ოთო

ამ ამბის მოთხრობას არცკი ვაპირებდი, რომ არა ოთოს აკვიატებული იდეა, მისი თავგადასავლები მთელმა კაცობრიობამ გაიგოს.

ოთო ჩემი მეგობარია. კარგი ბიჭია, პატიოსნად ცხოვრობს, კანონს არ არღვევს, წინა წელს უნივერსიტეტში ჩაირიცხა 100 %–იანი დაფინანსებიტ და, თქვენ წარმოიდგინეთ, კვირაობით, როცა არ ეზარება, ეკლესიაშიც კი დადის. მოკლედ, ზუსტად ისეთია, უფროსები რომ ამბობენ, გაიხარონ ამისმა მშობლებმაო. გარეგნულადაც არა უშავს ოთოს. მაღალია, ასე, 182–183 სმ, შავგრემანი და ცისფერთვალება. წვერს მუდამ იმ დონეზე ატარებს, გეგონება, სულ ორი დღის გაუპარსავიაო. ალბათ, ამიტომაც არასოდეს აკლდა გოგოები და ისიც, მარტივად რომ ვთქვათ, გულაობს. მეათე კლასის შემდეგ, როცა, როგორც იქნა, წიგნის ჭიის თექვსმეტწლიანი სენი მოიშორა, ერთ წელიწადში რვა გოგო გამოიცვალა. ამათგან სამს ერთდროულად ხვდებოდა. ერთი სიტყვით, ოთო, ყველაფერთან ერთად, მუსუსია – საშინელი მუსუსი.

საიდან დავიწყე? ჰო, მგონი იმას ვამბობდი, ამ ამბის მოყოლას საერთოდ არ ვაპირებდი–მეთქი, მაგრამ ოთო ჩამაცივდა. თვითონ წერა არასოდეს ეხერხებოდა და, საერთოდ, შემოქმედებისგან ყოველთის, ცოტა არ იყოს, შორს იდგა (ალბათ ამიტომაც ჩააბარა მაღლივში), თორემ, აქამდე წიგნსაც გამოსცემდა თავისი საგმირო საქმეების შესახებ. არ ვიცი, რატომ უნდა ამ ისტორიის გამომზეურება ასე ძალიან: მე, მის ადგილა, საერთოდ დავივიწყებდი, მაგრამ ოთო სულ სხვა კაცია. მას თავისი დიადი სახელისთვის კიდევ ერთი ბრწყინვალე ვარსკვლავის შეძენა უნდა! სულ ეგ არის.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, აი ასეთია ჩემი მეგობრის ისტორია:

***

როგორც გითხარით, ოთომ ერთ წელიწადში რვა გოგო გამოიცვალა. რვავე რომანი, რაღაც მანქანებით, მისთვისაც და მისი ოჯახისთვისაც მშვიდობიანად დასრულდა: არც ნაშების გამძვინვარებული ძმები, არც ჩემოდნიანი, მუცელგამობერილი სარძლოები და არც მკივანა სასიდედროები. ოთომ იცოდა, როგორ შეება გოგო და ისიც იცოდა, შემდეგ როგორ დარჩენილიყო მის „მეგობრად“. თუმცა, არა მგონია, მხოლოდ ეს ყოფილიყო მისი „წარმატების საიდუმლო“: თვითონ გოგოებიც კარგა ატეხილები იყვნენ და ირგვლივ ფალოსის გარდა ვერაფერს ხედავდნენ, ჰოდა ოთოზე უფრო სიმპათიურ ფალოსს სად იპოვიდნენ. ამიტომაც არ უჭირდა ჩემს მეგობარს მათთან არც ურთიერთობის დამყარება, არც გაწყვეტა.

