ჩვენ დავანგრიეთ აშენებული

თაობებს შორის შეუთანხმებლობა რომ ნებისმიერ ერსა თუ საზოგადოებაში ჩვეულებრივი ამბავია, ახალი არავისთივისაა. პირველ რიგში, ამას იწვევს დროის სხვაობა, შესაბამისად, განსხვავებული ღირებულებები, აზროვნება, ინტერესთა სფერო. იმაში განსაკუთრებული არაფერია, რომ ბაბუას არ მოსწონდეს ის მუსიკა, რასაც შვილიშვილი უსმენს და პირიქით. მაგრამ პრობლემა მაშინ იქმნება, როდესაც თაობათა შორის სხვაობა შეუთანხმებლობის ზღვარს სცილდება და დაპირისპირებაში, აგრესიაში გადადის.

დღეს შემთხვევით შევესწარი, როგორ ლანძღავდა რამდენიმე „ჩაკრასკულ–ჩაპუდრიანებული“ შუახნის ქალბატონი ოციოდე წლის გოგოს იმის გამო, რომ მან უფროსებს ყურადღება არ მიაქცია და პირველმა აიღო ბილეთი ტრანსპორტში. კდემამოსილი ქალბატონები, რა თქმა უნდა, არ შემოიფარგლნენ მხოლოდ იმ ერთი ახალგაზრდის შემკობა–შელამაზებით და, ზოგადად, ახალ (ჩემს) თაობასაც წარმატებით გადასწვდნენ. მათი საუბარიც, რა თქმა უნდა, საკმაოდ ხანგრძლივი და მრავალფეროვანი იყო, მაგრამ მაგრამ მე ყველაზე მეტად ერთი წინადადება დამამახსვრდა: „…ჩვენმა თაობამ ააშენა ეს ქვეყანა, თქვენ კი მოხვედით და ანგრევთ ყველაფერსო.“ აბა ამ ქალბატონების სიტყვაში ვინმეს ეჭვი შეეპარება? მაგრამ, მეტი დამაჯერებლობისთვის, გადავწყვიტე, რამდენიმე სიტყვით დაგანახოთ ძველი თაობის მიერ აშენებული ქვეყანა.

კარგი დრო იყო ძველი დრო, კაცს პურის ფული არ გიჭირდა და მოსკოვში ოცდათოთხმეტ (თუ ოცდათექვსმეტ, ზუსტად არ მახსოვს) მანეთად გადაფრინდებოდი, „იგულავებდი“ და უკანაც გადმოფრინდებოდიო – ნუ მეტყვით, ახლა, რომ მსგავსი სიტყვები არასდროს გაგიათ: მაინც არ დავიჯერებ. აი მაშინ იყო აღმშენებლობა, თუ იყო. ყველას ულხინდა (ყოველ შემთხვევაში, იმას, ვინც პატიოსნად და ბეჯითად ემსახურებოდა ბელადსა და პარტიას) და ვისაც უჭირდა, ისევ საკუთარი „უთავობის“ გამო (ასეთმა ადამიანებმა, ძირითადად, არ იცოდნენ, ან არ უნდოდათ, რომ სცოდნოდათ, როგორ მოეგოთ მაღალთა გული).

ქვეყანა შენდებოდა, ნათდებოდა და ნათლდებოდა. რას ამბობთ, სკოლადამთავრებული ბავშვი არ იყო ისეთი, უმაღლესში რომ არ ჩაებარებინა. აბა უნივერსიტეტის დიპლომის გარეშე რა კაცი იყავი! შემდეგ რომელიმე პატიოსანი, დიპლომიანი გოგო ან ბიჭი მოძებნიდა (ან მოუძებნიდნენ) ასევე პატიოსანი ოჯახის შვილ (მშობლები და სანათესავო ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ოჯახის შესაქმნელად) პოტენციურ მეორე ნახევარს და საქართველოსაც ახალი, პატიოსანი, ურყევი კონტრაქტის(!) საფუძველზე შეკვშირებული წყვილი ემატებოდა.

ახლადშექმნილი ოჯახები, რა თქმა უნდა, აგრძელებდნენ ძირძველ ქართულ ტრადიციებს: არ ივიწყებდნენ დიდ წინაპრებს (რომლებიც მათმა კეთილისმსურველმა, საფიცარმა პატრიამ  სისხლში მოგუდა), რჯულს (რომელის ხსენებაც კი სიკვდილით, ან უკეთეს შემთხვევაში, გაციმბირებით ისჯებოდა საბჭოეთში) და ენას (რომელზე საუბარიც „მაღალ“ საზოგადოებაში სამარცხვინო ტონად ითვლებოდა). დიახ, არ ივიწყებდნენ, მაგრამ არც არასდროს იხსენებდნენ მათ. ყოველ შემთხვევაში, ხმამაღლა გამხელას მაინც ერიდებოდნენ (რა იცი რა ხდებოდა, ვინ დაგასმენდა განსხვავებული აზრის გამო).

დიდხანს გრძელდებოდა ეს აღმშენებლობა: დაახლოებით, ასე, ოთხმოცდაათიან წლებამდე, მაგრამ შემდეგ, როცა საფიცარ პარტიას საფუძველი მოერყა, ჩვენ, ახალ თაობას ძველი თაობისგან დაგვრჩა:

ენა – დანგრეული და რუსიფიცირებული.

მამული – დაჩეხილი და დანაწევრებული.

სარწმუნოება – შერყეული და დაკნინებული.

ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო ომი, შიში და არეულობა. ერთი მუჭა ქვეყანა და უფროსების ტკბილი მოგონებები ზღაპრულ აფხაზეთზე. გარეგნულად და შინაგანად ჩაშავებული ადამიანები, და მათში ჩაბუდებული სრული პესიმიზმი. განუწყვეტელი უმოქმედობა და დროდადრო მავანი ქარიზმატულის თითის გაქნევაზე ქუჩაში გამოფენილი კარვები. ულუკმაპუროდ დარჩენილი გაღატაკებული ხალხი და ღრმადპატივცემული ელიტა, რომელსაც, ძირითადად, გარკვეული თუ გაურკვეველი მიზეზების გამო ფულ– და, რაც მთავარია, სახელმოხვეჭილი ადამიანები შეადგენენ.

დიახ, უფროსებო, თქვენ ასეთი ქვეყანა აგვიშენეთ და გვინდა გითხრათ, რომ მოხარულნი ვიქნებით ნაწილებად დავშალოთ და დავანგრიოთ იგი, რათა ჩვენს მომავალ თაობას გზა გადავუღობოთ იმ საქართველოსკენ, რომელიც თქვენ ასე დიდსულოვნად გვიბოძეთ.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in წყევლაკრულვიანი საკითხავი and tagged , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to ჩვენ დავანგრიეთ აშენებული

  1. civiseli ამბობს:

    ამ ავტობუსებს გვერდი ვერ აუარე რა :))

  2. wild child =)) ამბობს:

    maoceb shen me dgitidge =)) kai iyo momewonaaa dzaaan.. ZROOOOOU :*

  3. lasha ამბობს:

    პირადად მე ყოველთვის ერთი არგუმენტი მაქვს ჩვენს “მამებთან ” – თქვენ გაგვზარდეთ ასეთი, მაშასადამე ასეთები უნდა აგვიტანოთ თუ არადა საერთოდ შეგვეშვიით.
    მაგრამ ისე ყველაფრის წინაპრებისთვის გადაბრალება არაა გამოსავალი, ჩემი ჰ-აზრით 🙂

  4. blupika ამბობს:

    samwuxaroa magram realobaa

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s