Поживем – Увидем

მოდი, ვნახოთ ახალი წელი.

მე ის მანამდე მომწონდა, სანამ თოვლის ბაბუა ბალიშის ქვეშ (მერე ნაძვისხის ქვეშ) საჩუქრებს მახვედრებდა.

მერე, 12 წლის რომ ვიყავი, ბიძაჩემმა მითხრა, შენ იმის თქმა გინდა, რომ კიდე გჯერა თოვლის ბაბუისო? თუმცა მე მაინც მომწონდა ახალი წელი.

უფრო სწორად, ახალი წელი კი არა მისთვის სამზადისი მომწონდა: დედა შეშის ღუმელში აცხობდა ნამცხვრებს, რომლებსაც ჩუმად ვპარავდი კრემს. შემდეგ ზედ მოსასხმელი შოკოლადის ნარჩენებს ქვაბითვე მაწვდიდა რომ სურვილი დამეკმაყოფილებინა, თუმცა მე მაინც მერჩივნა ლანგარზე ნამცხვრიდან ჩამოწვეთებული შოკოლადი მეტლიკა თითით. მამაჩემი, როგორც ყოველთვის, ასხამდა ღვინოს და გვამარაგებდა ათასნაირი სასმელეულობით 🙂 თავიდან ეს სასმელეულობა “ლიმონათის ცეხში” ნაყიდი, 5–თეთრიანი კანფეტის ექსტრაქტზე დამზადებული 25 თეთრიანი (ბოთლის დაბრუნების შემთხვევაში, 20–თეთრიანი) ლიმონათი იყო, ხოლო შემდეგ ლიმონათს კოკა–კოლა და ფანტაც დაემატა.

შემდეგ ჩვენ, ყველანი ახალი წლის მოლოდინში მორიგეობით ვთამაშობდით ნარდს “მოხეტიალე”, იგივე, “ლევვი” დენით ანთებული ნათურის შუქზე. ან, თუ ნავთი იშოვებოდა, ლამპაც ინთებოდა ხოლმე. მერე, სადღაც, ასე, ათი საათისთვის შუქი მოდიოდა და ჩვენ გვქონდა მთელი წლის განმავლობაში ისეთ დღე, როდესაც რეგიონული ტელევიზიით გადაცემა “ხსოვნა” არ გადაიცემოდა. სამაგიეროდ, გადიოდა ფილმი “პირველი რაინდი” (არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, რიჩარდ გირი და შონ კონერი თამაშობენ), რომელიც, დღესაც ვერ ვხვდები, რა შუაში იყო ახალ წელთან. თუმცა, უნდა ვაღიარო, ყოველ წელს ვუყურებდი, რადგან სანახავი თითქმის არაფერი იყო.

შემდეგ გავივსებდი ჯიბეებს კანფეტებით და ნახევარი სამეზობლო უკვე ჩემი მილოცვებით ივსებოდა. მომწონდა ეს პროცესი – დიდი მეგონა თავი…

თუმცა წლითი–წლობით სადღესასწაულო განწყობა სადღაც გაქრა. ახა ლი წელი უფრო ფორმალობას დაემსგავსა, რომელსაც ყოველ წელს აღვნიშნავთ (თან ორჯერ), რომ, იდეაში, ახალი ციკლის დაწყებას კარგ ხასიათზე შევხვდეთ.

მაგრამ, მე დღესაც მჯერა, რომ თოვლის ბაბუა არსებობს და ცხოვრებაში ერთხელ მაინც მომიტანს საჩუქარს, რომელიც ძალიან გამახარებს.

მე მჯერა, რომ არსებობს ლაპლანდიაც, სადაც ახალ წელს ამზადებენ. თუმცა, ცუდი ისაა, რომ მათს სადისტრიბუციო არეალში, რატომღაც, საქართველო (ან, ყოველ შემთხევავში, მისი ის მცირე ნაწილი, რომელსაც პირადად მე ვიკავებ) არ შედის.

მე იმისიც მჯერა, რომ ის, რასაც ახლა ვწერ უბრალოდ ჩემი პესიმისტური განწყობის ბრალია და ცოტა ხანში ამ ნაწერზე უბრალოდ გამეცინება.

მაგრამ, როგორც ამბობენ, Поживем – Увидем.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in წყევლაკრულვიანი საკითხავი and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to Поживем – Увидем

  1. sophia ამბობს:

    samagierod mec mjera tovlis papis arsebobis……. da ar gagecineba imitom romm..imitom rom…

  2. fiqro ამბობს:

    guli metkina 😦 Cemi bedkruli 90 ianebis bavSvovba

  3. same old fears ამბობს:

    shen a(e)xla da me arc bavshvobashi
    mituemtes arc e(a)xla

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s