ჩვენ, უსინდისო პატრიოტები

საქართველო პატრიოტების ქვეყანაა. ჩვენ აკვნიდანვე ჩაგვესმის შეგონება სამშობლოს სიყვარულზე, მისთვის თავგანწირვაზე. მშობლები და მათი მშობლები მოგვითხრობენ ამბებს იმ გმირების შესახებ, რომლებმაც ჩვენი წარსული შექმნეს და აწმყო გვაჩუქეს, და მომავლის კარის გასაღებს  გვაბარებენ. ჩვენც, რა თქმა უნდა, მოწიწებით ვიღებთ ამ ჯილდოს და ამაყად ვინახავთ მას ჩვენი შვილებისთვის გადასაცემად.  ჩვენ ხომ პატრიოტები ვართ! ოღონდ იმდენად, რამდენადაც ვიცით ამ ცნების ნამდვილი არსი.

პატრიოტიზმის მძიმე უღელს შორიდან თამამად ვუცქერთ: ჩვენს თავში ზედმეტად დარწმუნებულებს გვგონია, რომ მარტივად ავიტაცებთ ხელში და მთელ გზას სულ რიხინ-რიხინით ვატარებთ. მანამ კი, სანამ მას მივუახლოვდებით თავი მოგვაქვს იმით, რაც ჯერ არ გაგვაჩნია: სამშობლოს სიყვარულში სუფრაზე ვეჯიბრებით ერთმანეთს, შემდეგ შეჯიბრება ჯიბრში გადაგვდის, ჯიბრი კი ჯავრში. შედეგად კი ერთად დაწყებულ გზას ცალ-ცალკე ვაგრძელებთ. გზადაგზა მხოლოდ უკან ვიყურებით, ან ზევით, ცისკენ: იმას კი არ ვფიქრობთ. რომ ხანდახან დაბლა დახედვაც საჭიროა, რომ ფეხი რამეს არ წამოჰკრა, ან წინ გახედვა, რომ ხეს არ დაეჯახო.

ვამაყობთ ჩვენი წარსულით თუმცა ისტორიის  ბევრი არაფერი გაგვეგება. ჩვენ ვიცით, რომ იყო გორგასალი, აღმაშენებელი, თამარი… ისიც ვიცით, რომ მათ ბევრი რამ გააკეთეს ჩვენი ქვეყნისათვის, მაგრამ როგორ და როდის, ეს უკვე ჩვენს კომპეტენციაში არ შედის.

სწორედ ისტორიის „პატივისცემისა და დაფასების“ ნიადაგზე არასოდეს ვერიდებით იმ ხალხის ლანძღვა-გინებას, რომელიც ჩვენზე ოდნავ განსხვავებულია: სხვაგვარად იცვამს, სხვაგვარად იქცევა, სხვაგვარად აზროვნებს. არ ვცნობთ პატრიოტებად გრძელთმიან ბიჭებსა და მოკლეთმიან გოგონებს, ბოლო რომ დროს განსაკუთრებით მომრავლდნენჩვენ ირგვლივ; ვთვლით, რომ ჩვენ, ნამდვილ პატრიოტებს უფლება გვაქვს სხვების ცხოვრების განსჯისა. ჩვენ ასეთ ადამიანებს ლუდით ვადღეგრძელებთ, რადგან ჩვენივე ღრმა რწმენით ლუდით მხოლოდ უღირსებს ადღეგრძელებენ. სამაგიეროთ ღვინით ვსვამთ ჩვენი წინაპრების სადღეგრძელოს. წინაპრებისა, რომლებმაც სისხლი დაღვარეს და ქვეყანა ჩვენამდე მოიტანეს: ვადიდებთ მათს გმირობას და ნათელ მომავალს ვუსურვებთ სამშობლოს. მაგრამ როცა ჩვენ წინ ნამდვილი ომი ჩაღდება, ომი რომელიც ორი წუთის წინ ნადღეგრძელებ ქვეყანას დღის დამოკლებით ემუქრება, საიმედოდ ვიმალებით, რათა ჩვენს ძვირფას სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.

როცა კი ყველაფერი მიწყნარდება, საფარიდან გამოვალთ და ისევ თავაწეულები ვაგრძელებთ ჩვენს პატრიოტულ გზას. მივყვებით დინებას, მივდივართ იქით, საითაც ქარი დაუბერავს, და კითხვაზე „როგორ ხარო“, ვპასუხობთ: „რავი, ვცხოვრობ ჭამა-სმით“. ასეა, ჩვენი პატრიოტიზმი სწორედ ჭამა-სმაში გამოიხატება! ეს საქმე ჩვენ, ქართველებს, ყველაზე კარგად გამოგვდის, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ კარგად დავხელოვნდით. უფრო და უფრო ვემსგავსებით ჭავჭვაძის „ძირგავარდნილ ქვევრს, რომელსაც დღენიადაგ უნდა ჩააყარო ხორაგი და ჩაასხა სასმელი”, მივგორავთ დაღმართზე, სანამ ერთ წამსაც წინ დახვედრილ ქვას არ შევასკდებით.

