ესეც თქვენ, ინფორმაცია

დადგა ზამთარი და ჩვენს საინფორმაციოებსაც გაუჩნდათ თემა, რაზე უნდა ილაპარაკონ: მოდი, დავფიქრდეთ და გავიხსენოთ ის ბოლოს როდის იყო ისეთი დრო, როდესაც დეკემბრიდან თებერვლამდე (პლუს–მინუს ერთი თვე, ამინდებს გააჩნია) „ქრონიკის“, „კურიერისა“ და სხვა გამოშვებების მთავარი სიუჟეტები ქათმის, ღორის, ცხვრის, მაიმუნისა თუ ბეჰემოტის (შეიძლება, ვაზვიადებ ცხოველთა სახეოებებს, მაგრამ თუ ამ ტემპით გაგრძელდა, მგონია, ეგეთებსაც გავიგებთ) გრიპით დაავადებულებისა და გარდაცვლილების რიცხვის ზრდაზე გვამცნობენ. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ეგეთი რამ არ მახსენდება. გასაგებია, რომ გრიპი არის ავადმყოფობა, რომლისაც უნდა გვეშინოდეს. ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ ზამთარში, ჩვეულებრივ, ვცივდებით ხოლმე, გვაცემინებს, ზოგჯერ სიცხე გვაქვს და ა.შ., მაგრამ რამდენად არის ეს ისეთი მნიშვნელოვანი თემა, რომ ჟურნალისტები (აქ ბრჭყალების ხმარება ურიგო არ იქნებოდა) ლამის ნადირობენ გრიპით საავადმყოფოში მოხვედრილებზე, რომ საღამოს ღიმილიანი სახით ახალ–ახალი ფაქტები შემოგვთავაზონ.

მე მაქვს კითხვა: ამაზე უარესი ჩვენთან არაფერი ხდება? რატომ არცერთ საინფორმაციო გამოშვებას არ მოუვიდა თავში იმის გარკვევა, თუ რატომ დაემართა გრიპი იმ უბედურ ადამიანს, შემდეგ საავადმყოფოში რომ მოხვდა? იქნებ სახლში ფანჯრებში მინები არ აქვს? იქნებ ჭერიდან წაყალი ჩამოსდის? ან გაზის საფასურის გადასახდელი ფული არ აქვს და 20–ლარიანი ელექტროღუმელით სახლს ვერ ათბობს. ან, საერთოდ, იმ რაიონში, რომელშიც ცხოვრობს, საერთოდ არ არის გაზი და ჯერ კიდევ შეშის ღუმელით ათბობს სახლს: შეშის ფული კი წელს ვერ შეაგროვა და სიცივეში დარჩა? ან იქნებ სანამ გრიპი დაემართებოდა, უბრალოდ გაცივდა (რაც, ზამთარში აბსოლუტურად ჩვეულებრივი რამაა), მაგრამ წამლის ფული არ ჰქონდა, რომ გაციება დასაწყისშივე შეეჩერებინა და ამიტომაც გადაეზარდა გრიპში? რატომ არავინ დაფიქრებულა ამაზე? ან იქნებ დაფიქრნენ, მაგრამ გარკვეული თუ გაურკვეველი მიზეზის გამო არ გააშუქეს მომხდარი ამ კუთხით.

დღევანდელი 8–საათიანი „ქრონიკის“ პირველივე სიუჟეტიც ამ თემაზე იყო და ერთი ფრაზა მომხვდა ყურში: ღორის გრიპის გამო საავადმყოფოში მოხვედრილთა შორის 18 წლის ორსული გოგონაც (ისე, ალბათ, აჯობებდა, ეთქვათ, ორსული 18 წლის გოგონაო) არისო. რატომ არ გაუჩნდა „ქრონიკას“ კითხვა იმაზე, თუ რატომ არის 18 წლის გოგო უკვე 7 თვის ორსული? და, საერთოდ, რატომ არავინ კითხულობს, ყოველწლიურად რატომ იზრდება საქართველოში არასრულწლოვანთა ქორწინებების რიცხვი? და როცა ყოველღე „ევროპეიზაციაზე“ ჩაგვჩიჩინებენ, რატომ არავინ გვეუბნება იმის შესახებ, რომ დასავლეთში, მაგალითად, ამარიკაში, ქორწინების საშუალო ასაკი თითქმის 8 წლით მეტია ვიდრე ჩვენთან?