მაგრამ აბიტურიენტობის პერიოდში ოთოს რთული დრო დაუდგა: მშობლებმა ჩვენი მუსუსი რაიონში გააგზავნეს, ბებიასთან და ბაბუასთან. აქაო და იქ უფრო მეტ დროს გამონახავს სამეცადინოდო. პრინციპში, არც ბიჭს უჭირვეულია ბევრი: პატიოსნად დაჯდა და მეცადინეობას შეუდგა. მაგრამ ოთო რისი ოთო იყო, ოთხ კედელს შუა გამოკეტილს დიდხანს გაეძლო. ყმაწვილს ჰორმონები პირდაპირ ტვინში აწვებოდა და, ვინაიდან მარჯვენა ხელს მეათე კლასის შემდეგ მხოლოდ საწერად, ჩანგლის დასაკავებლად, მაუსზე საწკაპუნოდ ან პირჯვრის გადასაწერად ხმარობდა, მყისვე საკბილოს ძებნას შეუდგა. დიდი ხანი არ დასჭირვებია: მაშინვე ნანიკოს დაადგა თვალი.

ნანიკო ერთი ჩვეულებრივი რაიონელი გოგო იყო. საშუალო სიმაღლის, შავგრემანი, გრძელი შავი თმებით და ლამაზი დიდი შავი თვალებით. მაკიაჟს არ ხმარობდა, ნორმალურად იცვამდა და უსმენდა უკიდურესად ცუდ მუსიკას (დღესაც მიკვირს, ამ სამს ერთმანეთთან როგორ ათავსებდა). სწავლითაც კარგად სწავლობდა და იქაურ სკოლაშიც მთელ იმედებს მასზე ამყარებდნენ. მოკლედ, ნანიკო, როგორც იტყვიან, პატიოსანი გოგო იყო, კარგ ოჯახში გაზრდილი. მაგრამ მას თავგზა მაშინ აერია, როცა მათს სკოლაში ოთო გადმოვიდა. კითხვას ნელ–ნელა უკლო, წერითაც მხოლოდ ესემესებსღა წერდა. თუ ვის სწერდა, ალბათ, თქმა ზედმეტია. ნანიკოს ოთო ყურებამდე შეუყვარდა. ეს მისი პირველი სიყვარული იყო და აქამდე ბიჭისთვის არათუ ეკოცნა, ხელიხელჩაკიდებულსაც კი არასდროს არავისთან გაევლო ქუჩაში.

ოთო, პირველ ხანებში, ზედაც არ უყურებდა ნანიკოს. ესემესებზე არ ჰპასუხობდა და როცა სკოლაში, რეპეტიტორთნ ან ქუჩაში ხვდებოდა ხოლმე, შანსს არ უშვებდა ხელიდან, თავისი წამახული ენით საწყალი გოგოსთვის ბანალურად რომ ვთქვათ, გული არ დაესერა. მას ყოველთვის მოსწონდა ასეთი სისაძაგლეების კეთება. მისი ცინიკური ტონი გოგოებს პირდაპირ ადგილზე ათავებდა ხოლმე, მაგრამ, ეშმაკმა წაიღოს, იდიოტი ცალტვინა მდედრები ამის შემდეგ უფრო და უფრო ეწებებოდნენ.

აი, როცა კი იმ პირველმა პერიოდმა გაიარა და ოთოს მისმა მეგობარმა პირდაპირ ნიკაპზე მიუკაკუნა, უკვა სასოებაწართმეული ნანიკოს ტელეფონზე სანატრელი ზარი გაისმა. საწყალი გოგო ლამის გაფრინდა, როცა ეკრანზე დაინახა წარწერა „ჩემი სიხარული“; ნერვიულობისგან აკანკალებული ხელით ძლივს დააჭირა ღილაკს და რაც შეიძლებოდა, მშვიდი ხმით უპასუხა.

– გი… გი… გისმენთ.

– ნანიკო, როგორ ხარ?

– რო… რომელი ხარ? – ნანიკოს არასოდეს გამოსდიოდა ტყუილები.

– კარგი რა, ნანიკო, ვიცი, რომ მიცანი, მაგრამ არ გიდნა, დაიწვა. არა უშავს, მაგასაც ეშველება. მოკლედ, რაზე გირეკავ: სადმე შევხვდეთ, არ გინდა?

აქ ნანიკო ლამის წაიქცა მომეტებული ემოციებისგან, მაგრამ თავი შეიმაგრა, იქვე, იატაკზე ჩიმუხლა და წაილუღლუღა:

– კა… კარგი ოთო… სად?

