თავისუფალი იდიოტი

ერთხელ მგზავრობისას…

ახლა აღმოვაჩინე, რა ლამაზი ყოფილა მოსახვევში მატარებლის ცქერა უკანა ვაგონის ფანჯრიდან. არა, განსაკუთრებული არაფერი, ღამეში თითქმის არაფერი ჩანს, მაგრამ ალაგ–ალაგ ანთებული ფანჯრები მაინც შთამაგონებლად გამოიყურება.

სმოგთაუნიდან ოლდვილში მარტო მატარებლით თუ ჩახვალ: ძველი გზა კარგახანია ჩამოინგრა და, მგონი, დღეს აღარც არავის ახსოვს. ნეტავ, საერთოდ, ოლდვილი მაინც თუ ახსოვს ვინმეს?.. დიდი ხანია, არავის შევხვედრივარ არც იქით მიმავალს, არც ი ქიდან ჩამოსულს. მატარებელში კი მაინც ტევა არ არის. ალბათ, გზად დაიცლება და ოლდვილშ მარტო მე, მემანქანე და ღიპიანი გამცილებლები ჩავალთ.

წლებია, უკვე, იქ არ ჩავსულვარ. არ ვიცი, ახლაც რამგ გადამაწყვეტინა: ცოტა არ იყოს, მიკვირს ჩემი თავის. ისიც მიკვირს, მყრალი კუპეს მარცხენა ზედა საწოლზე მოვთავსდი თუ არა, დეპრესიის ნასახიც რომ არ დამრჩა. არადა, სმოგთაუნიდან სწორედ დეპრესიის გამო გამოვიქეცი. არა, ფაქტია, დიდი ქალაქი ადუღებს ადამიანს და იქამდე წურავს, სანამ ენერგიის ბოლო წვეთს არ გამოასალმებს.

ათი წელია, სრული სიჩუმე არ გამიგონია!

ფანჯრიდან ღრმად გავყავი თავი და მაშინვე უკან გამოვწიე: შემეშინდა… წონასწორობა არ დავარღვიო და მატარებელი არ გადავაყირავო მეთქი. სისულელეა არა? აი მე კი ჩემს თავზე კარად ვიხალისე. თავი ისევ ექვსი წლის მეგონა, ჩემი ბორბლებიანი ცხენიდან მზეთუნახავის ცხვირსახოცის ასაღებად რომ ზედმეტად გადმოვიხარე და ცხვირპირიც ავილეწე.

ნეტავ რას შვრება ახლა ლიზა? ვიცი, ცრემლებამდე ვენატრები, მაგრამ ტელეფონში არ იმჩნევს. როგორ მინდოდა ისიც წამოსულიყო… მაგარმ ბავშვებს ვინღა მიხედავდა? ორ დღეში მეც მივეშველები. არა, ლიზა ამ ვაგონში ნამდვილად ვერ გაძლებდა. ლეიბს შარდის სუნი ასდის და ჩემი კუპეს სამი მეზობელი საოცარ სინქრონში ხვრინავს. მშვენიერი კომბინაციაა, ღმერთმანი!

დასახლებული ადგილები დამთავრდა. ირგვლივ მარტო მინდვრებია და ყოველ რამდენიმე კილომეტრში პატარა ქვესადგურებიდან ყვითელფორმიანი, ნამძინარეევი კაცები დიდი დაკვირვებით ანათებენ მატარებელს ფარნებით. სიმართლე თუ გინდათ, მთლად კარგად ვერ გავიგე მააგათი დანიშნულება. ჩემნაირ, ფანჯრიდანთავგადმოყოფილ, მგზავრებს თუ ამოწმებენ…

დანგრეული, მიტოვებული შენობები გამოჩნდა. ათი წლის წინ, როცა ბოლოჯერ ვიმგზავრე ოლდვილისკენ, ეს შენობები ზუსტად ასევე იდგა აქ. არაფერი შეცვლილა. ე. ი. სახლამდე სულ ორი საათის სავალიღა დარჩა. მაგრამ ახლა ისევ შემომიტია დეპრესიამ. ჯანდაბა! შუა კვირაში სამსახური დავიკიდე: უეჭველად გამაგდებენ! თან, ბოლო დროს აბსოლუტურად უნაყოფო გავხდი. გეუბნებით, დეპრესიამ შემჭამა მეთქი. არადა, სხვას რომ ჰკითხო, რა დროს დეპრესიაა, როდესაც ცხოვრება ძალიან ბევრისთვის სანატრელად მაქვს აწყობილი (აჰ, მაინც წამომცდა ეგ ფრაზა! ვერ ვიტან სიტყვათა ამ შეხამებას: „აწყობილი ცხოვრება“. სრული ეგოიზმის ნიმუშია!) ჩემ ადგილას, ალბათ, სხვა ტვინს გაანძრევდა და სოფელში უეცარი გაქცევის ნაცვლად კარიერას მიხედავდა. აი მე კი სრული იდიოტი ვარ! დავადე თავი და ერთ საათში უკვე ოლდვილში ვიქნები. ღმერთო, მაინც რამ გამომატვინა!

მაგრამ, იცით, ყელშია, უკვე, ეს დაგეგმილი ცხოვრება. ხანდახან საჭიროა, იდიოტიც იყო.

ჯანდაბა, იდიოტი, მაგრამ თავისუფლი!

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in მშვიდობიანი საკითხავი and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to თავისუფალი იდიოტი

  1. sophia ამბობს:

    ნეტავ ახლა, მეც მასეთი ”იდიოტი” ვიქნებოდე… (ყველაფერი მიიქცევა და მოიქცევა. )

  2. wild child =)) jojo ამბობს:

    vaime ZROOOOU…. ar vici chemi emociebi exla ra sityvebit gadmogce… SAOCRAD MOMEWONA DA DAMGRUZA COTAARIYOS : (((((

  3. »♥» ana «♥« ამბობს:

    ❤ მმ,კარგი იყო..

  4. same old fears ამბობს:

    შენ ოდესმე თუ აღმოგიჩენია ღა მის ( თუ საღამოს) ათ საათზე, გადატენილ 88 ნომერ ავტობუსში რო ახვალ და 5 წუთ შჲ შენს ყურათVნსმენას Pink Floyd-Hey You
    მერე გაკვირვებული თვალებით უყურებ შენს თანამგზავრს და მაინც ვერ იჯერებ რომ ეს ავტობუსში გესმის :დ
    მერე უბრალოდ
    …..
    რა შუაშჲ იყო ხო მარა მაინც :

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s