ჰიპი

მეოთხე თავის დასასრული. დასაწყისი წინა პოსტებში.

– ოჰო!

– რა?

– ყოჩაღ ალექს ჰოლსმიტს – და იზიმ თავისებურად გადაიკისკისა. თავისებური გადაკისკისება კი ის იყო, რომ თუიჯდა, თავს უკან ხრიდა, მარცხენა ფეხს კი მარლა სწევდა, ხოლო თუ იდგა, თავს ისევ უკან სწევდა, ოღონდ ამჯერად ტაშს უკრავდა ხოლმე.

– რა გაცინებს?

– არ გეჩვენება, რომ ძალიან ბევრია ჩვიდმეტი წლის ბავშვისთვის?

– სხვა დანარჩენი ნორმალურია?

– არა, ნორმალური არა, მაგრამ… – იზიმ ისევ გადაიკისკისა.

– მოწევა მინდა.

– Слава Богу! ყვითელი თუ მწვანე?

– მე რა ვიცი, რომელიც ხელს ამოჰყვება.

იზიმ ჩანთიდან თავისი განუყრელი პორტსიგარი ამოაძვრინა, რომელშიც ყოველთვის მილიარდი სახის სიგარეტით ჰქონდა გავსებული. ადრე მარიხუანასაც გაურევდა ხოლმე, მაგრამ მას შემდეგ, რაც მაგის გამო ციხეს ძლივს გადაურჩა, ვეღარ ბედავდა და მხოლოდ სიგარეტით შემოიფარგლებოდა.

– და მაინც, ვერ გავიგე რატომ ხარ ასეთ მოშლილ ხასიათზე?

– იმიტომ, რომ ყველაფერი სისულელეა.

– დაიწყო ისევ თავიდან! და მაინც რა არის სისულელე?

– ყველაფერი; თავიდან ბოლომდე. მოდი, აიღე ეს ჩემი სულელური ჟურნალისტური გამოძიება. რატომ ვაკეთებ ამას? იმიტომ, რომ ხალხს დავანახო, რომ ჰიპი ბასთარდი ეშმაკის მოციქული და საზოგადოების მტერი არ არის. კიდევ იმიტომ, რომ როგორმე იმ ხალხს თავისი ადგილი მივუჩინო, რომლებმაც ჰიპი გააქრეს. მაგრამ რას ვიღებ? ჩავდივარ ალექს ჰოლსმიტის სამშობლოში და რა მხვდება: ხალხმა არც კი იცის, ვინ არის ალექს ჰოლსმიტი, ან არ უნდა, რომ იცოდეს. ჰიპი ბასთარდს ვერავინ იტანს, მისი სახელის ხსენებისაც კი ეშინიათ. რატომ? იმიტომ, რომ ყველანი მშიშარა თაგვები არიან. იციან, რომ ჰიპის ბევრი მტერი ჰყავს და მაგათი გადამტერების ეშინიათ.

– აბა შენ როგორ გეგონა? ბასთარდს მთელი მაფიოზური კლანი თუ რაღაც მსგავსი ჯანდაბა დასდევს. შეეშინდებათ, აბა რა იქნება? როგორ ფიქრობ, რა უფრო მნიშვნელოვანია ვიღაც სამხრეთელი როყიო სოფლელისთვის, საკუთარი ტყავი თუ საზოგადოების ინტერესები?

– ჰიპი ბასთარდიც სამხრეთელი როყიო სოფლელია.

– ჰო, ოღონდ როყიოს გარეშე.

– რა მნიშვნელობა აქვს, მაინც მომბეზრდა. თუ ყველას ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია და საკუთარ ტყავზე ფიქრობს, მე რისთვისღა უნდა ვიწვალო? ავდგები და სადმე გადავიკარგები. არც ის ვიღაც დეგენერატები გამომეკიდებიან, ყოველ წამს რომ მითვალთვალებენ და ყველა ნაბიჯს მიკონტროლებენ და არც ჩემი სულელურულვაშიანი რედაქტორი.

– ხუმრობ არა?

– არა!

– მომისმინე. მოდი ერთ პატარა რჩევას მოგცემ: მოდი, წარმოიდგინე, რომ მაგიდაზე დევს ჭიქა. წარმოიდგინე?

– ჰო.

