მავანი სიმპათიური ახალგაზრდა

ავტობუსში მამაკაცის უკვე მიჩვეული ცივი, დაყენებული ხმა გაისმა: – ბილეთები წარმოვადგინოთ, თუ შეიძლება! – შემდეგ ნელი ნაბიჯთა და ბილეთის მოწმებ–მოწმებით უკანა სავარძელზე მშვიდად მჯდარ მავან სიმპათიურ ახალგაზრდას მიუახლოვდა.

– თქვენი ბილეთი!

– ბატონო?

– ბილეთი წარმოვადგინოთ.

– ჰოო? და ბილეთი რომ არ მაქვს? მაშინ რა წარმოვადგინო? – ამ სიტყვებზე მავანმა სიმპათიურმა ახალგაზრდამ ბილეთის კონტროლიორს წარბებქვეშიდან ეშმაკურად შეხედა და ისედაც ორღილგახნილ პერანგზე კიდევ ორი ღილი შეიხსნა.

– თქვენი პირადობა!

– სულ ესა ვარ, რასაც მხედავ, სიხარულო.

– თუ შეიძლება, დაბლა ჩამომყევით.

– ოოომ – ეშმაკურად ჩაიღიმა მავანმა სიმპათიურმა ახალგაზრდამ – გააჩნია, სად მეპატიჟები.

– ე.ი. პირადობა არ გაქვთ… პირადი ნომერი ზეპირად გახსოვთ? – და კონტოლიორმა ვარდისფერი ქაღალდი და კალამი მოიმარჯვა.

– ოჰო, რა პირდაპირი ყოფილხარ. მიყვარს შენნაირი მამაკაცები, თან ეს კალამი რა სექსუალურია შენს ხელში.

– პირადი ნომერი თუ გახსოვთ? – რაც შეიძლებოდა მშვიდად აგრძელებდა კონტროლიორი.

– რა თქმა უნდა მახსოვს, სიხარულო. ოცდახუთი სანტიმეტრი. თუ არ დაგაკმაყოფილებს, შემიძლია სხვა სათამაშოებიც შემოგთავაზო.

– თქვენი სახლი, თუ შეიძლება – კონტროლიორს ხმაში ბრაზი შეეპარა.

– რა საჭიროა ოფიციალურობა ლამაზო? შენთვის უბრალოდ დათუნია ვიქნები, ან თუ გინდა პუპსიკა…

– ბატონო დათუნია, თუ პუ… პუ… პუ…

– პუპსიკა, სიხარულო, ნუ გერიდება. ისე, რა მორცხვი ყოფილხარ, მიყვარს მორცხვი მამაკაცები. არის მათში რაღაც ქალური.

– მე… მე… მეთქვენ დაგაჯარიმებთ.

– ო, საყვარელო, შენი მორცხვი ნიღბის უკან თურმე რა უხეში და კატეგორიულიმამაკაცი იმალება! ოოომ, უფრო და უფრო აღმაგძნებ. მიდი, დამსაჯე, დამაჯარიმე, ბოლომდე შენი ვარ!

– იცოდეთ, ახლავე დაბლა ჩამომყვებით და მე პოლიციას გამოვიძახებ!

– ოოომ – მავანმა სიმპათიურმა ახალგაზრდამ კიდევ ერთი ეშმაკური მზერა ესროლა კონტროლიორს – გაუმაძღარიც ყოფილხარ? ე.ი. ორგიები მოგწონს? ჩემო დაუმორჩილებელო! თან პოლიციელებთან? ო, რა კარგად კითხულობ ჩემს აზრებს… ვგიჟდები ფორმიან მამაკცებზე.

– შე… შე… შე… – კონტროლიორი უკვე სიბრაზეს ვეღარ იკავებდა – შენი დედა მოვტყან, შე… შე… შე… შე პედარასტო!

აი მაშინ კი მავანმა სიმპათიურმა ახალგაზრდამ პერანგზე ოთხი გახსნილი ღილიდან სამი მშვიდად შეიკრა, კონტროლიორის ბეიჯი თვალთან ახლოს მიიტანა, კარგად შეათვლიერა, წარბებსქვეშიდან ისევ ეშმაკურად გამოიხედა და წყნარად დაიწყო:

– ბილეთის კონტროლიორო, ბატონო იოსებ სირაძევ! რამდენიმე წამის წინ თქვენ მე სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაციის ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეთ, რაც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით თავისუფლების აღკვეთას, ან კომპენსაციის სახით ფულადი ჯარიმის გადახდას ითვალისწინებს. ჩვენი დიალოგი, უფრო სწორად, თქვენი მამხილებელი მასალა აი ამ ტელეფონის დიქტოფონშია ჩაწერილი და თუ არ გინდათ ის სასამართლოში მოხვდეს, გირჩევთ, დროზე ჩამასწროთ აქედან.

… მეორე დრეს ამადა ამ ქალაქის ამა და ამ საგზაო დეპარტამენტში მიიღეს ბილეთის კონტროლიორ იოსებ სირაძის განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in მშვიდობიანი საკითხავი and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

6 Responses to მავანი სიმპათიური ახალგაზრდა

  1. civiseli ამბობს:

    მარაზმია,მაგრამ ადვილად იკითხება

  2. TinaTin ამბობს:

    auu sheuarcxyopas ki ara gavglejdi shuaze 😀 kide kargad gadaurcha..

  3. ლუსი@ ამბობს:

    და ეს წარმოსახვა არ არის?, . . . 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s