ჰიპი

სანამ კითხვას დაიწყებდეთ, მინდა, როგორც ავტორმა, რამდენიმე სიტყვა გითხრათ:

ეს არის ჩემი პირველი მცდელობა მოდიდო მოთხრობის დაწერისა, რომელიც, კაცმა არ იცის, როგორი და რამდენად საინტერესო გამოვა… ამ მოთხრობას, რა თქმა უნდა, ნაწილ–ნაწილი გამოვაქვეყნებ, იმის მიხედვით, თუ რამდენად დააინტერესებს მკითხველს, ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, თუ შესავლის წაკითხვის მერე თავში ასეთი ან მსგავსი ფიქრი მოგივათ: “ნეტავ როგორი იქნება ამის გაგრძელებაო”, ნუ დაიშურებთ კომენტარებს და კრიტიკას. თქვენი იმედი მაქვს. ბევრს თავს არ შეგაწყენთ და პირდაპირ მოთხრობაზე გადავალ.

წინასიტყვაობის მაგიერ

ჰიპი ბასთარდი ჩვენი დროის ყველაზე თავზეხელაღებული მეამბოხე და საიდუმლოებით მოცული პიროვნებაა. ამის საილუსტრაციოდ იმის თქმაც კი კმარა, მთელი 7 წლის მანძილზე, რაც მასზე ამდენ რამეს ვისმენთ ტელევიზიით, პრესითა თუ უბრალოდ მეზობლებისგან, ერთხელაც არ გაგვიგია მისი ნამდვილი სახელი და გვარი. არავინ იცის ვინ არის, საიდან მოვიდა, როგორი პირადი ცხოვრება ჰქონდა.

ამხელა მედიასივრცეში არცერთი მისი ინტერვიუ არ მოიპოვება (თუ არ ჩავთვლით გაყალბებულ აუდიო–ვიდეო ჩანაწერებს, რომლებსაც დროგამოშვებით აქვეყნებდნენ სხვადასხვა მოსყიდული საინფრომაციო საშუალებები), არცერთ ოფიციალურ დაწესებულებაში არ არსებობს რამე დოკუმენტი, რომელიც ინფორმაციას გვაძლევს მისი დაბადების თარიღის, ადგილის, ნამდვილი სახელის ან მშობლების შესახებ. იგი ოფიციალურად, ფაქტობრივად, არ არსებობს.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ 7 წლის წინ ერთმა თავზეხელაღებულმა თინეიჯერმა, რომელიც საკუთარ თავს ჰიპი ბასთარდს უწოდებდა, ერთერთ გაზეთში გამოქვეყნებული მამხილებელი წერილითა და ფოტოებით (რომლებიც, კაცმა არ იცის, როგორ და როდის გადაიღო) ბოლო მოუღო, ქვეყანაში უდიდესი საინფორმაციო სააგენტოს არსებობას, რომელიც წლების განმავლობაში თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალებას ამარაგებდა ახალი ამბებით.

ამის შემდეგ მასზე ნამდვილი ნადირობა გამოცხადდა, მაგრამ ვერავინ ჩაიგდო ხელში. დასდევდნენ, უთვალთვალებდნენ, მის წარსულში იჩხრიკებოდნენ, მაგრამ რას იპოვიდნენ, რაც, როგორც ვთქვი, არ არსებობდა. თითქმის ყველა ადამიანი დაკითხეს, რომელსაც ოდესმე ხლი მაინც ჩამოერთვა ჰიპი ბასთარდისთვის, მაგრამ ყველა ერთსა და იმავეს ამბობდა: „არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს“.

ჰიპი კი სკანდალებს სკანდალებზე აგორებდა. ღმერთმა იცის, საიდან ჰქონდა ამდენი ინფორმაცია, მაგრამ, რაც მთავარია, მისი ყოველი სიტყვა არგუმენტირებული იყო. ყოველთვის ჰქონდა ისეთი სამხილები, რომლებიც მიწაში მყარადფესვგადგმულ ნებისმიერ ხეს ჩხირივით გააგორებდა წამოაქცევდა. ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ ერთი წლის წინ ეს საიდუმლოებით მოცული ადამიანი ასევე საიდუმლოდ არ გაუჩინარდა.

