მუსიკის კალენდარი

1 ნოემბერია, ანუ ზუსტად ის დრო, რომ ყველამ დავაშეაროთ Guns n’ Roses-ის November Rain. ჰოდა, რატომ დავჩაგროთ სხვა თვეები (სექტემბრის გარდა) და სეზონები, როცა შეგვიძლია გვქონდეს მუსიკა სეზონების, თვეების და დღეების მიხედვით.

პ.ს. აქ ბევრი გამომრჩებოდა, ასე რომ თავისუფლად დაამატეთ თქვენი საყვარელი სიმღერები თვეების მიხედვით კომენტარებში.

შემოდგომა

სეზონების დასაწყებად ვივალდის გარდა სხვა რამის არჩევა მიუტევებელი იქნებოდა, ამიტომაც შემოდგომას ვიწყებთ ვივალდით.

Vivaldi – Four Seasons – Autumn

ვივალდი – ოთხი სეზონი – შემოდგომა

 

სექტემბერი

ყველამ ვიცით, რომ ეს ის დროა, როცა Green Day 1 თვით იძინებს.

Green Day – Wake Me Up When September Ends

 

ოქტომბერი

U2 – October

ნოემბერი

Guns N’ Roses – Novemberer Rain

 

ამასობაში დადგა

ზამთარი

Vivaldi – Four Seasons – Winter

ვივალდი – ოთხი სეზონი – ზამთარი

 

დეკემბერი

Norah Jones – December

 

იანვარი

Pilot – January

 

თებერვალი

Josh Groban – February Song

 

გაზაფხული დადგაო

Vivaldi – Four Seasons – Spring

ვივალდი – ოთხი სეზონი – გაზაფხული

 

მარტი

Frightened Rabbit – Late March, Death March

 

აპრილი

Simon & Garfunkel – April Come She Will

 

მაისს უმღერიან მუშები

Bee Gees – First of May

 

ზაფხული არის, შვებულება არალი

Vivaldi – Four Seasons – Summer

ვივალდი – ოთხი სეზონი – ზაფხული

 

ივნისი

Train – Drops of Jupiter

 

ივლისი

Mundy – July

 

აგვისტოსთვის ამაზე უკეთესი ვერაფერი ვიპოვე და თავს ვერ დავდებ, რომ პორტუგალიურ ტექსტში სათაურის გარდა სადმე მაინცაა ნახსენები.

Bebel Gilberto – August Day Song

 

ბონუსად

მინდოდა, ფლეილისთი კვირის დღეების მიხედვითაც მეპოვა, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ სინამდვილეში

ყოველი დღე შაბათია

Advertisements
Posted in მშვიდობიანი საკითხავი | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

Interstellar – პარადოქსი

გაითვალისწინეთ: ეს პოსტი შეიძლება შეიცავდეს სპოილერებს, ამიტომაც, თუ ქრისტოფერ ნოლანის “ინტერსტელარი” ჯერ ნანახი არ გაქვთ, ჯობია, კითხვა აქვე შეწყვიტოთ, ან როგორც გინდათ.

კიდევ ერთიც გაითვალისწინეთ: მე არ მაქვს არანაირი განათლება ფიზიკაში გარდა იმისა, რაც სკოლაში ოდესმე მისწავლია, შესაბამისად დაბლა მოცემული მსჯელობა არ არის წმინდაწყლის მეცნიერება და შესაბამისად, თავიდან ბოლომდე აგებულია იმ ბაზისურ რამეებზე რაც ფიზიკის შესახებ ცოდნამ მიმახვედრა ინტერსტელარის ყურების შემდეგ.

interstellar.black_.hole_

თუ დროს ვიზუალურად წარმოვიდგენთ, ძირითადად, შეიძლება გვქონდეს სამი აღქმა, რასაც, ჩვეულებრივი რელიგიური ან  ფილოსოფიური მრწამსი განაპირობებს.

1. დრო, როგორც მონაკვეთი. ანუ ხაზი, რომელსაც აქვს დასაწყისი და დასასრული – მარტივად რომ ვთქვათ, სამყაროს შექმნიდან აპოკალიფსამდე.

