ჰიპი

დასაწყუსი წინა და იმის წინა პოსტებში.

ეპიზოდი მეოთხე

–  იზი.

–  ჰო.

–  იზ, შენ ხარ?

–  მე ვარ! ვინ უნდა იყოს?

–  იზ, უნდა გნახო, ხვალ, ძველ ადგილას.

–  რა ხდაბა? რა გჭირს?

–  არაფერი, მერე მოგიყვები.

–  კარგი.

–  ფრთხილად იყავი, არავინ გამოგყვეს.

–  შევეცდები.

–  ხვალამდე. ღამის ხუთ საათზე ჩვენი დროით.

–  ჰმ…

***

სამხრეთიდან გვიან საღამოს ჩამოვედი. აქ ისევ ხმაურია, ტვინი მეწვის! არ მეყო ორდღიანი სიჩუმე. პირდაპირ „დაშვებული საბურავებისკენ“ წავედი. არც დღეს იყო ბევრი ხალხი: ერთი-ორი შემოჩვეული ლოთი უზიარებდა ერთმანეთს თავისი ცხოვრების ნათელ ისტორიებს. მოკლედ, ყველაფერი ისეცე იყო, როგორც ადრე, ოღონდ ერთი განსხვავებით: ბარმენი არ მეცნო. პატარა, გაქუცული შავგრემანი ბიჭის ნაცვლად კარგა ჩასუქებული ზორბა ქალი დამხვდა.

–  ახალი ხარ? – ვკითხე.

–  კითხვას მაშინ აქვს აზრი, როცა  მას მინიმუმ ორი სავარაუდო პასუხი აქვს, ასე რომ…

–  გასაგებია.

–  რა დაგისხა?

–  ლუდი, ერთი კათხა, ოღონდ ცოტა არაყი ჩაამატე.

–  დღეს ცუდი დღე გაქვს არა?

–  შეიძლება ეგრეც ითქვას.

ქალმა ლუდის მოზრდილი კათხა გამოიღო კარადიდან, ჯერ ლუდი ჩაასხა, შემდეგ არაყი, შემდეგ ისევ ლუდი და მომაწოდა:

–  ქალი? – ლუდი სულმოუთქმელად გადავუშვი.

–  რა მნიშვნელობა აქვს, კიდევ დამისხი, ოღონდ არყის გარეშე.

–  მე კი დაგისხამ…

ბარმენი გამუდმებით ერთი მიმართულებით იხდებოდა, თითქოს იქ რაღაც საინტერესოს ხედავსო, თან ცდილობდა, არ შემჩნეოდა. კიდევ ერთი კათხა ამივსო და მომიბრუნდა:

–  აი ის ხალხი, შენ უკან, თვალს რატომ არ გაცილებს? – დათვალით ბარს უკან ჩამოკიდებულ სარკეზე მანიშნა. სარკეში მართლაც ირეკლებოდა სამი ტიპი, რომლებც ჩემ უკან მაგიდას შემოსხდომოდნენ და დაშტერებული მიყურებდნენ.

–  დიდი ხანია ეგენი აქ არიან?

–  მთელი დღეა. თითქმის ყოველდღე ასე არიან და არაფერს უკვეთავენ.

–  და ყველას ასე აკვირდებიან?

–  არა, ყველას არა. მაგიტომაც გამიკვირდა.

–  იცნობ რომელიმეს?

–  აი იმ შუას სიამოვნებით გავიცნობდი: შვგრემანსა და ცისფერთვალებას.

–  მომისმინე, შენთან ხომ არ მოსულან და ვინმეზე ხომ არ უკითხავთ?

–  და რა შენი საქმეა?

–  ჩემი არა, მაგრამ პრეზიდენტ გრანტს ძალიან აინტერესებს… – ქალმა ორმოცდაათდოლარიანი ფრთხილად გააცურა თვისკენ და ეშმაკურად შემომხედა.

