ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები

26 ნოემბერს ჩვენს კინოთეატრებში „ჰარი პოტერის“ მორიგი ფილმი, „სიკვდილის საჩუქრები“ გამოვიდა  და პოტერომანებმაც დიდად გავიხარეთ. მართალია, დღეს ბევრს სასაცილოდ არ ჰყოფნის როულინგის მოთხრობის წაკითხვა და, მით უმეტეს, მისი ეკრანიზაციის მორიგი ნაწილის მოუთმენელი ლოდინი, მაგრამ, ასეთი ხალხის საყურადღებოდ: მართალია, დიდ პატივს ვცემ თქვენს აზრს (რა თქმა უნდა, უფლება გაქვთ აზრი გქონდეთ), მაგრამ ჩვენ, ვინც 11–12 წლის ასაკიდან მოვყვებით ჰარი პოტერს, მოდით, ამ მცირე სიამოვნებაში ნუ ჩაგვეკვეხებით.

მოკლედ, პოტერიადის ბოლო ეპიზოდის პირველი ნაწილი გამოვიდა და, დღეს, როგორც იქნა, კინოთეატრსაც ვესტუმრე. ბოლო სამი ფილმის, განსაკუთრეით, „ფენიქსის ორდენისა“ და „ნახევარსისხლა პრინცის“ შემდეგ, მართალი გითხრათ, ფრიად უკმაყოფილო გახლდით: პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ფილმები, გეგონებოდა, ერთი ხელის მოსმით გადაიღეს და წიგნიდან მარტო ის ეპიზოდები ჩასვეს, რომელიც თვალში მოხვდათო. „სიკვდილის საჩუქრების“ სანახავადაც იმ იმედით მივედი, რომ ის მაინც გაამართლებდა ჩემს მოლოდინს, ჰოდა, მინდა გაგახაროთ, ეს იმედები არც გამცრუებია.

ამ ფილმს საკმაოდ დიდხანს იღებდნენ და ორ ნაწილადაც კი გაყვეს. თავიდანვე ივარაუდებდა კაცი, რომ ავტორებს უნდოდათ, დასკვნითი სერია რაც შეიძლება, შთამბეჭდავი გამოსვლოდათ. უნდოდათ და გამოუვიდათ კიდეც. წეღან ვთქვი, ბოლო სამი ფილმი დიდად არ მომწონდა, იმიტომ, რომ თითქმის არ ემთხვეოდა წიგნს მეთქი: მაგალითად, „ცეცხლოვან თასში“ საერთოდ არ ჩანს დობი, პატარა საყვარელი არსება, ოჯახის ელფი, რომელსაც წიგნში საკმაოდ გამორჩეული პერსონაჟია. დობი არც მეხუთე ფილმში ჩანს, რაც, მე თუ მკითხავთ, ერთგვარი დისკრიმინაციაა ავტორების მხრიდან 🙂

აი ბოლო ნაწილი კი, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მაქსიმალურად ზუსტად მიჰყვება წიგნს. მე, პირადად, ძალიან გამიხარდა და მესიამოვნა, რადგან, სამი თუ ოთხი წლის წინ, როდესაც „სიკვდილის საჩუქრებს“ ვკითხულობდი, დაახლოებით ისე მქონდა წარმოდგენილი სცენები, როგორც ეს დღევანდელ ფილმში ვნახე. ეს ეპიზოდი წინებისგან იმითაც გამოირჩეოდა, რომ გაჯრებული იყო ძალიან მძაფრი და ხარისხიანი სპეცეფექტებით, რაც სურათს დაძაბულობას მატებდა და თამამად შეიძლება ითქვას, სუსტი ნებისყოფის მქონე ადამიანებისთვის მისი ყურება მთლად რეკომენდებულიც ვერ ყოფილა 🙂 არადა, თავიდან, როგორც ამბობდნენ, „სიკვდილის საჩუქრები“ 3D–ში უნდა გამოსულიყო. გარწმუნებთ, ფილმში გამოყენებულ ეფექტები დღეს სამ განზომილებაში რომ მენახა, მეც მიმტყუნებდა ნერვები.

ერთადერთი გულდასაწყვეტი ის არის, რომ „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“ ძალიან დიდ დაუკმაყოფილებლობის გრძნობას, ჩვენებურად რომ ვთქვათ, ლომკას ტოვებს. ხუმრობა ხომ არ არის, ფილმი შუა ნაწილში წყდება, არადა იქიდან იწყება ყველაზე საინტერესო მოვლენების განვითარება. მაგრამ, პოტერომანები რის პოტერომანები ვართ, ბოლო ეპიზოდის მეორე ნაწილის გამოსვლას მოუთმენლად რომ არ დაველოდოთ. თან, ის უკვე სრულყოფილი 3D ვერსია იქნება, ასე რომ, მეგობრებო, წინ ძალიან დიდი სიამოვნება გველის.

პ.ს. იმ ადამიანებს, ვისთვისაც ჰარი პოტერი მხოლოდ უაზრო, ბავშვურ ზღაპართან, იდიოტურ, უნიჭო მოთხრობასთან და სატანიზმთან ასოცირდება: მინდა გითხრათ, რომ ჯობდა წიგნი რომ წაგეკითხათ, მიხვდებოდით, რომ აქ ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ზღაპარის საკმაოდ ჭკვიანური და ფილოსოფიური ტექსტები ემატება და პლუს სატანიზმი და სისხლიანი იდეები თქვენკენ მოიკითხეთ! 🙂

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in შთაბეჭდილება and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები

  1. LiLaC ამბობს:

    მეც ძალიან ვისიამოვნე ამ ფილმით. მართალია, ჩევნი თაობა ზუსტად ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება ჰარის და მის მეგობრებს. პირველი წიგნი რომ გამოვიდა, ჩვენც მისი ტოლები ვიყავით : )) ველოდები ფინალურ ნაწილს და, უფრო მეტიც: ველოდები, რომ როულინგი ამ ჯადოსნური სამყაროს შესახებ კიდევ დაწერს 🙂

  2. xatia ამბობს:

    I’ve seen Harry Potter and the Deathly Hallows: Part I twice now, and although I expected to enjoy it more the second time, I still feel the same. I realize this is only the first half of a long four-hour epic finale, and it’s hard to properly judge without the second half, but on its own, I think it’s a very interesting, very different, very dark, and very “quiet” movie compared to the remaining Harry Potter franchise. Sure, the filmmaking is great as always, but its got a lot of problems involving condensing the story, feeling rushed, and simply leaving out introductions entirely and bringing in characters/story elements that have never been seen in the movies before. It was a fantastic movie.. really…really good…I LOvee HP Very vErY MucH:*:*:*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s