2. დრო, როგორც სხივი. ანუ ხაზი, რომელსაც აქვს დასაწყისი და არ აქვს დასასრული, ან პირიქით. ანუ ერთ შემთხვევაში ჩვენ გვჯერა, რომ სამყარო რაღაც მომენტში შეიქმნა და დასასრული ვერ წარმოგვიდგენია, ან შექმნის თეორიას არ ვცნობთ მაგრამ დასასრული უფრო ადვილად წარმოსადგენია.

3. დრო, როგორც წრფე. ანუ, ხაზი, რომელსაც არ აქვს დასაწყისი და დასასრული, შესაბამისად უსასრულობიდან უსასრულობამდე გრძელდება.

Untitled-1

ეს სამივე შეხედულება ერთმანეთისაგან განსხვავებულია,  მაგრამ ერთი რამ აერთიანებს. სამივე შემთხვევაში ჩვენ დრო წარმოგვიდგენია, როგორც ხაზი, რომლის შემადგენელი წერტილები ერთმანეთთან მხოლოდ ცალმხრივად. ერთადერთი რაც მათ აკავშირებთ, არის ურთიერთთანმიმდევრობა, რომელიც სასრულია. ანუ თუ წარმოვიდგენთ, რომ ყოველი მათგანი იწყება მარცხნიდან და გრძელდება მარჯვნივ, ყოველი წინა (მარცხენა) უბრალოდ წინაპირობაა მისი მომდევნო წერტილისა და შეუძლებელია, წრფეზე მარჯვნივ მდგარ წერტილს ჰქონდეს გავლენა მისგან მარცხნივ მდგარ ნებისმიერ წერტილზე. კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, შეუძლებელია აწმყოს ჰქონდეს გავლენა წარსულზე ან მომავალს აწმყოზე (და წარსულზე) – ჩვენი დღევანდელი ყოფა გუშინდელის შედეგია და ის, რასაც დღეს გავაკეთებთ, აუცილებლად აისახება ხვალინდელ დღეზე.

მაგამ რა მოხდება, თუ დროს წარმოვიდგენთ, როგორც წრეწირს ან სფეროს?

დროის სწორედ ასეთი აღქმა შემოგვთავაზა ქრისტოფერ ნოლანმა ინტერსტელარში.

პირველი მინიშნება ამის შესახებ, იყო ფილმის დასაწყისში რამდენიმეჯერ ყურადღების გამახვილება მერფის კანონზე:

ყველაფერი, რაც უნდა მოხდეს, აუცილებლად მოხდება.

სიმართლე გითხრათ, ამ ფრაზას ადრე სხვანაირად აღვიქვამდი, მაგრამ ნოლანმა მერფის კანონის თავისებური აღქმა შემოგვთავაზა – რაც შეგვიძლია, დაახლებით ასე გავიგოთ: არამარტო აწმყო განაპირობებს მომავალს ან წარსული აწმყოს, არამედ, შორეულ მომავალში შეიძლება მოხდეს ის, რის შედეგსაც ჩვენ დღეს, ასეულობით წილთ ადრე ვხედავთ. სწორედ აქ შემოდის დროის, როგორც წრეწირის ან სფეროს აღქმა (შეიძლება, უფრო მეტად, სფეროსი, მაგრამ ყურადღებას უფრო წრეწირზე გავამახვილებ, რადგან შეიძლება მე თვითონვე დავიბნე მსჯელობაში).

რა არის წრეწირი? წრეწირი არის შეკრული ხაზი, რომლის შემადგენელი უსასრულოდ ბევრი წერტილიც ერთმანეთთან ქმედება-უკუქმედების პრინციპითაა დაკავშირებული. ანუ თუ ნევბისმიერ ორ წერტილს შორის კავშირი გაწყდა, წრეწირი აღარ არსებობს. სფეროს შემთხვევაში ეს კავშირი კიდევ უფრო რთულია. წერტილები სამ განზომილებაში არიან ერთმანეთთან დაკავშირებულები და ყოველი შესაძლო მიმართულებით ურთიერთქმედებენ.

წარმოიდგინეთ, რომ წრეწირის შემადგენელი ყოველ  წერტილი არის დროის ასა თუ ის მონაკვეთი.