–  ჰო, თუ პრეზიდენტი გრანტი მიბრძანებს… ერთ-ერთი მოვიდა ჩემთან, აი ის მახინჯი, მარჯვნივ რომ ზის, ვიღაც ჰოპის თუ ჰაიპს ხომ არ შემოუვლია აქო.

–  და შენ რა უთხარი?

–  რას ვეტყოდი, წარმოდგენა არ მაქვს თქვენი ჰოპი-ჰაიპი თუ ვიღაც ვინ არის მეთქი.

–  ანუ არ შემოუვლია…

–  და შენ რაღაში გაინტერესებს?

–  მე ჟურნალისტი ვარ, ყველაფერი მაინტერესებს… – ვუთხარი და ლუდის კათხა ბოლომდე დავცალე.

აი, თურმე, ვინ დამიტოვა წარწერა იმ დღეს. ისე, მე „თვალყურისმდევნელები“ შავ სმოკინგებსა და უფრო შავ სათვალეებში გამოწყობილ ზორბა მამაკაცებად წარმომედგინა, ეგენი კიდევ ჩვეულებრივი ბომჟებისგან არაფრით განსხვავდებოდნენ. ეჭვი არ იყო, ბარიდან გავიდოდი თუ არა, კუდს ავიკიდებდი და იზისაც ვერ ვნახავდი. ნეტავ, სამხრეთში თუ გამომყვნ?! ეგ უკვე საშიში იყო, იმიტომ, რომ საფრთხე მისტერ ტედისაც ემუქრებოდა. რაღაც უნდა მომეფიქრებინა, რომ იქიდან ისე გავპარულიყავი, ჩემი გასვლა სხვა იდიოტებსაც არ გაეგოთ. იმ წუთას თავში მშვენიერმა აზრმა გამიელვა: ბავშვობაში ყოველთვის მინდოდა ეგეთი რამ ვინმესთვის გამეჩალიჩებინა, ჰოდა ზორბა ბარმენს შევხედე:

–  ხელფასი რამდენი გაქვს?

–  რა მნიშვნელობა აქვს?

–  ყველაფრისთვის გყოფნის?

–  ისე, რა…

–  გინდა გრანტი გაალინკოლნო?

–  ჰმ…

–  მოკლედ, სამი ლუდი ჩამოასხი, ორმაგი არყით და ერთი სიგარეტი მომაწევინე.

–  სულ ეს არის?

–  ჯერჯერობით ჰო.

ბარმენმა კათხები  შეავსო და სიგარეტი მომაწოდა.

–  ახლა? – მკითხა.

–  ნახევარი წუთი მაცადე… ისე, გაგისინჯავს არყიან ლუდში გახსნილი დიმედროლისა და ფერფლის გემო?

ბარმენმა ერთი მე შემომხედა, მერე ჩემს „მეგობრებს“ და მერე ისევ მე:

–  ახლა, ეგ მაგათ მივუტანო არა?

–  ჰო, ოღონდ ჯერ რაღაც მაინერესებს: შენამმდე რომ აქ ბიჭი მუშაობდა, მაგის სახელი, გვარი და მისამართი მითხარი… და კიდევ, უკანა კარი სად არის?

–  ჩემამდე აქ ჯიმი უაითი მუშაობდა, სად ცხოვრობს, არ ვიცი, მაგრამ ტელეფონის ნომერი ბარის უკან რომ ოთახია მანდ წერია, თანამშრომლების სტენდზე. უკანა კარი კი იმ სტენდის გვერდითაა.

–  აი შენ ნამდვილად დაიმსახურე ორმოცდაათი დოლარი.

–  ლუდი ჩემს ანგარიშზე იყოს.

–  ვალში ვარ შენთან. ისე, მინდა გაგაფრთხილო, დღეს თქვენს ტყალეტში სამი მთვრალი ბომჟი გამოიძინებს, საკუთარ ნარწყევში ჩაძირული.

