პოლი მოკვდა

1969 წელს ინგლისური პრესით შოკისმომგვრელი ამბავი გავრცელდა. ჯერ იყო და 17 სექტემბერს დრეიკის უნივერსიტეტის გაზეთ „თაიმს დელფიქის“ ჟურნალისტმა სკანდალური სტატია გამოაქვეყნა სათაურით „პოლ მაკარტნი მკვდარია?“ შემდეგ, დეტროიტში, რადიო WKNR-FM–ის ეთერში უცნობმა დარეკა და დიჯეის სთხოვა ბითლზის ჩანაწერი, Revolution 9 უკნიდან დაეტრიალებინა. დიჯეიმ კი ჩანაწერში Number Nine–ის (ნომერი ცხრა) ნაცვლად გაიგონა Turn me on dead man (გამომაცოცხლე მიცვალებულო).

შემაძრწუნებელი ინფორმაცია ხალხს ამცნობდა, რომ 1966 წლის ნოემბრის დასაწყისში, გვიან ღამით პოლ მაკარტნიმ, ნასვამმა და ბითლზის სხვა წევრებთან კამათის შემდეგ გაბრაზებულმა, დატოვა სტუდია, სადაც ჯგუფი მორიგ ალბომ, Smile–ზე მუშაობდა. იგი საკუთარი ასტონ მარტინით გრილ და წვიმიან ამინდში გაუჩინარდა, ოთხი საათის შემდეგ კი მუსიკოსი მანქანის ქვეშ თავგაჩეხილი იპოვეს. ბითლზის სხვა წევრებმა სასწრაფოდ გამართეს პრესკონფერენცია, სადაც გადაწყვიტეს, რომ მაკარტნის სიკვდილი რაც შეიძლებოდა, დიდხანს დაეტოვებინათ საიდუმლოდ. ჯონ ლენონმა წამოაყენა იდეა, ჯგუფში მაკარტნის ორეული მოეყვანათ, თითქოს არც არაფერი მომხდარა, და პოლის სიკვდილი ნელ–ნელა შეეპარებინათ ხალხისთვის სიმღერების ტექსტებსა და ალბომების გაეკანზე დატანებული გამოცანა–მინიშნებებით.

ნოემბრიდან ბითლზმა ოფიციალურად შეწყვიტა საკონცერტო ტური.

ფანები შოკში იყვნენ. წარმოგიდგენიათ, 1966 წლის შემდეგ 1969 წლამდე ბითლზის სამი ალბომი გამოვიდა, ისინი უსმენდნენ საყვარელ მუსიკოსებს: ჯონ ლენონს, ჯორჯ ჰარისონს, რინგო სტარსა და, რაღა თქმა უნდა პოლ მაკარტნის. უცებ კი საიდანღაც ჩნდება ამბავი იმის შესახებ, რომ მათს მუსიკას მხოლოდ სამი ადამიანი ქმნიდა, ხოლო მაკარტნი სამი წლის წინ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ამ წუთიდან ძველ, კარგად ნაცნობ კომპოზიციებზე შეხედულება რადიკალურად შეიცვალა. ადამიანები ყველა სიმღერას უყურებდნენ, როგორც გამოცანას და მათში ეძებდნენ მინიშნებას პოლ მაკარტნის სიკვდილის შესახებ.

პირველი და ყველაზე ცნობილი „დამამტკიცებელი საბუთი“ ამ ამბისა, იყო 1969 წლის 14 ოქტომბერს Michigan Daily–ში ადგილობრივი სტუდენტების, ფრედ ლეიბორის და ჯონ გრეის მიერ გამოქვეყნებული სტატია „მაკარტნი მკვდარია – სიმართლე სააშკარაოზე“. სტატია ბითლზის 1969 წლის ალბომ Abbey Road-ის მიმოხილვა იყო.