მსჯელობის კიდევ უფრო გასამარტივებლად (თუ ეს საერთოდ შესაძლებელია), საილუსტრაციოდ მოვიყვან საათის ციფერბლატს. trafaret_ciferblat_arabskij_bol_shoj_klassicheskij

ვთქვათ, მთელი ისტორია, სამყარო ბრუნავს ამ ციფერბლატის გარშემო. თუ წარმოვიდგენთ, რომ სამყაროს დასაწყისი 00:00 საათზე იყო, ჩვენ კი, 2014 წელს, ვთქვათ, იქ, ვართ სადაც 6:00 საათია, ვნახავთ, რომ წინ ციფერბლატის კიდევ ერთი ნახევარი გვაქვს, მაგრამ 12 საათთან მიახლოვება სულაც არ ნიშნავს დასასრულს, რადგან საათის ისრები უსასრულოდ ბრუნავენ ციფერბლატის გარშემო. ანუ, თუ თქვენ მეტყვით, რომ 6-ის შემდეგ მოდის 12, მე გიპასუხებთ, რომ 12-ის შემდეგ მოდის 6 და მთვარი ისაა, რომ ორივენი მართლები ვიქნებით. თუმცა ეს დებულება მხოლოდ წრეწირის შემთხვევაშია მართალი. თუ დავუბრუნდებით ტექსტის დასაწყისს და დროს წარმოვიდენთ, როგორც წრფეს, სხივს ან მონაკვეთს, მხოლოდ ის დებულება იქნება მართალი, რომელიც ამბობს, რომ 12 ყველა ვარიანტში 6-ის შემდეგ მოდის, რადგანაც მარჯვნივ ხაზზე მდებარე წერტილებს შორის მხოლოდ ერთი სახის მიმართება შეიძლება იყოს – მარცხნიდან მარჯვნივ.

სწორედ ამ თეორიის ხორცშესხმას შეეცადა ქრისტოფერ ნოლანი ინტერსტელარში. ანუ ვიზუალურად გამოსახა ის თეორიები, რომლებზეც ფიზიკოსები წლების და ათწლეულების განმავლობაში მუშაობენ. ყველა ეს თეორია დაშვების დონეზე შეიძლება ჭეშმარიტი იყოს, თუმცა გადამოწმების საშუალება (ჯერჯერობით, ჩვენს დროში) არ არის. ფილმის გადაღებისას ის ნამდვილ ფიზიკურ თეორიებს დაეყრდნო და ამით სრულიად ახალი რამ შემოგვთავაზა სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროში.

ისევ საათის ციფერბლატს დავუბრუნდეთ და წარმოვიდგინოთ, რომ ფილმის პირველი სცენა, არის სადღაც 6:00-ის ადგილას. მთავარი გმირი მიემგზავრება კოსმოსში, რომ გადაარჩინოს კაცობრიობა. დასაწყისში ჩნდება ილუზია (და ილუზიებს შექმნა ნოლანის “ფიშკაა”), რომ კაცობრიობის გადარჩენა მომავლის გადარჩენას ნიშნავს. მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ დრო არის წრეწირი (ან სფერო), მაშინ არც მომავალი, არც აწმყო და არც წარსული ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და, მით უმეტეს, განცალკევებით, არ არსებობს. წრეზე და უფრო მეტად, სფეროზე, ისინი ერთმანეთის პარალელურად არსებობენ.

ჩვენ კოსმოსის ნაწილი ვართ. კოსმოსისა, სადაც არ არსებობს არც დრო, და არც განზომილება, სადაც პარალელურმა წრფეებმაც კი შეიძლება, ერთმანეთი გადაკვეთონ. დროისა და სივრცის ჩვენეული აღქმა უბრალოდ ხერხია იმისა, რომ ცხოვრება უფრო მარტივი გახდეს.

მოკლედ, მთავარი გმირი მიემგზავრება კოსმოსში, სადაც მისთვის დრო უფრო ნელა გადის, ვიდრე ჩვენთან, დედამიწაზე. ვთქვათ, იმ მომენტში, როდესაც სხვა გალაქტიკაში გადადის, დედამიწაზე გასული დრო არის 3 საათი, ანუ უკვე 9 საათზე ვდგავართ. შემდეგ ის ხვდება შავ ხვრელში და აქ იწყება მთავარი.

