გაწყვეტილი დიალოგები – ტირილიდან სიცილამდე

–        ფერები კარგია, ლამაზია, სიცოცხლეა, სიმართლეა…

–        ფერები ბევრნი არიან,  ძალიან ბევრნი.

–        შენ რომელი ფერი მოგწონს?

–        სიცოცხლის ფერი.

–        სიცოცხლე რა ფერია?

–        სიცოცხლე ყველაფერია…

–        …

***

–        რას ამბობდა მზე, როცა ამოდიოდა?

–        აუცილებელი იყო, რამე ეთქვა?

–        მაინც რას? შენი აზრით?

–        ჩემი აზრით, როცა მზე ამოდის, არ უნდა იფიქრო იმაზე, თუ რას ამბობს, მთვარია გიხაროდეს, რომ კიდევ ერთი მზიანი დღე გათენდა…

–        …

***

–        გაჩუმდი და ცას შეხედე!

–        შევხედე, მერე?

–        ეგრე არა, თვალებდახუჭულმა!

–        ჰმ…  მერე რას დავინახავ?

–        მეც მაგას გეკითხები, რას ხედავ?

–        ვერაფერს… რა უნდა დავინახო, თვალები დახუჭული მაქვს…

–        რა უნდა დაინახო? როცა თვალები დახუჭული გაქვს, შანსი გეძლევა, დაინახო ის, რაც გინდა და არა ის, რაც არის, ანუ ის, რაც შენშია და არა ის, რასაც გარედან გთავაზობენ. შენ ამ შანსს ვერ იყენებ, უბედური ხარ!…

–        …

***

–        ღმერთი არ არსებობს.

–        მაგ სიტყვებით შენ მისი პოვნის კიდევ ერთი შანსი გაუშვი ხელიდან…

–        …

–        შეგიძლია სიჩუმის ენაზე საუბარი?

–        …

–        …

***

– ამბობენ, ცისარტყელას ქვეშ თუ გაივლი, ბედნიერი იქნებიო.

– მაგას ვინც ამბობს და სჯეარა, ვერასოდეს იქნება  ბედნიერი, ეს იცის და უნდა თავისი უბედურება სხვასაც მოახვიოს თავს.

– ვერ გავიგე…

– უბრალოდ, ცისარტყელის ქვეშ ვერასოდეს ვერავინ გაივლის და ვინც მაგას ცდილობს, ბედნიერებას უშედეგოდ ეძებს.  არადა, ერთგან  წავიკითხე ერთი ჭკვიანი ადამიანის ნათქვამი: „ნუ ეძებ ბედნიერებას და გაბედნიერდებიო.

– …

***

– რა არის სიყვარული?

– ეს კითხვაა?

– არა, ცნება…

– სიყვარული? უბრალოდ სიყვარულია, ახსნა არ სჭირდება…

– მაინც, მაინც?

– შენ გყვარებია?

– კი.

– გიყვარს?

– კი?

– რატომ?

– რას ქვია, რატომ!

– …

***

– რა მანძილია ტირილიდან სიცილამდე?

– გეტყვი, ოღონდ, ჯერ მაღლა აიხედე და მითხარი, რა მანძლია დედამიწიდან ცამდე, შემდეგ ჰორიზონტს გახედე და იგივე გაიმეორე.

– …

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in მშვიდობიანი საკითხავი, ნაფიქრი and tagged , , , , . Bookmark the permalink.

7 Responses to გაწყვეტილი დიალოგები – ტირილიდან სიცილამდე

  1. თინათინ ათინათი ამბობს:

    “როცა თვალები დახუჭული გაქვს, შანსი გეძლევა, დაინახო ის, რაც გინდა და არა ის, რაც არის, ანუ ის, რაც შენშია და არა ის, რასაც გარედან გთავაზობენ.” <3<3<3

  2. me ამბობს:

    kargia, ase gaagrdzele

  3. TaTi ამბობს:

    ძალიან მომეწონა, თავზეხელაღებულო!!!

  4. N.TABA ამბობს:

    ძალიან მომეწონა ❤

    ……
    .. 🙂

  5. AnUKi ამბობს:

    magari dialogebia dabolovebuli ro iys kargi iqneba 😀 ufro saintreeso ikneba

  6. niniiiiiiiiiii ამბობს:

    kargiaaaaaaaaaaaa momwonsssssssssss

  7. niniiiiiiiiiii ამბობს:

    miyvarxartttttttttttttttttttttttttt

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s