ქალაქსა და სოფელს შორის

ისეთი ადგილი თუ გინდახავთ, ვერც ქალაქს რომ ვერ დაარქმევ და ვერც სოფელს? იქ დიდ ფართო ქუჩებსა და მრავალსართულიან სახლებს ვერ შეხვდებით, მაგრამ არც ორღობეები და  ქვაღორღიანი ბილიკებია. აქ არც მანქანების ხმაური გაწუხებს ზედმეტად, არც სხვა რამ გამონაბოლქვი, რადგან უკანასკნელი ფაბრიკა–ქარხნები, უმეტეს შემთხვევაში, „არეულ“ ოთხმოცდაათიანებს შეეწირა. ამიტომაც, დიდი–დიდი რომელიმე ეზოში დამწვარი ფოთლების კვამლმა აგიცრემლოს თვალები.

ასეთ ადგილებში, როგორც ვთქვი, ქალაქი და სოფელი ეყრება ერთმანეთს და, შესაბამისად, ხშირია, როგორც ამბობენ, მოძველებული (არადა, უბრალოდ შეჩვეული) ცხოვრების წესისა  და სიახლის წყურვილის ჭიდილი: რომელი გაიმარჯვებს, ეს უკვე დროსა და ხალხზეა დამოკიდებული.

გარემო მყუდროა, ჩუმი: მხოლოდ ხანდახან თუ არღვევს ამ სიჩუმეს რომელიმე მოსახლის ქორწილში აგრგვინებული მუსიკა, თავისუფლად რომ სწვდება მთელ არემარეს. ირგვლივ პატარა მაღაზიებია, აბრაზე გამომწვევად რომ აწერია „სუპერმარკეტი“ და სხვა, უფრო მოზრდილი მაღაზიები, რომლებსაც, უმეტესად, იგივე წარწერა ამშვენებს. კიდევ ახლადშეღებილი ფასადებია და ვიწრო ქუჩები, დიდი ხნის შემდეგ ისევ რომ იგრძნეს ასფალტის საფარის სითბო და სიმძიმე; უკეთეს შემთხვევაში პატარა პარკიც, სადაც წყვილები, თავიანთი „ქალაქური სითამამის“ დასამტკიცებლად,  გრძნობების ღიად გამოხატვას არ ერიდებიან. შედეგად კი ეს გრძნობები, ხშირად, ახალი ახალგაზრდა ოჯახების დასაბამი ხდება.

აქ ბევრი პატივსაცემი ადამიანი ჰყავთ, რომლებთან ნაცნობობასა და მეგობრობას, რატომღაც,  ყველა იჩემებს. თუმცა, რაღა იჩემებს, აქ მაინც ყველა ერთმანეთს იცნობს. ყველა მაღაზიაშია წარწერა: „ნისიად არ გაიცემა“, „ნისიაზე ნუ შემაწუხებთ“, „ნისია სხვისია“ და მისთ., მაგრამ სწორედ ამ ნაცნობ–მეგობრობის გამო ეს აბრები, ძირითადად, შავით თეთრზე ნაწერად რჩება და მეტი არაფერი.

აქ, როგორც ყველგან, უყვართ ჭორები: უხვად ყვებიან ტყუილ–მართალს, თავისებურად შელამაზებულს. ამ ამბების თავშესაყარი, კი, როგოც ყოველთვის ბაზარია, რომელიც კვირაში რამდენჯერმე იმართება. სხვანაირად ვერც იქნება: ასეთ დროს ხომ ახლომახლო სოფლებიდან მრავლად ჩამოდის დიდ–პატარა და სოფელში კი ჭორებს რა დალევს!

აქ ყველაზე ნაკლებად აწუხებთ მსოფლიო ფინანსური კრიზისი და ღორის თუ ქათმის გრიპისმაგვარი ეპიდემიები: სულ ერთია, ვერცერთი მათქგანი მათ ვერ შეეხება – ეს გამოცდლებით იციან.

ასეთ ადგილებში, როგორც ყოველთვის, ისე ეტრფიან ზაფხულს, როგორც არსად: არა მხოლოდ იმიტომ, რომ ნაკლებად ცხელა, ან სიცხისაგან თავის დაღწევის მეტი საშუალებაა. უბრალოდ ზაფხულში აქ ქალაქელების ან ქალაქში გადახვეწილი ადგილობრივების ბუმია. ეს კი დროებით, ასე, ერთი–ორი თვით, აცოცხლებს სიტუაციას.