ბარმენმა კათხები „თვალყურისმდევნელებს“ მიუტანა, ისინიც დაგეშილებივით ეცნენ ცივ ლუდს, ორ წუთში წამოვდექი და ბარს უკან გავედი. ვხედავდი, როგორ გამომყვა სამივე და შემდეგ შუა გზაზე ტუალეტისაკენ გაიქცა, თავქუდმოგლეჯილი. მოკლედ, ოინი გამომივიდა და მშვიდად შემეძლო იზის დათქმულ ადგილას, ჩვენი დროით, ხუთზე, ხოლო სინამდვილეში პირველ საათზე შევხვედროდი.

***

ყოველთვის მიყვარდა ეს ადგილი –  ქალაქის ყველაზე მივარდნილი ხიდი, მდინარე აქ მუდამ ზლაზვნით მიედინებოდა, ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, განსაკუთრებით ღამღამობით. ჰოდა, მეც საკმაოდ ხშირად მოვდიოდი აქ და იზის ათას სისულელეზე ვესაუბრებოდი.

იზი, რა თქმა უნდა, უკვე იქ დამხვდა. ფეხები მოაკირს ქვეშ ქონდა გაყოფილი და თავისებურად, უდარდელად აქანავებდა. რომ მივედი, არც კი მოუხედავს. არ შევუმჩნევივარ, თავის განუყრელ ყურსასმენებში, ალბათ ისევ Led Zeppelin-ს უსმენდა ბოლო ხმაზე. იზის ყოველთვის უყარდა ეს ჯგუფი. ამბობდა განსაკუთრებით მაშინაა სასიამოვნო, როცა დაბოლილი ან მთვრალი ხარო.

მივუახლოვდი და უსტყვოდ მივუჯექი გვერდით. ერთი შემომხედა და ყურსასმენები მოიშორა – იზის რომ იცნობდეთ, ამას ჟესტს მისგან უდიდეს პატივად ჩათვლიდით, რადგან იზი არავის და არაფრის გულისთვის არ გაწყვეტდა საყვარელი სიმღერის სმენას შუა გზაზე. ტყავის პატარა ჩანთიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და მომაწოდა:

–         ვიცი, არ ეწევი, მაგრამ ახლა სიამოვნებით ჩაურტყამდი ერთ ორ ნაფაზს.

–         შენი ხათრით მოვწევ ერთ ღერს – ვუთხარი და გამეცინა: როგრც ყოველთვის მიხვდა, რაც მინდოდა.

–         აბა, როგორ მოისამხრეთე?

–         ნუ იტყვი, გადასარევად.

–         რატომ, ტედი  ვერ ნახე?

–         ვნახე.

–         არ დაგელაპარაკა?

–         დამელაპარაკა.

–         ცუდად გელაპარკა?

–         კარგად მელაპარაკა.

–         აბა რა ჯანდაბად დაპანიკდი, მეკაიფები?

–         არ დავპანიკებულვარ, უბრალოდ ცოტა ცუდად ვარ სამხრეთის მერე.

–         რა გჭირს?

–         ტედიმ ძველი დღიური-წლიური მომცა.

–         და ამიტომ ხარ ცუდად?

–         არა, მაგიტომ არა, რა შუაშია, უბრალოდ ცოტა ვერ ვარ კარგად.

–         არ გაინტერესებს ჰიპი ბასთარდის პირადი ცხოვრების დეტალები?

–         ექსკლუზივია? – იზის ეშმაკურად გაეცინა.

–         ჩათვალე რომ ასეა.

დღიური-წლიური ამოვიღე და ჩემსა და იზის შორის დავდე: – იზ, არ გინდა შენ წაიკითხო? – იზიმ დღიური ფრთხილად აიღო და ბოლო გვერდზე გადაშალა. გამეცინა, ყოველთვის უკუღმა იწყებდა ყველაფრის კეთებას.  ახლა უკვე ყდას ათვალიერებდა, მიუხედავად იმისა, რომ ძველ ტყავზე ერთი ორი ნახვრეტის გარდა სანახავი არაფერი იყო. განგებ აკეთებდა ამას, უნდოდა მოთმინებიდან გამოვეყვანე, მაგრამ მე მისი საქციელი მხოლოდ მამხიარულებდა.