რა არის შავი ხვრელი? შავი ხვრელი არის რაღაც (არ ვიცი მატერია, თუ ანტიმატერია თუ რა), რაც იზიდავს და ისტრუტავს ნებისმიერი სახის ინფორმაციას – დროს, სივრცეს, განზომილებას, და იქ ირღვევა ჩვენი ყველა წარმოდგენა და შეხედულება. იქ არათუ სამი, ან ოთხი – უსასრულოდ ბევრი განზომილებაა და მეტიც, ნოლანი ცდილობს წარმოიდგინოს, რომ დროის ნებისმიერი მონაკვეთი იქ პარალელურად მიმდინარეობს.

შავ ხვრელში მოხვედრის შემდეგ კუპერი (მთავარი გმირი) ხედავს თავის წარსულს. თავის 10 წლის შვილს (რომელიც უკვე, დედამიწის დროით, მისი ასაკისაა) თავის ოთახში.

ფილმის დასაწყისში პარანორმალური მოვლენები ხდება, წიგნები თავისით ცვივა თაორებიდან და ეს “მათი” (სავარაუდოდ, უცხოპლანეტელების) გამოგზავნილი სიგნალი ჰგონიათ. შავ ხვრელში კი კუპერი აღმოაჩენს, რომ ეს სიგნალი არა უცხოპლანეტელებმა, არამედ თვითონვე გააგზავნა მომავლიდან. ჩნდება კითხვა, თუ კუპერი იმ  დროს, როდესაც ეს აუხსნელი მოვლენები ხდებოდა, დედამიწაზე იყო, როგორ შეძლებდა თავისი თავისთვის სიგნალი მომავლიდან გაეგზავნა? პასუხი ისევ წრეა, სფერო – სადაც ყველა დრო ერთმანეთის პარალელურად ვითარდება.

თავიდან ის თავის თავს მორზეს ანბანით უგზავნის მესიჯს, “Stay” – დარჩი. მას ენატრება ოჯახი და უნდა, რომ წარსულში თავის თავს წასვლის უფლება არ მისცეს. მაგრამ შემდეგ ხვდება, რომ ეს შეუძლებელია, რადგანაც

რაც უნდა მოხდეს, აუცილებლად მოხდება

ანუ ის, რაც დღეს ხდება, უკვე მომხდარია მომავალში. ხვდება, რომ მისმა შვილმა უნდა გადაწყვიტოს კაცობრიობის მომავლის ბედი წარსულში. იმ მომავლის, რომელიც მისთვის ახლა აწმყოა. ამის შემდეგ ის თავის თავს უგზავნის კოორდინატებს, რომელმაც წარსულში NASA-ს ლაბორატორიაში მიიყვანა, შედეგად კი კოსმოსში აღმოჩნდა. 

საბოლოოდ კი თავის შვილს უგზავნის მესიჯს, რომლითაც ის 30 (ან შეიძლება, მეტი) წლის შემდეგ ამოცანას ამოხსნის.

მაგრამ აქ არის ერთი მთავარი და ყველაზე საინტერესო კითხვა. შავ ხვრელში რობოტი მას ეუბნება, რომ ეს უცნაური განზომილებები შექმნეს უფრო განვითარებულმა ადამიანებმა. ისევ ციფერბლატი რომ წარმოვიდგინოთ, ის, რაც 9 საათზე კუპერმა გააკეთა იმისთვის, რომ 6 საათზე ადამიანებს დედამიწაზე ამოცანის პასუხი ეპოვათ, შექნეს უფრო განვითარებულმა ადამიანებმა მომავალში, ვთქვათ, 12 საათზე, რომ კუპერს, რომელიც იყო 9 საათზე, გაეგზავნა მესიჯი დედამიწაზე 6 საათისთვის და ა.შ…

ეს განვითარებული ადამიანები კი არ იარსებებდნენ, თუ კუპერი არ გაემგზავრებოდა კოსმოსში და იქ ენ ჰეთევეის გმირი, სანამ კუპერი შავი ხვრელიდან  მესიჯს დედამიწაზე აგზავნიდა, არ აღმოაჩენდა პლანეტას, სადაც ადამიანებისათვის სიცოცხლე შესაძლებელია.

არ ვიცი, რამდენად გასაგებად ჩამოვაყალიბე აზრი, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არის ნოლანის ყველაზე გენიალური ფილმი, სადაც ერთგვარად შეკრა მთელი ის გამოცანები, რომლებსაც წლების განმავლობაში გვაწვდიდა თავისი წინა ფილმებით.

