მამა, ცოლი მინდა

შეამჩნევდით, ალბათ, როგორი ხშირია საქართველოში ქორწინებები ადრეულ ასაკში. ვებგვერდ, geoyouth.ge–ს ცნობით დღეს ჩვენთან ქორწინების საშუალო ასაკი 20-24 წელია. მაშინ, როცა, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ადგილობრივი საიტის, about.com–ის მონაცემებით (რომელიც, თავის მხრივ, აშშ–ის მოსახლეობის აღწერის ბიუროს ეყრდნობა), ჯერ კიდევ 1981 წელს ეს მაჩვენებელი მამაკაცებში ოცდახუთ, ხოლო ქალებში ოცდაორ წელს უდრიდა (იმავე მონაცემებით ქოწინების საშუალო ასაკი აშშ–ში ყოველ წელს იმატებს). საშუალო ასაკისა რა გითხრათ, მაგრამ, თითქიმის ყოველ წელს იმატებს საქართველოში თექვსმეტი–თვრამეტი წლის ახალგაზრდების ქორწინებათა რიცხვი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით დაქორწინებული თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის ბიჭების რიცხვი 2005–დან 2009 წლამდე  332–დან 465–მდე, ხოლო ამავე ასაკის გოგონებისა – 1690–დან 3199–მდე გაიზარდა.

ვერ გეტყვით, ეს სტატისტიკა საბედნიეროა თუ სამწუხარო, მაგრამ ფაქტია, ჩვენ ირგვლივ ძალიან ბევრია ადრეულ ასაკში დაქორწინებულ და განქორწინებულ ადამიანთა რიცხვი. შესაბამისად, ეს თემა არავისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისათვის, უცხო არ არის და ამის შესახებ საკმაოდ მრავალფეროვან და საინტერესო ამბებსაც ყვებიან:

ქეთი 22 წლის:

ჩემი მეგობარი, ძალიან ლამაზ გოგო იყო – მოდელი. თექვსმეტი წლის იყო, როდესაც ბიჭი გაიცნო (როგორც თვითონ ამბობდა, „მის ცხოვრებაში პრინცი გამოჩნდა“). ისინი დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი დაქორწინდნენ. თუმცა ქორწინების შემდეგ აღმოჩნდა, რომ „პრინცი“ არც მთლად ისეთი იდეალური იყო, როგორც გოგოს ეგონა: ქმარი ძალიან ეჭვიანი აღმოჩნდა, ცოლს სცემდა, ძალიან ბევრ რამეს უკრძალავდა, თვითონ კი ისე ცხოვრობდა, თითქოს ცოლი საერთოდ არ ჰყოლოდა – სულ გართობა–„გულაობაში“. ორ თვეში ისინი განქორწინდნენ.

ლილე 20 წლის:

რუსო ოცდაერთი წლის იყო, როდესაც მალულად შეყვარებული გაიჩინა და ძალიან ცოტა ხანში ცოლადაც გაჰყვა. მართალია, მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ შვილს აზრი ვერ შეაცვლევინეს. რუსო თავის, როგორც ამბობდა, კეთილ და ზრდილობიან, ქმართან დარჩა. თუმცა ქორწინების შემდეგ სიკეთეც და ზრდილობაც გაქრა: ქმარი იმდენად ეჭვიანი აღმოჩნდა, რომ ცოლს მეგობრებთანაც კი არ უშვებდა, ან, თუ უშვებდა, კარის ზღურბლამდე აცილებდა ხოლმე. ერთხელაც სახლში დაბრუნებულ რუსოს მეუღლემ პირდაპირ სახეში შემოულაწუნა. ცოლმა კი, რომელიც საკმაოდ მოსული ტანის, ჯანიანი გოგო იყო, ეს არ მოითმინა, ქმარს კარგა გვარიანად სცემა, შეკრა ბარგი და სახლში დაბრუნდა.