იზიმ, ბოლოს და ბოლოს, მაღირსა პირველი გვერდის გადაშლა და მომიბრუნდა:

–         დავიწყო?

–         ჰმ, მეკითხები კიდეც?

–         კარგი: ერთი, ორი და სააააააააა-მი – და ჩემმა ჟღალთმიანმა მეგობარმა, რიოგორც იქნა, დაიწყო დღიური-წლიურის კითხვა:

***

პირველი გვერდი:

??/??/????

გამარჯობა, მე ალექსი ვარ, დღეს რვა წლის გავხდი. დედამ ეს ბლოკნოტი მაჩუქა და მითხრა რაც გინდა შიგ ის ჩაწერეო. ჰოდა მეც ჩავწერე.

??/??/????

გუშინ დედას და მამას ოთახში შოკოლადს ვეძებდი. კარადაში რაღაც უდნაური ფერადი ტანსაცმელი ვნახე. ძალიან მომეწონა. ნეტავ ვისია? ერთ მაისურზე დიდი ხელნაწერი ასოებით ეწერა: „შენ ჰიპი ხარ, Bustard!“ მასწავლებელს ვკითხე, ეგ სიტყვა რას ნიშნავს მეთქი, მაგრამ არ მიპასუხა.

??/??/????

სკოლაში უკვე ყველა ჰიპი ბასთარდს მეძახის. მომწონს ჩემი ახალი სახელი. ასექს ჰოლსმიტს ჯობია.

გვერდი მეორე:

??/??/????

დედამ ეს დღიური ზუსტად ერთი წლის წინ მაჩუქა. დღეს ჩემი დაბადების დღეა.

გვერდი მესამე:

??/??/????

ათი წლის ვარ. ათი წლის. მამამ მითხრა უკვე დიდი ხარო. რა მაგარია.

??/??/????

დღეს ჩვენ მეზობლად ერთი გოგო გადმოვიდა. მომეწონა, ლამაზია. მელანი ქვია.

??/??/????

დედამ და მამამ დღეს საშინლად იჩხუბეს. მე ჩემს ოთახში ვიყავი მაგრამ მაინც მესმოდა. დედამ უთხრა, ჰიპი და მღვდელი ერთად ვერ იცხოვრებენო. ნეტავ გაშვილებას ხომ არ მიპირებენ?

??/??/???

თოვვლი მოვიდა. მიყვარს თოვლი.

გვერდი მეოთხე:

??/??/????

ვერ გამიგია, რატომ არავის მოსწონს სკოლაში მელი! მე თუ მკითხავთ, კარგი გოგოა. მარტო ჩემთან მეგობრობს. ეს ცუდია თუ კარგი?

??/??/????

მამამ დღეს მითხრა შენი ნამდვილი სახელი საერთოდ თუ გახსოვსო. დედამ უთხრა თავი დაანებე, ბავშვია, გაერთოსო. აბა ერთი წლის წინ რომ მეუბნებოდნენ, დიდი ხარო?

გვერდი მეხუთე:

??/??/????

უკვე თორმეტი წლის ვარ. კიდევ ვინმე მეტყვის პატარა ხარო?

??/??/????

რაღაც უცნაურობოები მჭირს. მკერდი მტკივა და ცხვირი გამეზარდა. მემგონი ვკვდები.

??/??/????

დღეს მამა დამიჯდა და რაღაც გარდატეხაზე მელაპარაკა. ვერაფერი გავიგე. მგონი მართლა ვკვდები და არ მეუბნებიან.

??/??/????

დღეს სკოლაში არ წავედი, მეზარება. გიტარაზე ჩხაკუნი მირჩევნია. გუშინ მაინც მასწავლებელს ვეჩხუბე. იდიოტია.

