ეროვნული გამოცდები ანუ გამოცდები ეროვნულად

„ზაფხულია ცხელა, ცხელა, ბუღი ასდის ქალაქს“… ცხელა სახლებში, ქუჩაში, ტრანსპორტში… ტემპერატურამ, განსაკუთრებით, ბოლო ხუთი დღეა, რაც მოიმატა. რატომ? სულ მარტივად: საქართველოში ეროვნული გამოცდები დაიწყო. ჰოდა, შესბამისად ჩვენს ქალაქში და, ზოგადად, ქვეყანაშიც, ყველაზე ცხელი წერტილი თბილისის აგრარული უნივერსიტეტია, ან, თუ გნებავთ, თსუ–ის მაღლივი კორპუსი და, თუ მაინცადამაინც ჩამაცივდებით, შემიძლია სხვა დაწესებულებებიც ჩამოვთვალო, რომლებშიც ეროვნული გამოცდები ტარდება.

საქართვლო, ბავშვმაც კი იცის, უდიდესი ტრადიციების ქვეყანაა. ეს ტრადიციები იმდენადაა ფესვგადგმული ჩვენში, რომ მათი დაცვა ლამის ცხოვრების მიზნად მიგვაჩნია. მკითხველს ალბათ გაუკვირდება, საიდან სადაო: ჯერ თვბილისის ხვატზე საუბრობდა, მერე გამოცდებზე და ახლა ტრადიციებზე გადავიდაო. დიახ, მეგობარო, სწორედ ასეა, მაგრამ ეს თემები ძალიანაა დაკავშირებული ერთმანეთთან: თუ რატომ, ახლავე აგიხსნი.

ტრადიციების ქვეყანა ვართ მეთქი, ვამბობდი, ტრადიციები კი მრავალგვარია: დღეს კი მინდა რამდენიმე მათგანზე ვისაუბრო, რომელებიც შედარებით ახალბედები არიან, მაგრამ მაინც იმდენად ღრმად გაიდგეს ჩვენში ფესვი, რომ არცერთ ჭეშმარიტ ქართველს, მათი დარღვევა აზრადაც არ მოუყვა: ალბათ მიხვდით ეს ტრადიციები გამოცდებთანაა დაკავშირებული. ბევრს აღარ გავაგრძელებ, პირდაპირ საქმეზე გადავალ:

ტრადიციულად საქართველოში გამოცდების დროს ძალიან ცხელა: არა იმიტომ, რომ ატმოსფერული ტემპერატურაა ძალიან მაღალი (თუმცა არც უმაგისობაა), არამედ იმიტომ, რომ საგამოცდო „წერტილების“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრადიციისამებრ, არანორმალურად ბევრი ადამიანია შეკრებილი. რატომ? ჰმ! აქ არიან ნერვიულობისაგან ლამის ენაჩავარდნილი აბიტურიენტები, რომლებსაც ამხნევებენ: მშობლები, ახლო ნათესავები, შორეული ნათესავები, ნაცნობები, უცნობები, მეზობლები, მეზობლების ნათესავები და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი ადამიანი. ჰოდა, ტრადიციულად, პოლიციელების მიერ რის ვაი–ვაგლახით დაცული შესასვლელი კარებისაკენ საწყალ აბიტურიენტებზე წინ სწორედ მათი „მხარდამჭერები“ იქაჩებიან. მე, პირადად, ერთი წლის წინ, როცა აგრარულ უნივერსიტეტში გამოცდებს ვაბარებდი, ერთერთი ჩემნაირის მშობელმა ლამის გადამთელა, სად მიდიხარ, გამატარე, საერთოდ დაკარგეთ ამ ახალგაზრდებმა უფროსის პატივისცემაო. რა მეთქმოდა, გავატარე: ესეც ხომ ტრადიცაა.

სიცხეს ქუჩაში კიდევ არა უშავს, მაგრამ გგონიათ თვით საგამოცდო შენობაში რამე განსხვავებას იპოვით? არა, მეგობრებო! მართალია, დღეს, 21–ე საუკუნეში, მადლობა ღმერთს, მრავალი და მრავალი ტექნიკური სიკეთე გვაქვს, რომ შენობებს შიგნით მაინც ავარიდოთ თავი პაპანაქებას, მაგრამ, ეტყობა, ეს ქართველთათვის არატრადიციულია, ამიტომ საწყალ აბიტურიენტებს მამაპაპურ, არქაულ პირობებში უწევთ ადუღებული თვინის ჭყლეტა.

კონდენციონერები არა, მაგრამ ჩვენი ეროვნული გამოცდების ეროვნულმა ორგანიზატორებმა რამდენიმეწლიანი ტრადიცია არც წელს დაარღვიეს და საგამოცდო აუდიტორიების ყოველ კუთხეში თითო ეშმაკურად მომზირალი სათვალთვალო კამერა დაამონტაჟეს. აბა როგორმე ხომ უნდა ამოიძირკვოს ეს მავნე ჩვევა, „შპარტალკას“ რომ ვეძახით ქართველები?! პრინციპში, „შპარგალკაც“ ერთგვარი ქართული ტრადიციაა, ვერაფერს იტყვი.

იდევ ერთი ურღევი წეს–ჩვეულება, რომელიც ეროვნულ გამოცდებთან მჭიდროდაა დაკავშირებული, არის გამაგრილებელი სასმელების საოცრად მომგებიანი გასაღება: ეს განა იმიტომ, რომ დიდი რაოდენობით იყიდება. არა, უბრალოდ აქ ნებისმიერ პროდუქტს საბაზროსთან შედარებით 3–ჯერ მეტი ფასი აქვს. არჩევანი მყიდველზეა, ან გადაიხადოს, ან წყურვილითა და სიცხით დაიტანჯოს. მაგრამ 1.50 ლარად ნაყიდი 50–თეთრიანი სასმელი, ჩვეულებრივ, შესასვლელამდეც არ მიგყვება ხოლმე (თუ რატომ, იხ. წინა აბზაცები).

