წერილი ქართულ ელიტარულ (Fეშენ) საზოგადოებაში მიმღებ კომისიას

გამარჯობა(თ). ვარ ცხრამეტი წლის, თქვენს რიგებში მოხვედრის სურვილით არტყინებული ყმაწვილი. ვთვლი, რომ ჩემი მიღებით კიდევ ერთ ფრიად საჭირო სახეს (Fეისს) შეიძენთ, რადგანაც მე სრულიად ვაკმაყოფილებ იმ სტანდარტებს, რომლებიც დღეს ქართულ ელიტაში მოსახვედრად ასე აუცილებელია.

მეტი დამაჯერებლობისათვის იხილეთ ჩემი CV.

პროფესიული უნარები:

ვარ პერსპექტიული კორუმპირებული ჟურნალისტი. შემიძლია, პირდაპირ ეთერში გავუკეთო რეკლამა ნებისმიერ რამეს (ან ვინმეს) და პირიქით, მიწაში დავმარხო ყველა და ყველაფერი – მთავარია, ანაზაღაურება იყოს მაღალი. ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია საზოგადოების აზრის მიმართვა იქით, საითაც ამას უფროსობა მიბრძანებს. არ ვიცი ქართული გრამატიკა, არ მაქვს მდიდარი ლექსიკური მარაგი, მაგრამ საუბრისას წარმატებით ვიყენებ ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა: ეგზისტენციალიზმი, პლურალიზმი, კონსეესუსი, კონტრიბუცია, ბიჰევიორიზმი და ა.შ. (რაღა თქმა უნდა, მათს მნიშვნელობებზე წარმოდგენა არ მაქვს). ასევე, წარმოდგენა არ მაქვს, თუ რა წერია ჟურნალისტური ეთიკის კოდექსში, სამაგიეროდ, მაქვს საკუთარი კოდექსი, რომელში საჭიროებისამებრ, დროგამოშვებით შესწორებები შემაქვს.

ვარ იმედისმომცემი მუსიკოსი. არ მაქვს სმენა, არც ხმა, არც გემოვნება, სამაგიეროდ ვწერ სიმღერებს ნებისმიერ თემაზე. ჩემს რეპერტუარში არის სიმღერები პატრულზე, სატელევიზიო გადაცემებსა და რამდენიმე სახელისუფლებო სტრუქტურაზეც.

ვარ, ასევე, ძალიან ამბიციური მწერალი. შემიძლია, ვწერო მთელი ათი გვერდი აბდაუბდა და მასა სიღრმისეულად გასაანალიზებელი მოთხრობა ვუწოდო. ვწერ თეთრ ლექსებს, რადგან არ მაქვს რითმის შეგრძნება. შემიძლია, დავწერო ნაწარმოები სახელწოდებით „ბანანის ქერქში მოჟონავს მუზა“ და შემდეგ ვამტკიცო, რომ ის ნეოსურეალისტური პოეზიის ნიმუშია (რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ მაქვს, თუ რას ნიშნავს ნეოსურეალიზმი).

სხვა უნარები:

არ მაქვს ჯგუფური მუშაობის უნარი, რადგან შემიძლია, საჭიროებისამებრ გავაკრიტიკო და გავლანძღო (უსამართლოდაც) ნებისმიერი, ვინც ორი წუთს წინ ჩემი პარტნიორი იყო.

ძალიან კარგად მაქვს განვითარებული საფეთქელზე შუა თითის მიდების უნარი და შემიძლია, სოფლელი, ხეპრე და გოიმი ვუწოდო ყველას, ვინც თვალში არ მომივა – მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონაც სოფლელი ვარ (თუმცა, რა თქმა უნდა, ამას არამც და არამც არ ვამხელ).

არ ვარ კომპეტენტური თითქმის არცერთ სფეროში, მაგრამ შემიძლია, საჭიროებისამებრ, ნებისმიერ საკითხში ექსპერტის როლი მოვირგო. და, თუკი, ამის გაკეთება რომელიმე ტელოშოუში მიწევს, მით უმეტეს.

შემიძლია, ასევე, არ გამოვტოვო არცერთი ქართული Fეშენ შოუ, სანახაობა (პერფომანსი) და ა.შ. და, რაცმ მთავარია, მაქვს უნარი, ზედმიწევნით დამაჯერებლად ხმამაღლა ვიძახო, რომ ირგვლივ ძალიან მაგარი აურაა, და ვურჩიო ყველას, რომ ეს აურა საკუთარ თავზეც გამოსცადოს.

