ფოტო გ რ ა ფ იული ხედვა

თბილისში რომ გაიარ–გამოიაროთ, ძალიან ადვილად შეამჩნევთ, რომ ყოველ მეორე გამვლელს ხელში თუ არ უჭირავს, კისერზე მაინც ჰკიდია ფოტოაპარატი. თან უბრალოდ ფოტოაპარატი კი არა, პროფესიონალური Nickon D300 , Canon 50D ან სხვა რომელიმე საოცნებო კამერა. ჰოდა, შესაბამისად ქართულ ფოტოგრაფიულ საიტებზე უფრო და უფრო იზრდება დარეგისტირებულთა რიცხვი. ერთერთი ასეთი საიტია www.graf.ge რომელზეც სულ რამდენიმე კვირის წინ დავრეგისტრირდი და დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში მივხვდი, რომ საქართვლოში არაფერი კეთდება ნაცნობობის გარეშე.

ჩემი მხრივ, უკვე ერთი წელია (თუმცა ეს დრო საკმაოდ ცოტაა, მაგრამ მაინც) დარეგისტრირებული ვარ www.deviantart.com – ზე, ჰოდა, მინდა გითხრათ, რომ ამ ორ საიტს ერთმანეთისგან მთელი უფსკრული ჰყოფს. მოდი, ჯერ პატარა შედარებით ექსკურსს გავაკეთებ და შემდეგ პირდაპირ საქმეზე გადავალ.

დევიანტზე შეიძლება ნებისმიერმა დაურეგისტრირებელმა მომხმარებელმა ნახოს ფოტო (თუ მისი ნახვის უფლება თვით ფოტოს ავტორს არ აქვს შეზღუდული) გრაფზე კი თუ არ დარეგისტრირდი, ჩემს ფეხებს ნახავ. დევიანტზე, რა თქმა უნდა, არიან მეგობრული გაერთიანებები, მაგრამ ეს მათ ხელს არ უშლით, სხვა ფოტოგრაფების ნამუშევრები ობიექტურად შეაფასონ. ასევე დევიანტზე შეიძლება ნებისმიერი რაოდენობის ფოტო უფასოდ ატვირთო დროის ნებისმიერ მონაკვეთში, გრაფზე კი მოდით, განახოთ, რა ხდება:

ქართველები ხომ, რა თქმა უნდა, ყველაფერში შეზღუდვას ვცდილობთ, რომ შემდეგ, ამისგან რამე მოგება მივიღოთ, ჰოდა ჩვენს ფოტო გ რ ა ფ თა (როგორც ამ საიტს თვით ადმინები მოიხსენიებენ) საიტზე დღეში მხოლოდ ერთი ფოტოს დადებაა შესაძლებელი. თუ რა თქმა უნდა იქაური განვითარების მე–4 ან მ–5 ეტაპზე არ ხარ, სადაც უკვე 2 სურათის დადება შეიძლება. დამატებით ერთი ფოტოს ატვირთვაც შეიძლება, ოღონდ ამისთვის რაღაც ნომერზე ესემესია გასაგზავნი, რომელიც 1 ლარი ღირს. ეგ კიდევ არაფერი, განვითარდებოდა კაცი და მიაღწევდა მაღალ საფეხურებამდე, მაგრამ როგორც ჩვენი მამა–მარჩენალი იტყოდა, ნურას უკაცრავად. ეს არც ისე ადვილია. მოკლედ, რა ხდება:

თავიდან, როცა დავრეგისტრირდი, უბრალო მოყვარულის სახელი მქონდა და სტუდენტობამდე რომ ავმაღლებულიყავი, ფოტოების განსაზღვრული რაოდენობა უნდა დამედო, რომელთა საერთო შეფასებაც იქნებოდა არანაკლებ 80–ისა პლუს მინიმუმ 20 კომენტარი უნდა გამეკეთებინა სხვა ფოტოებისთვის. ყველაფერი მშვენივრად ჩავაბულბულე, რადგან თავიდან თვით ადმინებიც მწყალობდნენ კომენტარებითა და შეფასებებით (აშკარად მოსწონდათ ჩემი შემოქმედება), მაგრამ სურათი მას შემდეგ შეიცვალა, როცა სტუდენტი გავხდი (მეორე საფეხურზე ავედი) და ბაკალავრობაზე დავიწყე ჩალიჩი. ამისთვის აუცილებელია, რომ შენი ორი ფოტო თითოჯერ მაინც მოხვდეს კატეგორიაში „ფოტოგრაფთა არჩევანი“ (ანუ ადმინების არჩევნი) და მინიმუმ ორი თემა გახსნა ფორმუმზე ფოტოგრაფიის თემაზე. პირველი კრიტერიუმის გახორციელება ცოტა გრძელვადიანად მეჩვენა, მაინც ახალი ვიყავი, ამიტომაც ფორუმზე გავხსენი თემა სათაურით „პორტრეტი“. ეს არ იყო შემთხვევით შერჩეული თემა, რადგან ფოტო გ რ ა ფ თა საიტზე პორტრეტმა, როგორც შევამჩნიე, აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი კრიტერიუმები: ფოტო უნდა იყოს ან შავთეთრი, ან ზედ უცნაური ფერის ფილტრი უნდა ედოს. არ აქვს მნიშვნელობა რა ემოცია მოაქვს პორტრეტს, ან საერთოდ ემოცია მოაქვს თუ არა, მთავარია მოდელი იყოს ლამაზი, ან მოხუცი (ნაოჭებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება). ასევე, არ აქვს მნიშვნელობა, ფოტო აზრიანია თუ არა, მთავარია, იგი იყოს რომელიმე ნაცნობი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული. ჰოდა, მეც ამ თემაზე გავხსენი თემა. გამოხმაუებამაც არ დააყოვნა და ერთერთი ადმინის (რომელიც თავიდან საკმაოდ აქტიურად მფასებდა ფოტოებს, თან დადებითად), ცინიკური ტონიც მივიღე. რომ მცონოდა, აქ რაზე იყო საუბარი, საერთოდ არ გავხსნიდი ამ თემასო.  მაგრამ შემდეგ რამდენიმე გრაფ–ელმაც როცა მხარი ამიბა, იცით რა ქნეს? ჩემი თემა ფორუმიდან წაშალეს. მას შემდეგ რამდენიმე ფოტო დავდე, რომლებზედც ადმინებს, მგონი, არც შეუხედავთ. საბჭოთა პოლლიტიკა გამახსენდა: „საფუძველშივე ჩავახშოთ განსხვავებული აზრი, შემდეგ კი მაქსიმალურად შევავიწროვოთ, რომ ვერ გაიხაროს.“

