ჰიპი

დასაწყისი წინა პოსტებში

***

– იცით, ისა… კარი ღია იყო და შემოვედი – ასე დაბნეული ცხოვრებაში არ ვყოფილვარ.

მისტერ ტედი ნელ–ნელა მომიახლონდა, თან სახეზე თვალს არ მაცილებდა. ლამის ცხვირი ცხვირზე მომადო, შემდეგ ერთი წრე შემომიარა და ისევ ჩემ წინ გაჩერდა.

– მისტერ ტედ, იცით, მე ჟურნალისტი ვარ, თქვენს შვილზე ვწერ სტატიას, ალექსზე, კარზე გიკაკუნებდით, მაგრამ არ გესმოდათ, ძალიან მციოდა და შემოვედი, მაპატიეთ…

იგი ისევ ჩუმად იდგ: სათვალე გაისწორა და დივანზე უხმოდ მიმითითა. ნელა დავჯექი, თვითონ სკამი აიღო, ჩემ წინ, რაც შეიძლებოდა, ახლოს მოაჩოჩა დაჯდა და ისევ თვალი თვალში გამიყარა.

– როგორ თქვით, ვინ ვარ და რა მინდაო?

– ჟურნალისტი ვარ, „ნიუდეი პრესიდან“, თქვენს შვილზე, ალექსზე ვწერ სტატიას.

– ეჭვი მეპარება, სტატიას ალექს ჰოლსმიტზე წერდეთ…

– ჰო, დიახ, უკაცრავად, დამავიწყდა… მე ვიცი, რომ ცნობილი ჰიპი ბასთარდის ნამდვილი სახელი ალექს ჰოლსმიტია…

– ეგ საიდან?

– მელანი ოლდმეის დაბადების დღის ვიდეოჩანაწერი ვნახე, თხუთმეტი წლის რომ გახდა…

მიტერ ტედი ჩაფიქრდა, სკამიდან წამოდა, ეტყობოდა, ძალიან იყო აღელვებული, მაგრამ ცდილობდა, ეს არ გამოეჩინა:

– ყავას დალევთ?

– დიდ სიკეთეს იზამთ, თუ…

– სამზარეულოში წამომყევით.

ლამაზი სახლი იყო, ყველა კუთხეში წესრიგი სუფევდა: არც გამკვირვებია. მისტერ ტედიმ ორი ფინჯნი გამოიღო:

– ყავისფერი თუ გამჭვირვალე?

არ ველოდი ამ შეკითხვას.

– გამჭვირვალე, თუ შეიძლება – ყოველთვის მიყვარდა გამჭვირვალე ფინჯნები.

– შეიძლება, შენობით მოგმართო? არ მიყვარს ოფიციალურობა.

– დიახ, დიახ, რა თქმა უნდა, რა პრობლე…

– შაქარი შენ მარცხნივაა, კარადაში, გამოაღე რა, მომაწოდე .

მისტერ ტედიმ ჩაიდანი ასადუღებლად შემოდგა:

– შაქარი რამდენი კოვზი, სამი?

– დიახ, თუ არ შეწუხდებით.

– ჰო, ალექსსაც ეგრე უყვარდა – ჩაილაპარაკა და ალმაცერად გადმომხედა, თან ადუღებულ წყალს ასხამდა ფინჯნებში.

– მართლა? საინტერესოა…

– ჰო, ძალიან საინტერესო, ძალიან.

– იცით, მისტერ ტედი, კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით ამ მოულოდნელი ვიზიტისთვის, მაგრამ, პირობას გაძლევთ, მალე წავალ, სულ რამდენიმე შეკითხვას დაგისვამთ.

– შვილო, შენ ახლა ან ხუმრობ, ან მწარედ მატყუებ! აბა, გარეთ გაიხედე, რა ხდება. – წვიმისგან ქვეყანა იქცეოდა.

– იცით…

– თან თუ ალექსზე სალაპარაკოდ მოხვედი, არა მგონია, რამდენიმე კითხვით შემოიფარგლო.

