Easy A – მსუბუქი ყოფაქცევის ხუთოსანი

როცა ყველაფერი ყელში გაქ ამოსული, ცხოვრება გეზარება და უაზრო უსაქმურობისგან უკვე არ იცი რა აკეთო, უკიდურეს საშუალებას, რომელიმე ქართულ პირატულ საიტს მიმართავ ფილმის გადმოსაწერად. რამე ადვილად მოსანელებელი კომედია მინდოდა მენახა და ისიც ვიცოდი, რომ ჩვენი საიტების გადამკიდე მითითებულ ჟანრს დიდად არ უნდა ენდო, ამიტომ კარგა ხნის ძებნის შემდეგ შევჩერდი ფილმზე, სახელად Easy A, ანუ ქართულად მსუბუქი ყოფაქცევის ხუთოსანი (ეს ის შემთხვევაა, როდესაც საიტზე ფილმის სახელწოდება უშეცდომოდ და შინაარსის დაუმახინჯებლად იყო გადმოქართულებული).

ეს ფილმი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი დაბალბიუჯეტიანი (ეს დაბალი ბიუჯეტი 8 მილიონ $–ს უდრის) ფილმია, რომელიც, ალბათ, ვერასოდეს გახდება კინოკლასიკის დაუნიწყარი ნიმუში, მაგრამ, ჩემი არის მასში რაღაც აზრიანი. უფრო სწორად, აქ საკმაოდ სერიოზული პრობლემებია ძალიან მარტივად გადმოცემული: ყველაზე მთავარი კი ისაა (ანუ რამაც მე ყველაზე მეტად დამაინტერესა), რომ ამ ფილმში აღწერილი მოვლენები ძალიან ჰქავს ჩვენს დღევანდელ, ქართულ, რეალობას.

მთავარი გმირი ერთი ჩვეულებრივი ლუზერი გოგოა (ისე, ქართულად მაგას ხელმოცარული ჰქვია), უფრო ზუსტად კი, სკოლელები თვლიან მას ლუზერად, რადგან განსხვავებულია – თავის ასაკთან შედარებით ბევრად ჭკვიანი. თქვენ  ალბათ ახლა თვალწინ წარმოგიდგათ სათვალეებიანი, ჭორფლიანი, ცუდად ჩაცმული გოგონა, რომელსაც ყოველ გავლა გამოვლაზე სიცილ–ხარხარით ხვდებიან, თუმცა, მინდა გული დაგწყვიტოთ, ეს ასე არ არის. მოკლედ, ამ გოგოს თავისი დაქალის გადარეულ მშობლებთან ერთად შაბათ–კვირის გატარებისგან თავის დასაღწევად მოუწია, რომ ეცრუა, პაემანი მაქვსო. შემდეგ ამას მეორე ტყუილი მოჰყვა, რომ მას იმ ბიჭთან დაუვიწყარი სექსი ჰქონდა და აქედან დაიწყო ყველაფერი.

რა არის ამაში ქართული? ჯერ სად ხართ: დავიწყოთ იქიდან, რომ ეს სენსაციურური(!) ინფორმაცია წამებში მოედო მთელს სკოლას, რომელშიც, როგორც მე შემექმნა შთაბეჭდილება, ხელმოცარული ვაჟიშვილებისა და სექსზე მეოცნებე ქალიშვილების გარდა არავინ სწავლობდა. ჭორების ზესწრაფ გავრცელებას დაემატა კიდევ ერთი რამ, რაც, ვაღიაროთ, ყოველ ნაბიჯზე გვხვდება ჩვენ ირგვლივ: გაიგეს რა სკოლელმა ბიჭებმა, გოგო ქალიშვილი არ არისო, ეგრევე ენები გადმოყარეს და დაუყოვნებლივ შეუდგნენ ჩალიჩს ვნებების დასაკმაყოფილებლად. საქმეში, გაგიკვირდებათ და, ჩაერთო ჩვენებური მმკ–ის (მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის) მსგავსი დაჯგუფებაც, რომელსაც შეიძლება კშკ (კათოლიკე შვილთა კავშირი) დავარქვათ. კიდევ ერთი ჩვენებური ამ ფილმში იყო ის, რომ ფილმის მთავარი გმირი ჯერ ყველას ყურადღების ცენტრში მოექცა გავრცელებული ჭორების გამო (რომელთა გადამოწმებაც კი საერთოდ არავინ ისურვა), ხოლო შემდეგ ყველამ, მათ შორის, მეგობრებმაც, ზურგი შეაქცია. გარდა ამ ყველაფრისა, ფილმში ყურადღება გამახვილებულია ჰომოფობიის პრობლემაზე (არადა ჩვენი ღრმა რწმენით ამეერიკა ხომ ის ქვეყანაა, სადაც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების ტაშით ეგებებიან!), რაც, დამეთანხმებით, საქართველოში უკვე ღრმადაა ფესვგადგმული. ერთი სიტყვით, ფილმში მოცემულია თითქმის ყველა თემა, რომელზელზეც ყოველდღე მსჯელობენ ჩვენში: დაწყებული ქალიშვილობის ინსტიტუტიდან (ეს ქართული გაგებით, რა თქმა უნდა), დამთავრებული რელიგიური ფანატიზმით.ესეც თქვენი ხუთოსანი

