ძველი დღიურის ახალი ფურცლებიდან

შუაღამისას საკუთარმა გულისცემამ გამომაღვიძა. ვეღარ ვსუნთქავდი და მთელს სხეულში საშინელ ტკივილს ვგრძნობდი; ოფლი მასხამდა, მხელოდა, თან მციოდა, მთელი სხეულით ვკანკალებდი. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. ცუდად მანდამდეც გავმხდარვარ და გულში ტკივილიც ბევრჯერ მიგრძნია, მაგრამ დიდ ყურადღებას არასდროს ვაქცევდი, მაგრამ ახლა ტკივილთან ერთად რაღაც საშინელი შიში მიპყრობდა. მინდოდა ვინმესთვის შველა მეთხოვა, ვყვიროდი, მაგრამ ჩემი არავის ესმოდა: ის კი არა, თვითონაც არ მესმოდა საკუთარი ხმა. თავში საშინელი ხმაური იყო, ჭექა–ქუხილს ჰგავდა, ოღონდ ერთი განსხვავებით – ის არ წყდებოდა, ისმოდა გაბმულად და მონოტონურად. ვცადე, შუქი ამენთო, მაგრამ ჩამრთველს ვერ მოვერიე: ჩემ ირგვლივ ყველაფერი ირყეოდა: ვიფიქრე, ალბათ, გუშინწინდელი მიწისძვრა განმეორდა მეთქი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ამან ცოტა დამამშვიდა, მაგრამ სულ რამდენიმე წამით: უცებ რყევა შეწყდა და მკერდში აუტანელი ტკივილი ვიგრძენი, თითქოს რაღაც ბასრი საგანი მომხვდა, მაგრამ აქ არ დამთავრებულა ყველაფერი: ერთბაშად ტანში დენის მსგავსმა რაღაცამ დამიარა და ყელში მომიჭირა: ვგრძნობდი, როგორ მებერებოდა ძარღვები სახეზე, სისხლი თავში მაწვებოდა. ჭექა–ქუხილს უკვე ახალი ხმაური დაემატა, მეგონა, ათასი ნიაგარა ერთად მესხმებოდა თავზე. უცებ თვალთ დამიბნელდა, ყელაფერი გაწითლდა, შემდეგ კი საშინელი სიკაშკაშე ტვინში ისარივით შემერჭო – ისევ დენმა დამიარა ტანში. სხეული უკვე მიდუღდა, რაღაც ძალა საშინელი ძალით მახედქებდა კედელს, მაგრამ ტკივილს საერთოდ ვერ ვგრძნობდი…

ისევ შეირყა ყველაფერი და გულში ხელმეორედ ვიგრძენი საშინელი ტკივილი… ჩემ ირგვლივ ჰაერი აღარ იყო, ვეღარ ვსუნთქავდი, ნერწყვი გამიშრა და გონებაში გაბმულად ვიმეორებდი: „წყალი, წყალი…“ ყველაფერს კი ის ამძაფრებდა, რომ ამ მდგომარეობის ფონზე რაღაც გაურკვეველმა სინანულის გრძნობამ მომიცვა: ყურში მილიარდი ადამიანის ხმა ერთდროულად ჩამესმოდა, მე კი ყველას ერთად ვეკითხებოდი: რატომ? რატომ ახლა? – და მე თვითონაც ვერ ვხვდებოდი შეკითხვის აზრს.

რყევა კი აღარ ნელდებოდა. ხმაური უფრო და უფრო ძლიერდებოდა გონებაში: მგონი, ახლა უკვე ყველა სულიერისა და უსულოს ხმა ერთდროულად ჩამესმოდა: ჭკუიდან ვიშლებოდი. ტკივილი უკვე აღარ მაწუხებდა, რადგან არ ვიცოდი, რომელი ერთისთვის მიმექცია ყურადღება, მაგრამ ის, გულში რომ დანასავით მერჭობოდა, მაინც ყველაზე საშინელი იყო: კიდევ ერთხელ დამიარა დენმა, და ვიგრძენი, რგორ წამსკდა სისხლი ერთდროულად ცხვირიდან და ყურებიდან: ყელში საზიზღარი სისველე ვიგრძენი, ირგვილივ ისევ წითლად ვხედავდი ყველაფერს… მერე უცებ, თითქოს ჩემში ატომური ბომბი აფეთქდაო, გაუსაძლისი სიმხურვალე ვიგრძენი და…

ერთბაშად ყველაფერი გაჩუმდა…

სიმშვიდემ დაისადგურა…

რყევებსაც ვეღარ ვგრძნობდი…

ტანში სასიამოვნო სიგრილემ დამიარა…

„დე, მეძინება“ – გავიფიქრე…

თვალები მეხუჭება…

ნელ–ნელა გაბუნდოვნდა ყველაფერი…

ო, რა სასიამოვნოა ხანგრძლივი, დამღლელი დღის შემდეგ დასვენება…

მშვიდ, ჩუმ, საამო სიბნელეში ჩავიძირე…

„აქ სიჩუმეა და სიმსუბუქე: აქ ხარ დე?“

შორს კაშკაშა სინათლემ მომჭრა თვალი…

ნელ–ნელა მიახლოვდება…

ისევ საშინელი კივილი მესმის…

უცებ ყველაფერი განათდა…

ვიღაცის სიცილნარევი ხმა:

„ბიჭია!“

მეტი აღარაფერი მახსოვს…

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in მშვიდობიანი საკითხავი, წყევლაკრულვიანი საკითხავი and tagged , . Bookmark the permalink.

6 Responses to ძველი დღიურის ახალი ფურცლებიდან

  1. teatea1032 ამბობს:

    me vgdznob da vfiqrob am yvelafers,magram ar shemidzlia gadmovce es qagalds gavuziaro,(egoistured gamomdis xo:D:D:D:D:D:)aq ki mxolod imito var daregistrirebuli ,rom shemovide da vnaxo iseti ragacebi rac msiamovnebs….gagrdzeleeet aseeeeeeeeeeeeee:*:*:*:*:*:*:*:**:

  2. teatea1032 ამბობს:

    albat mixvdi aq agweril movlenaze rom ar mitqvams,zogadad sheni da sxvisi nawerebi vigulisxme:D:D:D:D:D:D:D

  3. კარგად ვერ მიგიხვდი, მაგრამ მაინც 🙂

  4. same old fears ამბობს:

    😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s