ხალხში დღესაც ათასნაირი ხმები დადის: ზოგი ამბობს, თავიდან მოიშორეს, მოკლესო, ზოგი –  დააპატიმრეს და დღის სინათლას აღარასოდეს აჩვენებენო, ზოგი – უბრალოდ დაიღალა და მოეშვა სკანდალებსო; მაგრამ სიმართლე არავინ იცის, თუმცა კი ყველას ძალიან აინტერესებს.

ჰოდა, მეც არ გამკვირვებია, როცა ერთხელ რედაქტორმა თავისთან დამიბარა და ჰიპი ბასთარდზე ამომწურავი ინფორმაციის ნებისმიერ ფასად მოძიება დამავალა. ეს, როგორც ალბათ უკვე მიხვდით, ძალიან ძნელი საქმე კი იყო, მაგრამ ძალიან საინტერესო; თან ჰონორარსაც ბლომად მივიღებდი, ამიტომაც იმ საღამოსვე შევუდექი საქმეს.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, საკმაოდ დიდი დრო მოვანდომე ჩემს გამოძიებას, რომლის საბოლოო შედეგებმაც, ჩემს მოლოდინს ძალიან გადააჭარბა. ადამიანებისა და ადგილების სახელები, რომლებიც გზად შეგხვდებათ, ბევრი მიზეზის გამო, განგებაა შეცვლილი.

მოკლედ, კარგად ვიცოდი, ჰიპი ბასთარდის არცერთი ნაცნობისაგან ინფორმაციის მიღების იმედი არ უნდა მქონოდა; მხოლოდ ერთი ადამიანი მეგულებოდა, ვისი „დაკერვაც“, შეიძლება ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობითაც, რამდენადმე შესაძლებელი იყო  (მით უმეტეს, გარეგნობასა და გემოვნებიანი სუნამოების სიმცირეს არ ვუჩივი). ეს იყო ვინმე მელანი ოლდმეი, ადგილობრივი სტრიპტიზ ბარის მოცეკვავე, რომლის ბინასაც ჰიპი ბასთარდი 4  წლის წინ საკმაოდ ხშირად სტუმრობდა.

ამ გოგოს პირდაპირ ბარში მივაკითხე და ცეკვის დროს საცვალში 100–დოლარიანი ჩავუკუჭე, რომელზეც შეხვედრის ზუსტი დრო და ადგილი მქონდა წაწერილი. ვიცოდი, 3–ნიშნა ციფრი არ მიმტყუნებდა და ლიფსიტა ანკესზე ადვილად წამოეგებოდა.

ჩემი მოლოდინი გამართლდა: მელანი ოლდმეი დანიშნულ დროს ქალაქის გარეუბანში ერთერთი იაფფასიანი კაფეს კარებთან მელოდებოდა.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ჰიპი ბასთარდი. Bookmark the permalink.

6 Responses to ჰიპი

  1. Tamuna ამბობს:

    dzalian damainteresa da gagrdzeleba rodis iqnebaa???
    veli didi moutmenlobit :)))

  2. boku ამბობს:

    kaia mamazaglo (sainteresodawyebasmaili) imedia egre sainteresod gagrzeldeba:)))) xoo 1 shenishvna maqvs martooo:D cota bevri dawere ok????:D:*:*:*:

  3. bzuuk ამბობს:

    დაწერე რა კიდე, მემგონი საინტერესო გამოგივიდა. ჯერჯერობით ყევლაფერი კარაგდ მიდის. აბა ველით შემდეგს

  4. LiLaC ამბობს:

    exla wavikitxe da momewona. ase rom, veli gagrdzelebas!!! :*

  5. teatea1032 ამბობს:

    e.i tavidan ragac ver davinteresdi(xo tqvi gulwrfelado),magram axla mkitxveli daintrigda zalian sainteresoa ras getyvis is ”ადგილობრივი სტრიპტიზ ბარის მოცეკვავე”aba velodebiiiiiiiiiiii gagrdzelebaaaas 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s