მარხვის ფასი

კიდევ ერთი გამოუქვეყნებელი წერილი, რომელიც ჯერ კიდევ სააღდგომო მარხვის პერიოდში დავწერე. თუმცა, დამეთანხმებით “მორწმუნე” მარხულთა პრობლემას მას შემდეგ გამოსწორებულს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. ასე, რომ მკითხველის აზრი მაინტერესებს ჩვენს “ღრმასულიერ” ცხოვრებასთან დაკავშირებით.

ბოლო დროს საქართველოში მორწმუნეთა რიცხვი რომ საგრძნობლად გაიზარდა, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. საკმარისია, სამების ტაძარში ახვიდეთ კვირის წირვაზე, ტევა არ არის! შესაბამისად ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გაიგონებთ სიტყვებს: „მამომ (ეს „მამაომ“ ცალკე განხილვის თემაა) მითხრა რომ…“, „ დღეს მამაოს აღსარება ჩავაბარე…“, „ჩემი მამაო მაგარი კაცია“, „მოდი რა, ამ ერთ ღერს მოვწევ და მერე მამაოს აღსარებაში ვეტყვი…“, „მარხვაზე ვარ, რამე სამარხვოს ავიღებ“ და ა.შ.

მინდა ყურადღება ამ უკანასკნელ ფრაზაზე გავამახვილო: „რამე სამარხვოს ავიღებ“. ეს „სამარხვრო რამეები“, რომელთაც რამდენიმე წლის წინ იშვიათად თუ შეხვდებოდით,  დღეს ნაწვიმარზე სოკოებივითაა მომრავლებული. ეს სამარხვო კანფეტიო, სამარხვო შოკოლადიო, სამარხვო ნამცხვარიო, სამარხვო კარაქიო, სამარხვო მაიონეზიო, სამარხვო ზეთიო და, თქვენ წარმოიდგინეთ, სამარხვო ხორციც კი შეგიძლიათ დააგემოვნოთ.

რამდენად კარგია ეს? რამდენად რამდენად გამართლებული? და, რაც მთავარია, რამდენად დიდი გამოყენება აქვს მარხულთა შორის?

აღმოჩნდა, რომ მრევლის უმეტესობა ცდილობს, ნაკლებად გამოიყენოს ისეთი პროდუქტი, როგორიცაა, ვთქვათ, სამარხვო კარაქი ან მაიონეზი. რესპონდენტები, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ცოტა ეჭვის თვალით მიყურებდა, მაინც მომიყვნენ თუ რატომ იყენებდნენ, ან არ იყენებდნენ მცენარეული ნივთიერებებით ჩანაცვლებულ ცხოველურ საკვებს:

გულიკო სოთაშვილი: მე დიდი ხანი არაა, რაც ეკლესიას შევუერთდი, მაგრამ ვცდილობ მაქსიმალურად გავაკეთო ყველაფერი, რაც საჭიროა… ძოგჯერ, მძიმე მარხვის დროს შემიძლია მხოლოდ ჩაი და პური მივირთვა, ამიტომაც არანაირ სამარხვო ზეთსა თუ კარაქს არ ვიყენებ.

ლალი ნავერიანი: მთელი ჩემი ოჯახი მარხულობს და, ვინაიდან ბავშვებს ჯანსაღი საკვები ნივთიერებები სჭირდებათ,   მარხვის დროს სამარხვო ზეთს კარაქსა და სხვა ისეთ პროდუქციას ვიყენებ რომელსაც მაღალი საკვები ღირებულებები აქვს. ასევე შეიძლება სამარხვო ტკბილეული ვიყიდო როგორიცაა სამარხვო „ბატონი“, ისევ და ისევ ბავშვებისათვის, ენატრებათ ხოლმე.

ზინაიდა გაბისკირია: ვმარხულობ, მაგრამ არასოდეს მიმღია ისეთი საკვები, როგორიცაა სოიოს კატლეტი, რადგან ვიცი, ეს მცენარე გენური ინჟინერიითაა მოყვანილი. ვცდილობ უფრო ნატურალური პროდუქცია გამოვიყენო, სტაფილო, ჭარხალი, კარტოფილი და ა.შ.

დალი მოწონელიძე: ჩემი აზრით, მარხვის დროს თუნდაც სამარხვო ტკბულეულის მიღება მარხვა აღარ არის. მთვარია, ადმიანმა საკვები მწირად, ზომიერად მიიღოს, სიამოვნება მოიკლოს, რომ მარხვაში ჩაეთვალოს. ნაყროვანება, თუნდაც სამარხვო საკვებით,  ჩემი რწმენით, დიდი ცოდვაა.

