ჟურნალისტიკის ათი მცნება


ეს არის ამონარიდი ჯონ მაქსველ ჰამილტონისა და ჯორჯ კრისმსკის წინგნიდან, “ჩაეჭიდეთ პრესას – ამბავი საგაზეთო ცხოვრებაზე”. ვფიქრობ, ეს წიგნი არამარტო მომავალი და უკვე ჩამოყალიბებული ჟურნალისტებისთვის შეიძლება იყოს სახელმძღვანელო, არამედ, მათი მკითხველების, მსმენელებისა თუ მაყურებლებისთვისაც. იმასაც ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა, ქართულ ენაზე ეს წიგნი უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო, მაგრამ, რადგან, სამწუხაროდ, ეს ასე არაა, გადავწყვიტე ჩემს ფსევდოლიტერატურულ ბლოგზე (რომელიც უკვე, მგონი, ფსევდოჟურნალისტური უფროა), დამედო ნაწყვეტი ამ წიგნის მე–5 თავის ბოლოსწინა ქვეთავიდან, რომელიც ჟურნალისტიკის ათ მცნებას შეეხება. მაშ ასე:

აი ის ათი რაც, ჟურნალისტების თქმით,  მათ არ უნდა გააკეთონ:

1.  ტყუილი გაზეთსა და ეთერში (იგულისხმება ფოტოსურათების შეცვლის თანამედროვე ტექნოლოგიებიც);

2.  წყაროს მოტყუება ან დაშინება;

3. ჭორებისა და სხვა დაუდასტურებელი ინფორმაციის გამოქვეყნება;

4. იმ მოსაზრებების შეკვეცა ან გამოტოვება, რომელთაც ჟურნალისტი არ ეთანხმება;

5. პირადი სიმპათიის ჩვენება რეპორტაჟებში;

6. საკუთარი ვინაობის დამალვა და ტყუილი ინფორმაციის მოპოვების მიზნით (თუ ასეთი ქცევა უკიდურესობით არაა გამოწვეული);

7. სიტყვების ან აზრების პლაგიატი (სხვისი სიტყვების გამოყენება შეიძლება ავტორის დამოწმებით);

8. სატელეფონო საუბრების ჩაწერა ნებართვის გარეშე;

9. პირადი მიზნებით საკუთარი მდგომარეობის გამოყენება (მაგ., წყაროებისგან საჩუქრების მიღება);

10. ისეთი რამის გაკეთბა, რაც შეიძლება ჩაითვალოს “ინტერესთა კონფლიქტად” (მაგ., არჩევნებში მონაწილე ერთერთი კანდიდატისთვის გამოსვლის ტექსტის შედგენა);

Advertisements

18 Responses to ჟურნალისტიკის ათი მცნება

  1. ketusi ამბობს:

    ”აი ის ათი რაც, ჟურნალისტების თქმით, მათ არ უნდა გააკეთონ”

    საქართველოში როგორ გვაქვს საქმე? ამ ”არ”–ს ანგარიშს უწევენ? თუ ”4. იმ მოსაზრებების შეკვეცა ან გამოტოვება, რომელთაც ჟურნალისტი არ ეთანხმება;”–ასე ექცევიან? 🙂

  2. civiseli ამბობს:

    8. სატელეფონო საუბრების ჩაწერა ნებართვის გარეშე; < ამაში პირადი მიმოწერაც რომ იგულისხმება ხვდები? :0 🙂

    • “საუბარი ერთ ჩემს ფემინისტ მეგობარ გოგოსა და არაფემინისტ არამეგობარ გოგოს შორის:
      არაფემინისტი:-შენ ფემინისტი ხარ?
      ფემინისტი:-კი
      არაფემინისტი:-მე არა, ბიჭები მომწონს.”

      გეცნობა ეს? 😉

      • civiseli ამბობს:

        და ეგ ფემინისტის ნებვართვით მოხდა, დააკომენტარა და გაიცინა + მანდ ანონიმურობა დაცული იყო

  3. მე–5 პუნქტს შეხედე ჭკვიანო 😉
    და როცა შეურაცხყოფას მაყენებ იმ შენს პირად მონაწერში, ეგ მონაწერი უკვე ჩემი პირადი ხდება 😉

  4. Jessie ამბობს:

    თორე ყველა პირიქით არ შვრება რა :::)))

  5. xatia ამბობს:

    ახლა ვფიქრობ, რა კომენტარი გავუკეთო ამას და ვერ მომიფიქრებია…არ ვიცი, გავიცინო თუ ნერვები მოვიშალო, მარა რა აზრი აქვს, თორე კი…

  6. vampirate ამბობს:

    რისი თქმაც მინდოდა, პირველსავე კომენტარში ეწერა :))

    მაგრამ კომენტარს მაინც ვტოვებ :))

  7. ten minutes older ამბობს:

    ყველა ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს ეს 10 მცნება გაკრული ლოგინის თავზე.

    მაგრამ მაინც მეეჭვება ქართველ ჟურნალისტებს რამე ეშველოთ.

  8. kalasimo ამბობს:

    საინტერესოა:) მეც მომავალი ჟურნალისტი ვარ და აუცილებლად გავითვალისწინებ;)

  9. Floydian-girl ამბობს:

    აქამდე მაინც მცოდნოდა ეს ბლოგი….
    კარგია, რომ გიპოვე:) გამომადგება მე, როგორც მომავალ ჟურნალისტს:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s