აი რა ინფორმაციას ინახავდა სკანდალური Abbey Road:ები როუდის გარეკანი

იდუმალი გზავნილები ჯერ ალბომის გარეკანიდანვე იწყებოდა. ბითლო–გამოცანების „მკვლევარები“ ირწმუნებოდნენ, რომ იგი დაკრძალვის პროცესიას აღწერდა: წინ ჯონ ლენონი თეთრ კოსტიუმში, როგორც სასულიერო პირი, მის უკან შავებში ჩაცმული რინგო სტარი, როგორც მეკუნოვე, სულ ბოლოში ჯორჯ ჰარისონი ძველ ლურჯ ჯინსებში, როგორც მესაფლავე, ხოლო ჯორჯსა დ რინგოს შორის პოლ მაკარტნი, ფეხშიშველი, როგორც მიცვალებული (ზოგიერთ ქვეყანაში, წესისამებრ, გარდაცვლილებს ფეხშიშველს კრძალავენ). მუსიკოსების ფონზე თეთრი ვოლკსვაგენ ბითლი ჩანს, რომლის სანომრე ნიშანზე იკითხება LMW/28IF. ეს 28IF, როგორც ამბობდნენ, ნიშნავდა, რომ იმ დროისთვის პოლი ოცდარვა წლის იქნებოდა, ცოცხალი რომ ყოფილიყო (If ნაწილაკი ინგლისურ ენაში იხმარება, როგორც ქრთულად „თუ“). სინამდვილეში მაკარტნი 1969 წლისთვის ჯერ ოცდაშვიდი წლის იქნებოდა, რადგან 1942 წელს იყო დაბადებული. თუმცაღა, ინდური რწმენის მიხედვით, იგი თავისი არსებობიდან ოცდამერვე წელიწადში იქნებოდა, რადგან ინდუისტები ადამიანის წლოვანებას მისი ჩასახვის მომენტიდან ითვლიან. ბითლზის წევრების ინდური კულტურისადმი სიყვარული კი არავისთვისაა უცნობი. ასევე არვისთვისაა უცნობი ის, რომ მაკარტნი ცაციაა, მაგრამ მაშინ რით აიხსნება ის ფაქტი, რომ ფოტოზე სიგარეტი მას მარჯვენა ხელში უჭირავს?

Abby Road–ის პირველი სიმღერა, Come Together, როგორც ირწმუნებოდნენ, პირველიდან ბოლო სიტყვამდე შეიცავდა მინიშნებებს მაკარტნის სიკვდილის შესახებ. ტექსტის ერთერთი მონაკვეთი ასე ჟღერს: „…One and one and one is three. Come together right now OVER ME”. პირველი ნაწილი ქართულად ასე ითარგმნება: ერთს პლუს ერთს პლუს ერთი უდრის სამს. რაც, რაღა თქმა უნდა აღნიშნავდა სამ დარჩენილ „ხოჭოს“. ხოლო მეორე ნაწილი, თუ Come over me-ს არ შევხედავთ როგორც სიტყვათა მყარ შეთანხმებას და პირდაპირ ვთარგმნით, გამოვა: ერთად მოდით ჩემ ზემოთ. ეს სიტყვები თითქოს გარდაცვლილი, მიწაში დამარხული პოლის მიერ იყო ნათქვამი, რომელიც თავის „თანაბითლზელებს“ მიმართავდა.

ამ სიმღერის გარდა ალბომში შესული სხვა კომპოზიციებიც, „ბითლზოლოგთა“ მტიცებით, ასევე შეიცავდა მაკარტნის სიკვდილის შესახებ პირდაპირ და ფარულ მინიშნებებს როგორიცაა: I buried Paul (მე დავმარხე პოლი), Paul  is dead (პოლი მკვდარია) და ა.შ.

