People = Shit!

რა ხდება დღეს ჩვენ ირგვლივ?

ყველაფერი კარგადაა, ყველაზე უკეთესები ვართ (რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ!), არაფერი გვაწუხებს, სულ უფრო და უფრო წინ მივდივართ, ვვითარდებით, დროს ვეწევით, ვუსწრებთ…

ჩართე რომელიმე ვიდეო (გემოვნების მიხედვით) და გააგრძელე კითხვა…

რას ვგრძნობ, როდესაც მაღლიდან მეუბნებიან, ყველა ცვლილება, რომელიც ქვეყანაში ხდება, მხოლოდ და მხოლოდ ხალხის სასიკეთოდაო, ამ დროს კი გადაჭედილ ავტობუსში სული მეხუთება? როდესაც ჩემ ირგვლივ მდგომი ხალხის გაბოროტებულ სახეებს ვუყურებ და ვგრძნობ, როგორ მირტყამს ფეხებში ვიღაც 50 წლის ბიძია ან დეიდა, რომ მაგრძნობინოს, გაიწიეო, როცა ერთი სანტიმეტრი თავისუფალი ადგილიც კი არაა?

People = Shit!

რას ვგრძნობ, როდესაც მტვრით, მილიონობით მანქანის საზიზღარი გამონაბოლქვითა და ნაგვის გულისდამატკბობელი სურნელით გაჟღენთილ ქუჩაში გამოვდივარ და ჰაერს ხარბად ვისუნთქავ? როცა ჩემ წინ წამოჭიმული სახაჭაპურის აფიშა მამცნობს, რომ სტუდენტებისთვის სპეციალური აქციაა და ფენოვანი 1.20 ლარი ღირს, როდესაც ვიცი, რომ მაკარონიანი და ცომის რეალური ფასი 80 თეთრს არ სცდება?

People = Shit!

რას ვგრძნობ, როდესაც ქუჩაში, წვიმასა და ქარში, უმზეო ამინდში ათიდან რვა ადამიანს მზის სათვალეებიანს ვხედავ? თითქოს იმდენად არიან გაჟღენთილები ტყუილით და უნდობლობით, რომ თვალების გამოჩენისაც ეშინიათ! როდესაც 10 წლის ბავშვი მოდის ჩემთან და, რადგან ყურსასმენები მიკეთია და ვერაფერს გავიგებ, იმედი აქვს, ხელებით მანიშნებს თითქოს სიგარეტი უნდა, სინამდვილეში კი შემაგინებს? და რისთვის? იმისთვის, რომ შემდეგ თავისნაირებთან იმარიაჟოს! რას ვიფიქრებდი, რომ მაგათ და უფრო მეტად, მაგათი მშობლების ტვინში ჩამახედა?

People = Shit!

რას ვგრძნობ, როდესაც კვირაობით გადაჭედილ სამებაში ლიმუზინების რიგს ვხედავ? როდესაც ქუჩაში, შუა მოედანზე ამაყად წამოჭიმულ ლოცვანითხელდამშვენებულ ახალგაზრდებს ვხედავ, ჩუმად, მაგრამ ძალიან ხმამაღლა რომ გვეძახიან, შემომხედეთ, რა მორწმუნე ვარო? რას ვგრძნობ, როდესაც ვიღაც მეათეკლასელი ლაწირაკი მართლმადიდებლობის სახელით საჯაროდ მემუქრება მუცლის გამოფატვრით?

People = Shit!

რას ვგრძნობ, როდესაც ჩემ ირგვლივ ყველაზე აქტუალური განსახილველი თემა „სელებრითების“ პირადი ცხოვრებაა? რომ ლამის იმას არჩევენ, ვის რამდენი ტამპონი სჭირდება კრიტიკული პერიოდის დროს? და როდესაც ხალხი ამ ყველაფერს დიდი ინტერესით უსმენს, შემდეგ კი მომდევნო ასეთ ნიუსის მოლოდინში ღამეებს ათენებს?

People = Shit!