– ახლა წარმოიდგინე, რომ შენ ყველა შენს პრობლემასთან ერთად ხარ ამ ჭიქაში. ანუ ჭიქას შიგნიდან უყურებ და ძალიან ძალიან დიდი გეჩვენება. ხო ძალიან დიდია?

– კი.

– ახლა წარმოიდგინე, რომ ხარ სხვა ადამიანი, რომელიც მაგიდასთან დგას და ჭიქას ზევიდან უყურებს. ახლა რამხელაა ჭიქა?

– ჭიქის ხელა.

– კარგი, ახლა წარმოიდგინე, რომ სახლის სახურავზე ხარ და იქიდან უყურებ მაგიდას. ჭიქა რამხელაა?

– სათითისხელა, ალბათ.

– კარგი, ახლა წარმოიდგინე, რომ მფრინავ ბუშტში ზიხარ და იქიდან უყურებ მაგიდას. ჭიქა რამხელაა?

– არ ვიცი, არც მაგიდა ჩანს, არც ჭიქა, ჩემს სახლსაც ძლივს ვხედავ. და საერთოდ, რა დროს ჭიქაა, შემეშვი რა, საჰაერო ბუშტში ვზივარ.

– მოიცა, მოიცა, ჯერ წარმოიდგინე, რომ კოსმოსურ ხომალდში ზიხარ და დედამწას ზევიდან უყურებ. სად არის შენი ჭიქა?

– ჭიქა? არც ჩემი ჭიქაა, არც მაგიდა, არც სახლი და არც არაფერი. აქ მხოლოდ მწვანე, ლურჯი და თეთრი ლაქებია დედამიწაზე. ლამაზია. აი, ჩემი საჰაერო ბუშტიც ზევიდან გამოჩნდა.

– ჰოდა, სად არის ახლა შენი პრობლემები? თურმე არ არსებობდა?

– ჰო, თუ კოსმოსიდან შევხედავთ, ასეა.

– მერე შენც რაღას მიძვრები ჭიქაში? კოსმოსი არ ჯობია?

– იზ, ძალიან მაგარი ხარ!

– არაფრის.

– მაგრამ შენ ჯერ კიდევ არ იცი ყველაფერი.

– ახლა თუ კიდევ რაღაც უაზრო პრობლემას მომიხევ, ავდგები და წავალ

– არა, არა, მსგავსი არაფერი. უბრალოდ სამხრეთში კიდევ ერთი ამბავი გავიგე.

– რა ამბავი?

– ლინდა გარდაცვლილა ერთი წლის წინ.

– მდა… არ ვიცი რა ვთქვა. რა მოუვიდა?

– შენი აზრით?

– ინერვიულა?

– ჰო.

– ძალიან ცუდია… ვწუხვარ.

– აი ამიტომ ვფიქრობ ხანდახან, რომ ყველაფერი უაზრობაა.

– არა, იცი, ეგრეც არაა. გახსოვს, ერთხელ, სიკვდილზე რომ ვლაპარაკობდით შენ რა მითხარი?

– რა?

– ქვეყანაზე უაზროდ არავინ კვდება, ყველა სიკვდილის პარალელურად ან ახალი სიცოცხლე იბადება, ან გადარჩებაო.

– ეგრე ვთქვი?

– ზუსტად გრე. ჩავიწერე კიდეც, თუ გინდა, მერე გაჩვენებ. ჰოდა, მოდი რა, ნუ ფიქრობ იმაზე, რომ ყველაფერი უაზრობაა. ამით შენს თავსვე ეწინააღმდეგები. თუ ლინდა გარდაიცვალა, ე.ი. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. თუნდაც ის, რომ შენ დაფიქრებულიყავი საკუთარ მოქმედებაზე და მერე ჩემი გამხნევებით შენი საქმე გაგეგრძელებინა. მოკლედ, ახლა ნუღარ ჩამოგტირის ცხვირ–პირი. ჩემთან ავიდეთ. ვისკი უნდა ჩაგაცეცხლო. ჰე, ახლა, მოდიხარ თუ არა?

– წავედით, ვისკი ჩავცეცხლოთ!

– ნაბიჯით იააააააარ! ერთ–სამ, ერთ–სამ. ისე, ყოველთვის მაინტერესებდა, მაგ გათვლის დროს ორმა რა დააშავა?

გაგრძელება შემდეგ პოსტბში

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ჰიპი ბასთარდი. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s