გარდა ამ ზოგადი არსისა, ფილმში ძალიან ბევრი მაგარი მომენტია, დაწყებული დიალოგებით, დამთავრებული, თუ გნებავთ, იმ “სენტიმენტალური დრამებით”, რომლის გამოც ამ ფილმს ბევრი აკრიტიკებს. მაგრამ საერთო ჯამში ამ “სენტიმენტალურობით” მან ძალიან ბევრი საკაცობრიო საკითხი წამოწია წინ. ამაზე აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან. როდესაც ენ ჰეთევეის გმირი (სახელი არ მახსოვს) და კუპერი კოსმოსში საუბრობენ, თუ რა არის სიყვარული. კუპერი ამბობს, რომ სიყვარული არის ერთგვარი სოციალური სიკეთე, რომელიც ადამიანური ურთიერთობების განვითარებისთვისაა საჭირო. ენ ჰეთევეის გმირი კი პასუხად ეკითხება, “მაშინ რატომ გვიყვარს ის ადამიანები, რომლებიც უკვე გარდაიცვალნენ”?

მოკლედ, Haters Gonna Hate, მაგრამ ნოლანი გენიოსია.

Posted in მიმოხილვა | Tagged , , , , , | 5 Comments

10 სიმღერა, რომელიც სულ დარჩება

ხშირად მეუბნებიან, რომ მუსიკასთან დამოკიდებულებაში ძალიან კონსერვატიული ვარ. მგონი მართალია. ძალიან იშვიათად ვიღებ რამე ახალს. არ ვენდობი. მართალია შემდეგ, რაც 13 წლის ასაკში პირველი mp3 პლეიერი მაჩუქა ჩემმა ძმამ, პლეილისტი რამდენიმეჯერ შეიცვალა, მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში დარჩა რამდენიმე სიმღერა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება იმ სიმღერების სიაში, რომლებიც უნდა დარჩეს.

როდესაც ფლეილისტს ვაახლებ, ხშირად ვხვდები სიმღერას, რომელიც შეიძლება ყოველ ჩართვაზე გადავრთო, მაგრამ იმდენად მიყვარს, შეიძლება ითქვას, პატივს ვცემ, რომ წაშლას “ვერ ვაკადრებ”. 

მოკლედ, ვწერ იმ ათ სიმღერას, რომელიც არასდროს მოშორდება ჩემს პლეილისტს.

10. System of a Down – Chop Suey

მგონი ერთადერთი არ ვარ, ვის ცხოვრებაშიც მძიმე როკი System of a Down-მა შემოიტანა და კონკრეტულად ამ სიმღერამ. ზუსტად მასოვს როგორ ვუსმინე Chop Suey-ს პირველად: როცა 12 წლის წინ პირველი კომპიუტერი მიყიდეს, ჩემმა დეიდაშვილმა სიმღერებით სასვსე CD მაჩუქა. მართალია, მაგ სიაში ძალიან ბევრი ნაგავი იყო, რომლებიც დროთა განმავლობაში წავშალე, მაგრამ System of a Down რომ ჩავრთე, ჩემი პირველი რეაქცია იყო: “ვახ!”. დასაწყისი ძალიან ჩამთრევი ჰქონდა, შემდეგ მძიმდებოდა და უცებ მისამღერზე გადასვლისას  – “Well, I don’t think you trust…” მელოდია პირდაპირ მთავარ არტერიას ურტყამდა და ტანში სასიამოვნოდ მივლიდა. რამდენიმე წლის შემდეგ System of a Down ფლეილისთიდან წავშალე – მომბეზრდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ, დიდი ხნის პაუზის შემდეგ იუთუბზე Chop Suеy ჩავრთე და მივხვდი, რომ ეს არის ერთერთი უდიდესი სიმღერა, რომელიც როკ ენ როლის ისტორიაში დაწერილა. განსაკუთრებიტ 2:49-დან როდესაც ბექგრაუნდზე ფორტეპიანო შემოდის.

მოკლედ, ჩემი პლეილისტის მეათე ადგილზეა Chop Suey, System of a Down-ისგან.