გვერდი მეექვსე:

??/??/????

არ ვიცი რატომ ამბობენ ცამეტზე, თარსიაო? დღეს პარასკევია, ცამეტი წლის გავხდი, მაგრამ არაფერი მჭირს. დედამ ჰარპი მაჩუქა. დაკვრას მალე ვისწავლი.

გვერდი მეშვიდე:

??/??/????

მამა უფრო და უფრო ხშირად მეუბნება, დაანებე ჰიპი ბასთარდობას თავიო. ვინ ეკითხება? ჩემი სახელია და რასაც მინდა იმას ვუზამ.

??/??/????

დღეს მამა მე და მელს გვესაუბრა. მიყვარს რომ გვესაუბრება ხოლმე და არ ჩხუბობს. ლაპარაკით მეტი რამის გაგება შეიძლება.

??/??/????

დღეს დედას დაბადების დღეა. ცხოვრებაში პირველად ვაჩუქე საკუთარი ფულით ნაყიდი საჩუქარი. მგონი მოეწონება სუნამო, კარგი სუნი აქვს.

გვერდი მერვე:

??/??/????

თვრამეტ წლამდე დარჩა სამი წელი.

??/??/????

დღეს პირველად მქონდა სექსი… მელთან. ცამეტი წლისაა, მაგრამ მაგარ ტანზე დგას. ახლა ჩემს ლოგინზე ძინავს. უნდა გავუშვა, სანამ ჩემები არ დაბრუნებულან.

??/??/????

ყველაფერი ყელში მაქვს, მომბეზრდა აქაურობა, თავისუფლება მინდა. მამა სულ მეჩხუბება, ზედმეტის უფლებას აძლევ საკუთარ თავს, შენს ტყავში დაეტიეო. თითქოს თვითონ არ არ ყოფილიყო ჰიპი.

გვერდი მეცხრე:

??/??/????

თვრამეტ წლამდე დარჩა ორი წელი. დღეს სახლშჲ საერთოდ არ ვყოდილვარ. მე და სტივი გავედით სადღაც ტყეში. იმასაც ჩემსავით სახლიდან წასვლა უნდა.

??/??/????

ირგვლივ, სადაც გაიხედავ, ყველან საზიზღრობაა. იდიოტი ჰალსტუხიანი პინგვინები, სავარძელში ჯდომის მეტს რომ არაფერს აკეთებენ. ხალხსაც ფეხებზე ჰკიდია, ამათ ხომ რამდენიმე ცენტი აჩვენე და მეტი არაფერი უნდათ!

??/??/????

გადავწყვიტე, რომ უნივერსიტეტში არ ჩავაბარებ, მაგრამ სახლში არავის ვეუბნები. ისე, არც მამა მაძალებს სადმე სწავლის გაგრძელებას. მგონი ფეხებზე ვკიდივარ.

??/??/????

სტივმა რაღაც ჯანდაბა მოსაწევი მოიტანა. კაიფში ვარ. საზიზღრობაა.

გვერდი მეათე:

??/??/????

თვრამეტ წლამდე დარჩა ერთი წელი. წელს სკოლას ვამთავრებ.

??/??/????

ოდესმე მაგ პინგვინებს ძელზე შევსვამ. აი ნახეთ.

??/??/????

აქ ერთ წელს ვეღარ გავჩერდები. მელანის დაბადების დღის მერე, ალბათ წავალ. უკვე ყველაფერი მზად მაქვს. სტივიც მომყვება. მეგობრის გარეშე რა მეშველებოდა.

??/??/????

მამას ისევ ვეჩხუბე… მელის დაბადების დღეზე. მგონი ზედმეტი მომივიდა.

??/??/????

ეს ჩემი ბოლო ჩანაწერია. ღმერთმა იცის ამ დღიურ-წლიურს აწი როდის ვნახავ.

დედა, მამა, მიყვარხართ.

ალექსი

გაგრძელება შემდეგ პოსტში

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ჰიპი ბასთარდი. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s