ათი ყველაზე არაეთიკური ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი

გთავაზობთ ათი ყველაზე არაეთიკური ექსპერიმენტის მე–4, მე–3 ადგილებს. მათ, ვისაც მე–10, მე–9, მე–8 მე–7, მე–6 და მე–5 არ გინახავთ, გირჩევთ, ამ პოსტის წაკითხვამდე წინები წაიკითხოთ

წყარო: http://www.listverse.com

4

შესწავლილი უძლურება 1966

1965 წელს, ფსიქოლოგებმა, მარკ შელიგმანმა და სტივ მეიერმა, ჩაატარეს ექსპერიმენტი, სადაც ძაღლები სამ ჯგუფად დაჰყვეს და დააბეს. პირველი ჯგუფი გარკვეული დროის შემდეგ გაათავისუფლეს, ისე, რომ არანაირი ზიანი არ მიუყენებიათ, მეორე ჯგუფის ძაღლები დააწყვილეს და თითოეული წყვილის ერთ წევრზე ელექტროშოკი გამოიყენეს, რომლის შეწყვეტაც ბერკეტზე დაჭერით იყო შესაძლებელი; მესამე ჯგუფის ძაღლებიც ისევე გაანაწილეს, როგორც მეორე, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში ელექტროშოკის შეწყვეტა ბერკეტიზე დაჭერით შესაძლებელი აღარ იყო. შოკი ალალბედზე მოდიოდა, რამაც მესამე ჯგუფის ძაღლებში „შესწავლილი უძლურების“ შეგრძნება გამოიწვია. სბოლოოდ, ამ ძაღლებს კლინიკური დეპრესია დაუფიქსირდათ.

მოგვიანებით მესამე ჯგუფის ძაღლები მარტოდმარტო ჩასვეს ყუთებში. ისინი ისევ შოკში ჩავარდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მარტივად შეეძლოთ ყუთიდან ამოხტომა და ამ ყველაფრის შეწყვეტა. ეს ძაღლები უბრალოდ დანებდნენ.

3

მილიგრიმის სკოლა 1974

„მილიგრიმის სკოლა“ ერთერთი ყველაზე ცნობილი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტია. სტენლი მილიგრიმს, იელის უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგს, უნოდა გამოეკვლია ავტორიტეტებისადმი მორჩილება. მან ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელშიც შედიოდნენ „მასწავლებლები“, ჩვეულებრივი მოხალისეები, და „მოსწავლე“, რომელიც დაქირავებული მსახიობი იყო. მოსწავლესაც და მასწავლებელსაც უთხრეს, რომ ეს იყო ტესტი მეხსიერებაზე.

მასწავლებელსაც და მოსწავლეებსაც, როგორც ეუბნებოდნენ, ალალბედზე ეძლეოდათ ბარათები. სინამდვილეში კი ორივე იღებდა იმ ბარათს რასაც მასწავლებელი კითხულობდა. მსახიობი მასწავლებლის მოსატყუებლად თამაშობდა, თითქოს მან მოსწავლის ბარათი მიიღო. ცდისპირებს ერთმანეთისგან იზოლირებულად სხვადასხვა ოთახებში ათავსებდნენ. მასწავლებელი კითხულობდა რამდენიმე სიტყვას ოთხი სვარუდო პასუხით და თუ მოსწვლე არასწორად უპასუხებდა, დენს ურტყამდა. დენის ძალა ყოველ არასწორ პასუხზე იზრდებოდა, ხოლო სწორ პასუხზე მასწავლებელი „მშვიდობიანად“ გადადიოდა შემდეგ შეკითხვაზე.

სინამდვილეში არანაირი ელექტროშოკი არ არსებობდა. უბრალოდ, აუდიოფირზე ყვიდილი იყო ჩაწერილი და მასწვლებლის მიერ მოსწავლისთვის ყოველ  დენის დარტყმაზე მეორდებოდა. როდესაც დენის ძალა ძალიან იზრდებოდა, მსახიობი (მოსწავლე) კედელს აწყდებოდა და მასწავლებელს შეჩერებას სთხოვდა. ყველაფერი კი იმით მთავრდებოდა, რომ, რაღაც მომენტში, ყვირილი წყდებოდა და სიჩუმე ისადგურებდა. ამ დროს ძალიან ბევრ მასწავლებელს საშინელი მწუხარების გრძნობა ეუფლებოდა და ექსპერიმენტის შეჩერებას ითხოვდა, მაგრამ ძალიან ბევრი ამით კიდევ უფრო მხნევდებოდა და აგრძელებდა დენის დარტყმას, თუმცა ამბობდა, რომ შედეგებზე პასუხს არ აგებდა.

თუ ცდისპირი მოითხოვდა ექსპერიმენტის შეჩერებას, ექსპერიმენტატორი მას ეუბნებოდა: გთხოვ, გააგრძელე; ექსპერიმენტი გაგრძელებას ითხოვს; აუცილებელია, რომ გააგრძელო; სხვა შანსი არ გაქვს, უნდა გააგრძელო. თუ ამ ოთხი მითითების შემდეგ ცდისპირი მაინც მოითხოვდა ექსპერიმენტის შეჩერებას, იგი წყდებოდა. ორმოცი ცდისპირიდან მხოლოდ თოთხმეტმა შეწყვიტა ექპერიმენტი მოსწავლისთვის 450 ვოლტიანი დენის დარტყმის შემდეგ, ხოლო სამას ვოლტამდე შეწყვეტის სურვილიც კი არ ყოფილა (შეგახსენებთ, ადამიანის მოსაკლავად 220 ვოლტი სრულიად საკმარისია).

 

შემდეგ პოსტში შემოგთავაზებთ ორ ყველაზე შემზარავ ექსპერიმენტს ამ სიიდან

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in შემეცნება and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s