თსუ – ბედნიერების მანქანა

მესამე წელია, უკვე თსუ–ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობ, ჟურნალისტიკის მიმართულებით. ეს პროფესია ავირჩიე ჩაბარების პირველსავე დღეს, ყოველგვარი ყოყმანისა და სჯა–ბაასის გარეშე. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ, როცა ახალი სემესტრისთვის საგნებს ვირჩევ, საგამოძიებო ჟურნალისტიკასა და მეტაფიზიკას შორის უპირატესობას პირველს მივანიჭებ. ჩემი პროფესიის საგანია და იმიტომ.

უმცა ხედავთ ჩემს ცხრილში სადმე საგამოძიებო ჟურნალისტიკას? ვერა, მეგობრებო… სამაგიეროდ, აგერ, რიგით მეოთხეს თუ დააკვირდებით თვალში მოგხვდებათ “მეტაფიზიკა და ონტოლოგია”. ამის შემდეგ, შეიძლება, მკითხოთ კიდეც, თუ ძმა ხარ, რაში გჭირდება ეს გაურკვეველი საგანი ჟურნალისტსო?! – რაში და არც არაფერში. უბრალოდ, არეულ–დარეული ჯგუფების, სტუდენტების ჯერ კიდევ დაუდგენელი რაოდენობის, არარსებული საორგანიზაციო საკითხებისა და კიდევ ათასი პრობლემის გამო ჩემი ძირითადი სპეციალობიდან სულ სამი საგანი მაქვს :)

ამას კიდევ თუ დავამატებთ იმ ამბებს, რომლებიც უნივერსიტეტში სულ რამდენიმე თვის წინ გადამხდა (ვინც არ იცით, შეგიძლიათ, ნახოთ, აქ, აქ და აქ), სულ არ იქნება  გასაკვირი, რომ 3 ოქტომბერს, თსუ–ის გახსნისას ნამდვილად არ მჯეროდა იქ ნათქვამი სიტყვების “ყველაზე მაგარ უნივერსიტეტზე”, “პროგრესულ სწავლებაზე”, “განუმეორებელ რეფორმებზე” და ა.შ.

პირველკურსელი რომ ვყოფილიყავი, შეიძლება ამ ყველაფერს მოვეხიბლე კიდეც…

მე მინდა, რომ უნივერსიტეტში სწავლა უფრო ხარისხიანი იყოს.

მინდა, რომ ჩემი სპეციალობის საგნების ასარჩევად ყოველდღე უზარმაზარ რიგში არ მიწევდეს დგომა მე–6 კორპუსში (მაშინ რა ჩემ ფეხებად მინდა sms.tsu.ge?)…

მინდა, იმიტომ, რომ ეს ჩემი კანონიერი უფლებაა.

სხვა თუ არაფერი, ჯნდაბა, მესამე წელია უკვე, აქ ვსწავლობ…

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

we all live in the yellow submarine
This entry was posted in შთაბეჭდილება and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

8 Responses to თსუ – ბედნიერების მანქანა

  1. მეტაფიზიკა საინტერესო საგანია ოღონდ ქართულად არანაირი მასალა არ მოიძიება . გიგა ზედანიასთან მქონდა მე და მხოლოდ საინტერესო ლექციებით ვიჯერე გული .

  2. bla bla says:

    shen pirvel kurselebtan shexvedraze ar yopilxar etyoba meore korpusshi, ( iuristebs vguslixmob am shemtxvevashi )
    zgaprebi
    zgaprebi
    zgaprebi
    ,,,,,,,,

  3. ორ სავარაუდო სამაგისტრო პროგრამას შორის ერთი თსუ-ს მედიის და ახალი ტექნოლოქიების პროგრამა მაქვს არჩეული და ახლა ვიფიქრე, ინფორმაცია ექნება ლექციების დონეზე მეთქი. როგორც ვხვდები, რეკომენდაციას გაუწევდი თსუ-ს ჟურნალისტიკის ლექციებს?

  4. თორნიკე, ჯერ არ ვიცი. სწავლა 10-ში იწყება.

  5. Permweri says:

    ამმ… მე ვაპირებ წელს ბედი ვცადო და პირველს დავწერ ალბათ ჟურნალისტიკას, იმედია არ მომიწევს მეტაფიზიკით “აღფრთოვანება” . :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s