ბორკილი

წინასიტყვაობის მაგიერ:

დღეს ჩემს ძველ ჩანაწერებს ვათვალიერებდი – როგორც ყოველთვის რვეულის ბოლოდან დასაწყისისკენ ვფურცლავდი და მესამე გვერდზე ეს პატარა მოთხრობა აღმოვაჩინე. ეს ჩემი პირველი მცდელობაა მოთხრობის დაწერისა, თუმცა იგი არა მოთხრობად, არამედ საშინაო დავალებად დაიწერა ლიტერატურაში 🙂 მოკლედ, ესეც ჩემი დასაწყისი

სამხარი გადასული იქნებოდა, როდესაც მჭედელი სახელოსნოდან გამოვიდა. ბორკილების ჭედვა ჯერ კიდევ არ დაესრულებინა, მაგრამ მუშაობაში ხელი იღრძო და შესვენება გადაწყვიტა. იგი მთელს მხარეში საუკეთესო ოსტატად ითვლებოდა, თვით დიდებულებიც კი მას უკვეთავდნენ იარაღს, ცხენის დაჭედვასა თუ სხვა საქმეებს, მაგრამ ამჯერად ძალიან უცნაური რამ ხდებოდა მის თავს წინა დღეს ვიღაც სპარსი მოვიდა მასთან და ბორკილების გამოჭედვა სთხოვა. მჭედელი ძალიან იყო დაკავებული სხვა შეკვეთებით და საქმის შესრულება სამ დღეში აღუთქვა, მაგრამ სპარსმა მთელი ქისა ოქრო შესთავაზა, თუ ამ სამუშაოს მეორე დღემდე შეასრულებდა. ოსტატს ვერ გაეგო, თუ ვინ იყო ეს სპარსი (სიმართლე ითქვას, თავიდანვე არ მოსწონდა ეს ამბავი), და არც ის, თუ რად სჭირდებოდათ ეს ბორკილები ასე სასწრაფოდ, ნუთუ მეტი არ მოეძევებოდათ?! მაგრამ საქმე მაინც საქმეა. ადგა, შევიდა ფარდულში და სამუშაოს დაუბრუნდა. ნაღრძობი ხელი ჯერ კიდევ საშინლად

სტკიოდა, მაგრამ სულ მალე შემკვეთიც გამოჩნდებოდა, ჩქარობდა. ბოლო ჩაქუჩი დაჰკრა თუ არა, თითქოს ამას ელოდაო, კარიც გაიღო და სახელოსნოში საშუალო ტანის, გამხდარი კაცი შემოვიდა. ზუსტად ისევე მშვიდად, ყოველგვარი ზედ-მეტი მიხრა-მოხრის გარეშე, როგორც წინა დღეს.

– მზად არის? – თვალიც არ დაუხამხამებია.

– დიახ, ბატონო.

სპარსი დინჯად მივიდა მაგიდასთან, დასწვდა ბორკილებს, ჯერ კიდევ თბილი, ხელში შეათამაშა, დარწმუნდა, რომ გამოდგებოდა, და მშვიდად ფუთაში გაახვია.

– კარგია. აი გასამრჯელო: ბატონი მოწყალეა.

– გმადლობთ, ბატონო.

მაგრამ ეს ბოლო სიტყვები სპარსს არც კი გაუგია, უკვე მიეფარა კარებს. მისი გასვლა იყო და ტკივილმა ისე ძლიერ დაუარა მთელს ტანში, რომ სახე დაემანჭა და ხელი იქვე რკინის გამოსაწრთობად დადგმულ ცივ წყალში ჩაყო.ცოტა მოეშვა. გარეთ გავიდა. მზე ანათებდა, თბილი სიო უბერავდა, ესიამოვნა.

ისევ ასტკივდა.

სახლში შესვლა არ უნდოდა. არა იმიტომ, რომ კარგი ამინდი იდგა.

,,ახია ჩემზე“ – არა, საიდან უნდა მცოდნოდა… აქამდე კიდევ აიტანდა კაცი, მაგრამ

ეს ახალი ახირება… ღმერთო, რატომ ვარ ასეთი მომთმენი?!”

ისევ ასტკივდა! უკვე გული…

,,რითაა უკმაყოფილო! მთელი დღე ვმუშაობ, წელებზე ფეხს ვიდგამ… ამდენი ოქრო კი თვალითაც არ ექნება ნანახი. აქაო და მიმოიხედე ირგვლივ. ვინც შაჰს ეთაყვანა, ყველა გამდიდრდაო. ღმერთო, შენ მიშველე! რა დავაშავე, რით დავიმსახურე ამხელა ტანჯვა?! ასეთ ფიქრებში გართული მიაბიჯებდა და ვერც კი შენიშნა, რომ, მშვენიერი ამინდის მიუხედავად, ქუჩაში ადამიანის ჭაჭანება არ იყო.