ძალიან ბევრი კითხვა დავსვი? აი პასუხები რომ მქონოდა ამ კითხვებზე, არ დავსვამდი, მაგრამ, ეჭვი მაქვს, სანამ ჩვენი საინფორმაციო გამოშვებები ისევე გააგრძელებენ მოვლენების გაშუქებას, როგორც ახლა აკეთებენ (თქვენ წარმოიდგინეთ, იმის ეჭვიც მაქვს, რომ ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდება ასე), კიდევ ბევრი შეკითხვა გამიჩნდება და, იმედს ვიტოვებ, ოდესმე მაინც მეღირსება პასუხები. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გვაჯახებენ პირველად მაინცდამაინც ისეთ ინფორმაციას, რომელიც კიდეც დაგვამწუხრებს და არც არაფერს გვეტყვის ახალს (ერთი გასროლით ორი კურდღლის დაჭერაა, ფაქტობრივად), ამაზე მე და არამარტო მე, ერთი პატარა მოსაზრება მაქვს. და, ვფიქრობ, არც თქვენთვისაა უცხო, რა კარგი საშუალებაა მასების სამართავად ფსიქოლოგიური ზემოქმედება: უფრო სწორად, კონკრეტულ რამისადმი შიშის დანერგვით ყურადღების სხვა რამეზე გადატანა. აბა სხვა რაზე უნდა ვიფიქრო ადამიანმა, რა უნდა ჩავთვალო უფრო დიდ პრობლემად, როდესაც უკვე ცხვირის დაცემინების მეშინია და თუ ვინმე ჩემს გვერდით დაცემინებს, ისე ვეუბნები „სიცოცხლეო“, თითქოს, ეს უკანასკნელი რამ იყოს, რასაც ის საცოდავი ცხოვრებაში გააკეთებს!

მეშინია, მეგობრებო, მეშინია, რომ ადრე თუ გვიან მეც ცხვირის დაცემინების უფრო მეტად შემეშინდება, ვიდრე იმისა, რაც მართლა საშიში და საფიქრალია.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ნაფიქრი and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

7 Responses to ესეც თქვენ, ინფორმაცია

  1. najafsandal ამბობს:

    მე მგონი სწორედაც რომ ’18 წლის ორსული გოგონაა’ სწორი ფორმა, თუმცა საერთო პათოსს ვეთანხმები 🙂

  2. ნუ გეშინიათ! მაინც ყვენალი ჩაძაღლდებით! :დ

  3. sophia ამბობს:

    მერე რამდენ მასეთ (სტლისტურ და ….) შეცდომას უშვებენ, რომ ჩაინიშნო ალბათ წარმოუდგენლად ბევრი იქნება. არადა ხალხი რომ უსმენს სწორი ჰგონიათ ეჩვევიან და მერე ისინიც მასე მეტყველებენ. ეს პრობლემაც უნდა განიხილო მგონი ცალკე.
    აი, ინფორმაციის შინაარსზე კი სრული ჩეშმარიტება გიწერია და მე რარაფერს დავამატებ. 😛

  4. xatia ამბობს:

    საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ტერორი მათი მართვის საუკეთესო საშუალებაა…აბა, დილით რომ იღვიძებ და ახალგაღვიძებულს დაუნდობლად რომ “მოგახარებენ”, აქ ამდენი კაცი გაიგუდა, იქ ვიგაც მოკლეს…2012ში ცოცხალი აღარ იქნები და ათასი”გამახარე “ამბები, მოდი და ნუ მიიღებ ფსიქოლოგიურ სტრესს და ნუ დაზომბდები. ამიტომაც ამბობს ზოგზოგიერთი:”შუქი ხომ გვაქვს? გაზი ხომ არის(მართლია გაზრდილი ტარიფებით, მაგრამ მაინც)? გზები ხომ არის და ბოჩელი ხომ მღერის?აბა რაღა ქნან ამათაც, ვაცალოთ ცოტაც” :D:D:D ეჰ, რა მაცინებს, რა!!!!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s