შვიდი ფსიქოლოგიური თავდაცვითი მექანიზმი

წყარო: www. listverse.com

ნებისმიერი ადამიანის შინაგანი კონფლიქტის მიზეზი, ძირითადად, სექსუალური და აგრესიული იმპულსები და დაძაბულობაა. ჩვეულებრივ ეს კონფლიქტები მცირე დროში თავისთავად გვარდება ხოლმე, თუმცა, ზოგჯერ ასე არ ხდება. ჩვენი შინაგანი (ინტერნალური) კონფლიქტები შეიძლება, ძალიან დიდხანს გაგრძელდეს და ძალიან დიდი ვნებაც მოგვაყენოს. ჩვენ ხშირად ვტირით ვნერვიულობთ, რადგან ვშფოთავთ და ეს ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს. საბედნიეროდ, ჩვენს ორგანიზმს აქვს მექანიზმები, რომლებიც გვიცავს ისეთი უსიამოვნო ემოციებისა და შეგრძნებებისგან, როგორიცაა, თუნდაც, შფოთვა.

აი შვიდი მათგანი:

1 რაციონალიზაცია

რაციონალიზაცია არის ის, რასაც ნებისმიერი ჩვენგანი, სავარაუდოდ, ყოველდღე აკეთებს: იგი განიმარტება, როგორც „საკუთარი მიუღებელი ქცევისთვისთვის თუნდაც ყალბი, მაგრამ ეფექტური გამართლების მოძებნა (საკუთარ გონებაშივე)“. მაგალითად, რაციონალიზაციაა, როდესაც სტუდენტი ფულს პარავს თავის მდიდარ მეგობარს და საკუთარ თავს ეუბნება: „ის მდიდარია და ეს მისთვის დიდი დანაკლისი არ იქნება“.

2 იდენთიფიკაცია

იდენთიფიკაცია არის „ინდივიდის სხვა ადამიანებთან, სოციალურ ჯგუფებთან, სოციუმთან თვითგაიგივების ფსიქიკური პროცესი თვითშეფასების გასამყარებლად“. პრობლემების გადავიწყების ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივ მეთოდს საკმაოდ ხშირად მიმართავენ: განსაკუთრებით, დაუცველი ადამიანები (ან ისეთი ადამიანები, ვინც თავს დაუცველად გრძნობენ). ამის მაგალითია ადამიანების შეერთება სპორტულ გუნდთან, რომელიმე საძმოსთან, ელიტურ ჯგუფთან, ან, თუნდაც, რომელიმე სუბკულტურასთან.

3 მიმართულების შეცვლა

მიმართულების შეცვლა ეს არის ემოციების ან გრძნობების (ძირითადად, ბრაზის) მიმართვა მათი ნამდვილი გამომწვევი მიზეზიდან სხვისკენ (ძირითადად, უფრო სუსტისკენ). ასეთი რამ უფრო მეტად ხდება ისეთ ოჯახებში, სადაც ქმარი ცოლს ხშირად ეჩხუბება ხოლმე. დედას თავისი ბრაზი ვაჟიშვილზე გადააქვს, შედეგად ბიჭი თავის უმცროს დას უყვირის, შემდეგ და ძაღლს დაარტყამს, ხოლო ძაღლი კატას კბენს. ასეთივე შემთხვევაა, როდესაც მოკრივე საკუთარ ფრუსტრაციას (ემოციური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია გარკვეული სირთულით, დაბრკოლებით, მიზნის მიღწევის გზაზე) მოწინააღმდეგეზე, ან სავარჯიშო ტომარაზე ანთხევს.

4 პროექცია

პროექცია არის ადამიანის მიერ საკუთარი გრძნობების, ფიქრებისა თუ მოტივების ქვეცნობიერად სხვისთვის მიწერა. ეს თვისება სრულიად არ არის უჩვეულო და, სავარაუდოდ, ჩვენ ყველას გამოგვიცდია იგი. მაგალითად, როდესაც გაბრაზებულ გულზე ირგვლივ მყოფებს ვადანაშაულებთ, რომ ისინი მტრულად და ანტაგონისტურად განწყობილნი არიან. პროექციაა, ასევე, როდესაც პროფესიონალ პაროდისტს ჰგონია, რომ ყველა მის წაბაძვას ცდილობს (ისევე, როგორც თვითონ აკეთებს ამას).

