მერვე დღე

(ნუ ეცდებით აქედან აზრის გამოტანას, ეს ის საკითხია, რომელზედაც დაუსრულებლად შეიძლება მსჯელობა)

ერთმა ჩემმა მეგობარმა მკითხა:– არ გიფიქრია, რა არის ადამიანის და, საერთოდ, ამ სამყაროს შექმნის აზრიო? მართალია, თავში ბევრჯერ მომსვლია ეს კითხვა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, დიდად არ ჩავღრმავებივარ. ბოლო დროს კი დღე არ გავა, ამაზე არ ვიფიქრო. უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი მერევა გონებაში. ხანდახან მეშინია კიდეც, ჩემსავე მოქსოვილ ბადეში არ გავიხლართო, მაგრამ ეს ფიქრი იმდენად გამიჯდა გონებაში, რომ, არა მგონია, პასუხის ძიება შევწყვიტო, სანამ რამე კონკრეტულ დასკვნამდე არ მივალ.

წარმოგიდგენიათ, სამყაროს შექმნის ექვსი ეტაპი, ექვსი დღე, ცისა და დედამიწის გაჩენიდან ადამიანის შექმნამდე?… მეშვიდე დღეს ღმერთმა დაისვენა, ხოლო მერვე დღემ დასაბამი მისცა იმას, რაც დღემდე გრძელდება – ადამიანის სწრაფვას სრულყოფილებიუსაკენ.

ღმერთმა შექმნა კაცი “თავის ხატად და მსგავსად”, მანიჭა მას უკვდავება… ჩვენ კი რა ვქენით? განხეთქილების ხილი ვარჩიეთ! სასჯელად კი ის მივიღეთ, რომ მას შემდეგ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიბრძვით მარადისობის დასამკვიდრებლად, თუმცა ყოველ წამს ძწოლით ველით დასასრულს.

რატომ გვეშინია სიკვდილის? განა დიდად განსხვავდება ის ჩვეულებრივი ღამის ძილისგან, რომელიც სიცოცხლისთვის ასე მნიშვნელოვანია? სიკვდილის შემდეგაც ისევე არ არ ვეთიშებით ამ ქვეყანას, როგოც ღამის ძილის დროს? და თუ ეს ასეა, რაა საშიში?! იმ დიდმა ადამიანმა თქვა:”ღმერთმა გიშველოს სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითაო”.– აი მას მართლაც არ ჰქონდა შიშის საფუძველი, რადგან ეს მისთვის ერთი სამყაროდან მეორე, უფრო სრულყოფილში გადასვლა იყო, თან ისე, რომ აქაურობასაც არ შორდებოდა; მისი ნაწილი, შემოქმედება დარჩა, დარჩა და საუკუნეებს  გაუძლო! და განა შეიძლება, ყოველივე ამის შემდეგ, ასეთ ადამიანზე ითქვას, მოკვდაო?!

ერთ რამეს მივხვდი; მარადიულია ის, რაც არამატერიალურია, რაც არ შეძლება თვალმა აღიქვას და ხშირ შემთხვევაში გონებაც უძლურია. ჩვენ კი, ადამიანები, ვინაიდან ყველანაირად ვცდილობთ დავემსგავსოთ ღმერთს, შემოქმედს, ვლამობთ, შევქმნათ რაიმე ღირებული, რათა მოვიპოვოთ ის, რაც ისევ და ისევ, უპირველესი მიზანია ჩვენი ცხოვრებისა – უკვდავება.

ერთი პატარა ციტატა გადამექცა ცხოვრების აზრად: “ხელოვნებაა ტავად უკვდავება, მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი”. “ოსტატი”, ზოგადად, ადამიანია, რომელიც ამ დაუსრულებელ მერვე დღეს გამხდარა ბატონ–პატრონი “ამა სოფლისა”. ჩვენ სრული თავისუფლება მოგვენიჭა. ერთადერთი, რაშიც შეზღუდულები ვართ, დროა. უნდა ჩავეტიოთ ჩვენთვის ბოძებულ ცხოვრების მონაკვეთში. ეს კი არც ისე ადვილია, მაგრამ არც ძალიან ძნელი…

…ახლაც, როდესაც ჩემი ნააზრევი ქაღალდზე გადამაქვს, რაღაცას ვქმნი, ვფიქრობ, თუ რამდენად ღრებულია ეს ჩემი მელნის ნაღვენთი, დააფიქრებს ვინმეს, თუ უბრალოდ აჭრელებულ ქაღალდად დარჩება, რომელსაც მშვიდად, დაუნანებლად მოისვრიან ურნაში? ეს რამდენიმე საათიც ცხოვრების ერთი პატარა მონაკვეტია, მაგრამ სწორედ ასეთი მონაკვეთებისაგან შედგება გზა, რომელსაც ყველანი გავდივართ… განა საბოლოოდ ისეტსავე სეკითხვას არ ვსვამთ, როგორიც წეღან დავუსვი ჩემს თავს? დარჩება ჩვენი ცხოვრების ნაღვაწი და დროსთან ერთად გააგრძელებს არსებობას, თუ ჩვენს სიცოცხლესთან ერთად გაქრება და აღარავის მოაგონდება?

ეეეჰ, როგორ გავერთე გიქრებში! საბოლოო დასკვნისგან კი ჯერ კიდევ რა შორს ვარ… თუმცა ერთი რამ ცხადია, მთავარია, ყველამ ვიპოვოთ ის მიმართულება, საითაც ვივლით მთელი ცხოვრების განმავლობაში და თუ ჩვენი კვალი სიკვდილის შემდეგ დარჩება და დროს გაუძლებს, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ დაკისრებული მისია შევასრულეთ და მერვე დღეს ჩვენთვის უნაყოფოდ არ ჩაუვლია.

P.S. და მაინც, რატომ შეიქმნა ადამიანი?

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ნაფიქრი and tagged , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to მერვე დღე

  1. თინათინ ათინათი ამბობს:

    P.S. და მაინც, რატომ შეიქმნა ადამიანი?

    სიყვარულისთვისა და ტანჯვისთვის… ეს ბანალურად, ისე კი, მეც ბევრს ვფიქრობ და პასუხს თუ ოდეს მივაგნებ, გაგაგებინებ 🙂

  2. Nonka ამბობს:

    მთავარია, ყველამ ვიპოვოთ ის მიმართულება, საითაც ვივლით მთელი ცხოვრების განმავლობაში და თუ ჩვენი კვალი სიკვდილის შემდეგ დარჩება და დროს გაუძლებს, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ დაკისრებული მისია შევასრულეთ და მერვე დღეს ჩვენთვის უნაყოფოდ არ ჩაუვლია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s