ეპიტაფია

მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, მისი დღეები დათვლილი იყო, ისიც არ ეპუებოდა დედამიწის ტრიალს, როგორც ივლისი, რომელიც თავისი ცხელზე ცხელი საცეცებით ცდილობდა შეეხსენებინა ადამიანებისთვის, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხლობდა. დიახ, იგი ცოცხლობდა და იცოცხლებდა მანამ, სანამ სამყარო იარსებებდა. მან თავისი მორიგი ციკლი შეასრულა და ახლა დასასვენებლად ემზადებოდა. თუმცა მას მაინც არ უნდოდა დასვენება. ძილი ყველაზე მეტად ეზრებოდა.

ივლისის მზე უკანასკნელად ამოდიოდა და ყველას ახალი დღის დაწყებას აუწყებდა. ის კი იწვა ხედავდა, როგორ შემოდიოდა მის ოთახში მზის სხივები, გრძნობდა, რომ დღეს ახალი სიცოცხლე იწყებოდა, არა ისეთი, როგორც გუშინ, ან მანამდე, არამედ რაღაც სხვანაირი, ახალზე ახალი –  ჯერ უცნობი. ის ხედავდა, როგორ ავსებდა სინათლე ყველაფერს, მაგრამ თვითონ ამ სინათლეს ვეღარ გრძნობდა: უბრალოდ ხედავდა. იგი ხედავდა ხალხს, რომელსაც მის ირგვლივ მშვიდად ეძინა და უკვირდა მათი, რადგან ისინი ვერ ხედავდნენ მზის ამოსვლას.

იგი ხედავდა აისს და გრძნობდა, რომ ეს დაისის დასაწყისი იყო…

მისი მზე მაშინ ჩაესვენა, როცა ივლისის უკანასკნელი მზის პირველი სხივი დედამიწიას ახალი სიცოცხლის დაწყებას ამცნობდა.

31/07/2010

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in წყევლაკრულვიანი საკითხავი. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s