– მე ცოტა რამ უკვე ვიცი ჰიპიზე… ალექსზე. მე უბრალოდ თქვენი დამოკიდებულება მაინტერესებს მის მიმართ, როგორც მშობლის: ვთქვათ…

– ვთქვათ, რით იყო გამოწვეული ის ჩხუბი, ვიდეოფირზე რომ ნახე? რა, მანდ რამე გაუგებარი იყო?

– არა, ეგ ყველაფერი გასაგებია, მე უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებს მისი საქმეების შესახებ, რაც სახლიდან წავიდა. თუ, რა თქმა უნდა, თვალყურს ადევნებდით…

მისტერ ტედი წამოდგა, და ხელით მანიშნა, წამომყევიო:

– ყავს ვის უტოვებ?

– წამოვიღო?

– აბა ტყუილად დამასხმევინე?

დავავლე ჩემს ფინჯანს ხელი და გავყევი. სართულებს ერთმანეთთან ხის კიბე აკავშირებდა, ძალიან იყო დაქანებული, ძლივს ავდიოდი. მეორე სართულზე ავედით. მისტერ ტედმა ოთახის კარი შეაღო და კარებთან დადგა:

– შედი.

ნელა შევედი. სამუშაო ოთახს გავდა: სამი კედელი წიგნების თაროებით იყო დაფარული, ცენტრში საწერი მაგიდა იდგა, ზედ გაზეთები იყო დახვავებული, მაგიდის უკანა კედელზე კი ყველგან რაღაც ქაღალდის ნაჭრები იყო გაკრული. მივუახლოვდი. ეს საგაზეთო სტატიები იყო: „იცით, რომ რაც იცით, ტყუილია?“, „როგორ დვაფასოთ წყალი“, „აურზაური პარლამენტში, სახელად ჰიპი ბასთარდი“, „ვინ ჩაშალა არაბების ვიზიტი?“, „კბილი კბილის წილ, ანუ უკბილო მინისტრის ისტორია“… მოკლედ, ეს იყო ჰიპის წერილები და წერილები ჰიპიზე.

– ის ჩემი შვილია  – მისტერ ტედის ხმას გაუბედავი კანკალი შეეპარა. მოვბრუნდი. ის კარებში იდგა, მიყურებდა და აგრძელებდა.

– თქვენ, ჟურნალისტებს, ყველაფერი მარტივად მიგაჩნიათ. რა გენაღვლება, მოხვედი, ინტერვიუს აიღებ, მერე შენებურად შეალამაზებ, რედაქტორიც სიხარულით დაგიბეჭდავს და ჰონორარიც შესაბამისად გექნება. შენთვის ეს მორიგი ისტორია იქნება და მეტი არაფერი. ჩემთვის კი ეს შვიდი წელია, შვიდი წელი, შვილის გარეშე გატარებული. მაგრამ იმ შვიდი წლის განმავლობაში მე ვიცოდი ალექსის, ან, როგორც ყველა ეძახით, ჰიპი ბასთარდის, თითოეული ნაბიჯი, ვუყურებდი, როგორ ამხელდა უსამართლობას, როგორ იგდებდა სიცოცხლეს საფრთხეში… მაგრამ დღეს? სად არის იგი დღეს? ვინმემ იცით მისი ადგილ–სამყოფელი? არა, იმიტომ, რომ ის გაქრა. გაქრა და, ღმერთმა იცის, თუ ოდესმე გამოჩნდება…

ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. რამდენიმე წუთის წინ ცივად, თითქმის ცინიკურად მოსაუბრე ადამიანი ჩემ თვალწინ ძალაგამოცლილ მოხუცად იქცა: კარი ნელა მიხურა, იქვე, კუთხეში მდგარ სავარძელში ჩაჯდა, ერთი შემომხედა და ჩუმად დაიწყო:

– მე მოგიყვები იმას, რაც ჩემი და ლიდას გარდა არავინ იცოდა, ალექსმაც კი. თუმცა, არა, ალექსი მაინც ყველაფერს ხვდებოდა… დაჯექი, შვილო, ფეხზე ნუ დგახარ, დაიღლები.

***

გაგრძელება შემდეგ პოსტში

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ჰიპი ბასთარდი. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s