გზატკეცილები კვეთდნენ ერთმანეთს.

აბსურდი

და მე ვიდექი ტრიალ მინდორზე, სადაც გზატკეცილები ერთმანეთს კვეთდნენ. ჩემ ირგვლივ იყო ბევრი სიჩუმე. ასად იქ ხმაურს არ ჰქონდა წამი. და მე მსუბუქად ვიგრძენი თავი.

იქ არც ცა იყო დედამიწაზე, არც დედამიწა იწევდა მაღლა. მხოლოდ მე ვიდექი ტრიალ მინდორზე, სადაც გზატკეცილები ერთმანეთს კვეთდნენ. ვიდექი, როგორც ხიდი ორ სამყაროს შორის. და ყველაფერი აქ იყო შორი:

შავი ღრუბელი ლურჯი ცის ფონზე ჩანდა, როგორც სიცოცხლე. და ყვითელი ფოთოლი უემოციოდ აჯდა მწვანე მდელოს, როგორც ჩემს არათითს რკინის გაცვეთილი ბეჭედი.

დაჟანგულ მიწაზე მე ვიდექი მარტო და ჩემ წინ გზატკეცილები ერთმანეთს კვეთდნენ. ჩემ ირგვლივ იყო ბევრი სიმსუბუქე და მეც მსუბუქად ვეხებოდი მიწას. არ წუწუნებდნენ წვეთები იმწამს:

მხოლოდ ნელა ჩამოდიოდნენ ჩემი თვალებიდან ფეხის თითებამდე და უსასრულობაში იკარგებოდნენ.

ჩემ ირგვლივ იყო ბევრი უსასრულობა და არსად აქ საზღვრბს ეთქმოდათ სიტყვა. აქ არც ცა იყო დედამიწაზე, არც დედამიწა იწევდა ცისკენ. მე კი ვიდექი ტრიალ მინდორზე, სადაც გზატკეცილები ერთმანეთს კვეთდნენ.

ჩემ ირგვლივ იყო ბევრი სინათლე და იქ სიბნელეს უნდოდა ეთქვა: ნახე, აქა ვარ, იგრძენი შავის მომხიბვლელობა. შემოდი ჩემში, დატკბი წყვდიადის გულში ჩაბუდებული სიჩუმით, რადგან აქ ხმაურს არა აქვს სიტყვა.

მე ეს მესმოდა, მაგრამ მაინც ვიდექი ტრიალ მინდორზე, სადაც გზატკეცილები ერთმანეთს კვეთდნენ. არ ვეხებოდი მიწას – არც ცას. რადგან არ იყო აქ ადგილი არც მიწისთვის, არც ცისთვის.

მე ვიყავი თვით სიჩუმე, ხმაური, სიმსუბუქე, სიმძიმე, ნათელი, წყვდიადი… და აქ არ იყო ჩემი ადგილიც. მე არ მელოდა აქ განთიადი.

ისევ ვიდექი ტრიალ მინდორზე, სადაც გზატკეცილები ერთმანეთს კვეთდნენ. მე არ ვიყავი ადამიანი.

ჩემთვის სიცოცხლე იყო გვიანი.

ვიყავი სუფთა და ჭუჭყიანი.

სიკვდილს ვხვდებოდი ღიმილიანი.

სამყარო იყო ხალისიანი,

დაბერებული და ობიანი.

და მე ვიდექი ტრიალ მინდორზე

გახარებული და ნაღვლიანი.

გზატკეცილები ერთმანეთს კვეთდნენ

არავინ იყო აქ ჩემიანი.

მე ვიყავი ყველა და ყველა იყო მე. გზაჯვარედინთან მე ვიდექი მარტო და ყველა იქ იდგა ჩემთან ერთად – ჩემ გარეშე.

არავინ იყო ტრიალ მინდორზე.

მხოლოდ გზატკეცილები კვეთდნენ ერთმანეთს.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in აბსურდი and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to გზატკეცილები კვეთდნენ ერთმანეთს.

  1. TinaTin ამბობს:

    მომწონს

  2. TinaTin ამბობს:

    არაფრის…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s