ღმერთი

ნამდვილი ამბავი

შემოვიდა თუ არა, თავისი ყოვლისწარმტაცველი ხელები დიდებულად გაშალა, დიდმნიშვნელოვნად მოავლო თვალი იქაურობას და გაშეშდა, თითქოს ძალას იკრებს, რომ უწმინდურნი უმალ წარსაწყმენდელში გაგზავნოსო.

იდგა იგი, მაღლიდან გადმოსცქეროდა ყოველივეს. წელში ოდნავ მოხრილს მრავალწლიანი კუზივით დასწოლოდა მხრებზე ამ სამყაროს სიმძიმე და ეს იმდენად ცხადად ჩანდა, რომ მართლა კუზი ეგონებოდა ვინმე უვიც მოკვდავს. შვილთა ცოდვანი სახეზე ღრმა ნაოჭებად აღბეჭდოდა. წმინდა წვერი ვერ უფარავდა ჭმუნვის ნაკვალევს. დიდრონი ღრმა თვალებით იცქირებოდა, სათითაოდ აკვირდებოდა მის გარშემო მდგომთ, თითქოს მათგან რაღაცას ელისო. სპეტაკი თავსაბურველიდან ოდნავ მოუჩანდა შევერცხლილი თმა, რაც მის განსხივოსნებულ არსებას კიდევ უფრო მატებდა დიდებულებას. ტანთ ძონძები ემოსა, მაგრამ ბრწყინავდა მისი სხეული, ვითრცა კერპი ოქროსი.

მან კიდევ ერთხელ მოავლო ირგვლივ მადლიანი თვალები, ხელები აღაპყრო და ბაგეთაგან უტკბილესი ბგერებიუ გადმოღვარა. ზარივით რეკდა მისი მრისხანე ხმა, ვერ გაძღებოდა ადამიანი დიდებული ღაღდის სმენით. სიბრძნე იფრქვეოდა მისი თითოეული ამოსუნთქვიდან.

და მან მიმართა მოკვდავთ:

– ცოდვილნო! მკვიდრნო ამა ქვეყნისანო! ისმინეთ არამარტო ამ პლანეტის, არამედ თითოეული გალაქტიკის სახელით, ირწმუნეთ და შემომფიცეთ  მარადი მსახურება თქვენივე სულების გადასარჩენად, დაეხსენით ბნელს და იხილეთ ნათლი, გამოავლინეთ ყველამ თქვენი შესაძლებლობების მიხედვით, ზოგმა მცირედი, ზოგმა – მრავალი და დამეხმარეთ ოცი თეთრით!

ამ სიტყვებზე მან დიდებული მიხვრა–მოხვრით დინჯად ჩამოუარა თითოეულ მგზავრს მეტროს ვაგონში. ცალი ყოვლისწარმტაცველი ხელით „შესაწირს“ იღებდა, ხოლო მეორით დიდმნიშვნელოვნად სახავდა პირჯვარს უღირსთ…

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in წყევლაკრულვიანი საკითხავი and tagged , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s