ამ სკანდალური ამბების გამოქვეყნების შემდეგ, რაღა თქმა უნდა, უკვე ძალიან დაინტრიგებული მსმენელები ორი წლით უკან დაბრუნდნენ და 1966 წლის შემდეგ გამოსული სამი ალბომის, Magical Mystery Tour–ის (1967), Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band-ისა (1967), და The White Album–ის (1968) ძირფესვიანად შესწავლასაც შეუდგნენ. შედეგმაც არ დააყოვნა. აქაც აღმოჩნდა ძალიან ბევრი თავსატეხი სიმღერებსა და გარეკანებზე. „სერჟანტ პეპერის მარტოსული გულების კლუბის ბენდი“ ამ მხრივ ზღვა მასალას იძლეოდა. ალბომის გარეკანზე მაკარტნი ერთადერთი „ბითლი“ იყო, რომლის თავზეც გაშლილი ხელი იყო აღმართული, რაც, ზოგიერთ ქვეყანაში სიკვდილის სიმბოლოა. ფოტოზე ჯგუფის ოთხივე წევრს მუსიკალური ინსტრუმენტი უჭირავს, მაგრამ მხოლოდ მაკარტნის ინსტრუმენტია ხის – სათამაშო. მარცხენა ნაწილში ოთხი შავებში ჩაცმული მგლოვიარე სახის ბიჭი დგას, რომლებიც, თითქოს ბითლზის ბავშვობას განასახიერებენ, და პოლს დასტირიან. ასევე ფოტოზე გამოსახულია თოჯინა თავზე ჭრილით (პოლი, როგორც ამბობდნენ თავის ტრავმისგან დაიღუპა). ალბომის გარეკანზე კიდევ ძალიან ბევრი მინიშნებაა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის ერთია: ბითლზის ოთხივე წევრი მუნდირებშია გამოწყობილი. პოლის მუნდირს სახელოზე აკრავს ლოგო აბრევიატურით O.P.D., რაც ოფიციალურად უნდა ნიშნავდეს Ontario Police Department (ონტარიოს (პროვინციაა კანადაში) პოლიციის განყოფილება), თუმცა ამ ასოების სხვაგვარად გაშიფრვაც შეიძლება: Officially Pronounced Dead (ოფიციალურად ცხადდება გარდაცვლილად).

1966 წლიდან მოყოლებული ბითლზის ფოტოებში, სიმღერებსა თუ ტექსტებში იმდენი გამოცანა–მინიშნება აღმოაჩინეს, რომ მათს ჩამოთვლას მთელი გაზეთი არ ეყოფა. დანამდვილებით ვერავინ იტყვის, შეესაბამება „მკვლევარების“ დაჟინებული მტკიცება პოლის სიკვდილის შესახებ რეალობას თუ ეს უბრალოდ კარგად გათამაშებული და უფრო კარგად გათვლილი სპექტაკლია – ყველაზე დამაჯრერებელი ჭორი. ყველაზე კარგად ამაზე თვით ბითლები გვიპასუხებდნენ, მაგრამ მაკარტნის დღეს თავისი „სიკვდილის“ გახსენებაზე მხოლოდ ეცინება, რინგო ჩვეულ მშვიდობისმყოფლურ ამპლუაშია, ხოლო ჰარისონისა და ლენონისაგან ინტერვიუს აღებამდე თავი არავის აგტკიებოდეთ. ერთი რამ კი ცხადია: 1969 წლის 17 სექტემბრის შემდეგ, როცა პრესაში პირველი სკანდალური განცხადება გავრცელდა, მთელმა ბითლზზე შეყვარებულმა მსოფლიომ სათაყვანებელი მუსიკოსის გარდაცვალების ამბის გულმოდგინე კვლევა დაიწყო. აქექავდნენ ალბომებს, იკვლევდნენ ფოტოებს, სიმღერებს წინ და უკან ატრიალებდნენ საიდუმლო გზავნილების ძიებაში… შედეგად კი ბითლზის პოპულარობა ერთიათად გაიზარდა. ჯგუფმა 1970 წლამდე ტურნეები მართლაც შეწყვიტა, მაგრამ ამ პერიოდში მათი უამრავი ვიდეოჩანაწერი იხილა მსმენელმა. კითხვა კი კითხვად რჩებოდა: რის თუ არა პოლ მაკარტნი ნამდვილად მკვდარი? ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მსგავსი კითხვები ელვის პრესლის, ჯიმი მორისონსა და თუფაქზეც აქტუალურია. და, რაღა თქმა უნდა მაიკლ ჯექსონი, რომლის გარდაცვალებასაც ვერა და ვერ შეეგუა მსოფლიო და ლამის მკვდრეთით აღადგინა სათქყვანებელი მუსიკოსი. მიზანი კი ისევ და ისევ უცვლელია. თუ გინდა ბევრი ფული იშოვო, ან მოკვდი, ან გამოაცხადე, რომ მკვდარი ხარ. ამ უკანასკნელმა მუსიკოსებმა გარდაცვალების შემდეგ იმაზე მეტი მოგება ნახეს, ვიდრე სიცოცხლეში. „ავტოკატასტროფაში დაღუპული“ პოლ მაკარტნი კი, მის სიკვდილზე გავრცელებული ხმებისა და „უტყუარი მტკიცებულებების“ მიუხედავად, დღესაც ანშლაგით ატარებს კონცერტებს მთელ მსოფლიოში. 1993 წელს მან გამოსცა ალბომი სახელწოდებით Paul Is Live (პოლი ცოცხალია), ასე რომ, ნუ გეშინიათ, ბითლომანებო, პოლ მაკარტნი კიდევ დიდხანს იმღერებს მისი დამმარხავი მსმენელისთვის.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in სიუჟეტი and tagged , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

