უსინდისო ბრალმდებელი

ამ ქვეყანაზე თუ რომელიმე ერს თავისი არებობის მანძლიზე გასაჭირი უნახავს, ეს სწორედ ქართველი ერია. ფარითა და მახვილით, სისხლითა და ოფლით დაუცავთ საკუთარი მიწა–წყალი…

მაგრამ ეს იყო ადრე….

დღეს ქუჩაში გამვლელ ნებისმიერ მოზარდს რომ ჰკითხო, უდიდესი პატრიოტია, მაგრამ, საინტერესოა, ამ პატრიოტიზმს სად ავლენენ?! აქვეა პასუხიც. არც ერთი ქართული, მამაპაპური სუფრა ისე არ ჩაივლის, ქართველობის, საქართველოს, წინაპრების სადღეგღძელო რამდენიმეჯერ არ დაილიოს. ამაში, რა თქმა უნდა, ცუდი არაფერია, მაგრამ საქმე ის არის, რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა, საქმით იმის მეათედი მაინც გააკეთონ, რასაც სტყვით ეგზომ მჭევრმეტყველურად აყალიბებენ (დამეთანხმებით და, ზოგჯერ ეგ მჭევრმეტყველებაც სანატრელი ხდება).

ისე კი, თუ სიმართლეს თვალებში შევხედავთ, საქართველოში მხოლოდ უმცირესობამ თუ იცის პატრიოტრიოტიზმის რეალური არსი და იმ ვალდებულების მნიშვნელობა, რასაც იგი ანიჭებს ადამიანს.

ცხოვრობენ აწმყოში წარსულის აჩრდილებთან ერთად, ის კი ავიწყდებათ, რომ „აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“.

ისინი ცხოვრობენ წარსულით, თვალს არიდებენ აწმყოს და არ ფიქრობენ მომავალზე.

მათ სამი რამ აკლიათ: მიზანი, რომ მისთვის იბრძლოლონ, სიმამაცე, რომ ბრძოლა შეძლონ და ერთობა, რომ ამ ბრძოლაში გაიმარჯვონ.

მათ სამი რამ ახასიათებთ: თვითდაჯრებულება, რაც ხანდახან კარგია, ხშირად კი დამღუპველი, გონიერება, რასაც არასწორად იყენებენ და უიმედობა, რასაც ფატალური შედეგი მოაქვს.

მათ სამი რამ ეხერხებათ ყველაზე კარგად: ლაყბობა, რათა მსმენელს თავბრუ დაახვიონ, ტყუილი, რათა თვისას მიაღწიონ და ღალატი, რათა დიდება მოიპოვონ.

ეს ყველა თვისება რომ რომელიმე არსების შექმნისათვის გამოგვეყენებინა, მივიღებდით ახალშობილ კრავს, ჯერ კიდევ თვალებაუხილავს, ნიანგის მადით, ზვიგენის დაუნდოლობით, მაიმუნის ჭკუით, მელიის ეშმაკობით და თუთიყუშის ენით „შემკულს“, რომელიც უიმეოდ ცდილობს, ფეხზე წამოდგეს, უკანა ფეხებს ეყრდნობა, აი, ოდნავ წამოიწევს კიდეც, მაგრამ ყოველ ცდაზე საკუთარი კუდი ებლანდება ფეხებში, სხლტება და ხმაურით ეცემა მიწაზე.

და ბოლოს. ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ნუ იფიქრებთ, ვინ გამოჩნდა ასეთი, თავი ყველაზე მაგარი რო გონიაო, ნურც იმას, ეგეთი იდეები უკვე მოდიდან გავიდა, სად ვართ, 21–ე საუკუნეაო, ან ამაზე უკვე იმდენჯერ ილაპარაკეს, ყელში ამოვიდა, მაინც არაფერი გშველის და რა აზრი აქვსო, თორემ იძულებული გავხდები, ჩავთვალო, რომ ყველაფერი, რაც დავწერე, აბსოლუტური სიმართლეა, ასე რომ, გამარჯობა, მეგობრებო, თქვენ წინაშეა კიდევ ერთი უსინდისო ბრალმდებელი!

2007

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ნაფიქრი, წყევლაკრულვიანი საკითხავი. Bookmark the permalink.