თუმცა ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარეა. ისიც ფაქტია ისეთ სამარხვო პროდუქტზე, როგორიცაა სამარხვო ხაჭაპური, ბურგერი, ქაბაბი, ან თუნდაც ნაყინი, ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ამაზე მეტყველებს ის, რომ ისეთ პოპულარულ დაწესებულებეში, როგორიებიცაა, McDonalds, „მაჭხახელა“ და „ორი ლულა“, უკვე საკმაოდ დიდი ხანია მსგავსი პროდუქცია გამოჩნდა და, როგორც ჩანს, ძალიან კარგადაც იყიდება. მეტიც, როგორც „ორი ლულის“ გენერალურმა მენეჯერმა, მიხეილ კაციტაძემ ჩემთან საუბრისას აღნიშნა, სამომავლოდ ახალი სახის ნაწარმის დამატებაც არაა გამორიცხული: – საქართველოში მარხულთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდება, შესაბამისად დიდია სამარხვო პროდუქციაზე მოთხოვნაც, ჩვენ კი, მოთხოვნა–მიწოდების პრინციპის გათვალისწინებით, მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაკმაყოფილოთ კლიენტის ინტერესები. მე, როგორც რიგითი მომხმარებელი, ისევე, როგორც ძალიან ბევრი სხვა, მივესალმები იმ ფაქტს, რომ ის სამარხვო პროდუქტი, რომელიც ადრე ასე იშვიათობა იყო, დღეს ძალიან ხელმისწვდომია – თქვა მან.

ამ ყველაფრის შემდეგ, ბუნებრივია, გამიჩნდა სურვილი, გამეგო, თუ რას ფიქრობს ამ ფაქტის შესახებ თვით ეკლესია. მივდექ–მოვდექი, საპატრიარქოში რის ვაი–ვაგლახით შევაღწიე, სადაც ამ მძიმე მარხვის კვირაში, ეტყობა, ჩემი უსაქმურობისთვის არავის ეცალა. ერთმა მეორისკენ მიმასწავლა, მეორემ –  მესამისკენ და საბოლოოდ მაინც გალავანს მიღმა აღმოვჩნდი. მოძღვრებისგან ინტერვიუს აღება არც ისე ადვილი აღმოჩნდა, როგორც წარმომედგინა, რადგან წინამძღვრის კურთხევის გარეშე სიტყვა ვერავინ შემაწია, წინამძღვრები კი არასდროს იყვნენ იქ, სადაც მე ვეძებდი. საბოლოოდ, როგორც იქნა, გამიმართლა და ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი, მამა ღვთისო დამთანხმდა ინტერვიუზე. ჩემს კითხვაზე, როგორ აფასებთ სამარხვო პროდუქციის მომრავლებას, მან მიპასუხა: „ამ ფაქტს მივესალმები: იმ ადამიანებს, რომლებიც მარხულობენ, დაე ჰქონდეთ ამის საშუალება. ძალიან კარგი იქნება, თუ მომრავლდება სოფლის მეურნეობის ისეთი პროდუქტები, როგორიცაა, ვთქვათ, სამარხვო კარაქი, ე.წ. სამარხვო ხორცი, სოიოს კატლეტი… საერთო ჯამში, ძალიან კარგია, რომ ხალხს უფრო უადვილდება მარხვის შენახვა.“


Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in სიუჟეტი and tagged , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

17 Responses to მარხვის ფასი

  1. სიოგუნ ამბობს:

    Zalian kargi dasackisia tabudadebuli temis da misasalmebelia ro egeti gabeduleba gaq.. caikitxe an mousmine akaki baqradzis leqciata krebuls da mere ufro metad gaigeb ra speqtaklia es marxva da rogoraa is shefutuli .samarxvo namcxvario… she dalocvilo tu namcxvris chamis survuli gaq raga marxva gamovida… samarxo xorcio…ai egaa parsisi speqtakli

  2. LiLaC ამბობს:

    ყოჩაღ, თავზეხელაღებულო, მომეწონა ეს სტატია. ისე, საინტერესო იქნებოდა მსგავსი პროდუქტებისადმი მეტად სკეპტიკურად განწყოილი ადამიანების, თუნდაც სასულიერო პირების მოსაზრებაც მოგვესმინა : )

  3. naniko ამბობს:

    marxva-saertod es cota rtuli sakitxia. da minda vtqva r, rom yvela samgvdelo piri ase ar fiqrobs. sxvatashoris marxvas , rodesac inaxav gaachnia rostvis aketeb, martla sheni sulieri cxovrebisatvis tu ubralod tavis mosachveneblad naxet me marxvas inaxav da eklesiurad vcxovrobo.am shemtxvevashi ukve adamiani shinaganad da fsiqologiuradac vegar udzlebs iams rom ragac akrdzaluli produqti ar shechamos. chem pirad magalits getyvit rom marxvisas shokoladi ki ara saertod araferi ar minda.gana is rom tavs vukrdzalavs survili ar michndeba vchamo.amitom sjobs mxolod ert samgvdelo pirs ki ara ramdenimes gaesaubro…da mixvide ara maincdamainc intervius chasawerad ubralod interesis dasakmayofileblad. da kide erti ram, marxva maincdamainc ar nishnasv imas raime ar chamo. warmoidgine maroamobis marxvashi zgvaze xar da sacurao kostumshi gamochimuli irujebi.es marxvaaa?