19 Responses to პოლი მოკვდა

  1. no name ამბობს:

    wow mgrad mmecona martla dzaan magaria, satiac, da dacerilic nu ravi zaan momeconaaa!!!!!!! : ) haha lennoze da harissonze momecona intervius agebis pontshi :D:D:D:

  2. me ამბობს:

    ვაიმე ლენონი მოკვდააა????:O:O
    კი მაგრამ როდის მოასწრო, გუშინწინ არ ვუსმენდი მაგის სიმღერებს :D:D:D:D:D:D

  3. Sasha ამბობს:

    kargi statiaa!
    sheni nebartvit 2 mnishvnelovan paktors davamatebdi
    adamians rom sheecvalos xuris chrili da dapataravdes simaxleshi arc erti magaliti ar arsebobda am shemtxvevamde

    http://www.indianinthemachine.com/waspaulmccartneyreplaced.html

    • გეთანხმები, საშა, ესეც ერთერთი არგუმენტია, რომელიც “მკვლევარებს” პოლის სიკვდილის დასდასტურებლად მოჰყავთ…
      კიდევ ერთი რამეა, კადრი, რომელზეც ინდოეთში მყოფი პოლ მაკარტნი გიტარაზე მარჯვენა ხელით უკრავს.

      თითქოს ეს ყველაფერი კარგადაა არგუმენტირებული, თუმცა, ჩემი პირადი აზრია, აქ მონტაჟისტების ხელი უნდა ერიოს :)))

      • Sasha ამბობს:

        avariis shemdeg Pauls axali nichic axmoachda 2 ive xelit sheudslia tanabrad gitaris dakvra da daintereseba da midrekilebac upro klavishiani sakravebisken gauchda,,,
        xvelas akvs upleba tavisupali azri ikonios da daijeros imis risac cams,, 🙂
        me piradad makvs misi xuris chrilebi nanaxi da xari akvs! sheidsleba es plastikuri operaciis shedegic ixos,sheidsleba inaplanetaric ixos an tundac autaneli pirovnebac ranaeradac Heather Mills moixseniebs pirad cxovrebashi,,sxvatashoris jhonis da paulis urtiertobebis avariis shemdeg upro “gacivda” mokled am brendis moxvarulebistvis da msmenelebistvis amas didi mnishvneloba ar akvs sheidsleba avariis mere pauli upro kargic gaxda da bevri kai musikac shekmna tavis fanebistvis

        mokled kai statia dacere bevri visac carmodgena ar konda an ar gaegona es istoria sheidsleba dainteresdes an tundac Beatle bis axali fanic gaxdes

