ათი ყველაზე არაეთიკური ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი

გთავაზობთ ათი ყველაზე არაეთიკური ექსპერიმენტის მე–7, მე–6 და მე–5 ადგილებს. მათ, ვისაც მე–10, მე–9 და მე–8 არ გინახავთ, გირჩევთ, ამ პოსტის წაკითხვამდე წინა წაიკითხოთ 🙂

წყარო: www.listverse.com

7

წამლების გამოცდა მაიმუნებზე 1969

ექსპერიმენტების ცხოველებზე ჩატარება, მართალია, ძალიან სასასრგებლოა ადამიანთა შესაცნობად და სასიცოცხლო მნიშვნელობის წამლების შესაქმნელად, მაგრამ ზოგიერთი ექსპერიმენტი ეთიკის ფარგლებს სცილდება. 1969 წელს წამლების მაიმუნებზე გამოცდა ერთერთი ასეთი არაეთიკური ექსპერიმენტია: მაიმუნებისა და ვირთხების ჯგუფს ასწავლიდნენ, დამოუკიდებლად მიეღოთ ისეთ წამლები, როგორებიცაამორფინი, ალკოჰოლი, კოდეინი, კოკაინი და ამფიტამინები. როდესაც ცხოველები ამ „ხელოვნებას „დაეუფლებოდნენ“, მათ თითოეული წამლის მოზრდლი პორციასთან მარტო ტოვებდნენ.

ცხოველები იმდენად დაზაფრულები იყვნენ (რაც მოსალოდნელი იყო) და ისე გულმოდგინედ ცდილობდნენ გაქცევას, რომ ამ პროცესში კიდურებსაც კი იმტვრევდნენ. მაიმუნებს, რომლებიც კოკაინს იღებდნენ, კრუნჩხვები ემართებოდათ, ზოგ შემთხვევაში საკუთარ თითებს გლეჯდნენ (შეიძლება ჰალუცინაციების გამოც). ერთერთმა მაიმუნმა, რომელმაც ამფეტამინები მიიღო, მთლიანად დაიგლიჯა ბეწვი თათებსა და მუცელზე, ხოლო კოკაინის და მორფინის ერთად მიღებდან ორ კვირაში ცხოველები იხოცებოდნენ.

კვლევის მიზანი ერთი იყო: გაგოთ ნარკოტიკზე დამოკიდებულების ეფექტი. როგორ ფიქრობთ, რმდენად კარგად მიიღეს შედეგი?

6

ლენდისის ს ექსპერიმენტი სახის გამომეტყველებაზე 1924

1924 წელს მინესოტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, კარნი ლედისმა, ჩაატარა ექსპერიმენტი, რათა დაედგინა, იწვევდა თუ არა განსხვავებული ემოციები სახის მხოლოდ ამ ემოციისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ გამომეტყველებას. მიზანი ამ კვლეევისა იყო იმის გაგება, თუ ჰქონდათ სხვადასხვა ადამიანებს ერთი და იგივე ემოციის (მაგ. შოკის, სიძულვილის, ბედნიერებისა და ა.შ) განცდისას სახის ერთნაირი გამომეტყველება.

ცდისპირთა უმეტესობა სტუდენტები იყვნენ. ისინი ლაბორატორიაში წაიყვანეს და სახე შავი ზოლებით მოუხატეს, რათა მისი კუნთების მოძრაობა შეესწავლათ. ცდისპირებს აძლევდნენ სხვადასხვა სტიმულებს, რათა მათში ძლიერი რეაქცია გამოეწვიათ, ხოლო ყოველ მათ რეაქციას ლენდისი ფოტოზე აღბეჭდავდა. მათ უწევდათ ამიაკის შესუნთქვა, პორნოგრაფიის ყურება და ბაყაყებით სავსე ვედროში ხელის ჩაყოფა, თუმცა დავა ამ ექსპერიმენტის ირგვლივ მისმა ფინალურმა ტესტმა გამოიწვია.

ცდისპირებს უჩვენებდნენ ცოცხალ ვირთხაებს და ეუბნებოდნენ, მათთვის თავი მოეჭრათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე ყველას ეზიზღებოდა, სტუდენტთა ერთმა მესამედმა მაინც მოკლა ცხოველი. სიტუაციას განსაკუთრებით ამძაფრებდა ის, რომ ვირთხის მკვლელ ცდისპირთა უმეტესობამ არ იცოდა, როგორ გაეკეთებინა ეს საქმე „ჰუმანურად“ და ცხოველებს საშინელი წამების გადატანა უწევდათ. ხოლო მათ მაგიერ, ვინც უარი თქვა ვირთხისთვის თავის მოჭრაზე, ამ საქმეს თვით ლენდისი აკეთებდა.

მართალია, ამ ცდამ ვერ გაამართლა ვარაუდი, რომ ადამიანებს ერთნაირი ემოციების განცდისას სახის ერთნაირი გამომეტყველება აქვთ, სამაგიეროდ აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ ყველანაირ საზიზღრობაზე წავიდნენ, თუ ამას სიტუაცია მოითხოვს.

5

პატარა ალბერტი 1920

ჯონ უოტსონი, ბიჰევიორიზმის მამა, იყო ერთერთი,  ვინც თავის ექსპერიმენტებში ობლებს იყენებდა. უოტსონს უნდოდა გაერკვია, იყო შიში თანდაყოლილი თუ შეძენილი რეფლექსი. პატარა ალბერტი, ასე შეარქვეს ობოლ ცხრა თვის ბავშვს, რომელიც უოტსონმა თავისი ექსპერიმენტისთვის შეარჩია. უოტსონი აპირებდა ბავშვს ორი თვის განმავლობაში ბავშვის დაკვირვებას თეთრ კურდღელთან, ვირთხასთან, მაიმუნთან, თმიან და უთმო ნიღბებთან, ცეცხლწაკიდებულ გაზეთთან და ბევრ სხა მსგავს გამაღიზიანებელთან.

ექსპერიმენტის დასაწყისში ალბერტი ოთახის შუაგულში, ლეიბზე დასვეს და შორიახლოს ლაბორატორიის ვირთხა მიუშვეს, რომ ბავშვს მასთან ეთამაშა. მას შიში არ გამოუვლენია.

შემდეგ ეტაპზე უოტსონი ბავშვის ვირთხასთან ყოველ შეხებაზე მის ზურგს უკან რკინის მასაზე ჩაქუჩის ძლიერი დარტყმით ხმაურს ტეხდა. ამაზე ბავშვს ეშინოდა და ტირილს იწყებდა. პროცედურის რამდენიმეჯერ გამეორების შემდეგ ბავშვს ვირთხისადმი პანიკური შიში დაეწყო, რადგან მას ძლიერ ხმაურთან აიგივებდა. ვირთხის ყოველ ნახვაზე ალბერტი ტირილს იწყებდა.

შედეგად ბავშვს ყველაფერ თეთრსა და ფაფუკზე დაეწყო შიშები. ყველაზე სამწუხარო ნაწილი ამ ექსპერიმენტისა კი ის იყო, რომ უოტსონმა ვერ მოასწრო ალბერტის შიშების განეიტრალება, სანამ ბავშვს ჰოსპიტალიდან წაიყვანდნენ.

 

გაგრძელება შემდეგ პოსტში

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in შემეცნება and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s