5 რეგრესია

რეგრესია განიმარტება, როგორც „გამოუცდელი, უმანკო ქმედებისკენ მობრუნება“. ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს (ნებისმიერ ჩვენგანსაც აუცილებლად გადახდენია თავს). ერთერთი ყველაზე თვალსაჩინო შემთხვევაა, როდესაც თინეიჯერი მშობლების მიმართ აგრესიას გამოხატავს, უყვირის მათ, როდესაც მას არდადეგებზე ექსკურსიაზე წასვლის უფლებას არ აძლევენ. შემდეგ კი პირიქით, არბილებს საქციელს, რათა მათი გული მოიგოს.

6 რეაქციის ფორმირება

რეაქციის ფორმიერება ერთერთი ყველაზე უცნაური ფისიქოლოგიური თავდაცვითი მექანიზმია, რომელის ადამიანს აქვს, რადგან იგი არის აქცევა, როდესაც ადამიანი საკუთარი მოქმედებით თავის გრგნობებსა და განცდებს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება. მაგალითად, როდესაც ურთიერთობაში სიტყვები „მე ის მეზიზღება“ იცვლება სიტყვებით „მე ის მიყვარს“. ან, როდესაც უფროსი აწინაურებს ისეთ თანამშრომელს, რომელზეც, რეალურად, გაბრაზებულია.

7 რეპრესია

რეპრესია საფუძვლად უდევს ყველა ზემოთ ჩამოთვლილს და, ალბათ, მათ შორის ყველაზე უცნაურიცაა. იგი განისაზღვრება, როგორც „უსიამოვნო ფიქრებისა და გრძნობების ქვეცნობიერში დამარხვა“. რეპრესირებული მოგონებების გამო ძალიან ბევრი დაპირისპირება მომხდარა და საკმაოდ ბევრი დანაშაულიც. მოგონება, რომ პატარა გოგონას აწყენინეს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სიარულიც არ იცოდა, შეიძლება ბავშვს ქვეცნობიერში დაელექოს და ასაკთან ერთად აბსოლუტურად დაავიწყდეს კიდეც მანამ, სანამ წლების შემდეგ მეხსიერებაში უეცრად არ ამოტივტივდება. პრობლემა ამაში ისაა, რომ ასეთი მოგონებები ხშირ შემთხვევაში დამახინჯებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც რეპრესირებული ფაქტები საკმაოდ ზუსტი აღმოჩენილა, მაგრამ,  სასურველია, თუ ასეთ მოგონებებს დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებთ.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in შემეცნება and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to შვიდი ფსიქოლოგიური თავდაცვითი მექანიზმი

  1. NoNaMe ამბობს:

    ძალიან საინტერესოა… საღოლ 🙂

  2. Kate Mchedlishvili : ) ამბობს:

    არაცნობიერი– არაცნობიერი და მხოლოდ და მხოლოდ არაცნობიერი : ) დაივიწყეთ სხვა ტერმინი სადაც, ვისთანაც და როგორც არ უნდა ნახოთ..

    პ.ს. ამ დავის მექანიზმებს რაც შეეხება.. ვერ ვიტყვი, რომ უნივერსალურია, რადგან მხოლოდ ფროიდის ანუ ზოგადად ფსიქოანალიზის და ფსიქოდინამიკური თეორიების მიხედვითაა ასე.. 7, 9 ან მეტიც შეიძლება : )

    თუმცა თითქმის ყველა თეორია აღიარებს ერთს – განდევნას, ანუ რეპრესიას )
    (პ.ს. თუ დაგაინტერესებს განდევნაზე ესსეს მოგცემ, იცი სადაც მიპოვო :* )

    • ქეთი, ეს პოსტი ერთი საიტიდან ვთარგმნე, ასე რომ შინაარსზე პასუხისმგებელი არვარ 😀 (ნუ, ერთ–ორ ადგილას ჩემეულიც ჩავურთე, ფსიქოლოგიის ენციკლოპედიიდან განმარტებები) :p
      ესეს თუ მომცემ, დიდად დამავალებ 🙂 ხომ იცი, მე და ფსიქოლოგია ახლოს ვართ 😀

  3. xatia ამბობს:

    შეგიძლია ამიხსნა, რის საფუძველზე ხდება რეაქციის ფორმირება?ანუ რატომ არ არის ადამიანის განწყობის, გრძნობებისა და მისი საქციელის თანხვედრა?რა ფსიქოლოგიური მოტივი არსებობს, ამას თუ ამიხსნი კარგი იქნებოდა…

  4. ♥ მარიტა ♥ ამბობს:

    მეც მაქვს ამ თემაზე დაწერილი, საკმაოდ საინტერესოა 🙂 ლექციაზე მოვისმინე და შემდეგ მივხვდი, რომ რაციონალიზაციას ყველაზე ხშირად მივმართავთ, რაც თავის გამართლებას ძალიან გავს 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s