მისთვის, ვისაც არ სჯერა

აქ თქვენ გაიგებთ Portxlebi–ს საიდუმლოს

მე ბევრს ვერაფერს გეტყვი ამ სამყაროზე, იმოტომ, რომ თვითონაც არ ვიცი.

მე ვერ გეტყვი რა იქნება ხვალ და არ გეტყვი, რა იყო გუშინ, მაგრამ შემიძლია გირჩიო, იცხოვრო დღევანდელი დღით!

მე ვარ ერთი წერტილი ამ სამყაროში, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ იპოვა ადგილი, სადაც უნდა მოთავსდეს. არა, იცი, მგონია, ადგილს ვერც ვერასოდეს ვიპოვი ერთი  მარტივი მიზეზის გამო, არ მინდა, არ  მჭირდება! მე, ალბათ, უფრო ბროუნის ნაწილაკს ვგავარ, რომელიც აუსრულებლად, ქაოტურად მოძრაობს.

ჩემთვის რაღაც შეიცვალა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. თითქოს გაიღო კარი იმ სამყაროსკენ, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ჩაკეტილი იყო ჩემთვის. შიგნიდან რაღაც მექაჩება, გარეთ უნდა გამოსვლა, ამას ვგრძნობ…

მიყვარს განმარტოება…

ხანდახან საკუთარ თავთანაც…

უფრო  მეტად კი იმათთან, ვინც მაგრძნობინებს, რომ ყველაფერი შემიძლია. ასეთები კი ძალიან ცოტანი არიან, უფრო ცოტანი, არა, კიდევ უფრო…

…ასეთი მარტო ერთია და ის ყველას და ყველაფერს იტევს!

შენ, ვისაც ოდესმე ეს ჩემი წერილი ხელში ჩაგივარდება და არ დაგეზარება, წაიკითხო, დაფიქრდი, კიდევ ერთხელ შეხედე შენს თვს და უთხარი: რას ნახავ, როცა დახუჭავ თვალებს?

ეს შეკითხვა ამოვიჩემე და მას ერთგვარ ოპტიმიზმისა და ბედნიერების საზომად ვიყენებ, თუ საერთოდ მათი გაზომვა შეიძლება.

გონებაში ქაოსია, ერთმანეთში მერევა ნოტები და ბგერები, ასოები, ფერები… მინდა, რომ ესენი ჰარმონიაში მოვიყვანო ერთმანეთთან და შევქმნა რაღაც ახალი…

მე ვიცი, რომ ვერ იარსებებს დროის მანქანა, მაგრამ მჯერა, დროში ვიმოგზაურებ…

მე ვიცი, რომ ზღაპრები ადამიანის ზეადამიანური ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ მჯერა, რომ ერთხელაც გავივლი ყვითელი აგურით მოკირწყლულ შარაგზას ჯადოსნებათა სამყაროსკენ…

მე არ ვიცი, რას ამბობენ მეცნიერები, მაგრამ მჯერა, რომ პირამიდები ადამიანებს არ აუშენებიათ…

არც ის ვიცი, რამხელაა სამყარო, მაგრამ მჯერა, რომ იქ, სადღაც არსებობს მეორე „მე“, რომელიც ზუსტად იმავეს აკეთებს ამ წუთას, რასაც პირველი…

და მე უბრალოდ კი არ მჯერა ამ ყველაფრის, მე ამით ვცხოვრობ და როგორც გინდათ, ისე გაიგეთ. მე ადრე მეშინოდა ამის აღიარების, მეშინოდა საკუთარ თავთან გამოტყდომის… დღეს კი ეს ბედნიერებას მანიჭებს!

დაე გიჟდ ჩამთვალონ, ან სულელად, სულ ერთია, მე მაინც მე ვარ!

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in მშვიდობიანი საკითხავი and tagged , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to მისთვის, ვისაც არ სჯერა

  1. chezho ამბობს:

    ძაან მაგარი ხარ
    წერე, არ გაჩერდე.
    დღეს მე მომწონს და კიდევ რამოდენიმე ათეულს.. მაგრამ, როცა შენს ბევრს ნაწერს დადებ და ბევრისთვის ცნობილი გახდება ამ გვერდის არსებობა და ვინ იცის იქნებ ცხოვრებას სხვა, უკეთესი კუთხით შევხედოთ….

  2. თინათინ ათინათი ამბობს:

    სადაც მე გავიარე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წინ მეთხუთმეტე საუკუნეში, თუნდაც 5 წამით, მაგრამ მთელი არსებით, აღქმითა და შეგრძნებით, იქ შენი ოპტიმიზმით ყველაფერს შეძლებ!

  3. same old fears ამბობს:

    რას ნახავ, როცა დახუჭავ თვალებს?
    არც ის ვიცი, რამხელაა სამყარო, მაგრამ მჯერა, რომ იქ, სადღაც არსებობს მეორე „მე“, რომელიც ზუსტად იმავეს აკეთებს ამ წუთას, რასაც პირველი…

    tbecoam

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s