– არ ვიცი, აქაური შენ ხარ. სადმე წყნარ, მშვიდ ადგილას წავიდეთ, სადაც არავინ შეგვაწუხებს… ასე, საღამოსკენ.

– კარგი, საღამოსკენ წყნ…არ და მშ… მშვიდ ადგილას.

– OK, ნანიკო, შენს მესიჯს ველოდები. გკოცნი.

ეს კი უკვე მეტისმეტი იყო: ნანიკოს გული წაუვიდა.

***

ნანიკომ ოთო მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ბუნკერში წაიყვანა, სადაც ზაფხულობით მთელი რაიონის ბავშვები კარტის სათამაშოდ ან უფროსებსგან მალულად მოსაწევად იკრიბებოდნენ ხოლმე. ცხრა საათი ხდებოდა; უკვე ბნელოდა. გოგო ხვდებოდა, რომ ახლა ისეთ რამეს აკეთბდა, რასაც ადრე არაფრის დიდებით არ ჩაიდენდა: მიყრუებულ ადგილას მარტო იყო უცხო ბიჭთან ერთად. მაგრამ იმსაც გრძნობდა, რომ ის, რაც ამ წუთას აწუხებდა, შიში არ იყო. არა, შიშს კი ჰგავდა, მაგამ მაინც არ ეშინოდა, მთავარია, ოთო იყო მასთან ერთად!

ბიჭი ჩამოჯდა, გოგო ფეხზე იდგა: უხერხულად იყო, რადგან ოთო ჯიუტად უყურებდა პირდაპირ იქ, სადაც, თავს თუ მოაბრუნებდა, მისი თვალები უნდა ყოფილიყო, ამიტომაც გაუნძრევლად შესცქეროდა უსასრულობას ბუნკერის ბინძურ იატაკზე.

– ჩამოჯექი – ოთომ მის გვერდით მდგომი სკამი გამოწია. ნანიკოც დაემორჩილა. ოთო უკვე თვალებში უყურებდა სულ მთლად აკანკალებულ გოგოს და მშვიდად, ძალიან მშვიდად, სულ ოდნავ ცინიზმგარეული ხმით აგრძელებდა:

– აბა, რისთვის მომყვანე? – ნანიკოს გაკვირვებიგან ლამის ხმა ჩამოუვარდა.

– მე? შენ არ მითხარი, გამოდი, გნახავო? – ძლივს ამოღერღა.

– ჰო, მე გიტხახრი, მაგრამ შენ მაიძულე – არა, ოთოზე უფრო სიმპათიური ფალოსი ნამდვილად არ მოიძებნება.

– მე… მე გაიძულე? – ნანიკო უკვე ძალიან ნერვიულობდა.

– არა, პრინციპში, მაიძულე, ცოტა უეშადაა ნათქვამი. მე შემოგთავაზე შეხვედრა, რადგან ვიგრძენი, ეს ძალიან გინდოდა.

– მე მინდოდა? –  ნანიკო გაწითლდა: უკვე ლამის იჯერებდა, რომ შეხვედრის ინიციატორი ნამდვილად თვითონ იყო, ოთომ კი უბრალოდ მისი აზრები წაიკითხა.

– მოდი რა, ნანიკო, საყვარელო, ვიყოთ გულახდილები: ორ თვეს შენი ესემესები არ წყდებოდა ჩემს ტელეფონში – ისეთ სიტყვებს მწერდი, თავი შექსპირის პიესაში მეგონა. ჩვენ ხომ მოზრდილი ადამიანები ვართ, ნანიკო?! მე შენ იმიტომ მომწონხარ, რომ პროგრესულად მოაზრონე, ჩარჩოებისგან თავისუფალი გოგო მგონიხარ, ჰოდა, მიდი, პირდაპირ მითხარი, ხომ გიყვარვარ? – ამ სიტყვებზე ოთომ თავისი სკამი სულ ოდნავ მისწია ნანიკოსკენ და მარკვენა ხელი მის მარცხენა მუხლს დაადო სწორედ იქ, სადაც ჯინსი იყო ამოხეული.