Continue reading

Posted in მუსიკა | Tagged , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

როგორ გაითიშა ერთ დღეს ინტერნეტი

მოდი, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მარკ ცუკერბერგს (ფეისბუქის დამფუძვნებელი) და ლარი პეიჯს (გუგლის ერთერთი დამფუვნებელი) უცებ ტვინი გადაუბრუნდათ და გადაწყვიტეს, ერთი კვირით გაეთიშათ, ფეისბუქი, იუთუბი, ჯიმეილი და გუგლი. ან, ხელს რა გვიშლის, უფრო დავძაბოთ სიტუაცია და, წარმოვიდგინოთ, რომ მთელი მსოფლიოს ინტერნეტ პროვაიდერებმა პირი შეკრეს და გადაწყვიტეს, ინტერნეტის მიწოდება 1 კვირით შეეწყვიტათ მომხმარებლისთვის.

გიჭირთ ხომ?

ჰო, სიმართლე გითხრათ, ამის წარმოდგენა არცისე ადვილია, მით უმეტეს, არცისე სასიამოვნო, თუმცა, მოდი, მაინც დავხატოთ პატარა „სამენიერო ფანტასტიკური“ სურათი. Continue reading

Posted in მშვიდობიანი საკითხავი | Tagged , , , | 4 Comments

მშვენიერი აფდეითი Instagram-ისგან

ინსტაგრამის ბოლო რამდენიმე აფდეითმა იმედები გამიცრუა, იმიტომ, რომ რეალურად ახალი არაფერი დაუმატებიათ. მაგრამ გუშინდელი განახლება საკმაოდ საინტერესო გამოდგა. (თუ ინსტაგრამს მარტო სელფისთვის იყენებთ, დაიკიდეთ მარტო ფილტრებიც გეყოფათ). გარდა იმისა, რომ დიზაინი ოდნავ შეიცვალა, მთავარი ფუნქცია, რომელიც დაემატა არის “Tools” – მარჯვნივ. ასევე გაუმჯობესდა ფოტოზე გადაღებისას ეკრანზე თითის დადების დროს ფოკუსისა და განათების გასწორების ფუნქცია. აქამდე ინსტაგრამის ეს ფუნქცია ცუდადმუშაობდა tumblr_mxzfxd2ovT1sbyjvso1_1280 Continue reading

Posted in მიმოხილვა, ტექნოლოგია, შთაბეჭდილება | Tagged , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ლარს ულრიხი – „ჯერ კიდევ ასე კარგია“ (მეორე ნაწილი)

ინტერვიუს პირველი ნაწილის წასაკითხად დაკლიკეთ აქ.

ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჯგუფ მეტალიკის (Metallica) შემქმნელთან და დრამერთან, ლარს ულრიხთან (Lars Ulrich). ინტერვიუ 2013 წლის 21 ნოემბერსგამოქვეყნდა საიტზე The Talks. ულრიხი მეტალიკის ადრეულ წლებზე, ხელოვნებით მის დაინტერესებასა და სხვა საინტერესო ამბებზე საუბრობს.

LarsUlrich
ერთხელ თქვით, რომ მეტალიკა პროდუქტი არ არის. ეს არის ნამდვილი ადამიანები, რომლებიც ქმნიან ნამდვილ მუსიკას ისე, რომ შედეგბზე არ ნაღვლობენ. ჩემთვის ეს ხელოვნების მნიშვნელოვანი ნაწილია – ქმნიდე რაღაცას მხოლდო შენთვის და სხვა არავისთვის.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ფანებს და ყველაფერს რაც მათთან ერთად სხვა ყველაფერს, მაგრამ საბოლოო ჯამში რასაც აკეთებ, მაინც საკუთარი თავისთვისაა. ჩემი აზრით, ძალიან ბევრია ისეთი მუსიკა, რომელიც პროდუქტზეა ორიენტირებული და ამაში ცუდი არაფერია. არც სამ წუთიანი სიმღერებია პრობლემა – დინამიკა, რომელიც მეტად ჯდება რადიოს ფორმატში და მასმედიისთვისაც მეტად მისაღებია. ჩვენ, უბრალოდ არასდროს გაგვიკეთებია ეს. როდესაც პროდუქტის გაყიდვა გინდა, ცდილობ, გახადო ის მისაწვდომი რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის, რომ რაც შეილება, მეტი გაყიდო. ჩვენ ჩვენი საქმისთვის ასე არასდროს შეგვიხედავს. პროდუქტის გაყიდვა რომ გვდომებოდა, კბილის პასტას გავყიდდით და ეგაა.

