ათი ყველაზე არაეთიკური ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი

გთავაზობთ ორ ყველაზე შემზარავს 10 ყველაზე არაეთიკური ექსპერიმენტიდან. ვისაც წინა ნაწილები არ გინახავთ, გირჩევთ, თავიდან დაიწყოთ.

წყარო: http://www.listverse.com

2

სასოწარკვეთის წყარო 1960

დოქტორი ჰარი ჰარლოუ საკმაოდ უხეში ადამიანი იყო, რომელიც ექსპერიმენტებში იყენებდა ისეთ ტერმინებს, როგორიცაა გაჟიმვა, რკინის ქალწული და ა.შ. მისი ყველაზე ცნობილი ექსპერიმენტი სოციალურ იზოლაციაზეა, რომელსაც იგი მაიმუნებზე ატარებდა. ჰარლოუ იყენებდა მაიმუნებს, რომლებიც უკვე იყვნენ დაკავშირებული დედსთან და ერთი წლის განმავლობაში, გარესამყაროსგან სრულიად მოწყვეტილად ათავსებდა რკინის ვერტიკალურ კამერებში, რათა ეს კავშირები გაეწყვიტა. მაიმუნების უმრავლესობა საკნიდან ფსიქიკურად აშლილი გამოდიოდა და აღარ ჯანსაღდებოდა. ჰარლოუმ დაასკვნა, რომ ყველაზე ბედნიერი ბავშვობაც კი უძლურია დეპრესიის წინაშე. მწერალი დებორა ბლუმი კი ამას ჩვეულებრივ გრძნობის შედეგს უწოდებდა.

გენ საკეტმა, სიეტლის ვაშინგტონის უნივერსიტეტის უნივერსიტეტიდან, რომელიც ჰარლოუს ერთერთი სტუდენტი იყო, განაცხადა, რომ სჯერა შეერთებულ შტატებში ცხოველთა თავისუფლების მოძრაობის ჩამოყალიბება სწორედ ჰარლოუს ექსპერიმენტებმა განაპირობა. უილიამ მაისონი, ჰარლოუს კიდევ ერთი სტუდენტი ამბობს, რომ მისი მასწავლებელი „მიდიოდა იმ წერტილამდე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანისთვის ცხადი ხდებოდ, რომ მისი საქმე ბილწავდა ადამიანურ შეგრძნებებს და ნებისმიერი, ვინც ოდნავ მაინც აფასებს სიცოცხლეს, ამას შეურაცმყოფელად მიიღებდა. ეს, ჰარლოუს მხრიდან, დაახლოებით ისეთი რამ იყო, რომ ეთქვა: – მე უბრალოდ აქ კიდევ ათ წელს ვაპირებ დარჩენას და რისი გაკეთებაც მინდა, მხოლოდ ისაა, რომ ჩემ უკან დიდი არეულობა დავტოვო. – და თუ ეს მისი მიზანი იყო, მან ეს შესანიშნავად შეასრულა.”

1

დევიდ რეიმერი 1965–2004

1965 წელს კანადაში დაიბადა ბავშვი, სახელად დევიდ რეიმერი. რვა თვის ასაკში იგი, ჩვეულებრივ, წინადაცვეთის პროცედურაზე მიიყვანეს. პროცედურის დროს ექიმებს საშინელი შეცდომა მოუვიდათ და ჩვილის საზარდული დაეწვათ. ეს იმის ბრალი იყო, რომ მათ წინადაცვეთისთვის ჩვეულებრივი სკალპელის ნაცვლად ელექტრო დანა გამოიყენეს. როდესაც მშობლები ფსიქოლოგ ჯონ მანისთან მივიდნენ რჩევის საკითხავად, მან პრობლემის მარტივი გადაწყვეტა, ბავშვისთვის სქესის შეცვლა ურჩია. მშობლები ძალიან დაბნეულები იყვნენ მომხდარის შემდეგ, მაგრამ საბოლოოდ მაინც დათანხმდნენ პროცედურის ჩატარებაზე. მათ არ იცოდნენ, რომ ფსიქოლოგის ნამდვილი მიზანი იყო დაემტკიცებინა, რომ ადამანის სქესზე მოქმედებს გარემო და არა ბუნება. საკუთარი, ეგოისტური მიზნის გამო ფსიქოლოგმა დევიდი საცდელ ობიექტად აქცია.

დევიდს, ახლა უკვე ბრენდას, ხელოვნური ვაგინა განუვითარეს და ჰორმონებზე „შესვეს“. დოქტორი მანი ექსპერიმენტს წარმატებულად მიიჩნევდა და უგულებელჰყოფდა ქირურგიული ჩარევის უარყოფით შედეგებს. ბრენდა იქცეოდა, როგორც ჩვეულებრივი ბიჭი. ყველაზე უარესი ის იყო, რომ მშობლებმა მას არ აცნობეს ჩვილობისას მომხდარ ინციდენტზე, რამაც ოჯახიში საკმაოდ ძლიერი რყევა გამოიწვია. დედა სუიციდისადმი მიდრეკილი იყო, მამა ალკოჰოლიკი, ძმა კი საშინლად დეპრესიული. საბოლოოდ, თოთხმეტი წლის ასაკში, ოჯახმა უთხრა მას მისი ნამდვილი სქესის შესახებ. ბრენდამ ისევ დევიდად გადაქცევა გადაწყვიტა, ჰორმონების მიღებას თავი დაანება და პენისი აღიდგინა. დოქტორი მანი კი ისევ წარმატებულს უწოდებდა ექსპერიმენტს და არაფერს ამბობდა დევიდის ტანჯვის შესახებ.

საბოლოოდ, დევიდ რეიმერმა 38 წლის ასაკში თავი მოიკლა.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in შემეცნება and tagged , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to ათი ყველაზე არაეთიკური ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი

  1. qristina ამბობს:

    გვეღირსააააა 🙂 რამდენი ხანია ამ პოსტს ველოდები 🙂

  2. დათა ამბობს:

    ჯერ იმ მშობლების დედა მოვიკითხე, და მერე კიდევ იმ ფსიქოლოგმა მადლობა თქვას რომ მოკვდა, თორემ ცოცხალი ვერ გადამირჩებოდა :@:@:@:@:@:@

  3. me ამბობს:

    მეც მოვიკითხავ რაა, ხო არ გაგიტყდებაათ;):):)

  4. ketusi ამბობს:

    # 1 რაც შეეხება–კოშმარია–სადისტობაა.
    საერთოდ კი მაინც გამართლებას ვუძებნი ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტებს–ყველა სწავლება ხომ გამოცდილებაზეა დაფუძნებული,და აბა სხვანაირად როგორ შეისწავლიდნენ ადამიანის ქცევებს სტრესის დროს!
    იმედია,ყველაფერი უკვე გამოკვლეული და აღწერილია, და მომავალში არავინ არ გავხდებით ამგვარი ექსპერიმენტების ’მსხვერპლი’.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s