სასმელზე გამახსენდა, ეროვნული გამოცდების თემას ცოტა კი გადავუხვევ, მაგრამ არ შემიძლია, ჩემი უაღრესი აღფრთოვანება არ გამოვხატო იმის შესახებ, რომ თსუ–ის ფინალურ გამოცდებზე რომელიც ეროვნულებს სიმკაცრით არათუ ჩამოუვარდება, აღემატება კიდეც, შესაბა, იმდენად კარგადაა დაცული წესრიგი, რომ ბავშვებს გამოცდის დროს საპირფარეშოშიც კი ეკრძალებათ გასვლა: „სანამ შემოხვიდოდი, მანამდე სად იყავიო?“ – ასე უპასუხა ჩემს გულწრფელ მუდარას ერთერთმა დამკვირვებელმა. „შე დალოცვილო, ერთი საათია აქ ვზივარ, იქნება და ამ წამს შემაწუხა ბუნებრივმა მოთხოვნილებამ, გამიშვით და თუ გინდათ, დაცვა გამაყოლეთ მეთქი“ – ვუპასუხე, მაგრამ ისემც არაფერი გტკენოდეთ, როგორც მაგან მე გარეთ გამიშვა: „ბადრაგიც ხომ არ გაგაყოლო შემთხვევითო… თუ გასვლა გინდა, არაა პრობლემა, გადი, მაგრამ მერე იცოდე, ვეღარ შემოხვალო“.

ეროვნულებზე ამ მხრივ ცოტა უკეათაა საქმე: იქ თავისუფლად შეგიძლია საპირფარეშოში გასვლა, ოღონდ დამკვირვებლის თანხლებით.

კინაღამ დამავიწყდა: ბოლო დროს (რაც საბჭოთა კლანჭები მოვიშორეთ) დამკვიდრდა კიდევ ერთი ტრადიცია. შესასვლელსგაცდენილი აბიტურიენტები, წესისამებრ, დემონსტრაციულად ბრუნდებიან სახით ხალხისკენ და ზუსტად სამჯერ (არც მეტი, არც ნაკლები) იწერენ პირჯვარს. ერთმა მილანისმაისურიანმა ყმაწვილმა კი, წინა გამოცდაზე ახალი ტრადიცია დაამკვიდრა: მან პირჯვრის გადასახვას ანდრეი შევჩენკოსებრი გოლის აღნიშვნა, საჩვენებელი თითების მაღლა აღმართვა, დაამატა, რითაც სამუდამოდ დამამახსოვრა თავი. რა უჭირს აწი, გამოცდაზე 100–ს თუ არა, 98 ქულას მაინც აიღებდა, შევჩენკოს მადლით.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ყველაზე ხელშეუხებ და „წმინდა“ ტრადიციაზე ჯერ არ მისაუბრია. ეს არის ტრადიციული კითხვები გამოცდის შემდეგ: რა ქენი? როგორ დაწერე? როგორი კმაყოფილი ხარ? რამდენ ქულას ელი? და ა.შ. პასუხი კი, ასევე ტრადიციულია (თუ გამონაკლისებს არ ჩავთვლით): დავწერე. შემდეგ არის ტრადიციული მილოცვები, კარგ შემთხვევაში რესტორანში მამა–პაპური სუფრა ტრადიციული სადღეგრძელოებით და მრავალი მრავალი სხვა რამ, რომელსაც ნამდვილი, ჭეშმარიტი ქართველი, რომელიც თავის წარსულს, ზნე–ჩვეულებებს პატივს სცემს, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ აუვლის.

გამოცდები უკვე გადამწყვეტ ფაზაში შედის: ნელ–ნელა მთავრდება მტანჯველი პერიოდი. აბიტურიენტებს ჰგონიათ, ეროვნულების დასრულებასთნ ერთად მათი წამებაც დასრულდება, მათ კი, ვინც ეს უკვე გამოსცადეს და უკვე სტუდენტები არიან, კარგად იციან, რომ შემდეგ წელს ახალი, რა თქმა უნდა, გართულებული და გათანამედროვებული გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. ასე იქნება ყოველ წელს, სანამ სანატრელი დიპლომი არ განთავსდება მამაპაპურ ვიტრინაში. გამოცდები გრძელდება, პროგრამა და სირთულე წლითი–წლობით იცვლება, მაგრამ უცვლელი რჩება ტრადიციები. აბა მათ ვინ შეეხება?! ჩვენ ხომ ქართველებ ვართ!

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ნაფიქრი, წყევლაკრულვიანი საკითხავი and tagged . Bookmark the permalink.

4 Responses to ეროვნული გამოცდები ანუ გამოცდები ეროვნულად

  1. LiLaC ამბობს:

    აგრალურ ki ara agrarul, :)…

    posts rac sheexeba, bevr rameshi getanxmebi: gansakutrebit mshoblebis sakitxshi, taviant kaltaze gamobmul shvilebs sanam merxtan ar dasvamen sxva abiturients rom gzas ar utmoben :@

  2. teo ამბობს:

    აი ზუსტად ასე ხდება, მე გეთანხმები ყველაფერში, იმაშიც ჩვენ სტუდენტებს უფრო მკაცრად რომ გვიტარებენ გამოცდებს თსუში :):) და ისიც ტრადცია არაა , სკოლას რომ დაამთავრებ მაშინვე უეჭველი რომ უნდა ჩააბარო ?! :):)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s