გაწყვეტილი დიალოგები – უსასრულობის ძიებაში

იყო მიწა და იყო ცა, იყო ჰაერი, იყო ზღვა, იყო ღამე და იყო დღე, იყო მთვარე და იყო მზე, იყო წუხილი და იყო სიხარული, იყო სიძულვილი, იყო სიყვარული… ეს ყველაფერი დედამიწის გაჩენის დღიდან იყო, მაგრამ სად იყო ეს ყველაფერი მანამდე?

არ არსებობდა!

თუ არ არსებობდა, საიდან გაჩნდა?

***

სიცოცხლის შემდეგ სიცოცხლის გჯერა?

ეგ როგორ?

აი, რომ კვდები და მაინც აგრძელებ ცხოვრებას.

ეგ არ არსებობს.

ე.ი. არც შენ არსებობ.

***

დასასრულის გეშინია?

რისი დასასრულის?

სიცოცხლის დასასრულის.

სიცოცხლე არ სრულდება, უბრალოდ ერთი განზომილებიდან მეორეში გრძელდება, რატომ უნდა მეშინოდეს?

***

უსასრულობა არ არსებობს, ისევე, როგორც სრულყოფილება.

ორი სარკე რომ ერთმანეთის პირისპირ დადო, რომელში გაქრება? პირველად ანარეკლი?

არცერთში.

ანუ ის გაგრძელდება…

უსასრულოდ

***

„არაფერი“ არსებობს?

ალბათ კი.

მაინც როგორ წარმოგიდგენია?

აი, ვთქვათ, ცარიელ ოახში რომ შევიდეთ იქ არაფერი იქნება…

შენ გარდა.

***

რა დარჩება, როცა სამყარო გაქრება?

არაფერი.

აკი არაფერი არ არსებობსო?

***

ერთხელ ერთ ფილმში მოვისმინე, ვიღაც ამბობდა: ძალიან მიხარია, რომ რაღაცის გწამს და არ გეშინია, ამ რაღაცას ღმერთი უწოდოო.

მაინც რა არის ღმერთი?

ყველაფრის დასაწყისი და დასასრული.

–და როდის დაიწყო ყველაფერი?

–არასოდეს დაწყებულა.

–ანუ?

–ანუ არც არასოდეს დამთავრდება.

განა ასეთი რამ არსებობს?

–…

იყო მიწა და იყო ცა, იყო ჰაერი, იყო ზღვა, იყო ღამე და იყო დღე, იყო მთვარე და იყო მზე, იყო წუხილი და იყო სიხარული, იყო სიძულვილი, იყო სიყვარული… ეს ყველაფერი დედამიწის გაჩენის დღიდან იყო, მაგრამ სად იყო ეს ყველაფერი მანამდე?

არ არსებობდა!

თუ არ არსებობდა, საიდან გაჩნდა?

***

სიცოცხლის შემდეგ სიცოცხლის გჯერა?

ეგ როგორ?

აი, რომ კვდები და მაინც აგრძელებ ცხოვრებას.

ეგ არ არსებობს.

ე.ი. არც შენ არსებობ.

***

დასასრულის გეშინია?

რისი დასასრულის?

სიცოცხლის დასასრულის.

სიცოცხლე არ სრულდება, უბრალოდ ერთი განზომილებიდან მეორეში გრძელდება, რატომ უნდა მეშინოდეს?

***

უსასრულობა არ არსებობს, ისევე, როგორც სრულყოფილება.

ორი სარკე რომ ერთმანეთის პირისპირ დადო, რომელში გაქრება? პირველად ანარეკლი?

არცერთში.

ანუ ის გაგრძელდება…

უსასრულოდ

***

„არაფერი“ არსებობს?

ალბათ კი.

მაინც როგორ წარმოგიდგენია?

აი, ვთქვათ, ცარიელ ოახში რომ შევიდეთ იქ არაფერი იქნება…

შენ გარდა.

***

რა დარჩება, როცა სამყარო გაქრება?

არაფერი.

აკი არაფერი არ არსებობსო?

***

ერთხელ ერთ ფილმში მოვისმინე, ვიღაც ამბობდა: ძალიან მიხარია, რომ რაღაცის გწამს და არ გეშინია, ამ რაღაცას ღმერთი უწოდოო.

მაინც რა არის ღმერთი?

ყველაფრის დასაწყისი და დასასრული.

განა დასასრული არსებობს?

ყველაფრის არა.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in მშვიდობიანი საკითხავი, ნაფიქრი and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s