ყოველთვის ვყიდულობ ტანსაცმელს რომელიმე ბაზრობაზე საქართველოში, თუმცა მუდამ აღვნიშნავ, რომ უცხოეთში ვიმოსები.

გაკეთებული მაქვს რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია, მაგრამ ან საერთოდ არ ვაღიარებ ამას, ან, თუ გარემოება (მაგალითად, ისევ ტელეშოუ) მოითხოვს, გულახდილად შემიძლია გავამხილო, რომ მხოლოდ ოდნავ მაქვს შესწორებული ცხვირი ან ტუჩი.

ასევე, მაქვს მშვენიერი მკერდი, რომელსაც, ვთვლი, რომ კიდევ უფრო დაამშვენებდა ღირსების ორდენი.

ვფლობ კომპიუტერულ პროგრამებს:

თვით კომპიუტერი, მაუსი, კლავიატურა, მონიტორი, Skype, Facebook. ამჟამად ვეუფლები Twitter–ს, რადგან, ამბობენ, ცოტა ხანში მოდაში შემოვაო. ადრე ვფლობდი ოდნოკლასნიკსაც (ოდნოებს), მაგრამ შემდეგ გაბანძდა და გავაუქმე.

ვარ წევრი საზოგადოებრივი ჯგუფებისა (Facebook-ში):

ყველაზე ლამაზები; თბილისის გამორჩეულები; Fეშენ სასტავი; ყველაზე „ჭკ“–ები.

მაქვს:

სურვილი, გავხდე ქართული ელიტარული (Fეშენ) საზოგადოების ოფიციალური წევრი.

ასევე მაქვს:

იმედი, რომ ჩემი მონაცემების გაცნობის შემდეგ დაუფიქრებლად მიმიღებთ თქვენს რიგებში, რადგან მეც ერთერთი თქვენგანი ვარ.

პატივისცემით

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in კვირის პალიტრა and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

22 Responses to წერილი ქართულ ელიტარულ (Fეშენ) საზოგადოებაში მიმღებ კომისიას

  1. niksologi ამბობს:

    კარგად ვიღადავე, ჯიგრული რამეა 🙂

  2. rustavskaia ამბობს:

    dzaan dzerskeaaa 😀 😀 :D: D 😀 😀

  3. ლაშარელა ამბობს:

    ჯერ ბოლომდე არ ჩავსულვარ და ისე მომეწონა რომ ვაკომენტარებ : )))

    რასაც ბლოგზე ასე თუ ისე აღმა თუ დაღმა პოსტებში გადაფანტული ვწერდი, ასე ლაკონურად ერთ პოსტში თავმოყრილი არ მინახავს.

    ყოჩაღ!

  4. Katiee.Ge ამბობს:

    ღენიალნო ! 😀

  5. გამოხმაურება: the Blogger of the Year (წლის ბლოგერი) « Nomad's Blog

  6. ტასი ამბობს:

    შენ რა მაგარი ვინმე ხარ! ასეთი პატარა (ასაკით) და მშვენიერი სატირიკოსი უკვე!

  7. xatia ამბობს:

    ase kargad dgevandeli feshin-elita jer aravis dauxasiatebia…iumoria “ჭკ”…:D

  8. xatia ამბობს:

    ჩემი მხრიდან არ მოუხდება:D

  9. Mari ამბობს:

    Shen publikacias dges wavawydi,da gaognebuli var!!! mec maqvs dawerili msgavsi werili, romelic “tbilisi Lives” mivudzgveni da romelic shensas dzalian gavs!

  10. Mari ამბობს:

    shens publikacias dges wavawydi da gaognebuli var!!! mec maqvs dawerili msgavsi shinaarsis werili romelic shensas dzalian hgavs!!!

  11. scorpion ამბობს:

    zustad mizanshia nasroli 😀

  12. Alexander ამბობს:

    😀 😀 eh ra macinebs neta

  13. David Namdvili ამბობს:

    “არტყინებული” რას ნიშნავს?

  14. გელა ამბობს:

    მართლა მაგარია!!! 100%

  15. otius ამბობს:

    მშვენიალური პოსტია :დდ

  16. Agasfer ამბობს:

    ჰაჰააააააააააა :დ ძალიან მაგარია “დდ 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s