და, საერთოდ, ქალაქს აქ ძალიან ესწრაფიან: უმეტესად ახალგაზრდები. რატომ? იმიტომ, რომ ვეღარ იტანენ ერთფეროვან ცხოვრებას, მეტი თვალსაწიერი სჭირდებათ, ჰოდა იქაჩებიან და იქაჩებიან ქალაქისაკენ. ხშირად გაიგონებთ სიტყვებს: „ოღონდ აქაურობას მომაშორა და მეტი არაფერი მინდაო“, მიდიან და თვიანთ სახლს მხოლოდ მაშინ აფასებენ, როცა დაბრუნებაზე ფიქრი უკვე გვიანია.

ვერ გაამტყუნებ. ან როგორ უნდა გაამტყუნო, როცა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებულ კომუნიკაციის საშუალებას, ინტერნეტს, ფართო მასებმა, სულ ორი წლის წინ გაუსინჯეს გემო. ზოგადად, ის, რაც ქალაქში მოყირჭებულია და ყელში ამოსული, აქ აქ უცხო ხილია: უცხო ხილი კი, მოგეხსენებათ, რაც უნდა უგემური იყოს, გარეგნულად ყოველთვის მიმზიდველია. ჰოდა, ეს ხალხიც, როგორც ყველა, ისწრაფის, რათა როგორღაც გემო გაუგოს სანატრელ ნაყოფს.

ეს ის ადგილებია, რომლებსაც ვერც ქალაქს დაარქმევ, ვერც სოფელს. მათზე ძირითადად, არავინ ფიქრობს, მხოლოდ გარკვეულ პერიოდებში ახსენდებათ ხოლმე. ძლიერნი ამა ქვეყნისა მათზე დიდ იმედებს ამყარებენ არჩევნებში. არჩევნებიდან არჩევნებამდე კი აქ მორიგი უძრაობის ხანაა.  ისევ ადგილობრივი ენთუზიასტები თუ „წაიჩლიჩებენ“  რამეს, რომ მიძინებულ ცხოვრებას ცოტა ხალისი შესძინონ. აქ იბრძვიან სიცოცხლისთვის, იბრძვიან მზის ქვეშ ადგილის დასამკვიდრებლად და არასოდეს ივიწყებენ მათ, ვინც ეხმარება მათ ამ ბრძოლაში.

ეს რაიონია, მეგობრებო.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ნაფიქრი. Bookmark the permalink.

2 Responses to ქალაქსა და სოფელს შორის

  1. scorpion ამბობს:

    ძალიან მეცნობა ეს ამბავი, თუ…არ ვიცი რა დავარქვა. სულ უფრო და უფრო “ჩემიანი” ხდება ეს ბლოგი. ზოგიერთი პოსტი ჩემი დაწერილი მგონია

  2. same old fears ამბობს:

    „ოღონდ აქაურობას მომაშორა და მეტი არაფერი მინდაო“
    uh analgoiurad vambob ukve erti tvea tbilissze 😀

    აბა რა ჯობს შენთვის სოფელში რო ხარ, სადმე გადკარგულში, ცივილიზაციას მოწყვეტილ სოფელში , თუნდა ცმიტოვებულში სადაც მხოლოდ ერთჲ სახლია და ისიც შენი ( მარა ეს უკვე სოფელი არცაა) , სახლი ხისააა, არც მობილური იჭერს არ იტნერნეტი, სახლი მდიანრის ან ტბის პირასაა, ტყეში, ეზოშჲ ბევრი ლამაზი ყვავილები , და ჰაერი, ზპაფხული არა გაზაფხული, ან უკეთჱსი შემოდგომა, გადაყვითლებული ….ხოდა ხარ შენთვის, შენი წიგნები , მუსიკა, პიანინო და ძჲლი : X არავითVრი ხალხი, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ : დ
    მხოლოდ სიმშვიდე, ცოტაოდენი

    წავედი ოცნებებშჲ
    ჰუჰუ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s