გაწყვეტილი დიალოგები – გამარჯობა მიწავ!

– გუშინ მე გვარღვიე საზღვრები სამყაროებს შორის და ვეზიარე ჭეშმარიტებას.

– ოჰო! და სად იპოვე ეგ საზღვრები, რომ გაგირღვევია კიდეც?

– აქვე, ჩემს თავში…

– და გგონია ჭეშმარიტება შენ ხარ? ეგ მკრეხელობაა!

– შენ არ გესმის! მე კი არ მგონია, რომ ჭეშმარიტება ვარ, მე ვიცი, რომ ჭეშმარიტება ჩემშია, როგორც ნებისმიერ ადამიანში და თუ ამას ვერ ხედავ, ბრმა ხარ!

– …

***

– იმედი გინახავს?

– გააჩნია, რას გულისხმობ…

– ი–მ–ე–დ–ს!

– როგორ უნდა მენახა?

– ნახავდი, ერთხელ მაინც გიყურებია მზის ჩასვლისთვის მხოლოდ იმოიტომ, რომ მეორე დილას მისი ამოსვლა გენახა.

– …

***

– პარალელური განზომილებები არსებობს?

– არა!

– საიდან იცი?

– ასე ამბობენ.

– და იმაზე არ გიფიქრია, რომ შეიძლება იქ, რომელიღაც პარალელურ განზომილებაში სწორედ ისევე არ სჯეროდეთ შენი არსებობის, როგორც შენ აკეთებ ამას ამ ყველასათვის უცნობ პლანეტაზე?

– …

***

– რა არის მზის სხივი?

– ბუნებრივი მოვლენა.

– და სხვა არაფერი?

– კი, მზეზე აფეთქებების შედეგად ჩვენამდე მოღწეული სიმხურვალის ნაწილი.

– სულ ეს არის?

– მეტი რა უნდა იყოს?!

– თუ ის, რომ ყოველ დილით მზის ერთი სხივი გაღვიძებს, ის, რომ მზის თითოეული  სხივი სიცოცხლის კიდევ ერთ წამს გჩუქნის, შენთვის ხვალინდელი დღის იმედი არ არის უბედური ყოფილხარ!

– …

***

– იცხოვრო ნიშნავს, იცოცხლო!

– სულაც არა.

– რატომაც არა? ყველ, ვინც ცხოვრობს, ცოცხალია.

– და შენ გგონია ყველას ცხოვრება სიცოცხლეს ნიშნავს?

– კი არ მგონია, ასეა!

– როგორ ფიქრობ, იმ ადამიანის ცხოვრებაც სიცოცხლეა, რომელიც მარტო საკუთარი თავისთვის ცოცხლობს და იმ ადამიანისაც, რომელიც ცოცხლობს იმისთვის, რომ სხვას ჩაუნერგოს მომავლის რწმენა?

– …

***

– ცას ახედე, შორია?

– ალბათ… მე არასოდეს ვყოფილვარ იქ.

– დაბლა დაიხედე.

– მიწაა.

– შორია?

– ?

– უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ თუ მიწას ფეხებით ეხები, ცას კი ქვევიდან უყურებ, არანაურად არ ნიშნავს იმას, რომ ერთისგან ან მეორისაგან მეტი ან ნაკლები მანძილით ხარ დაშორებული.

– ეგ როგორ?

– ყველა ჩვენგანს ცხოვრებაში თანაბარი შანსი აქვს იმისა, რომ ცას მისწვდეს, ან სამუდამოდ მიწაზე დარჩეს, მთავარია, ვინ როგორ გამოიყენებს ამას!

– …

***

– გუშინ მიწას ველაპარაკე.

– მერე რაო მიწამ?

– რას იყყოდა, მიწამ ხომ ლაპარაკი არ იცის!

– აბა ველაპარაკეო?

– ჰო, ველაპარაკე.

– აბა ლაპარაკი არ იცისო?

– აუცილებელია თანამოსაუბრემ ლაპარაკი იცოდეს, რომ ერთმანეთს გაუგოთ?

– კი.

– ჰოდა, ვერ ყოფილხარ კარგი თანამოსაუბრე!

– …

***

– გამარჯობა მიწავ!

– …

– …

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in მშვიდობიანი საკითხავი, ნაფიქრი and tagged , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to გაწყვეტილი დიალოგები – გამარჯობა მიწავ!

  1. TinaTin ამბობს:

    ar vici ise vigrdzeni tu ara rogorc sachiro iyo… magram dzaaalian dzaaalian momewonaa.. goderdzi choxelis stiliaa vgoneb… :*

  2. same old fears ამბობს:

    adamianta sevda iguslixma vgoneb : D

    ( kaidrosiakomentarismile)
    : D

  3. tako ამბობს:

    :D:D:D:D kargiaaa… 😛
    magram uketesebic sheidzleba me damikavshirdit da gaswavlit rogor unda werot

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s