ჰიპი

მესამე ეპიზოდის დასასრული

დასაწყისი იხილეთ წინა და იმის წინა პოსტებში :):)

***

ჰიპის ოთახი ერთი პატარა მყუდრო ადგილი იყო ამ საკმოდ მოზრდილ სახლში. ფანჯარასთან ტელესკოპი იდგა, ტელესკოპის მარცხნივ– საწერი მაგიდა, რომელზეც წიგნები იყო დალაგებული. წიგნების ერთ სვეტზე ლამპა, ალბათ უკვე კარგა ხანი იყო, არავის გამოეყენებინა. კედლები ათასგვარი ფოტოებითა და დისკებით იყო აჭრელებული: ნახევარზე მეტი სამოციანი წლების მუსიკის სამყაროს წარმომადგენლები. გარდა მუსიკოსებისა, აქ ეკიდა ჩერჩილის სურათიც, ოღონდ სურათზე მისი მხოლოდ ორი თითი და სიგარა ჩანდა. ოთახს ერთი ნათურა ანათებდა, და ძალიან კარგადაც.

კუთხეში ძველი გიტარა იყო მიყუდებულ: ერთი სიმი ჟანგისგან გასწყდომოდა. გიტარის გვერდით, სკამზე, რამდენიმე კარგა ხნის გამოუყენებელი მუსიკალური ინსტრუმენტი ელაგა: სამი ჰარმონიკა ჰარმონიკა, დაირა და მუსიკალური ზარდახშა. იმ კუთხეს აშკარად ბლუზის სუნი სდიოდა.

კედლებზე წარწერები იყო: All you need is REVOLUTION, Give me One reason to stay HERE, Nothing’s gonna change my world, Lead ME to the Stairway to Heaven, The King’s Dead – The Tample’s Gone…

მაგიდის თავზე, თაროზე ვისკის ორი ცარიელი ბოთლი იდო: ეტყობოდა, ჰიპი გეგმების დაწყობისას არც ალკოჰოლს ივიყწებდა.

ოთახში რაღაც უცნაური სუნი იდგა, სიძველის თუ სინესტის. ფანჯარა გამოვაღე და ვიფიქრე, ტელესკოპიდანაც გავიჭვრიტები მეთქი, საფარი მოვხსენი, დავიხარე, ლინზაში გავიხედე, მაგრამ ცა ვერსად ვნახე: სამაგიეროდ ჩემ თვალწინ დემონსტრაციულად ეწერა: Dark Side Od The Moon.

***

დილით შემწვარი კარტოფილის სუნმა გამაღვიძა. ო, რამდენი ხანია ეგეთი დილა არ მქონია. მიყვარს შემწვარი კარტოფილის სუნი. იმასაც კი შემიძლია მივხვდე გემრიელი იქნება თუ არა. ალბათ ლინდა ამზადებდა საუზმეს. სასიამოვნო იყო ამ სახლში ყოფნა: სიამოვნებით გავჩერდებოდი კიდევ ცოტა ხანს, მაგრამ საქმე საქმეა.

სამზარეულოში, ჩემდა გასაკვირად მარტო მისტერ ტედი დამხვდა.

– დილა მშვიდობის – მივესალმე.

– მშვიდობის დილა გაგითენოს ღმერთმა – ღიმილით მიპასუხა მისტერ ტედიმ – კარტოფილი ხომ გინდა?

– სიამოვნებით.

– ყავა?

– მმმ… თუ თავხედობაში არ ჩამომართმევთ…

მისტერ ტედის გაეცინა, ერთი შემომხედა და კარტოფილიანი თეფშის გვერდზე, გამჭვირვალე ფინჯანში, ყავა დაასხა.

– გმადლობთ, მისტერ ტედ, ყველაფრისთვის.

– შენთვის რაღაც მაქვს, გამოგადგება: ალექსის დღიურია, თუ „წლიური“, როგორც თვითონ ეძახდა. როცა წავიდა, დატოვა, არ წაუღია. ჩემი კამოდის უჯრაში ვიპოვე მისი წასვლიდან ერთ კვირაში და წავიკითხე. ეტყობა, წელიწადში რამდენიმეჯერ ავსებდა, მოკლეა, მაგრამ, მგონი, უნდა დაგაინტერესოს. წაიღე და როცა გინდა, დამიბრუნე. თან მიზეზი გექნება, რომ კიდევ შემომიარო.

– ისედაც სიამოვნებით შემოგივლიდით, მისტერ ტედ. ეს დღიური თუ „წლიური“ კი, ვფიქრობ, მართლა საინტერესო იქნება. კიდევ ერთელ ძალია, ძალიან და კიდევ უფრო ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მე ცოტა ხანში წავალ, აღარ შეგაწყენთ თავს. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა. ჰო, მართლა, ერთი რამ მინდა გკითხოთ: რომ ჩამოვედი, რამდენიმე ადამიანს გავესაუბრე, მაინტერესებდა ჰიპიზე რას იტყოდნენ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საერთოდ არ იცოდნენ, ვინ იყო…

– ჰმ… არ იცოდნენ? უბრალოდ ეშინიათ. თავიდან აქ ყველა ამაყობდა ალექსით, მაგრამ როცა გაიგეს, რომ მას სერიოზული მტრები გამოუჩნდა. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ალექსმა იმ „ნათლიმამას“ და გუბერნატორს გაუჩალიჩა, მასზე საუბარს საერთოდ ერიდებიან. ხალხი ხომ იცი, ყოველთვის საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრობს, ცამდე მართალიც რომ იყო, თუ თვითონ რამე ემუქრებათ, ნებისმიერ რამეზე თვალებს ისე დახუჭავენ, რაც უნდა ეცადო, ვერ გაახელინებ.

უკვე გასაგები იყო, რატომაც „არ იცნობდა“ ამ ხალხმა ჰიპიზე არაფერი. უკვე ჩემი წასვლის დრო იყო. ქურთუკი მოვიცვი, დღიურ–წლიური ავიღე და შემოსასვლელში გავედი. მისტერ ტედისთან საუბარი, რა თქმა უნდა, ძალიან ნაყოფიერი გამოდგა, მაგრამ ერთი ფიქრი მაინც არ მასვენებდა:

–        მისტერ ტედი, წასვლამდე კიდევ ერთი რამ მინდა გკითხოთ, მხოლოდ ერთი, გპირდებით – მისტერ ტედის ისევ გაეცინა.

–        ჰა, გისმენ.

–        იცით, თქვენთან ერთი ღამე გავათიე, მთელი დილაა, აქ ვარ, მაგრამ… ერთ რამ ვერ გავიგე… და, მართალი გითხრათ, გამიკვირდა… მისის ლინდა, თქვენი მეუღლე, სად არის?

მიტერ ტედს სახე შეეცვალა, ხმას არ იღბდა, თითქოს რაღაც ისეთი გაიგო, რაც გულზე მოხვდაო. ხელების ფშვნეტა დაიწყო, შემდეგ ერთი ღრმად ამოისუნთქა და მომიბრუნდა:

–        ლინდა გარდაიცვალა… ერთი წლის წინ, როცა ჰიპის გაუჩინარების ამბავი გაიგო…

***

გაგრძელება შემდებ პოსტში

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ჰიპი ბასთარდი. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s