8 Responses to უსინდისო ბრალმდებელი

  1. civiseli ამბობს:

    ბიწო,საბჭოთა კავშირში ხალხი კომუნისტური იდეოლოგიით ცხოვრობდა,კოლაფსის შემდეგ კი ეს იდეოლოგია მართ(ლ)მადიდებლობამ და ჯაბა იოსელიანის გაგებამ ჩაანაცვლა…ბნელი 90იანები და რამე…მართ(ლ)მადიდებლობა,ქუჩა და გაუნათლებლობა ერთმანეთში აირია,რომ ამბობ „აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“ წარსული იცი როგორი გქონდათ?ან ეს ილიას სიტყვები რომ დაწერე ილია ვიცით როგორი იყო?ლექსო მაჭავარიანმა დაწერე თითქმის იდეალური წერილი “ილიას იდენტიფიკაცია,” ეგ კაცი დღეს რომ დაბადებულიყო წიწამურამდეც ვერ მიაღწევდა,ჭავჭავაძის უნივერსიტეტის წინ ჩაქოლავდა მმკ (პარადოქს),აგვიჩემებია კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვები “ენა,მამული და სარწმუნოება” აი ამით შემოიფარგლება ჩვენი ილიას ცოდნა…ვისაუბროთ სრულიად სხვა პიროვნებაზე – ლიბერასტზე (“ეს ლიბერალი, ბურთივით მრგვალი”), ათეისტების და სექტანტების მფარველზე (“სარწმუნოება სინდისის, სასოების საქმეა და აქ ყველა თავისუფალია და ხელშეუხებელი”), ტრადიციებთან მებრძოლზე (“რაც მამა-პაპას უქნია, ის ჩვენ უნდა ვქნათო; ეგ ჩინეთის ფილოსოფია არის; თუ მაგას მივყევით, ჩვენც ჩინებსავით შევსდგებით ერთ ალაგზედ და წინ ფეხს ვეღარ წავსდგამთ”), მკრეხელზე (“ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარუძღვე წინა ერსა”), ქართველი ერის მოძულეზე (“ეხლანდელი ქართველი რომ ძალიანა მძულს, ამით ვამტკიცებ, რომ საქართველო ძალიან მიყვარს”) და დედა-ეკლესიის მტერზე (“ყურადღების მიქცევა უნდა ჩვენს სასულიერო საქმესაცა, ჩვენს ერს მღვდელი არა ჰყავს, ის მღვდლები, რომელნიც არიან, იმისთანა ყოფაში არიან, რომ მარტო ლუკმა პურის ძებნაში აღამებენ თავიანთ დღესა და ერის სასულიერო საქმისათვის ვერ იცლიან”). ამას დავუმატოთ სიმპატიები მასონ გარიბალდის მიმართ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის წარმოსახვაში ავადსახსენებელი “თავისუფლების ინსტიტუტის” წევრის თუ არა, მინიმუმ მისი რომელიმე თანამოაზრის პორტრეტი დაიხატება…
    ანუ ჯერ კუმირებში ჩამოვყალიბდეთ,შემდეგ კარგად გავიაზროთ წარსული და ისე ავაშენოთ მომავალი 😛

