ბედნიერი ადამიანი

ჩემი პატარა წინასიტყვა…

ეს ჩანახატი, თუ ესეი, თუ, რაც გინდათ ის დაარქვით,  არის, ჩემი აზრით, ერთი პატარა გენიალური ქმნილება, რომელმაც დიდი გადატრიალება მოახდინა ჩემს ცნობიერებაში, რაღაც ძალით ჩამაგონა თავისი იდეები და მე და ჩემი შემოქმედება გაგვხადა ისეთები, როგორებიც დღეს ჩვენ ვართ…

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ პატარა გენიალური პოსტის ავტორია თეკო.

მე მინდა გესაუბრო ჭეშმარიტ ღმერთზე: არა იმაზე, რომელზეც იეღოველები საუბრობენ, არც იმაზე, რომელზეც საერთოდ ვინმე საუბრობს, არამედ იმაზე, რომელიც ჩემშია და რომელიც მე ვარ…

ყველა ადამიანი იკარგება, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც არ დაფიქრებულა საკუთარი სულის წარმომავლობაზე…

არსებობენ, ჩემი გაგებით, სუსტი ადამიანები, რომლებიც ვერ პოულობენ იმ გაკვანძული ნასკვის გასაღებს, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს ამოსახსნელი; ნებდებიან მას და აღიარებენ მხოლოდ იმას, რომ არაფერს აღიარებენ!

ათეისტი, აი ვინ არის სუსტი!

მაგრამ არსებობენ შეუპოვარი ადამიანებიც, ან, მოდი, მათ ჭეშმარიტების მაძიებლები ვუწოდოთ: ისინი ეძებენ, ეძებენ, ეძებენ… მართალია, ამაოდ, მაგრამ მაინც არ ეპუებიან იმ უზარმაზარ კითხვისნიშნებს, რომლებიც მათს გონებაში უმთავრეს და უდიდეს ადგილს იკავებენ: ყველა ცდილობს, კითხვისნიშანი გადააქციოს წერტილად, ან მძიმედ მაინც…

მე მაქვს კითხვა: რა საჭიროა ყოველივე ეს? რატომ იტყუებს ყველა თავს და რატომ სიამოვნებს ეს ისე, რომ აგრძელებს ამის კეთებას და ვეღარ პოულობს იმ წერტილს, რომლითაც ამ ყველაფერს ბოლო უნდა მოეღოს?!

იცხოვრო, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი შენი ცხოვრება გაატარო იმის ძიებაში, რასაც ვერასოდეს იპოვი: იცხოვრო, ეს ნიშნავს, დაინახო ის, რაც ყველას აქვს, მაგრამ ვერავინ აფასებს, შეიყვარო და აღარ ეძიო.

ღმერთი ხომ აქ არის! არ უნდა მას პოვნა… იგი მხოლოდ სიყვარულს ითხოვს!

რატომ ეძებს ყველა რაღაცას? იმიტომ, რომ უნდა, იყოს ბედნიერი? სისულელეა! არ არსებობს არაფერი ისეთ, რაც გაგაბედნიერებს, საკუთარი მე–ს გარდა და თუ შენ იპოვი მე–ს შენ გიპოვია ღმერთი.

ყველას უნდა, იყოს ბედნიერი. რა არის ამისთვის საჭირო?

მე მინახავს ბედნიერი ადამიანი. იგი არაფერს ეძებდა, უბრალოდ ხედავდა, რა ლამაზია ყოველი წამი; არჩევდა მას ფერებით: ზოგიერთი წამი ნარინჯისფერი იყო, ზოგიერთი კი, სულაც, ზოლიანი… იგი ხედავდა სამყაროს ფერებში და უბრალოდ იყო ბედნიერი ყოველი ფერადი ან თუდნაც უფერული წამით.

როდესაც ხარ ბედნიერი, ხვდები, რომ შენ სულაც არ ეძებდი ბედნიერებას: ეძებდი სხვა რამეს, რამაც გაგაბედნიერა.

ადამიანი, რომელიც ბედნიერების ძიებაში დაეხეტებ, განწირულია სამუდამო უბედურებისათვის!

ჩემი ბედნიერი ადამიანი კი უბრალოდ გრძნობდა ფეხის თითებიდან თმის ღერებამდე, რომ ცოცხალი იყო, რომ ეს ის წამი იყო, რომელიც არ უნდა დაკარგულიყო მის ცხოვრებაში…

ყოველი წამი ცოცხალია! არ უნდა გაუშვა ხელიდან, უნდა შეიგრძნო!

ადამიანი სწორედ იმ დონეზეა ბედნიერი, რა დონეზეც გადაწყვეტილი აქვს, რომ იყოს. უბრალოდ, არ უნდა გეშინოდეს იმის, რომ იცხოვრო…

ნუ გეშინია ცხოვრებასთან პირისპირ შეხვედრის, ეს ხომ მთელი სიამოვნებაა: „ცხოვრებით კაიფი“.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in მშვიდობიანი საკითხავი, ნაფიქრი and tagged , , . Bookmark the permalink.

4 Responses to ბედნიერი ადამიანი

  1. teatea1032 ამბობს:

    “ნუ გეშინია ცხოვრებასთან პირისპირ შეხვედრის, ეს ხომ მთელი სიამოვნებაა: „ცხოვრებით კაიფი“,zalian zalian maagaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaar

  2. scorpion ამბობს:

    “როდესაც ხარ ბედნიერი, ხვდები, რომ შენ სულაც არ ეძებდი ბედნიერებას: ეძებდი სხვა რამეს, რამაც გაგაბედნიერა.” ბედნიერება ნივთი არ არის, რომ დაკარგო ან ეძებო. ბედნიერება უხილავი, უსუნო, უფორმო, ხელშეუხებელი შეგრძნებაა. ჰოდა ჩვენც ავდგეთ და შევიგრძნოთ, ნუთუ ეს ძნელია???:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s