უბრალოდ ლიმონ&Tea

სანამ იგრძნობდა, , უფრო სწორად, მიხვდებოდა, რომ ნამდვილად ბედნიერი იყო, იგი ცხოვრებას ხედავდა იმ ფერებში, რომლებსაც თვალით აღიქვამდა. მისთვის ცა უბრალოდ ლურჯი იყო; ხანდახან რუხი, მაგრამ მაინც ლურჯი. მისთვის მწვანე იყო მწვანე და სხვა დატვირთვა მისთვის ფერს არ ჰქონდა. იგი ცხოვრობდა თავისი წილი ცხოვრებით და მიაჩნდა, რომ სწორედ ეს იყო ბედნიერება.

იგი ბევრს ფიქრობდა. ფიქრობდა არც ისე ხშირად, მაგრამ ამ ფიქრს მისთვის ახალი საფიქრალის გარდა არაფერი მოჰქონდა და მას ეს მოსწონდა, რადგან ყოველთვის ჰქონდა ის, რაზეც შემდეგ ჯერზე იფიქრებდა.

მას უნდოდა თავისუფლება და ხანდახან იყო კიდეც თავისუფალი, მაგრამ მხოლოდ ხანდახან! ძირითადად კი მას ეგონა, რომ თვისუფალი იყო, იმდენად, რამდენადაც მას თავისუფლებაზე წარმოდგენა ჰქონდა.

მას უყვარდა ყველა და ყველაფერი. ან უნდოდა, რომ ჰყვარებოდა ყველა და ყველაფერი, ამიტომაც იგი იმავეს ითხოვდა ყველასგან და ყველაფრისგან, მაგრან ვერ ხვდებოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო.

ან შეიძლება ხვდებოდა კიდეც, მაგრამ რა ექნა, მას უნდოდა, სამყარო უკეთესი გაეხადა, მაგრამ შეეძლო კი? რა თქმა უნდა, არა. სამაგიეროდ მას შეეძლო სხვა სამყარო გაეხადა უკეთესი: საკუთარი სამყარო, რომელშიც ცხოვრობდა და უნდა ეცხოვრა სამუდამოდ. დიახ, სამუდამოდ, ანუ სიკვდილამდე და შემდეგაც.

მოკლედ, იგი ის იყო, რასაც სარკეში ხედავდა – არც მეტი, არც ნაკლები. იგი იყო „მე“ და სხვა არავინ.

და იგი ვერცკი წარმოიდგენდა, რომ ერთხელაც მის ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვლებოდა; რომ იგი აღმოაჩენდა ახალ „მეს“, რომ იგი თავიდან დაიბადებოდა.

ერთ ჩვეულებრივ, მზიან, ხალისიან, ლურჯციან, მწვანემდელოიან დღს მან აღმოაჩინა, რომ ის მარტო მე აღარ იყო. მის სამყაროში დაუკითხავად შემოვიდა „შენ“. მას ეგონა, რომ ეს არ მოეწონებოდა, უფრო სწორად, უნდოდა, რომ ეს არ მოსწონებოდა, ან, უფრო უფრო სწორად, მას კი არ უნდოდა ეს, არამედ „მეს“. მაგრამ იგი ხვდებოდა, რომ უკვე აღარ ეკუთვნოდა „მეს“. იგი უბრალოდ გაშტერებული იდგა, რომ უკეთესად აღექვა „შენ“. „შენ“ ნელ–ნელა უახლოვდებოდა მას. და მან გაიფიქრა: „მე შენ მინდა“ – მას ეგონა, რომ ამ ფიქრის შეეშინდებოდა, მაგრამ პირიქით, მან იგრძნო, რომ ამის გაფიქრება სიამოვნებდა.

„შენ“ უკვე წინ ედგა და დიდი ლამაზი თვალებით უყურებდა. ხელში დიდი ფინჯანი ეჭირა. ფინჯანში ჩაი იყო, ჩაიში – ლიმონი.

ის უყურებდა ამ ფინჯანს და გრძნობდა, რომ მასში შემოდიოდა რაღაც ახალი, ან თვითონ შედიოდა რაღაც ახალში ან კიდევ ორივე ერთად. იგი შესცქეროდე ლიმონის ნაჭერს. ლიმონის ნაჭერი კი მშვიდად ტივტივებდა და უყურებდა ცას…

ცა იყო ლურჯი…

არა, ცა წითელიც იყო…

იასამნისფერიც

ყვითელიც

მწვანეც

ალუბლისფერიც…

ცა უბრალოდ ლამაზი იყო.