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს არის ფილმი გოგონაზე, რომელიც რომანტიკულ სიყვარულზე ოცნებობდა, პირველ კოცნაზე ნამდვილი ჯენტლმენისთვის, რომელიც ბალახის საკრეჭი მანქანით გაასეირნებდა, როგორც ეს „ოთხომოციანი წლების ფილმებშია“ (ციტატა ფილმიდან): თუმცა მიიღო ის რომ, თავის უახლოეს მეგობართან ნათქვამი ორიოდე სიტყვის გამო, რომელიც შემთხვევით სკოლის ყველაზე „ძერსკმა“ (ესეთები კიდევ ყველა სკოლაშია და, მით უმეტეს, ყველა ამერიკულ მელოდრამაში) გოგომ მოისმინა, ყველამ დაუფიქრებლად მიიჩნია ბოზად. ჩვენი გმირიც ადგა და მიჰყვა დინებას, სანამ არ მიხვდა, რომ ეგრე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. სცადა ძალიან ბევრი ხერხი: მიაკითხა წიგნების მაღაზიას, რათა რელიგიური ლიტერატურის განყოფილებაში ბიბლია ეპოვა, მაგრამ რელიგიურის ნაცვლად ბესტსელერების განყოფილებისკენ მიასწავლეს; შემდეგ მოიარა ქალაქის თითქმის ყველა ეკლესია, რომ მღვდელი ეპოვა (მიუხედავად იმისა, რომ დიდად დიდად მორწმუნე არ იყო), რათა დალაპარაკეობდა, თუმცა საბოლოოდ მიხვდა, რომ პრობლემას ისევ თვითონ თუ გამოასწორებდა. საბოლოოდ კი… თუმცა, ეგ რომ გითხრათ, მერე რაღა მუღამი ექნება ფილმის ყურებას.

მოკლედ, თუ ამ რეცენზიამ ოდნავ მაინც დაგაინტერესათ, დააწკაპუნეთ პოსტერზე და ნახეთ ფილმი. თუ იმედგაცრუებული დარჩით, ქვემოთ არის კომენტარების ველი, სადაც ცენზურა არ მოქმედებს (თითქმის არ მოქმედებს 🙂 ), ხოლო თუ ფილმიც მოგეწონათ, ზემით Like–ღილაკიც არის და მანდ დაჭერა დიდ პრობლემას არ წარმოაგდგენს :). ასე რომ, კარგ კინოსეანსს გისურვებთ.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in შთაბეჭდილება and tagged , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

6 Responses to Easy A – მსუბუქი ყოფაქცევის ხუთოსანი

  1. sofo ამბობს:

    ნამდვილად ფრიად სასიამოვნო ჰოლივუდური ფილმი იყო საინტერესო შინაარსით და პერსონაჟებით, მართალია დაახლოებით ისეთი ტიპის ფილმს მიეკუთვნება, რომლის დასასრულსაც შუაში ხვდები, მაგრამ ეგ ჰეფი ენდიც მისაღებია.
    სხვათა შორის ემა სტოუნმა კარგად შეასრულა თავისი როლი და ამანდაც მომეწონა ძერსკი გოგოს როლში.

  2. salolas ამბობს:

    როგორ ჩავებიიი და როგორ ნერვები მომიშალე რომ ბოლომდე არ თქვი რა ხდება 😀 ეხლა ყურება მომიწევს და მცალია მე მაგისთვის ამ გმაოცდების დროს? 😀 სულ შენი ბრალია რააა : )))

  3. Tinatre ამბობს:

    სამ მომენტზე ვიცინე, არა ვიხარხარე:
    1) ვითომ სექსზე;
    2) ფსევდომორალისტ-მორწმუნეები რომ წრეში ისხდნენ და რა მოვუხერხოთ მაგ გოგოსო რომ “ნერვიულობდნენ”. მანდ მგონი ესეთი ფრაზა თქვეს:”ჩვენ ვილოცებთ მისთვის,მაგრამ აქედან ჯანდაბაში უნდა გავაგზავნოთ”;
    3) აი, ბიბლია რომ ბესტსელერებში იყო მაგაზე ამიტყდა კიდევ ისტერიკული სიცილი;
    მე მაგ ფილმში ყველაზე მეტად ფარისევლობას მივაქციე ყურადღება, ადამიანები რომლებიც პატიოსნების, რწმენის დამცველობაზე დებენ თავს თავად ყველაზე “გარყვნილები” გამოდიან, აი თუნდაც ის ტიპი, ერთერთი რელიგიონისტი, ქლამიდიოზი თუ რაღაც ჯანდაბა რომ აიკიდა სკოლის ფსიქოლოგისგან, რომელიც ასევე მოსწავლეების მორალურ-ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უნდა ზრუნავდეს თავის მხრივ. მოვა მერე ვინმე ასეთი და დამიწყებს ჭკუის სწავლებას სათნო სახით, ეგეც შენი ფარისევრული მორალი.
    და კიდევ, საბოლოოდ დავრწმუნდი რომ სტიგმატიზაცია ატრიალებს დედამიწას. ადამიანებზე ვმსჯელობთ არა იმით როგორია ეს ადამიანი სინამდვილეში, არამედ იმით რას ფიქრობს ადამიანთა უმეტესობა ამ ადამიანზე 😦

  4. ninnaka ამბობს:

    ნამდვილად არ მეგონა თუ ამ ფილმზე პოსტს აღმოვაჩენდი :)) ნანახი მაქვს და საკმაოდ მსუბუქი ფილმია, რომლითაც შეიძლება გაერთო და შენი თქმის არ იყოს “ვერასოდეს გახდება კინოკლასიკის დაუვიწყარი ნიმუში.” იმაშიც გეთანხმები რომ ქართული ელემენტები საკმაოდ ბევრია… მოკლედ ყველაფერში გეთანხმები და რაღა ბევრი გავაგრძელო და დროის მოსაკლავად შესანიშნავი საშუალებაა :))) Like 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s