  4. bytheway123 ამბობს:

    ვერა და ვერ ვხვდები რას ნიშნავს მარხვა ქართულად.მე პირადად ასეთ მარხვას თავის მოტყუებას ვეძახი.სამწუხაროდ თავს ქრიტიანულ მცნებებში კარგად გარკვეულად ვერ ჩავთვლი.მაგრამ მარხვა ხომ საკუთარი ვნებების და ბიწიერების დათმენაა.აქედან გამომდინარე რომ შეჭამ სამარხვო კატლეტებს,ნაპოლეონებს და სხვა გემრიელ რაღაცეებს(რომლებიც გემოთი არფრით ჩამოუვარდება არასამარხვო პროდუქციას)აქაოდა მარხვაზე ვარო – ჩემი აზრით ორმაგი ცოდვაა.ასევე ცოდვად მიმაჩნია მარხვა გახდომის მიზნით.
    ვერა და ვერ ვიგებ,რატომ მოსწონს ამ ხალხს თავის მოტყუება:(:(–:):)

    • გახდომის მიზნით? 🙂 ეს კიდევ ახალი სახის მარხვა გავიგე 🙂 ბედნიერები ვართ,რა 🙂

      • bytheway123 ამბობს:

        ხო ეს ერთერთი პოპულარული ,დიეტაა” ქართველ თინეიჯერებში.
        წონასაც დაიგდებენ და ხალხში ეკლესიურის (ეკლესიურობა მოდაში იყოს მარტო ჩვენთან არის) სახელსაც.
        მე მეგობარი მყავს რომელიც
        არის ათეისტი მართალია არ მომწონს მისი დამოკიდებულება მაგრამ მეორე მხრივ _არ თამაშობს და არ იტყუება.
        ჩემთვის პირადად გაუგებარია რატომ არ გმობს ეკლესია ,,ტორტებით მარხვას” მართლა ვერ ვხვდები და იქნებ ვინმემ ამიხსნას

      • ეგ მეც მაინტერესებს, მაგრამ ვინმე გვპასუხობს?
        დაჟე თვითონ უწევენ პოპულარიზაციას!
        დღეს ბარამბოს სამარხვო შოკოლადის რეკლამაც ვიხილე!

  5. Molly Bloom ამბობს:

    ვიღაცისთვის მარხვა მოდური აქსესუარია და ვიღაცისთვის – სარფიანი ბიზნესი.

    და ამის მიღმა არსი იკარგება 😦 ცუდია ეს 😦

  6. ana ამბობს:

    განკითხვის მეტი ამ პოსტში არაფერია. ნეტა ავტორს მისი თავის ასე ძალიან მოსწონს?!

  7. ana ამბობს:

    მკრეხელები ვართ ყველა 🙂 მაგრამ როცა წერ ალბათ რამე სასარგებლოს თქმა უნდა გინდოდეს ხო?! ჭორიკანა,გაღიზიანებული თინეჯერის პოსტს გავს )) -ჩემი აზრით

  8. ბოდიში, პოსტსა და სტატიას ვერ ვარჩევთ? :))))

  9. ana ამბობს:

    ვარჩევ 🙂
    “შესაბამისად, დღეს მიკვირს…..როგორ დავიწყე წერა და, საერთოდ, რისთვის ვწვალობ ამ ბლოგზე… თუმცა, რა იცი, რა ხდება: იქნებ ტყუილადაც არ ვწვალობ – ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია :)”
    ჩემი აზრით ტყუილად წვალობ )) მე ამისი თქმა მსურდა

    • რას იზამ, ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება 🙂
      ისე, შენგან კრიტიკა და ძაგება კი მოვისმინე ამ სტატიაზე, მაგრამ შენი აზრი ვერ გავიგე, კონკრეტულად რამ გაგაღიზიანა 🙂
      უაზრობას კიდე მგონი “მცდარი აზრის” ქონა სჯობს 🙂

  10. pinikispalma ამბობს:

    ჩემი აზრით ტორტებით მარხვას იმიტომ არ კრძალავენ, რომ ადამიანები არიან სუსტები და შეიძლება ტორტების ჭამას კი არ დაანებონ თავი, არამედ ეკლესიაში სიარულს… თუკი ადამიანი ახალმისულია ეკლესიაში, დიდი ამბავი სამარხვო ტორტი ჭამოს, გაიზრდება სულიერად და მიხვდება სინამდვილეში რა არის მარხვა… ეგ კი არაა პრობლემა რომ ტორტის ჭამას არ უკრძალავენ, პრობლემა ისაა სხვა რაღაცებს რომ კრძალავენ, მაგ. ქალისთვის შარვლიანი ტაძარში შესვლა…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s