საშინელმა ხმაურმა გამოაფხიზლა.

მთავარ ქუჩაზე უზარმაზარი ბრბო შეკრებილიყო, აშკარად რაღაცას ელოდნენ. ჩვეულებრივ ასე ხდებოდა, როდესაც რაღაცა სანახაობა ან ვინმეს სიკვდილით დასჯა ეწყობოდა. მაგრამ ეს შავი ანაფორები?!..

– დამლოცე, მამაო! – ხელზე ამბორი.

– ღმერთმა დაგლოცოს, შვილო ჩემო!

– მომიტევეთ, მამაო, ვერ მეტყვით, რა ხდება?

– ეჰ, შვილო, ვიღუპებით. ეტყობა, გადაშენება გვიწერია, განკითხვის დღე კარს მოგვად…

მოძღვარმა სიტყვის დასრულება ვეღარ მოასწრო, უფრო სწორად, მისი ხმა ხალხის ყურისწამღებმა ღრიალმა გადაფარა.

,,დაიწყო… მაგრამ რა?“

მჭედელმა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხმაურმა კიდევ უფრო გაუძლიერა ტკივილი (ახლა უკვე თავიც სტკიოდა, ყველაფერთან ერთად), ბრბო გაარღვია და წინა რიგებში მოექცა. გოლიათური აღნაგობის გამო უკვე კარგად დაინახავდა ამ თავშეყრის მიზეზს. ხალხი გზის ორივე მხარეს ჩამწკრივებულიყო, ან კი გზაზე ვინ გავიდოდა, როცა იგი მთლიანად ეკლით იყო მოფენილი. მაგრამ არა, გზა არ იყო ცარიელი. მხარმარცხნივ რამდენიმე ცხენოსნისა და ერთი ქვეითის სილუეტი მოჩანდა. ვერ გაარჩია, მზემ მოსჭრა თვალი. მოუახლოვდნენ. ხალხმა ერთბაშად მუხლი მოიყარა. მჭედელი კი, გაოგნებული, გაშეშდა. ეკლებზე ძლივს მოაბიჯებდა ფეხშიშველი… თავშიშველი… დასისხლიანებული სამოსი ძლივს უფარავდა სხეულს… ყელზე გამობმული საბელი მის უკან ცხენოსან დიდებულს ეჭირა, ხოლო ხელები… ღმერთო, ხელები ბორკილებით ჰქონდა შეკრული, რომელსაც მჭედელი ასე საგულდაგულოდ ჭედავდა მთელი ღამე.

– მომიტევე, დედოფალო!

მათრახის ტყლაშუნი…

კივილი, მაგრამ არა წამებულის…

ვიღაც ქალს გული წაუვიდა, სხვები ქვითინებენ, ღაწვებს იხოკენ, მოთქვამენ…

დედოფალი შეჩერდა, მობრუნდა…

არა, ვერ გაუძლებს მის მზერას, ის ხომ უბრალო მჭედელია… მას უბრალოდ შეუკვეთეს… არც კი იცოდა… რომ სცოდნოდა…

ისევ ტკივილი… უკვე სულის…

ხმა:..

,,ნუ სტირთ, ძმანო ჩემნო და დანო ჩემნო და შვილნო ჩემნო, არამედ ლოცვასა

მომიხსენეთ. და ჯმნულცა ვარ მე თქუენგან ამიერითგან, რამეთუ არღარა მიხილოთ

ცოცხალი გამოსული ციხით.“

…დასავლეთით მკვდრის მზე წითლად ღებავდა ცას…

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in წყევლაკრულვიანი საკითხავი and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

7 Responses to ბორკილი

  1. noziko ამბობს:

    აღფრთოვანებული ვარ შენი ბლოგით, დღეს წავაწყდი შემთხვევით და თითქმის ყველა პოსტი წავიკითხე, მადლობა ასეთი საინტერესო ნამუშევრისთვის

  2. civiseli ამბობს:

    ასე იწრთობოდა ფოლადი 🙂 😛

  3. salolas ამბობს:

    გიოო, მომეწონა მართლა : )))
    ცოტა არ იყოს, როგორც იტყვიან, “დაუვარცხნელია” 🙂 მაგრამ მაინც ძალიან კარგია, იმდენად კარგი რომ ბოლო აბზაცზე დამბურძგლა ❤ მიუხედავად იმისა, რომ სადღაც შუისკენ მივხვდი, როგორც დამთავრდებოდა 🙂

    ყოჩაღ!

  4. qeti ამბობს:

    არავითარი დაუვარცხნელი:) ბოლოში რომ გავედი სუნთქვა შემეკრა…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s