რა გვასწავლის სკომედი შოუ, ანუ მანდატური ვარ, ბიჭო!

შეამჩნევდით, ალბათ, როგორ გვანებივრებენ ჩვენი ტელევიზიები საინტერესო გასართობ–შემეცნებითი გადაცემებით. ბევრი ასეთი გადაცემის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ მოდით, დღეს ერთზე შევჩერდები, რომელიც, ჩემი აზრით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. ეს არის ყველასათვის საყვარელი „კომედი შოუ“, რომელშიც სახელის გარდა კომედიას ვერსად იპოვით. ბოლო გადაცემის პირველმა სკეჩმა სრულიად დამარწმუნა ამაში და კიდევ უფრო მაფიქრებინა, რომ ეს, ერთი შეხედვით უწყინარი, ხალხის გართობისთვის განკუთვნილი სანახაობა შესანიშნავი იდეოლოგიური მანქანაა.

რაც სკოლების გამანდატურიანება დაიწყო, მედიაში ძალიან ხშირად ისმის კრიტიკა მათ ამ რეფორმის მიმართ. ზოგს რა არ მოსწონს მანდატურებში, ზოგს რა… შესაბამისად, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, გამოჩნდა საწინააღმდეგო აზრიც, რომელიც აქტიურად ცდილობს ხალხს დაანახოს ამ რეფორმის უნაკლოობა. ჰოდა, ამ მხრივ არც „კომედი შოუ“ ჩამორჩა სხვებს და 5 დეკემბრის გადაცემის პირველი სკეტჩიც სწორედ მანდატურებზე გახლდათ.

მე, პირადად, ამ სკეტჩმა ძალიან კარგად მაჩვენა, თუ როგორ შეიძლება ადამიანს ძალიან მარტივად, სიცილ–სიცილით შეაპარო შენი აზრი. ვეცდები, უფრო ზუსტად განგიმარტოთ, თუ რას გვასწავლის „კომედი შოუ“.

გაკვეთილი პირველი: ნუ „იპადხალიმებ“ მანდატურთან, სულ ერთია, მაინც ვერაფერს გახდები.

თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ მანდატურსა და მოსწავლეს შორის გამართული დიალოგის ნაწყვეტს:

მოსწავლე: დიდი მადლობა ყუდადღებისთვის, მანდატურო, რომ მე დავეცი და წამომაყენეთ და რომ ყოველთვის ზრუნავთ ჩვენზე… (და ა.შ.)

მანდატურები (ერთმანეთში): ეს ბავშვი სამოცდაათიანებშია დაბადებული.

გაკვეთილი მეორე: მასწავლებელო, ნურასოდეს ეტყვი მანდატურს, რომ შენს კლასში ყველაფერი კარგადაა, ის მაინცყველაფერს ხედავს.

ეს იმ ეპიზოდიდან გამომდინარე, როცა მასწავლებელი გულმოდგინედ უმტკიცებს მანდატურებს, რომ მის კლასში მათი მეშვეობით სიტუაცია დაწყნარდა. ხოლო ოთახში თავდაცვისთვის ფარმომარჯვებული შედის. შემდეგ ისევ მანდატურები ერთმანეთში: ეს არის სიწყნარე? მეტი რაღა ვქნათ?

გაკვეთილი მესამე: ბავშვებო, თქვენ ამბობთ გამოვსწორდითო? მშობლებო, თქვენ კი ეს გჯერათ? სამაგიეროდ ჩვენ ვიცით, რომ თქვენი შვილი პოტენციური მკვლელია.

ეს იმ ეპიზოდიდან, როცა სკოლაში მოსული მოსწავლე მანდატურებთან თავაზიან საუაბარში აღნიშნავს, რომ დანას აღარ ატარებს, ჩანთიდან კი ავტომატის ლულა უჩანს და რატომღაც ქიმიის მასწავლებელს ეძებს.

გაკვეთილი მეოთხე: ოროსანო რევოლუციონერებო, თქვენი ყველა მცდელობა განწირულია: სარკეში მაინც ჩაიხედეთ, რას გავხართ (ეს, ვფიქრობ, ამ სკეტჩის უმთავრესი სათქმელიც იყო)!

აქ მასწავლებლის თავით სარკისჩამმტვრევი  მოსწავლე მანდატურებს ემუქრება, „ოროსნების რევოლუციას მოგიწყობთო“. შემდეგ კი ომახიანად წარმოთქვამს: „შაშკინ, მოვდივარ!“ (პარალელის გავლება თქვენთვის მომინდია).

გაკვეთილი მეოთხე: აი, რატომ ვხსნით დირექტორებს.

