლოებით შუადღემდე გრძელდებოდა.

სპეცრაზმი ამის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. მიუხეადად იმისა, რომ ერთერთ სპეცრაზმელს, რომელსაც ვესაუბრებოდი, სახეზე აშკარად ემჩნეოდა ჩხუბის კვალი, ამბობდა, რომ საერთოდ არ შესწრებია დილის მოვლენებს.
რამდენიმე არხის ოპერატორებსაც ველაპარაკე, რომლებიც დილიდან იქ იყვნენ. მათ მითხრეს, რომ პროვოცირებას თვითონ დემონსტრანტები აკეთებდნენო, მოკლედ, ძალიან გაურკვეველი სიტუაციაა. ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოებზე მხოლოდ ის ჩანს, როგორ ურტყამს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ხალხი ერთმანეთს და, ზოგ შემთხვევაში, ჟურნალისტებს.

ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება, მანამდე კი დაათვალიერეთ, სიტუაცია 22 მაისს, დღის 2 საათიდან.


















About თავზეხელაღებული მამაძაღლი

we all live in the yellow submarine
This entry was posted in ფოტორეპორტაჟი and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to ფოტორეპორტაჟი – დარბეული აქცია

  1. siogun says:

    ესე დაიბადა თავის დროზე მხედრიონი…ოღონდ მაშინ ფოტოგარაფები ცოტანი იყვენენ:)

  2. litterator says:

    90–იანი წლები ოღონდ, უფრო მაღალხარისხიანი და ბევრი ფოტოა ახლა, თანამედროვე მანქანები და ა.შ. :(

  3. barambo says:

    ეს მხედრიონის პროვოკაციაა. მოლოტოვის გაკეთება მაგათმა 5-იანზე იცოდნენ და ჯოხები და რაგატკებიც სასაცილოდ არ ყოფნიდათ. ამბობენ, ისტორია მეორდებაო. დიახ, ისტორია მეორდება, მეორდ როგორც ფარსი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s