როგორ ისწავლეთ იმ უზარმაზარ მოლოდინებთან გამკლავება, რომელიც მეტალიკის სახელს თან ახლავს?

ჩემი აზრით, საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო, როგორც ყველაფერში. საკუთარი თავი უნდა გაწვრთნა, რომ რაღაცეები გაფილტრო. ეს რთულია, მით უმეტეს, დღეს, ინტერნეტის ეპოქაში, როდესაც ყველა თავის აზრს გამოთქვამს, ამიტომაც ძალიან ფრთხილად უნდა იყო, რომ გაიარო იქ, სადაც ზოგი ძალიან ძალიან არასასიამოვნო რამეს გეუბნება. 20 წლის წინ, როდესაც ჩანაწერს გააკეთებდი, კრიტიკა ასეთი რამეებით შემოიფარგლებოდა: „კარგი ჩანაწერია“, „არ ვარგა“, აი რატომ არ არის კარგი ჩანაწერი“. ახლა კი გესმის: „ლარს ულრიხი უნდა მოკვდეს, დედასშევეცი!“ – მიმიხვდით? ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, ბევრად გამანადგურებელია და მთელი ამბავია იმის გარშემო, თუ რას ელის ხალხი, როგორ გამოთქვამს თავის აზრს, მნიშვნელობა არ აქვს, კარგს თუ ცუდს. თუ ყურადღებას მიაქცევ, უნდა ისწავლო, როგორ მოიშორო. უნდა ისწავლო, თუ როგორ იარო მის გარეშე. მე, პრინციპში, საკმაოდ კარგად ვიცავ თავს ამისგან და მგონი, კარგად ვიცავთ ბალანსს.

ბევრი კამათობს იმაზე, რომ მეტალიკას შუა 90-იანებიდან 2000-იანებამდე საზიზღარი სიმღერები ჩაწერა და რომ 2008 წლის ალბომი 20 წლის განმანძილზე თქვენი პირველი დაბრუნება იყო ფორმაში. რას ფიქრობთ ამაზე?

ინტერნეტის ცუდი მხარე ისაა, რაღაც მხრივ ყველაფერი საბოლოოდ ამ პატარა საუნდბიტებად გადაიქცევა. ყველაფერი უფრო და უფრო მცირდება, რადგან ადამიანები უფრო და უფრო ნაკელბ ყურადებას აქცევენ და ცდილობენ, ყველაფერს რაღაც ახსნა მოუძებნონ. როგორ ახსნიდით, განსაზღვრავდით მეტალიკას: „მეტალიკა 80-იანებში რამდენიმე წამყვანი ჩნაწერი ჰქონდა. შემდეგ 90-იანებში დაერხათ, 2000-იანებში კი გამოასწორეს“. თუ ჩავარდნა შუა 9-იანებში გვქონდა, მგონი ალიან კარგია. 4 წლის განმავლობაში 4 ჩანაწერი გამოვუშვით, 96-ში, 97-ში, 98-ში და 99-ში და თუ ეს ალბომები მაინცა და მაინც ჩვენი საუკეთესო ჩანაწერები არ არის, მე მაინც კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ, მგონია ეს ოთხივე ალბომი ძალიან მაგარია.

და თქვენ როგორ განსაზღვრავდით მეტალიკას?

მისმინეთ, თითოეული ის ჩანაწერი საუკეთესო იყო იმ პერიოდში, როდესაც გამოდიოდა, მაქსიმუმი, რაც შეიძლება ყოფილიყო, საუკეთესო, რასაც ჩვენ ვთავაზობდით. ერთი რამ, რაზეც შემიძლია, ამ 32 წლის შემდეგ თავაწეული ვიყო არის ის, რომ ძალიან გრძელი გზა გამოვიარეთ – ეს სუფთა გზა იყო, გულახდილი გზა, პირდაპირი გზა. ჩვენ არაფერი გვიკეთებია შეფარული მიზნებით, კომერციული მოგებისთვის ან რამე მსგავსი, ამიტომაც ვამაყობ. მგონია, შემიძლია სარკეში ჩავიხედო და ვთქვა – „ყველაფერი კარგადაა“ – რადგან ეს იყო, რასაც ვგრძნობდი იმ მომენტში და გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო. პირველი 32 წლით ძალიან კმაყოფილი ვარ და ვნახოთ, რას მოიტანს შემდეგი 32 წელიწადი.