ეს იმ ეპიზოდის მიხედვით, როდესაც სკოლის დირექტორი ზურგით დაატარებს ბავშვს იმიტომ, რომ მასთან ბანქოში წააგო.

გაკვეთილი მეხუთე (დასკვნა) მანდატური ვარ ბიჭო!

ამის საილუსტრაციოდ ისევ დიალოგს მოგიყვანთ სკეტჩიდან:

სკოლაში მოსული გაღიზიანებული მშობელი მანდატურებს: მანდატრუები ხართ თუ ვინ ხართ? ბავშვს რატომ მიჩაგრავთ? თურმე ერთი ურტყამდა ხუთ კაცს და თქვენ დაგიკავებიათ!… (და ა.შ.)

მანდატურები მას ჯერ მშვიდად ესაუბრებიან, ხოლო როდესაც მშობელი არ ცხრება, იწყება შოუს კულმინაცია.

მოთმინებიდან გამოსული მანდატური მშობელს (საშინელი ღრიალით): რა არი ბიჭო! რა არი! ვინა ვარ ბიჭო მე?! მანდატური ვარ ბიჭო! გადაგამტვრევ, ჩაგიტეხავ  ბიჭო! დავაი ახლა აქედან! (და პანჩურს ურტყამს).

მშობელი, რა თქმა უნდა, უკან იხევს (მარტივად რომ ვთქვათ, ჩმორდება), მანდატური კი თავის კოლეგას სრულიად მშვიდად უხსნის, რომ რა ქნას, ისიც ადამიანია და ოდნავ მოეშალა ნერვები. თან დასძენს: როგორ შეიძლება, ასეთი მშობლები არსებობდნენო.

***

ამ ჩემი პატარა ანალიზის შეფასება უკვე მკითხველისთვის მომინდია. მე კი მარტო ერთი კითხვა მიჩნდება: რადგან მაინც არსებობს ეს გადაცემა, არ ჯობია, მარტივად, კომედი შოუს მაგივრად იდეოლოგი შოუ დაგვერქმია? სახელს მაინც გაამართლებდა.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ნაფიქრი and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

7 Responses to რა გვასწავლის სკომედი შოუ, ანუ მანდატური ვარ, ბიჭო!

  1. »♥» ana «♥« ამბობს:

    არადა,არც სულ ეგეთები არიან მანდატურები 🙂 მაგრამ არც კანფეტებს გვჩუქნიან : |
    😀

  2. rustavskaia ამბობს:

    chem skolashi chuqnian ogond patarebs 😛

  3. Me ამბობს:

    მესამე მომეწონა განსაკუთრებით :D:D:D

  4. :) ამბობს:

    შეგიძლია შენი დამოკიდებულება მკაფიოდ გამოხატო? ანუ ვერ გავიგე ეს სკეტჩი მოგწონს თუ არა? და კონკრეტულად რა მოგწონს და რა არ მოგწონს.

    • მოდი, 2 მხრიდან შევხედავ და გეტყვი:
      1) ეგეთი რამეების დადგმა სკეტჩში ძალიან მაგარი საშუალებაა ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის და ამ შემთხვევაში, დამიჯერე, ისე კარგად გამოსდით, რომ ტაშის ღირსები არიან.
      მაგრამ:
      2) როცა იუმორისტული შოუ იუმორის ფარგლებს სცილდება და იდეოლოგიის გავრცელებაზე გადადის, მე ვიქრობ, რომ საშინელებაა…
      საბოლოო ჯამში სკეტჩმა, პირდაპირ გეტყვი, შემაშინა (გამხიარულებაზე ლაპარაკი ზედმეტია)

  5. xatia ამბობს:

    აბსოლუტურად გეთანხმები და, ვფიქრობ, ვისაც ცოტა მაინც გონი უჭრის , არ გაუჭირდება ამის დანახვა. იგივე ხდება არატრადიციული ორიენტაციის ადამიანთა “არაჩვეულებრივ” შარჟს რომ აკეტებენ(რა ამაზრზენად გამოსდით!!!აშკარად, იუმორთან უჭირთ)

  6. HER ამბობს:

    მე მოსწავლე არ ვარ და არ ვიცი როგორები არიან მანდატურები, საინტერესო იქნებოდა მოსწავლეების და მშობლების აზრი ამასთან დაკავშირებით. ისე მეჩვენება რომ ამ შოუში მანდატურებს იმაზე ცუდებად წარმოაჩენენ, ვიდრე არიან. არა მგონია კომედი შოუს ბიჭები ყოველი სკეტჩის მოფიქრებისას იჯდნენ და იმაზე მსჯელობდნენ, აბა ეხლა რა იდეოლოგიური დატვირთვა მივცეთ ჩვენს სკეტჩსო.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s