    • აუ, აუ, აუ, ცივისელო, სასტიკად არ გეთანხმები შეფასებაში….!!!!
      “ქართველი ერის მოძულეზე (“ეხლანდელი ქართველი რომ ძალიანა მძულს, ამით ვამტკიცებ, რომ საქართველო ძალიან მიყვარს”) ” ამის თქმა შენ არ გეკადრება და არც დანარჩენი შედარებებისა!!!
      ჩვენ არ გვეხება ის, თუ რას იზამდა ილია დღეს! მთავარია რა ქნა თავის დროზე.
      მე ილია ჭავჭავაძეს არ ვუყურებ, როგორც წმინდანს… ჭავჭავაძე არის ერთერთი იმათგანი, რომლებმაც ძალიან ბევრი გააკეთეს, რომ საქართველოს რამე შველოდა!!!
      რაც შეეხება “აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა–ს”, ეს, ილიას სიტყვები არ არის, მგონი იცი და, ვფიქრობ, კარგად ვერ გაიაზრე, რატომ გამოვიყენე ეს ჩემს ნაწერში.
      მე აქ არც ილიას ვეხები და არც სხვა რომელიმეს. აქ ზუსტად ის მმკ–ობა, ჯაბა–ზვიადისტობა, წარსულის “უბადლო” ცოდნა და ფსევდოპატრიოტობაა პრობლემა, სხვა არაფერი. კუმირები აქ არაფერ შუაშია, და, საერთოდ, არ ღირს კუმირის ყოლა. შეიძლება ვინმესგან რამე ისწავლო, ოღონდ უნდა გახსოვდეს, არც ის მასწავლებელია შეუცდომელი! ყველა, ვინც აზრიანად სწავლობს, ჯერ აანალიზებს ინფორმაციას და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს მას: დღეს კი რას ვშვრებით? მარტო იმას ვიღებთ, რასაც თავში გვიტენიან: დაწყებული უაზრო ტრადიციებით, დამთავრებული ვიღაცეების ახირებული იდეებით… საკუთარი აზრი არ გაგვაჩნია! აი რა არის პრობლემა, რომლის გადაწვეტასაც, როგორც აქ ვამბობდი არც მეტი, არც ნაკლები, სუფრასთან ვცდილობთ…
      ასე, რომ, ცივისელო, შენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, შენს წინამდებარე კომენტარს სასტიკად არ ვეთნხმები და მზად ვარ ღია დისკუსიისთვისაც :))))

      • civiseli ამბობს:

        შენ არ იყავი ერთ-ერთ ლექციაზე ლამის კოცონზე დამწვი იმ მეცო-სოპრანისთან ერთად ზოგიერთი ავტორიტეტი ირონიით რომ მოვიხსენე,ეხლა კი კუმირების არ ყოლასა და ანალიზზე მესაუბრები…წარსული გააზრება პრობლემა,უფრო სწორად ის რომ არ ვიაზრებთ…იგივე ჯაბა პანთეონში განისვენებს და არც ერთხელ არ დაგებადა კითხვა,რატომ?
        რატომ არ მეხება რას იზამადა ილია დღეს?კიდევ ერთხელ შეყვირებდა არ მესროლოთ ილია ვარ…
        აი ეგ არის მთავარი პრობლემა,მოღიპო სუბიექტები 20წლის ზემოდან,თანამედროვე ტექნიკის მოტრფიალე მამაოები,მართ(ლ)მადიდებლები,90იანებში ჩარჩენილი “სემიჩკის” მცოხვნელი უსაქმურები…რაც უფრო მეტს ვაგინებთ თეა თუთბერიძეს თავი მით უფრო მაგარი პატრიოტები და კაი ტიპები გვგონია..
        ვისგან და რა კატეგორიის ხალხისგან ითხოვ სამშობლოს სიყვარულს?

      • მოიცა, მოიცა, რომელ ლექციაზე ამბობ? ჩვენ მარტო ერთხელ ვიკამათეთ ლექციაზე და ისიც ომის თემაზე….
        რაც შეეხება, ჯაბა იოსელიანის პანთეონს, ეს არც მე, არც შენ არ გადაგვიწყვეტია და ვინც გადაწყვიტა, მაგის კისერზე იყოს…
        წარსულში ქექვა კარგს არაფერს მოგვიტანს: ისევე, როგორც თუთბერიძის და თუ გინდა, კიდევ დეისაძისნაირი პაიკების გინება… არც ვითომმორწმუნეების კრიტიკა…
        მთავარი ისევ ჩვენშია: ის ხალხი, რომელსაც საღ აზროვნებაზე აქვს პრეტენზია, პაიკებს არ უნდა მოსდევდეს და იცი რატომ? ისინი არ ქმნიან ამინდს და ვერც შექმნიან, თუ ჩვენ არ შევუწყვეთ ხელი: დღეს კი ზუსტადაც რომ ხელს ვუწყობთ პიარში

  2. civiseli ამბობს:

    რაც შეეხება, ჯაბა იოსელიანის პანთეონს, ეს არც მე, არც შენ არ გადაგვიწყვეტია და ვინც გადაწყვიტა, მაგის კისერზე იყოს…
    anu iraklis?
    წარსულში ქექვა კარგს არაფერს მოგვიტანს
    ratom?
    ისევე, როგორც თუთბერიძის და თუ გინდა, კიდევ დეისაძისნაირი პაიკების გინება… არც ვითომმორწმუნეების კრიტიკა…
    kritikis gareshe daskvnamde rogor mixval?
    მთავარი ისევ ჩვენშია: ის ხალხი, რომელსაც საღ აზროვნებაზე აქვს პრეტენზია, პაიკებს არ უნდა მოსდევდეს და იცი რატომ? ისინი არ ქმნიან ამინდს და ვერც შექმნიან, თუ ჩვენ არ შევუწყვეთ
    ras mtavazob? 😀