ნანიკოს შეაჟრჟოლა, მაგრამ ეცადა, არ შეემჩნია. მას არ უნდოდა, ოთოს თვალში თავისი „პროგრესულად მოაზროვნე და ჩარჩოებისგან თავისუფალი“ გოგოს იმიჯი დაემსხვრია, ამიტომაც გადაწყვიტა, გამბედაობა მოეკრიბა: ერთი ჩაისუნთქა და ბიჭს პირდაპირ თვალებში შეხედა:

– ჰო, მიყვარხარ. იმ წუთიდან, როცა პირველად დაგინახე (დამავიწყდა მეთქვა, რომ ნანიკო არც ბრაზილიურ სერიალებზე ამბობდა უარს).

– აი ეს მესმის, ნანიკო, სიხარულო. სულ უფრო და უფრო მომწონხარ. მომწონს შენი გულახდილობა და გამბედაობა! – ოთომ ენად გაიკრიფა. აქ მან უკვე ოფიციალურად ჩართო თაისი საკერავი მანქანა. – სიმართლე გიტხრა, ჩემთვის სიყვარული ძალიან ბევრს გოგოს აუხსნია, მაგრამ არცერთისთვის ისეთი ყურადღება არ მიმიქცევია, როგორც შენთვის.

– რატომ? – ეს კითხვა ნანიკომ იმიტომ დასვა, რომ ოთოსგან ელოდა პასუხს, „შენ განსაკუთრებული ხარ და იმიტომო“, მაგრამ ეს ბიჭისგან შორს იდგა.

– რატომ? – ოთომ უკვე სულ ახლოს მიაჩოჩა სკამი და ნანიკოს ხელებს ნაზად დაუწყო მოფერება. ნანიკომ ხელი მოიშორა აქაო და ზედმეტი ნუ მოგდის, მე პატიოსანი გოგო ვარო, მაგრამ ოთო უკვე ჩართული იყო და თავისი მაჰიპნოზირებლად მშვიდი ტონით აგრძელებდა: – რა საჭიროა ამდენი კითხვა, როცა შეიძლება უბრალოდ მომენტით ისიამოვნო? ნანიკო, მითხარი, ოღონდ გულახდილად. ხომ მოგწონს, რომ აქ ახრ, მიყრუებულ ბუნკერში, სულ მარტო, ჩემთან ერთდ? ნუ უარჰყოფ! შევამჩნიე, როგორ გაგაჟრჟოლა წეღან, როცა მუხლზე შეგეხე და ისიც ვნახე, როგორ დახუჭე თვალები, როცა ხელებზე გეფერებოდი. მაგრამ შენ რაღაც უაზრო აკვიატების გამო გინდა უარი თქვა იმაზე, რაც მოგწონს და გსიამონებს… – ამ სიტყვებზე ოთომ თითები ნაზად ჩამოუსვა სახეზე, შემდეგ კისერზე, მხრებზე, და მკლავებს თითებამდე ჩამოჰყვა: – მე ხომ ვხედავ, როგორ გსიამოვნებს! მესმის, როგორ გიცემს გული; ვგრძნობ, როგორ გიცახცახებს მთელი სხეული; ცოტაც და ნირანაში გადაეშვები. მე კი ეს მომწონს. იცი რატომ? იმიტომ, რომ ამით სიამოვნებას განიჭებ. ეს კი მე მანიჭებს სიამოვნებას.

ნანიკოს ოთოს ხმა არეულად ესმოდა: საკუთარ გულისცამასა და რაღაც უცნაურ ხმაურში არეული, რომელიც უეცრად გაჩნდა მის თავში. ოთო უკვე ზურგზე ეფერებოდა, ნელ– ნელა დაბლა ჩმოჰქონდა ხელი და გოგოს ეს სულ აგიჟებდა: თვალები დახუჭული ჰქონდა და ყოველ წამს მხოლოდ ოთოს მორიგი შეხების მოლოდინში იყო. ოთო კი აგრძელებდა თავის მაჰიპნოზირებელ საუბარს:

– იცი, ნანიკო, მინდა, შენთან გულახდილი ვიყო: მე შენ არ მიყვარხარ. ნუ გამიბრაზდები, რადგან მე ამ წუთას შემეძლო მომეტყუებინე და შენი გრძნობებით ბოროტად მესარგებლა, მაგრამ მე ასეთი ადამიანი არ ვარ. მე შენ მომწონხარ, ნანიკო, ძალიან მომწონხარ და, გამოგიტყდები, ერთადერთი, რაც შენგან ამ ეტაპზე მინდა, სექსია. ვიცი, შენც გინდა ეს, მაგრამ არ გააკეთებ, რადგან გეშინია! გეშინია, შემდეგ არ ინანო, თუმცა დაფიქრდი (ოთომ კარგად იცოდა, ამ წუთას ნანიკოს ფიქრის თავი ყველაზე ნაკლებად ჰქონდა), რა ჯობია: პირველად დაუვიწყარი სექსი გქონდეს იმ ადამიანთან, რომელიც ნამდვილად გიყვარს, თუ შემდეგ რომელიმე ტუსოვკაზე უგონოდ მთვრალმა ნებისმიერ შემთხვევით შემხვედრ ბიჭს მისცე? ან ოცდახუთი წლის ასაკში მშობლების მიერ შერჩეულ ქმართან დაწვე პირველად და მთელი ცხოვრების განმავლობაში ორგაზმი არ გქონდეს.

მთელი ამ მონოლოგის განმავლობაში ნანიკო მხოლოდ ღრმად სუნთქავდა და აზროვნებადაკარგულ თვალებს მხოლოდ შიგადაშიგ თუ შეავლებდა ოთოს, რომელიც უფრო და უფრო აძლიერებდა შეტევას მის სხეულზე და უკვე ყურის ბიბილოებზე ეხებოდა ნაზად, ძალიან ნაზად: ზუსტად ისე, როგორც ნანიკოს გახურებული და სულ მთლად სველი სხეული ითხოვდა. ბიჭი კი ჯერ კიდევ აგრძელებდა საუბარს:

– კარგი, ნანიკო. მე მოძალადე არ ვარ. რადგან ასე გინდა, მოდი, დავიშალოთ, ორივესთვის ასე ჯობია.

ამ სიტყვებზე მან ხელები შეუშვა აღგძნებულ გოგოს და ოდნავ უკან წაიწია. ნანიკო ჯერ აზრზე ვერ მოსულიყო, რა ხდებოდა: ვერ იაზრებდ ოთოს ნათქვამს. თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა: „არ გაჩერდე, მეტი მინდა“. უცებ კი იგრძნო, როგორ მოაკლდა რაღაც მის სხეულს და წამსვე, თითქოს სახანძრო განგაში ჩაერთოო, ადგილიდან მოწყდა და მის წინ მშიდად მჯდომი ბიჭის ტუჩებს ჩაეკონა.

***

ოთოს ტუჩებთან ერთად ნანიკომ ედემის ვაშლიც იგემა. ოთომ კი თავის აქტივში მეცხრე ქალი მიითვალა.

***

აი ასე დასრულდა ჩემი მექალთანე მეგობრის მორიგი საგმირო ისტორია. თუმცა ნანიკოს ისტორია აქ არ დასრულებულა.

ამ ამბის შემდეგ გოგომ სწავლაზე სულ აიღო ხელი და ოთოს გათიშულ ნომერზე ესემესების გზავნა გააათმაგა.

შესაბამისად, ვერც ეროვნულები ჩააბარა და მოიმედე სკოლასაც დაუნგრია ოცნების კოშკები.

იმავე ზაფხულს ჩვიდმეტი წლის გოგო მშობლებმა მეზობელ რაიონში ერთ კარგ, მშრომელ, პატიოსანი ოჯახის შვილ ბიჭს მიათხოვეს.

პირველ ღამეს, ნანიკოს, რა თქმა უნდა, ორგაზმი არ გქონია, მეორე დილას კი ქმარმა სცემა და უკან გამოაბრუნა: თუ რატომ, ალბათ ახსნა არ სჭირდება.

ალბათ იმასაც არ სჭირდება ახსნა, თუ რატომ არ მიიღო უკან მობრუნებული შვილი დედ–მამამ.

დღეს ნანიკო დედაქალაქის ერთერთ ღამის კლუბში მუშაობს და ყოველ ღამე აძლევს ნებისმიერ შემხვედრ ბიჭს.

და მას არავისთვის გაუმხელია, თუ რა მოხდა იმ დღეს ბუნკერში.