და მან წარმოიდგინა, რომ ის ლიმონი თვითონ იყო. ტივტივევდა ჩაიში, როგორც ყვითელი წყალქვეშა ნავი. იმ წუთას მან იგრძნო, რომ სამყარო, რომელშიც ცხოვრობდა, სწორედ ყვითელ წყალქვეშა ნავს გავდა, რომელიც დაუსრულებლად მიცურავდა ალუბლის ველებისაკენ.

მან მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ „შენ“ ისევ იდგა და უყურებდა. უყურებდა ღიმილით. ამ ღიმილმა კი სრულიად ახალი ფერები ჩაღვარა მის სულში. სულში, რომელიც აქამდე ეგონა, რომ არც ჰქონდა. მან ისიც შეამჩნია, რომ „შენ“ მარტო არ იყო. მას ჰყავდა ლამაზი წითელი კლეჩატი ქუდი.

ცას ახედა. ცა ბედნიერი იყო და ლამაზი. ცაში კი ღრუბლებზე კლეჩატი ბუშტები ხტუნაობდნენ.

ლინომონის ნაჭერი კი ისევ ტივტივებდა და მსუბუქად გრძნობდა თავს… არა, კი არ გრძნობდა, იგი ნამდვილად მსუბუქი იყო და მას ეს მოსწონდა. ის სითბოს გრძნობდა. სითბო ფინჯნის სიღრმიდან მოდიოდა, იმ ფინჯნის სიღრმიდან რომელშიც ლიმონის ნაჭერი ასე მშვიდად, ბედნიერად და მსუბუქად ცხოვრობდა.

და ის მიხვდა, რომ მას უყვარდა ჩი, ისევე, როგორც ჩის ლიმონი. ჩაი ლიმნით კი ყველას უყვარდა: ჩაი ლიმნით უყვარდა თვით სიკვდილს. ეს მისთვის საოცარი აღმოჩენა იყო.

და მან იგრძნო, რომ შენ არცკი ინძრეოდა – ისევე იდგა, როგორც თავიდან. იმ წამს იგი მიხვდა, რომ მას შეეძლო, ყოფილიყო ბედნიერი. ამისთვის კი სჭირდებოდა, თუ რა დონეზე.

და მან გადაწყვიტა, რომ ყვითელი წყალქვეშა ნავი იყო მთელი მისი ბედნიერება. სამყარო, სადაც „მესთან“ ერთად იყო „შენ“, რადგან თუ „შენ“ არ იქნებოდა, მის სიმსუბუქესა და ბედნიერებას ფასი დაეკარგებოდა. „შენ“ არ იყო მასთან ერთად, „შენ“ არც მის გვერდზე იყო, არც წინ, არც უკან… „შენ“ მასში იყო და ის „შენში“ და ის ამას გრძნობდა. გრძნობდა იმ სითბოს წყალობით, რომელიც მის ცხოვრებას აფერადებდა.

ლიმონის ნაჭერი ისევ ტივტივებდა. მას უბრალოდ უხაროდა, რომ არსებობდა ბედნიერებისთვის და ბედნიერება არსებობდა მისთვის.

… და ცა იყო ლურჯი, ოღონდ ეს სილურჯე იტევდა მთელ სპექტრს ცისარტყელისას.

… და ტივტივებდა ლიმონი, ტკბებოდა სიცოცხლით, რადგან უკვე შეეძლო, დაენახა ეს ფერები.

… და იგი ისევდაისევ გრძნობდა სიმშვიდეს, სიმსუბუქესა და ბედნიერებას.

… და იგი ფიქრობდა:

„მე შენ მინდა, ყველაფერი კარგად იქნება!“

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in მშვიდობიანი საკითხავი and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to უბრალოდ ლიმონ&Tea

  1. teatea1032 ამბობს:

    beatllica agfrtovanebuli var “ubralod limoni@tea”,da sheni dacerilia ?mipasuxe gtxov::*:*

  2. teatea1032 ამბობს:

    madloba imistvis rom am yvelafers wer,zalian zalian momwons da gaagrdzele aseeeeee:):):):):):):):P:P:P:P

Leave a reply to teatea1032 კომენტარის გაუქმება