ქოთანში მოხარშული თავისუფლება

ნაწყვეტი ჰიპი ბასთარდის მიერ მსოფლიოს სამშვიდობო კონფერენციაზე წარმოთქმული სიტყვიდან

…დიახ, მე ვიყავი იქ, მე ვნახე თავისუფალი ადამიანები, ვნახე მათი დამოკიდებულება თვისუფლებისადმი; თუ როგორ იცავდნენ საკუთარს და პატივს სცემდნენ სხვისას. ვნახე, თუ როგორ უყვარდათ მათ სიცოცხლე და იყვნენ ბედნიერნი, რადგან მთელი თავისი სიდიადით შეიგრძნობდნენ თითოეულ წამს ცხოვრებისას.

მათ არ ჰქონდათ კანონები, რადგან არავინ არღვევდა წესრიგს. ცხოვრობდნენ მშვიდად და იცოდნენ მშვიდობის ფასი, ლაპარაკობდნენ მხოლოდ იმაზე, რაც გააკეთეს, ან იმაზე, რასაც აუცილებლად გააკეთებდნენ, რადგან იცოდნენ, თუ რა ღირებულია თითოეული სიყვა. მათ არ ჰყავდათ საფიცარი ადამიანები, რადგან არ სჭირდებოდათ ფიცი. მათ იცოდნენ თავისუფლების არსი და ცხოვრობდნენ თავისუფლად. ისინი არ ჰკიცხავდნენ ერთმანეთს ქცევის, ჩაცმულობის, საუბრის ან ფიქრის გამო, რადგან თითოეულის მოქმედება არ არღვევდა არცერთის თავისუფლებას.

თქვენ კი, მეგობრებო, რომლებმაც მშვიდობა და თავისუფლება თქვენს ქოთანში მოხარშეთ, თქვენი სანელებლებით თქვენივე გემოვნებით შეაზავეთ და ყოველივე ამის შემდეგ გასასინჯად გვთავაზობთ; თქვენ, თეთრ საყელოებსა და შავ კოსტიუმებში გამოწყობილო მშვიდობისმყოფელნო, გარეგნობით პინგვინებს რომ ჰგავხართ და აზროვნებით 10–ციფრიან კალკულატორებს, დაიმახსოვრეთ: თქვენ ვერასოდეს იქნებით თვისუფალნი, ვერასოდეს შექმნით მშვიდობას და, მით უმეტეს, ვერასოდეს გვასწავლით ამ ყველაფერს, რადგან თქვენ თვითონ იხარშებით თქენსავე ქოთნებში, ვერ სცდები თქვენსავე დაკანონებულ საზღვრებს და სამუდამოდ ხართ განწირულნი ამ პინგვინის კოსტიუმების ტარებისათვის!

და ახლა თქვენ მზად ხართ ამ სიტყვებისთვის ბორკილები დამადოთ, მაგრამ იცოდეთ, თქვენ ვერსოდეს აღკვეთთ ჩემს თავისუფლებაზ, რადგან იგი კედლებით არ ისაზღვრება: ეს აზრის თვისუფლებაა და არა ინსტიქტების! მე გიჟის ხალათშიც კი თქვენზე… (აქ ჰიპის სიტყვა დარბაზში შემოსულმა სამართალდამცავებმა შეაწყვეტინეს).

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in წყევლაკრულვიანი საკითხავი and tagged , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to ქოთანში მოხარშული თავისუფლება

  1. Annie ამბობს:

    aaaaaaaaaa :X 😀 .. yvelaperi xo, magram, qvabi ki ara qotani 😛 nu es araperi… kargi xar George :XX :***

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s