      • ძალიან, ძალიან ბევრი საიდუმლოა… პოლის ცხვირიც, ავარიის შემდეგ ნაოპერაციევს გავს…
        ჩვენ რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, სიმართლეს მაინც ვერ გავიგებთ, სანამ თვით ზევიდან არ მოისურვებენ ამას… როკ’ნ’როლის ისტორიაში ჩაბუდებული საიდუმლოების გაგებას ყველაზე მეტად ვისურვებდი, თუმცა ერთადერთი რაც დამრჩენია ისევ ინტერნეტსივრცეში და გამოცდილი ადამიანების მონაყოლში მოძიებული ინფორმაციაა…

        პ.ს. ეს სტატია კვირის პალიტრისთვის მქონდა, მაგრამ დამიწუნეს 🙂

  4. deathlyhallow ამბობს:

    რატომო, ცოტა კრიტიკააო? 😀
    1966 წლიდან მოყოლებული ბითლზის ფოტოებში, სიმღერებსა თუ ტექსტებში იმდენი გამოცანა–მინიშნება აღმოაჩინეს, რომ მათს ჩამოთვლას მთელი გაზეთი არ ეყოფაო რომ დაწერე, გამოჩნდა, რასაც აპირებდი 😀
    ––––––––––––––––––––––––––––––––
    “ასევე არვისთვისაა უცნობი ის, რომ მაკარტნი ცაციაა, მაგრამ მაშინ რით აიხსნება ის ფაქტი, რომ ფოტოზე სიგარეტი მას მარჯვენა ხელში უჭირავს”?
    –სრულიად მარტივად, ყველა წევრი “გვაჩვენებს” მარჯვენა ხელს, მარცხენები ცოტა არ იყოს და, გამქრალია.
    ჰოდა, რადგან ალბუმ ართი “ლამაზი” გამოსულიყო, ადგა ჩვენი პოლიც და რამდენიმე წუთით სიგარეტი მარჯვენაში დაიჭირა. (birgin)
    ისე, მამაძაღლო, ძალიან კომერციული ოინები მგონია მეც ეს ყველაფერი! თუ ეს მართლა ასეა, გამოდის რომ გარდა იმისა, რომ ბითლზები პირველი ხალხია, რომელთაც ალბუმ ართზე ჰქონდათ სიმღერების ტექსტები დაწერილი და დისკებს ალბომის, ანუ გასაშლელი ფორმა გააჩნდათ, ისინი პირველები არიან, რომლებმაც ამ სახით მოიხვეჭეს დიდება!
    ამათი მუსიკის გარდა, ყველაფერი ყალბია!

  5. Mariam ამბობს:

    გამარჯობა, თუ შეიძლება 14.24saati@gmail.com -ზე მომწერე რომ შენ ხარ და facebook-ზე დაამატე ოცდაოთხი საათი, რაღაც საქმე მაქვს 🙂 დიდი მადლობა წინასწარ

  6. dudana ამბობს:

    გმადლობთ საინტერესო სტატიისთვის, ბატონო ”თავზეხელაღებულო მამაძაღლო!” 😀

  7. sashkalp ამბობს:

    მაკარტნი ყველაზე მაგარია ხოჭოებში

  8. molly bloom ამბობს:

    მართლა ძალიან საინტერესო და ინფორმაციული სტატია. მადლობა 🙂

  9. Kate Mchedlishvili : ) ამბობს:

    : ))))