რას ვგრძნობ როდესაც ვისმენ, როგორ ამბობს, თვრამეტი წლის გოგო, მთავარია, შეყვარებულმა ქორწინებამდე სექსი არ მომთხოვოს, თორემ ბოზებში სიარული შეუძლია, რა მაქვს სწინააღმდეგოო? როდესაც ქალიშვილობის ინსტიტუტი, რომლისგანაც, ბანალურად რომ ვთქვა, ტექნიკუმიც არაა დარჩენილი, ლამის სახელმწიფო უნივერსიტეტად აქციეს? როდესაც საქართველოში აპკის კულტის შექმნის რეალური საშიშროება დგას და ადამიანებისთვის სექსი ან ბოზობასთნაა გაიგივებული, ან აბსოლუტურ უმანკოებასთან? როცა მავანი კლიმაქსიანი 60 წლის ქალი ავტობუსში სამ თავისნაირთან ერთად ყელას გასაგონად არჩევს ვიღაცის სექუალურ ცხოვრებას და ამბობს „არატრადიულ ფესვებზე გაზრდილი ოჯახიდან აღმოცენებული ადამიანები რყვნიან ქვეყანასო“?

People = Shit!

რას ვგრძნობ, როდესაც ვხედავ, რომ ადამიანებს ურჩევნიათ, ჭერი თავზე ექცეოდეთ, ოღონდ უთხარი, რომ ჭერი საერთოდ არაა საჭირო პროგრესული, განვითარებული ცხოვრებისთვის? რას ვიფიქრებ, როდესაც ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ მკითხვეთა 80 პროცენტი შემაგინებს და უმადურს, ყველაფრით უკმაყოფილოს მიწოდებს? ან კიდევ ერთ, როგორც ჩემი ერთი მეგობარი იტყოდა, მანიაკალური დეპრესიით შეპყრობილ ადამიანად შემრაცხავენ? როდესაც ჩემზე ურყევად დაასკვნიან, რომ „იდიოტების თაობის“ მორიგი გათახსირებული წარმომადგენელი ვარ?

ერთხელ,

კიდევ ერთხელ

და კიდევ ერთხელ, მეგობრებო!

People = Shit

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in წყევლაკრულვიანი საკითხავი and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

28 Responses to People = Shit!

  1. გაკრეჭილი ამბობს:

    რას გრძნობ მაშინ ,როდესაც კიდევ ერთი ადამიანი იმავეს გრძნობს ?

  2. civiseli ამბობს:

    სოციუმში არსებული სიტუაციის მოკლე შეჯამებაა
    __
    რას ვგრძნობ, როდესაც კვირაობით გადაჭედილ სამებაში ლიმუზინების რიგს ვხედავ? როდესაც ქუჩაში, შუა მოედანზე ამაყად წამოჭიმულ ლოცვანითხელდამშვენებულ ახალგაზრდებს ვხედავ, ჩუმად, მაგრამ ძალიან ხმამაღლა რომ გვეძახიან, შემომხედეთ, რა მორწმუნე ვარო? რას ვგრძნობ, როდესაც ვიღაც მეათეკლასელი ლაწირაკი მართლმადიდებლობის სახელით საჯაროდ მემუქრება მუცლის გამოფატვრით?
    __
    ასე მგონია მე დავწერე 🙂 არა რა შენდა უნებლიეთ გავლენას ვახდენ 🙂 ჯერ სად ხარ,გაიზრდები და უფრო დიდი პროტესტი გაგიჩნდება

  3. Me ამბობს:

    ერთს დავამატებდი. ვერ გამიგია ყველანაირ სიახლეს ,,ნამდვილი ქართველი ვაჟკაცები” ტრადიციებს რატომ უპირისპირებენ. ავიღოთ თუნდაც; ,,პირი გაიპარსე და ცოტა კაცს დაემგვანე, როგორ დადიხარ”
    არადა სწორედ წვერ-ულვაში იყო ქართველისთვის სინდის-ნამუსის ერთერთი სიმბოლო…
    ან თუნდაც ,,კაი ბიჭობა”, რომელიც მადლობა ღმერთს ,,მოდიდან გადის” ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით

  4. lasha ამბობს:

    ჩემი აზრი გაინტერესებს ????????
    Peop;e = shit
    that’s mymind

  5. beqaaroshidze ამბობს:

    მე რომ ამას ვკითხულობ, ვგრძნობ, რომ იდეაში ჩემი მსგავსი მსოფლმხედველობით აღმოვაჩინე ვიღაც. ეს მახარებს რამდენადმე, მაგრამ იმთავითვე გულიც მწყდება, რადგან ეს “განწირულის სულისკვეთება” ამაოა ამ ეტაპზე. ფაქტების დადება პირველი ეტაპია, გამოსწორება – მეორე, ჯერჯერობით ვერაფერს შეცვლი, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა. თუ რატომ, ამაზეც ჩემი აზრი მაქვს, მარა მაგას ვერ დავწერ (ასე ახლოს არ გიცნობ, რომ მოგახალო). მაგრამ გაცნობიერება და სწორი ხედვა დიდი ნაბიჯია უკვე, მაგას მალე ქმნაც მოჰყვება ხოლმე, მიაწექი, აგე ბლოგი, აგე ნიჭი და აბა შენ იცი!
    ველოდები კიდევ უფრო დახვეწილ და მაღალმხატვრულ პოსტებს!

    • ასეთი სახის პოსტებში მაღალმხატვრულობას ნუ ელი ჩემო ბექა 🙂 და “განწირულის სულისკვეთებასაც” არ დავარქმევდი… ეს, ჩემი აზრით, უფრო პრობლემაებია, რომელებიც ძალიან აქტუალურია დღეს და ცნობიერების გამოსწორება ფაქტებზე მითითებით იწყება.

      • beqaaroshidze ამბობს:

        მაღალმხატვრულობა არაა მხოლოდ: “ეგზომ შახიანმა ხეშეშმა ვარდმა ჩათრთვილულ ეკლებზე შეივლო თვალი” 😀 ჩემი აზრით, მხატვრულობა ყველგან იგებს, მათ შორის პუბლიცისტიკაშიც, რაღაც უფრო მწვავე მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებებიც შეიძლებოდა (ამას მხოლოდ მე ვისურვებდი, ისე მაგარია, პოსტებს იშვიათად “ვალაიქებ” :D).
        მეც მინდა მაგის მწამდეს, ყველაფერი უნდა ვქნათ კედლის გასარღვევად. 😉

      • გეთანხმები, რომ პუბლიცისტიკაში მხატვრულობა კარგია, იმაგრამ, ამ ჩანაწერს პუბლიცისტიკას ვერ ვუწოდებდი: პირველ რიგში იმიტომ, რომ აბსოლუტურად გაჯერებულია სუბიექტივიზმით იმ ფაქტების მიმართ, რომლებიც ჩვენ ირგვლივ ხდება და, ამ შემთხვევაში, რომელთაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პირადად შევესწარი. აქ არცერთი აბზაცი არაა ჩემით მოგონილი, გამუქებული ან გაფერადებული. უბრალოდ ისაა, რაც ჩემი თვალით ვნახე და რამაც მაფიქრებინა, რომ People = Shit

  6. ლიბიკა სილვესტრის ამბობს:

    იმ 20% ში ვარ ვინც არ შეგაგინებს! ჩასწორება მაქვს უბრალოდ, მასა=შით და ხალხი ის 20%-ია 😉

  7. Me ამბობს:

    მეც სხვათაშორის (ჰი ჰი ჰი 😀 ძალიან საინტერესო კომენტარი იყო, მომეწონა ) :D:D:D

  8. siogun ამბობს:

    ძალიან კარგია, რაც წავიკითხე უკლებლივ ყველა ფრაზა…ეს იმ ადამიანის ნაწერია, რომელსაც შეუძლია სიმართლეს თჳალი გაუსწოროს და არ ჩაიძიროს სიყალბის წუმპეში…ეს შენი სიძლიერეა ღრმა პიროვნული და მოუფრთხილდი მას!!!!