დიახ, მეგობრებო, ეს ჩვენ ვართ, ქართველი პატრიოტი ახალგაზრდობა. ჩვენ არ გვაღელვებს მომავალი, რადგან, მთავარია, ისტორია გვაქვს საამაყო! აწმყოში ვცხოვრობთ წარსულის აჩრდილებთან, ხვალინდელ დღეზე კი ხვალ ვიფიქრებთ. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ოღონდ მხოლოდ სიტყვებით: ისე კი დღენიადაგ აქედან გაქცევაზე გვიჭირავს თვალი. ჩვენ ყველა ჩვენნაირს კონკურენტად აღვიქვამთ, ჩვენგან განსხვავებულს – მტრად, ბოლოს კი მარტოდ მარტო ვრჩებით საკუთარი  სინდისის წინაშე. სინდისი ვახსენე? რომელი სინდისი? ეჰ, გამოდის, რომ სულ მარტო დავრჩენილვართ?…

დრომ გამოაჩინოს.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ნაფიქრი, წყევლაკრულვიანი საკითხავი and tagged , . Bookmark the permalink.

12 Responses to ჩვენ, უსინდისო პატრიოტები

  1. civiseli ამბობს:

    ნუ გეშინია …პატრიარქი გადარჩენს საქართველოს 😀

  2. panzasblog ამბობს:

    და ეგ თქვენი “პატრიოტი” რომ არ დაიმალოს და ომში წავიდეს აღარ იქნება “პატრიოტი”? ანუ იქნება პატრიოტი?

    “პატრიოტიზმი პროფესია კი არაა, პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი”. რ.თაბუკაშვილი

    • მთავარი ის კი არ არის, რას გააკეთებ. მთავარია, როგორ, რა აზრით და როგორი გულით აკეთებ :)))))) თორემ ომში წასვლა და მანდ დამალვა ან მოწინააღმდეგის მხარეს გადასვლაც მარტივია საკუთრი ტყავის გადასარჩენად :)))))

      • panzasblog ამბობს:

        ვთქვათ არ დამალულა და გულიანად იბრძოდა, ისე, რომ რემბოსაც კი შეშურდებოდა…

  3. ნასტასია ამბობს:

    სხვისი არ ვიცი და მე ძალაინ მომწყინდა სახინკლეების ერზე, თავსმოხვეულ პატრიოტიზმზე და მემკვიდრეობით გადაცემულ ტრადიციებზე ხაზგასმული უკმაყოფილება…

    ხოოდა, ასეთი პოსტების იდეასაც ვერ ვხვდები ხოლმე. რა ვქნათ, კიდევ ერთხელ გადავიემოროთ, რომ ცუდი ხალხი ვართ?
    ისედაც ვიცით.

    • გამეორება ცოდინის დედააო, ხო იცი :))
      შენ შეიძლება იცი, როგორებიც ვართ და შეხსენება არ გჭირდება, მაგრამ ირგვლივ რო მიმოიხედო, გგონია, ყველა ეგრეა? ყველა ხვდება რო რაღაც რიგზე ვერ აქვს და მართლა ყოველთვის უკან ყურებას და სხვის იმედზე ყოფნას ცოტა ტ….ის განძრევა ჯობია?

  4. civiseli ამბობს:

    ჰამბურგის ქუჩებში, თითქმის ყველა სახლის წინ ტროტუარზე, პატარა ოქროსფერი ფილებია დაგებული. ფილებზე სახელები, გვარები, დაბადების და გარდაცვალების თარიღები და საკონცენტრაციო ბანაკების სახელებია ამოტვიფრული. ისინი ჰოლოკოსტის მსხვერპლი ჰამბურგელი ებრაელები არიან. თითო ფილის დაგება 5 ევრო ჯდება და ამ თანხას ჰამბურგელი მოქალაქეები საკუთარი ჯიბიდან იხდიან.
    პროექტის ერთერთი ხელმძღვანელი, ქუჩების დათვალიერებისას ტურისტებისთვის ისტორიის მოყოლას ასე იწყებს:
    “ჩემი მშობლები ნაცისტები იყვნენ”
    ……………
    ამით იმის თქმნა მინდა რომ ჩვენი ისტორია კარგად უნდა გავიაზროთ,საბჭოთა კავშირი დაინგრა და ტაბუ დადებული თემები არ არსებობს…
    ბევრი რამ გვაქვს გადასახალისებელი

    • ეს ფაქტია, ცივისელო, და, როგორც ილია იტყოდა, თუ ბევრჯერ არ შევახსენეთ ერთმანეთს საკუთარი ნაკლოვანებების შესახებ და ყველაფერი კარგადაო ვიძახეთ, არა მგონია რამე გადავახალისოთ.
      ერთერთი კომენტარი კი, ნახავდი, ალბათ, ასე ჟღერს:
      “ხოოდა, ასეთი პოსტების იდეასაც ვერ ვხვდები ხოლმე. რა ვქნათ, კიდევ ერთხელ გადავიემოროთ, რომ ცუდი ხალხი ვართ?”
      ძალიან გამიკვირდა, მართალი გითხრა ეგრე რო ფიქრობენ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s