ოდესღაც და დღესაც

წინასიტყვაობის მაგიერ: ეს ამავი რამდენიმე თვის წინ გადამხდა თავს, ივნისი იყო თუ ივლისი, არ მახსოვს, უნივერსიტეტის გამოცდებს ვაბარებდი მაღლივში… თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს. იმის თქმა მინდოდა, რომ საკმაოდ დიდი ხნის წინ დავწერე და მერე მიმავიწყდა…

მოკლედ, არანაირი ინტერპრეტაცია: წერილში მხოლოდ მშრალი ფაქტებია გამოყენებული.

 

გამოცდაზე გატარებული ნეტარებით აღსავსე სამი საათის შემდეგ, როცა, როგორც იქნა, ავტობუსი გაჩერებას მოადგა,  ბილეთის პატიოსნად აღებისთანავე ცარიელ სავარძლებზე დასაჯდომი ადგილის ძებნა დავიწყე. ცოტა არ იყოს, ძნელია აქ აჩევანის გაკეთება: სკამები ლამაზად, სიმეტრიულადაა ჩამწკრივებული, პირდაპირ გიხარია მათი ნახვა: ზურგიანი –  უზურგო, ზურგიანი – უზურგო… ასე თანაბრად, ერთიმეორის მიყოლებით განაწილებულთა ცქერას რა თვალი გაუძლებს! კედლებსა და საზურგეებზე უხვად წარმოდგენილი ტელეფონის ნომრები, მისამართები და სხვა ლამაზ–ლამაზი წარწერები ხომ პირდაპირ გულს უხარებს ადამიანს. აი, ასეთები ვართ ჩვენ, ქართველები, ასე გვიყვარს ჩვენი ქვეყანა: ტრანსპორტშიც კი იმას ვცდილობთ, როგორმე სილამაზე და მრავალფეროვნება შევძინოთ გარემოს.

ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როცა ჩემი და ნახევრად ცარიელი ავტობუსის მყუდროება მოხუცი ქალის ხმამ დაარღვია: „…ვის რას უშავებდა შვილო? რას ერჩოდნენ? ჩვენი არაა ეს ქვეყანა? აბა, შეხედეთ! რომელ სავარძელზე უნდა დავჯდე? ნახევარს მისაყრდნობი არ აქვს! ნეტა ამის გამკეთებელს სახლში ვინმე ჩემნაირი მოხუცი და ავადმყოფი არ ჰყავს? მაგათზე არ ფიქრობდა როცა ამას აკეთებდა?

მე ჩემი სიცოცხლე უკვე დავამთავრე, მომავალი კიდევ ახალგაზრდებისაა, რომლებიც აჰა, რას აკეთებენ (და მომტვრეულსაზურგიან სკამზე მიუთითა, რომელზეც თვითონვე იჯდა)!  მეორედ მოსვლაა, სინდისი აღარ არის! ნეტავ, ვინ და რატომ ანადგურებს ამ ყველაფერს?! განა უცხო ჩამოვიდა ვინმე? სხვამ დაამტვრია სკამები ავტობუსის გაჩერებებზე? არა, ისევ ქართველმა!

ჩვენია, შვილო, ეს ქვეყანა; ჩვენვე თუ არ მოვუარეთ ისევე დაგვენგრევა თავზე, როგორც ეს უბედური ავტობუსის სავარძლები. ღმერთო, შენ შეეწიე ამ ხალხს, მიცი შეგნება: მიხვდნენ, რომ მათს ხელშია საქართველო!

ყველას და ყველაფერს რომ ლანძღვენ და აგინებენ, ერთმანეთის შურით რომ ათენებენ და აღამებენ, თვითონ რას აკეთებენ?! კომუნისტების სახელის გაგონებაც რომ აღარ უნდათ, მაშინ განა ეგრე მოიქცეოდა ვინმე? არა, იმიტომ, რომ ეშინოდათ, ვერ გაბედავდნენ! და დღეს? დღეს აღარავის ანაღვლებს ამ სკამების დამმტვრევი და სახლში წამღები!

სადღაა მომავალი! თავზე გვენგრევა ქვეყანა… ღმერთო, შენ უშველე ამ ხალხს!“

ამ სიტყვებზე მოხუცი გაჩუმდა, ერთი გადმოგვხედა გაოგნებულ, გასუსულ მგზავრებს და ესღა თქვა:

„შვილებო, შეგაწუხეთ არა? მაპატიეთ, დიდი ბოდიში, მაგრამ რა ვქნა, მაწუხებს, გულში მხვდება ეს ყველაფერი და ვეღარ ვერევი… თქვენ მაინც მიხედთ აქაურობას…“

ეჰ, ბებო, რა ბოდიში, რის შეწუხება? ნეტავ შენნაირი შემწუხებელი კიდევ ბევრი გვყავდეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ შევეშვათ საკუთარი სახლის ნგრევას და ამისთვის არც კომუნისტური რეჟიმის მკაცრი აკრძალვები დაგვჭირდეს და არც რამე მსგავსი სანქცია.

და სანამ  ტრანსპორტში სავარძლებს ისევ აკლდება საზურგეები, სანამ გაჩერებებზე ერთმანეთის მიყოლებით ტყდება სკამები, სანამ ავტობუსების კედლებზე ახალ–ახალი ტელეფონის ნომრები და „ლამაზ–ლამაზი“ წარწერები ჩნდება, მე ჩემსას არ ვიშლი და ისევ ვიმეორებ:

„ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?!“

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in წყევლაკრულვიანი საკითხავი and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to ოდესღაც და დღესაც

  1. Me ამბობს:

    ,,Life is FINE” ხოო?:P:D:D
    მე ჩემი მითქვამს და ვინც გაიგო კარგია და ვინც ვერა გაეგოს :D:D:D

  2. რუსა ამბობს:

    😦 სამწუხარო რეალობა….ნეტავ ბევრი იქნებოდეს ამ ბებოსნაირი ,ეგებ ცოტა ხნით მაინც გამოაფხიზლოს ჩვენი ერი…:–(

  3. უპირატესი ამბობს:

    “ცოტა არ იყოს, ძნელია აქ აჩევანის გაკეთება: სკამები ლამაზად, სიმეტრიულადაა ჩამწკრივებული, პირდაპირ გიხარია მათი ნახვა: ზურგიანი – უზურგო, ზურგიანი – უზურგო…” =))

    kargi xar, gmertmani :))

  4. TinaTin ამბობს:

    zato zdes bil vasia 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s