ახლა კი თქვენ თვითონ განსაჯეთ, რამდენადაა ჩემთვის რეალური პირვლი მოთხოვნის შესრულება: “გახდი ფოტოგრაფთა არჩევნი”.

მოკლედ, ბევრს აღარ ვილაპარაკებ, თვალსაჩინოებისთვის რამდენიმე ლინკს შემოგთავაზებთ. თავიდან ფოტოების დადება მინდოდა, მაგრამ მეთქი, რა იცი, რამე შარი არ მომდონ საავტორო უფლებების დარღვევის გამო თქო და ჯობია პირდაპირ საიტზე ნახოთ. მართალია, დარეგისტრირება დაგჭირდებათ, მაგრამ ღირს, რომ ჩემი გულისტკივილი უკეთ გაიგოთ J აბა, კეთილი მგზავრობა ფოტო გ რ ა ფ თ ა სამყაროში!

http://www.graf.ge/index.php?autocom=gallery&req=si&img=61191

http://www.graf.ge/index.php?autocom=gallery&req=si&img=60368

http://www.graf.ge/index.php?autocom=gallery&req=si&img=59405

http://www.graf.ge/index.php?autocom=gallery&req=si&img=57514

http://www.graf.ge/index.php?autocom=gallery&req=si&img=55882

ისე, ბოლოსკენ, რომ არ იფიქროთ, ამას რა საერთოდ არაფერი მოსწონსო, მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ამ ფოტოებს გარდა საიტზე საკმაოდაა ისეთი პორტრეტები, რომლებიც მართლა მომეწონა. სხვათა შორის ეს პორტრეტები იმ ფოტოგრფებსაც ეკუთვნით, რომლების სხვა რამდენიმე ფოტოც მე, პირადად, არ მომეწონა და აქ ავლინკე. მაგ:

http://www.graf.ge/index.php?autocom=gallery&req=si&img=59426

http://www.graf.ge/index.php?autocom=gallery&req=si&img=60217

http://www.graf.ge/index.php?autocom=gallery&req=si&img=61157

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ნაფიქრი, წყევლაკრულვიანი საკითხავი. Bookmark the permalink.

6 Responses to ფოტო გ რ ა ფ იული ხედვა

  1. სიოგუნ ამბობს:

    ძალიან კარგი საინტერესო და გააზრებული წერილია!!!!!

  2. qristina ამბობს:

    გააზრებული და ცოტა გაბრაზებულიც 🙂 მეც დავრეგისტრირდი, მაგრამ იმდენად სუსტი ფოტოები იყო, რომ აღარ შევსულვარ დიდი ხანი. ყველა, ვისაც აპარატი ან 5 მეგაპიქსელიანი მობილური აქვს თავს ფოტოგრაფად თვლის.

  3. panzasblog ამბობს:

    რა თქმა უნდა, ეს ასეა, არა მარტო გრაფზე, არამედ boke.ge–ზეც, (ბოკე შედარებით კარგი ვარიანტია (პოსტებს არ შლიან :D)). საქმე ისაა, რომ ამ საიტებზე თვითმარქვია ფოტოგრაფები რეგისტრირდებიან და მთავარი კი ისა, რომ საიტის მნიშვნელობა სულაც არ აინტერესებთT და ის წარმოუდგენიათ ოდნოკლასნიკის მსგავს საიტად. ამ უკანასკნელ საიტზე 5–იანები და მსგავსი რამეები მაგრა მოდაშია, სწორედ მაგ პოლიტიკას მისდევენ ე.წ. ფოტოგრაფიული საიტები. ბოკეზე მე ერთ–ერთი თემის მოდერატორი ვიყავი და ჩემი დაკვირვებით, ასეთ საიტებზე ხალხი ფოტოგრაფიისთვის/შემოქმედებითი მიზნებისთვის კი არ შედის, არამედ, თქვენ წარმოიდგინეთ და ერთმანეთის გასაცნობად. ეს კი შემოქმედებითი უკუსვლაა!
    მაგაზე არ ინერვიულო მეგობარო და ეცადე მალე დაივიწყო…გააგრძელე დევიანთზე…

  4. TinaTin ამბობს:

    gaaagabrazes? 😀 ubralod nu miakcevt sxvis azrs.. rac mtavaria tqven xom icit rom kargi suratebi gaqvt ( tua ogond.. 😀 ) eh .. ra 5 megapixseliani canoni ubralod fanriani nokiati daviarebi :D:D:D

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s