  9. naavganetari ამბობს:

    !!!!!!!! ყველაფერში გეთანხმები, ყველა გრძნობა ნაცნობია და კიდევ ბევრიი Shit.
    არ მინდა ამ გაბოროტებულმა 80–მა ოპტიმისტი თავზეხელაღებული ჩაკლას …((((

  10. K cobra ამბობს:

    ჩემი აზრი ხომ იცი ამ ყველაფერთან დაკავშირებით??? …. უბრალოდ ერთს დავამატებ, ავტობუსში შევესწარი, 3, დაახლოებით 60/70 წლის ქალი ჭორავდა ვიღაცის სიძეს: ” ……………. კარგი ბიჭია, მაგრამ მეგრელია” :D:D:D …..

    People = Shit !!!!!!

  11. shemtxveviti mkitxveli ამბობს:

    რას ვგრძნობ და არაფერს. ცხოვრება ძალიან მოკლეა, ახალგაზრდობა კიდევ უფრო მალე გადის არ ღირს დროის კარგვა ასეთ უაზრობებზე. არც ვფიქრობ და არც რაიმეს ვგრძნობ ასეთ რამეებთან დაკავშირებით.ისე რაც ჩამოთვალე გეთანხმები ეგრეა……რჩევა : ნუ განსჯი სხვებს, უბრალოდ დაიკიდე და გაიღიმე,(მიუხედევად იმისა რომ ზოგი რამ მართლა აღარაა სასაცილო) იცხოვრე ისე როგორც შენ გსიამოვნებს და ყველაფერი კარგად იქნება………:)

    • “ნუ განსჯი სხვებს, უბრალოდ დაიკიდე და გაიღიმე”
      შემთხვევითო მკითხველო, არ მიყვარს არავის განსჯა და დიდი ხანია უკვე ვცდილობ, რომ ყველა და ყველაფერი დავიკიდო და გავიღიმო.
      ჩემს პირველ პოსტებს რომ გადახედო, აღმოაჩენ, რომგამოუსწორებელი ოპტიმისტივ ვარ ყველაფერთნ ერთად. მაგრამ ხანდახან ადამიანი ხვდება, რომ ამ გაღიმება დაკიდების შემდეგ ყველა და ყველაფერი იმდენად ამაზრზენი ხდება, რომ არ შეუძლია, არ გამოთქვას, რასაც კონკრეტულ მომენტში გრძნობს.

  12. TinaTin ამბობს:

    Shenc adamiani xar.. mgoni

  13. dudana ამბობს:

    mixaria, shennairi moazrovne axalgazrdoba rom gvyavs, chemo patara megobaro!:)

  14. ana ამბობს:

    <<ჟურნალისტიკა ყველაზე მშვიდობიანი გზაა ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად" ვინ თქვა ზუსტად არ მახსოვს
    მეც ძალიან ვნერვიულობ რომ ასეთი საზოგადოება გვყავს ქართველებს.მართლაც რომ ბევრი ერი არ იქნება ,,ჩვენისთანა ბედნიერი"მაგრამ სწორედ ამან გადამაწყვეტინა მომავალ პროფესიად ჟურნალისტობა_დარდს მაინც ამოვაფრქვევ სხვა თუ არაფერი.:):):) ისე არ მგონია რომ მარტო 20% აზროვნებდეს ასე კრიტიკულად მათი რიცხვი მეტია მაგრამ უბრალოდ აზრის დაფიქსირებისგან თავს იკავებენ(ქართული ხასიათის კიდევ ერთი გამოვლინება)

  15. bytheway123 ამბობს:

    დიახ ჰუმანიზმის მშვიდობიან გზას ვადგავარ:) სენქს:)

  16. კომენტარები გადავიკიტხე და ფაქტიურად ჩემი სათქმელიც ნათქვამია, დღევანდელი რეალობის ამსახველი პოსტია!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s