ნანიკო დღემდე უგზავნის ესემესებს ოთოს, რომელმაც, ვინ იცის, მას შემდეგ უკვე მერამდენე ქალი და ტელეფონის ნომერი გამოიცვალა…


Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in წყევლაკრულვიანი საკითხავი and tagged , , . Bookmark the permalink.

33 Responses to ოთო

  1. me ამბობს:

    ჰა ჰა ჰაა
    შენ მე მაოცებ :D:D

  2. sweetteens ამბობს:

    hhu, megona kargad damtavrdeboda 😦 am yvelafrit oto amayobs??? egoitsi yofila da meti araferi…

  3. sunwaited ამბობს:

    მეტისმეტად ბანალური ისტორიააა : ))

  4. დოდკა ამბობს:

    პოსტი გენიალურად შეეფერება ბლოგის სათაურს.

  5. ისე, ერთი რამე შევამჩნიე….
    რამდენი ამაზე ბევრად უკეთესი პოსტია ამ ბლოგზე და ყველაზე მეტი კომენტარი მაინც ამან დაიმსახურა….
    ეტყობა, მაინცდამაინც არამოსაწონი რამე უნდა დაწერო, რომ შეფასება დაიმსახურო :))))

  6. civiseli ამბობს:

    :@ :@ :@ ქართველი გოგო არ უნდა მოტყნა,არ იმსახურებს :@ :@

    • ეგეთი სახალისო კომენტარი ჯერ არ წამიკითხავს :D:D:D

      • civiseli ამბობს:

        ჰო აბა რაა,ცხოვრებაში არავისთვის უკოცნია და დახამდა თბილისელ ბიჭს:@ იმიტომ დახამდა რომ თბილისელი იყო,მასზე 100-ჯერ უკეთეს თავის თანასოფლელს არ მიცემდა:@ თუ ხარ დაკვირვებული ქართველი გოგოები ზღვაზე როგორ აიწყვეტენ ხოლმე?იმიტომ,რომ ამ ერთეულებისათვის “წესიერება” მენტალური მდგომარეობა კი არა, არამედ ერთგვარი კომპლექსია…
        არა და აი ვთქვათ – სადღაც “ანტალიაში” კი, სადაც არავინ აკონტროლებს – აბა კიტრი დაუჭრელად პირში არ ჩაიდოსო, “ბავშვმა”… და სადაც სხვათა ქცევაც – ადგილობრივად გაბატონებული მენტალური სტერეოტიპების შესახებ მშვენიერ და თვალსაჩინო მაგალითს იძლევა – ეს გოგო უკვე აღარ ფიქრობს თუ როგორ “უნდა გააკეთოს”… არამედ ახელს თვალებს და თავის “უნდა” – ს (ცხოვრებაში პირველად) თავად გადაწყვიტავს…
        აი სწორედ ამიტომ, ადრე თუ გვიან, ფეხებს აიშვერს ყველა, ვისაც “წესიერება” ჩვევად და გაუაზრებელ სტანდარტად აქვს “მიშტამპული” და არა აქვს გულის სიღრმეში მის მენტალურ მრწამსად და შეგნებულ ნებად გათავისებული და “შესისხლხორცებული”

  7. ე ბიჭო, მგონი ერთი შენ წაიკითხე ეს პოსტი როგორც წასაკითხი იყო :)))) აი რეცენზიაც ასეთი მესმის!

  8. me ამბობს:

    ბრაზილიური სერიალი არ არის რომ ყველაფერი კარგად დამთავრდეს. ეგ რეალობაა და უნდა შევეგუოთ. ასეთი მდგომარეობაა საქართველოში, თუ უარესი არა.
    თუმცა ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ ოთoს მხოლოდ იმიტომ ,,მისცა” რომ იგი თბილისელია. უბრალოდ ძალიან უნდოდა და როგორც კი ვიღაცამ ნორმალურად ,,შეაბა” დააკავა ეგრევე :D:D
    civiseli საღოლ, გეთანხმები დანარჩენებში

  9. qristina ამბობს:

    ძალიან მაგარი პოსტია, თან არც ბანალურია…მსგავსი სიტორია ჩემ ნაცნობს გადახდა, იმ განსხვავებით, რომ ქმარმა მეორე დღეს არ გამოაგდო და ახლა “ბედნიერი” ოჯახი აქვთ…

    • რა ვიცი, გადაირია ხალხი :)))
      ჯერ იყო და სექსი და ორგაზმი რო დავთაგე, ზღვასავით შემოეყარნენ (აქამდე არ ვიცოდი, აწი გამოვიყენებ პიარის ამ ხერხს) მერე კიდე ეს თვითმარქვია ფსევდოლიტერატორი ვინ არიო და გამათახსირეს :D:D

  10. munchqvi ამბობს:

    ვგონებ, რომ პოსტის მკითხველთა რაღაც ნაწილს ოთო შეზიზღდა და გულში ის ფრაზა გაივლო, ხო აზრზე ხართ?.. ყველა მამრობითს რო ერთმანეთს უთნაბრებენ თუ ამსგავსებენ თუ როგორცაა… ერთ ქვაბში მოხარშვის ამბავი… მერე ნანიკო შეიცოდეს… (ისე ავტორმაც ძაან გაასაცოდავა პოსტის დასასრულს ცხოვრებას მოწყურებული თუმც სხვა რამით დარწყურებული ნანიკო) მოკლედ, იმის თქმა მსურს, რომ ოთო ამ მოთხრობაში მხოლოდ მეორეხარისხოვანი პერსონაჟია და ის თავისი საქციელით ამაყობს თუ რას შვება მაგარი დასაკიდია… მთავარია, რომ გოგოს აზროვნებისა და გონიერების არანაირი ნიშანწყალი არა აქვს… ის უბრალო მარიონეტია, რომელიც ჯერ ოთომ გამოიყენა, შემდეგ მშობლებმა ატრიალეს თავიანთ ნება–სურვილზე(რო თხოვდებოდა სად თხოვდებოდა ეს “ნაბუნკერალი” გოგო) და ბოლოს იმ ტიპმაც იხმარა(გამოიყენა რა 😉 ) ღამის კლუბში რო შევიდა და მის დანახვაზე ჯერ დააბოყინა და მერე წამოიყვირა: “ავოიეეეეეე”. მოკლედ, ეხლა ძაან ვიხლართები და რათა ეს არ მოხდეს, პატარა მუსიკალურ დასკვნას შემოგთავაზებთ: “ნანიკო, ყველაფერი რაც მოხდა, (ცჰუცკლე)
    ვგონებ, რომ მოთხრობის მთავარი სათქმელი ეს გახლდათ, რაც მოგივა დავითაოს ბაზარი, ოღონდ აქ ნანიკოა რა 😉

    • munchqvi ამბობს:

      ეეე, რა გამოტოვა ღადაობ? 😀 ჩემი მუსიკალური დასკვნა შემდეგი გახლდათ: “ნანიკო ყველაფერი რაც მოხდა, ეს მხოლოდ შენი ბრალია!” ჩასვით რა გამოტოვებული ფრაზა და ეგაა 😉

  11. TinaTin ამბობს:

    xo utxra ar miyvarxaro.. isic utxra rac undoda misgan.. arc moutyuebia da arc araferi daudzalebia undoda bichs da gaiswora tavisi… magas ra daaaklda araferi… gogom tavis tavze ar ifikros meere ar idzaxos imis bralia da amis bralio …

    • აჰა, ძლივს მოვისმინე ისეთი შეფასება, რომელიც ჩემსას ემთხვევა :)))
      ნუ, პრინციპში, ოთო კი იყო გაქნილი “ბაბნიკი”, მაგრამ რასაც ფიქრობდა იმას ეუბნებოდა… გოგოს ფსიქიკას თავის სასაგებლოდ იყენებდა….
      მომენტში ეგ გოგო ღირსი იყო რაც მიიღო

  12. salolas ამბობს:

    უიი, რომ გითხარი შენ ბლოგზე ვყოფილვარ მგონითქო, აი ეს პოსტი იყო რაც წავიკითხე მაშინ, ოღონდ ესეც ბოლომდე არა 😀
    აქამდე არ იცოდი პიარის ეგ ხერხი? 😀 სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მე ვერ ვიყენებ ხოლმე 😀