    • 1. რომელ ირაკლის გულისხმობ, არ ვიცი.
      2. წარსულში ქექვა იცი რატომ არ მოგვიტანს არაფერს? ქართველები უკვე იქამდე მივდივართ, რომ, როგორც ბევრჯერ მითქვამს, ფაქტებს არ ვაანალიზებთ და მხოლოდ ვაღიარებთ, რომ რაღაც მოხდა წარსულში, რითაც, როგორც გვეუბნებიან, უნდა ვიამაყოთ. შედეგად კი, რამდენჯერ გაგიგია: “ოჰ, ოდესმე გვეშველება, ჩვენ ხომ დიდი ისტორია გვაქვს, ჩვენ ხომ ვეფხისტყაოსანი გვაქვს, ჩვენ ხომ აღმაშენებელი გვყავდა!” დარწმუნებული ვარ ბევრჯერ: მაგრამ ის, რაც ოდესღაც გვქონდა, არასდროს განმეორდება. სიახლეა საჭირო, განახლება და არა მხოლოდ და მხოლოდ უკან ყურება!
      3. თუთბერიძე ისეთივე თვითპიარშიკია, როგორც დეისაძე და რომ არა ჩვენი უაზრო აზროვნება და შიზოიდებით დაკომპლექტებული მმკ, დღეს მაგათი სახელი არავის ეცოდინებოდა.
      4. ჯერ ერთი, იხილე მე–2 პუნქტი :)) და იმას დავამატებ, რომ გთავაზობ (თ), შევქმნათ ახალი, ჩაკეტილი აზროვნებისგან, კლიშეებისგან და მარაზმატიკული იდეებისგან თავისუფალი, რეალურად მოაზროვნე და, რაც მთავარია, პასუხისმგებლობის მქონე თაობა, რომელიც გააკეთებს იმას, რასაც იტყვის და იტყვის იმას, რასაც გააკეთებს. ეს კი, მართალი გითხრა, ცოტა ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი!

  3. civiseli ამბობს:

    1. რომელ ირაკლის გულისხმობ, არ ვიცი.
    nu chto ti 😀 saqartvelos rom gadaarchens imas
    2. წარსულში ქექვა იცი რატომ არ მოგვიტანს არაფერს? ქართველები უკვე იქამდე მივდივართ, რომ, როგორც ბევრჯერ მითქვამს, ფაქტებს არ ვაანალიზებთ და მხოლოდ ვაღიარებთ, რომ რაღაც მოხდა წარსულში, რითაც, როგორც გვეუბნებიან, უნდა ვიამაყოთ.
    ra tkma unda,istoriis maswavlebls sul mindoda ufro meti moeyola qartvelta shecdomebis shesaxeb.amis magivrad sul imas ambobda rogor miudzgvoda qartvelta mxedrobas win wmida giorgi(turme mematianes daunaxavs)
    3. თუთბერიძე ისეთივე თვითპიარშიკია, როგორც დეისაძე და რომ არა ჩვენი უაზრო აზროვნება და შიზოიდებით დაკომპლექტებული მმკ, დღეს მაგათი სახელი არავის ეცოდინებოდა.
    eh chemo horacius… 😛
    4. ჯერ ერთი, იხილე მე–2 პუნქტი ) და იმას დავამატებ, რომ გთავაზობ (თ), შევქმნათ ახალი, ჩაკეტილი აზროვნებისგან, კლიშეებისგან და მარაზმატიკული იდეებისგან თავისუფალი, რეალურად მოაზროვნე და, რაც მთავარია, პასუხისმგებლობის მქონე თაობა, რომელიც გააკეთებს იმას, რასაც იტყვის და იტყვის იმას, რასაც გააკეთებს. ეს კი, მართალი გითხრა, ცოტა ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი!
    rames apireb unis kedlebshi sektembridan?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s