წლის  ბოლოს 50 წლის გახდებით, რაც, პრინციპში, საკმაოდ ხნიდრამერად გაქცევთ.

მე 49 წლის ვარ, მეგობარო! არა, მისმინე, დედამოტყნული ასაკი ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ბედნიერი ვარ იმით, რომ დიდი ხანია, ვცხოვრობ. მიყვარს მთელი ეს გამოცდილება, მთელი ეს… მინდოდა, მეთქვა, სიბრძნე, მაგრამ არ ვიტყვი. რაც უნდა იყოს ეს მოდის დიდ ხანს ცხოვრებასთან ერთად, ბავშვების ყოლასთან ერთად, როდესაც თვალები ფართოდ გაქვს გახელილი.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი წარსულს ჩააბარეთ?

ძალიან ადრე დავიწყე. მეტალიკა 17 წლისამ ჩამოვაყალიბე. როდესაც 18-ის გავხდი, უკვე საკმაოდ ბევრს ვმოგზაურობდით და როდესაც პირველი ალბომი ჩავწერეთ, სულ 19 წლის ვიყავი. უკვე ძალიან ბევრი რამის გაკეთება მოვასწარი საკმაო სიგიჟე იყო და ალიან მაგარი. ბევრიც გავერთე, უცნაური რამეებიც მიკეთებია, ასე რომ ჯერ… ჯერ კიდევ ასე კარგია.

ჩემი აზრით, ძალიან კარგი დამოკიდებულებაა. ერთხელ ვიღაცამ მითხრა, რომ საკუთარი შემოქმედების არასდროს უნდა შეგრცხვეს, რადგან ეს იმას ასახავს, რაც იმ დროს იყავი.

ის ტიპი არ ვარ, რომელიც დაჯდება და „ყველაფერი რაღაც მიზეზის გამო ხდება“ და რაღაც ეგეთ ყლეობებს ილაპრაკებს. მე მჯერა, რომ ადამიანი საკუთარი არჩევნის შედეგია და ყველაფერი რასაც აკეთებ, ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ყველა ქმედებას უკუქმედება მოსდევს. ამ ინტერვიუმაც შეიძლება, დამაფიქროს იმ თემებზე, რაზეც წეღან ვილაპარაკეთ და შეიძლება, ხვალ სამყაროს ოდნავ სხვანაირად შევხედო. ხვალ კი სულ სხვა რამეები მოხდება. არ ვიცი, ძალიან ფილოსოფიურად ჟღერს (იცინის). მაინც, ყველაფერი რაღაცნაირად ერთმანეთთანაა დაკავშირებული და არაფრის შეცვლას არ ვეცდებოდი.

Posted in თარგმანი, ინტერვიუ, მუსიკა | Tagged , , , , , , , , , , , , , , | %(count)s კომენტარი

მ-ორალ-ური ქართველობა

ქართველები რომ ღვთაებრივად მორალური ხალხი ვართ და ყოველგვარ უწმინდურობას, ამორალურობას ვებრძვით ჩვენს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, გასაგებია.

მაგრამ ალბათ ყველამ იცით, არსებობს ერთი საინტერესო ადგილი ინტერნეტში, რომელსაც Google-ს ვეძახით. ის არამარტო გვეხმარება, მოვძებნოთ ჩვენთვის სასურველი ამბები, არამედ იმახსოვრებს ჩვენ მიერ ყველაზე ხშირად აკრეფილ სიტყვებს/ფრაზებს და შემდეგ იმავე სიტყვის აკრეფისას პირველ რიგში გვიგდებს იმ საძიებო სიტყვებს, რომლებსაც ჩვენს ტერიტორიაზე (ანუ საქართველოში) ყველაზე მეტად ეძებენ.

ჰოდა მეც ავდექი და მოვძებნე ყველა ის წმინდა რამ, რასაც ასე ხშირად იხსენიებს სადღეგრძელოში ჩვენი მრავალჭირნახული ერი. აი შედეგიც (თუ არ მენდობით, შეგიძლიათ, თქვენს საძიებო სისტემაში გადაამოწმოთ).

წმინდა ცნება #1. დედა

Untitled-3

დედაშვილობა Continue reading

Posted in წყევლაკრულვიანი საკითხავი | Tagged , , , , , | 8 Comments