    და პოსტს რაც შეეხება… მარტო ოთო კი არა ნანიკოც კი მეორეხარისხოვანი პერსონაჟია! პირველ ადგილზე “ცალტვინა მდედრების” ფსიქოლოგია, ქართული მენტალიტეტი, და.. მომეშალა ნერვები დამანებეთ თავი რაა :@
    😀 😀

  13. TinaTin ამბობს:

    xo da kide isa .. im ambis mere aucilebeli iyo barshi emushava da yvela gamvlelistvis mieca? xo sheedzlo weseiarad ecxovra da gamochdnebodaa albat adamiani vinc gaugebda.. tu aqaoda mrcixveli ar midgaso da… mokled magari utvino da uazro gogoa eg tqveni naniko…

  14. TinaTin ამბობს:

    maqamde xom ras laparkob :d ze fsiqika hqonda…

  15. wordgirl123 ამბობს:

    ქართველი ბიჭების გამკვირვებია.
    ე.ი ყველას უნდა რომ თანამედროვე და კაი ტიპი გამოჩნდეს და სასტიკად ლანძღავენ ქალიშვილობის ინსტიტუტს.მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება ყველას უნდა რომ მისი ცოლი ქალიშვილი და სპეტაკი თოვლივით უმანკო იყოს.ამ პოსტის ავტორიც დარწმუნებული ვარ სასაცილოდ იგდებს ქალიშვილობის ინსტიტუტს და ნახეთ საწყალი გოგო როგორ გალანძღა.
    გოგო კი დებილია მაგრამ მე ავტორის პოზიცია არ მომეწონა.აბა რა გააკეთა ისეთი რასაც ამერიკელი გოგო არ იზამდა ?!

  16. mancho ამბობს:

    ძალიან მაგრად წერ! მაგრამ ეს პოსტი, რომელიც ძააააალიან მაგრად დაიწყო, ჩემი აზრით, ცუდად დასრულდა, ჩემთვის ცოტა არადამაჯერებლად და გაზვიადებულადაც კი. ველოდი რომ ნანიკო ბარგით ხელში მიადგებოდა სახლში დაბრუნებულ ოთოს რამდენიმე თვეში და შემდეგ ნანიკოსგან თავდახსნის ისტორიებს გავეცნობოდი :))) ეს სე, ჩემი მოლოდინი დავაფიქსირე მაინც :))))

  17. xatia ამბობს:

    ჯერ ერთი, გამიკვიდა რომ შენს მეგობარს ეყო ჭკუა,რომ არ დააორსულა საწყალი(და სულელი) ნანიკო, მაგრამ ძალიან ცუდად რომ მოიქა ესეც ცხადია…ერთ-ერთი მკითხველის კომენტარი წავიკითხე: რადგან თბილისელი იყო, მაგიტომ დაწვა მასთანო,რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები…ის გოგო ნებისმიერთან ასე მოიქცეოდა,ვისაც ენა კარგად გაუჭრიდა…ამიტომაც ჰქონდა ასეთი გაგრძელება მის ამბავს…შენ რას იტყვი თავზეხელაღებულო?

  18. keta ამბობს:

    პირველ ღამეს, ნანიკოს, რა თქმა უნდა, ორგაზმი არ გქონია, მეორე დილას კი ქმარმა სცემა და უკან გამოაბრუნა: თუ რატომ, ალბათ ახსნა არ სჭირდება.

    ai amas ver mivxvdi rato tsema da rato gamoabruna))))):D

  19. same old fears ამბობს:

    ცხოველ–ოოო (ბოხი ხმით )

    ცხოველები ხართ ცხოველები : (

  20. scorpion ამბობს:

    ზემოთ ერთი კარგი კომენტარი ეხებოდა ავტორს,მაგრამ რატომღაც არ შეიმჩნია…. ისე კი თავი ბრაზილიურ სერიალში მეგონა და გაკვირვებული ვარ რა მწვავედ რეაგირებს ქართული საზოგადოება ყველა თემაზე, სადაც ფიგურირებს “სექსი, ქალიშვილობა, ტრანსექსუალი და მისთანანი”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s