    რა საჭიროა სკანდალი.. თუ ერთი გენიოსი პოლი მოკვდა და ასე მალე ორეული გენიოსი შემცვლელი უპოვეს გიხაროდენ! ))) მსოფლიოს ორი პოლ მაკარტნი ჰყოლია, ორივე მომღერალი და ორივე გენიალური მუსიკოსი : ))

    ისე, ძალიან მაინტერესებს 1965–1975 წლებში, დაახლოებით, ვინ შემოიტანა, ან ვინ გაავრცელა, ან ვინ წამოიწყო საერთოდ ეს აქცია – ვგულისხმობ მინიშნებებს, სიმღერებში რაღაც ტექსტების ჩადებას, უკუღმა დატრიალებას და ა.შ. ფაქტია იმ პერიოდის თითქმის ყველა მუსიკოსმა აიტაცა : ) წარმომიდგენია როგორ იხალისებდნენ.. ეკლესიას ხო მეტი არც უნდოდა, მაშინვე სატანისტებად შერაცხა მიკ ჯაგერით დაწყებული ბრიტნი სპირსით დამთავრებული – ყველა, ვინც გასართობად ტექნიკურ მანიპულაციებს მიმართა : )

    ეს საიტი წლების წინ ვიპოვე, როცა თავდაყირა სიმღერებით დავინტერესდი, მას მერე ბევრი ვწერე, ვიკვლიე და ვიფიიქრე : ) და ბოლოს ყველაფერი გასართობ მოგონებად დარჩა (განსაკუტრებით ის, მარტო, ღამე რომ ვუსმენდი “სატანისტურ” მესიჯებს :)) )

    აჰათ და თქვენც გაერთეთ : ) http://jeffmilner.com/backmasking/index.html

    • :D:D ო, ეს გრძელი ამბავია და, სავარაუდოდ, ფართო საზოგადოება ვერასოდეს გაიგებს 🙂
      ყოველთვის მინდოდა როკ ენ როლის საიდუმლობებებში ჩაწვდომა, მაგრამ რა გითხრა, რით გაგახარო 🙂
      ამ ეტაპზე მარტო ვარაუდებიღა დამრჩენია 🙂

  10. Molly Bloom ამბობს:

    ეს პოსტი წაკითხულიც მქონია და დალაიქებულიც… ახლებში რომ გამოჩნდა, გულგახეთქილმა შემოვიხედე… მეთქი, რაღაც ახალი ამბავია 🙂

  11. Puma Coupons ამბობს:

    რატომღაც მგონია რომ ეს ყველაფერი დიდი ლამაზი პიარ სპექტაკლი იყო,მაგრამ ხანდახან მებადება კიტხვა რატომ მაინცდამაინც პოლი? ლენონზე გაეთამაშებინათ ან რინგოზე? მგონი აქ აეის ძაღლის თავი დამარხული)

  12. salome ამბობს:

    წავიკითხე სტატია და ძალიან დამაინტერესა. აქამდეც მქონდა გაგებული რაღაც რაღაცეები მაგრამ ეხლა ბევრი შევიტყვე. მეც მგონია რომ ეს ყველაფერი დადგმულია მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვხვდები რატომ გააკეთეს ეს? უფრო მეტი პოპულარობისთვის? ბევრი სურათი, სიმღერის ტექსტები იმაზე მიგვანიშნებს რომ ეს მართლა მოხდა და ბევრს შეიძლება სჯერა კიდეც მაგრამ არამგონია ეს ყველაფერი რეალობა იყოს. ერთერთმა დასვა კითხვა რატომ მაინცდამაინც პოლიო, პოლი ბითლზებში ყველაზე პოპულარული ოყო, ზოგის აზრით ლენონზეც კი მე პირადად ლენონი მირჩევნია. ჩემი აზრით სტარზე ან ჯორჯზე რომ გაეკეთებინათ ეს ყველაპერი ისეთ აჟიოტაჟს არ გამოიწვევდა როგორიც პოლის შემთხვევაში გამოიყენეს. სტატიისთვის მადლობა ძალიან მომეწონა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s