დასაწყისი

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰოლივუდში რამდენიმე ფილმი გადაიღეს ისეთი, რომელმაც ხალხის დიდი რეაქცია გამოიწვია. „ავატარი“, „2012“, „უსახელო ნაბიჭვრები“… ეს ფილმები იმ სიაში შედიან, ალბათ, რომლებიც კინოთეატრების ეკრანებზე ერთი წრის დარტყმის შემდეგ საწყობში დებისგან მტვრით შეჭმა ნამდვილად არ ემუქრებათ. პირადად მე, ეს სამი ფილმი იმიტომ დავასახელე, ბოლო დროს გადაღებული ფილმებიდან სწორედ მათ დაიმსახურეს ჩემი ყველაზე დიდი სიმპათია (უსახელო ნაბიჭვრებმა, განსაკუთრებით), მაგრამ სულ რამდენიმე საათის წინ მივხვდი, რომ ჩემი აღფრთოვანება ცოტა არ იყოს, ნაადრევი იყო.

გეცოდინებათ, ალბათ, საკმაოდ დიდი ხანია, უკვე, რაც კინო „რუსთველში“ გადის ფილმი „Inception”, ქართულად „დასაწყისს“ რომ ვუწოდებთ (მთავარ როლში ლეონარდო დიკაპრიო). ფილმის თრეილერმა პირველი ნახვისთანავე დამაინტერესა, შემდეგ მეგობარმაც მირჩია, აუცილებლად ნახე, კარგი ფილმიაო, ჰოდა დღეს საშველი დავაყენე, „რუსთაველისკენ“ გავწიე.

თავიდან, თრეილერიდან გამომდინარე, მეგონა საქმე მქონდა ამერიკულ სათავგადასავლო ფილმთან, სადაც ძალიან ბევრია „სროლები“ და უკბილო ხუმრობები, თუმცა მაინც კარგი საყურებელია (დროს გაგაყვანინებს რა). მაგრამ, როგორც იტყვიან, ნურას უკაცრავად. რეალობამ მოლოდინს კი არ გადააჭარბა, თავდაყირა ჩამარხა მიწაში და ზედ მიაფსა!

პრინციპში, როცა ფილმი დაიწყო, ჯერ კიდევ არ ვიყავი ამ აზრზე (არა, რეალობამ მოლოდინს პირველსავე წუთებზე კი გადააჭარბა და მიწაში თვდაყირაც ჩამარხა, მაგრამ ზედ კარგა ხანს არ მიუფსამს) ორი სიტყვით რომ ვთქვა, თავიდან თითქოს ეს იყო ნახევრადფანტასტიკური ჟანრის ფილმი, სადაც აღწერილია, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა აკონტროლოს საკუთარი და სხვისი სიზმრები, ამის საშუალებით შეაღწიოს სხვა ადამიანის ქვეცნობიერში და მოიპოვოს სასურველი ინფორმაცია (ვისაც Assassins’ Creed გითამაშიათ, ადვილად წარმოიდგენთ). მოკლედ, ისეთი ფილმი იყო, მე რომ მომწონდა და პირველივე წუთზე აღმომხდა, რა მაგარია მეთქი, თუმცა ჯერ სად ვიყავი. გადაღების ხარისხზე და სპეცეფექტების დონეზე ლაპარაკს არ დავიწყებ – ზედმეტია. ორ საათს ისე ვუყურებდი, წამითაც არ მომიწყენია. მოვლენები საკმაოდ დამაინტრიგებლად და საინტერესოდ ვითარდებოდა, აი ფილმმა კულმინაციასაც მიაღწია, ყველაფერი თითქოს გაირკვა და ჩაწყნარდა კიდეც და მეც, ცოტა არ იყოს, გული დამწყდა, ეჰ, რა კარგი ფილმი იყო და საბოლოოდ მაინც მორიგი ჰოლივუდური პროექტი აღმოჩნდა ამერიკული ბედნიერი დასასრულით მეთქი, მაგრამ დასასრული ჯერ კიდევ შორს იყო (ჯერ კიდევ წინ იყო ის სიამოვნება, როცა რეალობას მიწაში თავდაყირა ჩაფლული მოლოდინისთვის ზედ უნდა მიეფსა).

ბევრს არ გავაგრძელებ და გეტყვით, რომ იშვიათია ისეთი ფილმები, რომელსაც დასასრული არ აქვს. თუ კარგად ვერ გამიგეთ, ახლავე აგიხსნით. ჩვეულებივ, ფილმი აზრობრივად მისი კულმინაციის მომენტში მთავრდება, ოფიციალურად კი მაშინ, როცა ტიტრები იწყება. აქ კი, როგორც ვთქვი, კულმინაციის შემდეგ თითქოს ჩაწყნარდა ყველაფერი, მაგრამ ფილმი ტიტრების დაწყების შემდეგაც კი არ დამთავრებულა. ყველაფერი კი ბოლო კადრის „ბრალია“. თუ გადაწყვეტთ, ამ ფილმს უყურებთ და რაღაც ჯანდაბად ბოლო კადრი გამოგრჩებათ, ჩათვალეთ, რომ ორი საათი ტყუილად დაგიკარგავთ. ქედს ვიხრი ქრისტოფერ ნოლანისა (ამ ფილმის რეჟისორისა) და სცენარისტების წინაშე, რომელთა სახელიც, სამწუხაროდ არ ვიცი. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ის 562,5 მილიონი დოლარი, რომელიც ამ ფილმით გამოიმუშავეს.

მოკლედ, ჩემი ლაპარაკი არ არის საჭირო. აი ორი თრეილერი, ჯერ ესენი ნახეთ და ვისაც ფილმი არ გინახავთ, გირჩევთ, აუცილებლად ნახოთ უახლოეს მომავალში. და ვინც უკვე ნახეთ, კომენტარებს ნუ  დაიშურებთ, თქვენი აზრი მაინტერესებს.

 

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in შთაბეჭდილება and tagged , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to დასაწყისი

  1. salome ამბობს:

    aseti rekomendaciis mere rom ar vnaxo miwashi tavdayira chasms da mifsma ar dainanooooooooooooooot :D:D:D:D:D:D

  2. საბა ამბობს:

    მიაფსა და ზედ მიაფერთხა კიდეც. მაგარი ფილმია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s