კაკი 19 წლის:

ჩემს უმცროს ძმას შეყვარებული მოულოდნელად დაშორდა. ცოტა ხანში გაირკვა, რომ ამის მიზეზი გათხოვება იყო… სხვა კაცზე. მშობლები, რა თქმა უნდა, შეწუხდნენ შვილის „გაპარვის“ გამო და წყვილს სახლში დაადგნენ. კითვაზე, რატომ წაიყვანე ჩვენი შვილიო, სიდედრ–სიმარმრს სიძემ ასე უპასუხა: მე არსადაც არ წამიყვანია, მანქანაში ბენზინი ჩამისხა და გასეირნება მთხოვაო. ამის გამგონე გოგო ძალიან გაბრაზდა, ახალშეძენილი ქმარი მიატოვა და სახლში გამობრუნდა.

თმცა ამით არ დამთავრებულა ყველაფერი: უკან მობრუნებული გოგო ათ დღეში ისევ გათხოვდა… იმავე ბიჭზე.

მარი 19 წლის:

გურიის ერთერთ სოფელში ჩემა მეზობელმა, ოცი წლის ნონამ, ესემესებით ერთი ბიჭი გაიცნო. რამდენიმე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაცვლის შემდეგ გადაწყვიტეს შეხვედროდნენ ერთმანეთს და თან შეთანხმდნენ, რომ თუ ერთმანეთი მოეწონებოდათ, დაქორწინდებოდნენ.

პაემანი ეკლესიასთან დათქვეს, შეხვდნენ და ერთმანეთიც მოეწონათ…

ორ თვეში ნონა სახლში ფეხმძიმე დაბრუნდა: აღმოჩნდა, რომ დედმთილმა სცემა და გამოაგდო. გამოგდებულ შვილს კი დედამ უთხრა, ნაბიჭვარი შვილიშვილი არაფრად მჭირდებაო და ბავშვი მოაშორებინა.

არც ნონას ამბავი დასრულებულა ასე მარტივად:

ერთი წელიც არ იყო გასული, რომ ისევ გაიცნო ბიჭი (უფრო სწორად, თხუთმეტი წლით უფროსი მამაკაცი). ისევ ტელეფონით. და… ისევ გათხოვდა…

ორ თვეში ნონა ისევ დაბრუნდა შინ. მიზეზი: ისევ დედამთილი, ოღონდ უკვე ამას დამატებული ნარკომანი ქმარი. აღმოჩნდა, რომ ნონას ახალ ოჯახში სცემდნენ, იქაურ მეზობლებს(!) კი იგი შეეცოდათ და სახლში წამოიყვანეს.

ასეთი ამბების გაგების შემდეგ, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რატომ ხდება ასე? რატომ იქმნება ოჯახები ასეთ ადრეულ ასაკში და, თუ იქმნება, შემდეგ რატომღა ინგრევა?

როგორც ფსიქოლოგი ეკა ფირცხალავა ამბობს, ამ ყველაფრის ერთერთი უმთავრესი მიზეზია ის, რომ საქართველოში ქორწინების გარეშე სქესობრივი ურთიერთობები შეზღუდულია. როდესაც სქესობრივად მომწიფებულ ორ მოზარდს ერთმანეთი უყვარს, მათ შორის სექსუალური მიზიდვა ჩვეულებრივი მოვლენაა. მამაკაცითვის, უმეტეს შემთხვევაში, ეს იმდენ პრობლემას არ წარმოადგენს, რამდენს, რამდენსაც ქალისთვის: მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ რელიგიურ ღირებულებებსა თუ ტრადიციებზეა გაზრდილი, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გარშემომყოფთა რეაქციას და ა.შ. თუ ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ურთიერთობა, ჩვეულებრივ, ქორწინებით მთავრდება. თუმცა ოჯახის შენარჩუნებისთვის სქესობრივი მომწიფება საკმარისი არ არის. შეყვარებულთა ურთიერთობა აბსოლუტურად იცვლება ქორწინების შემდეგ, რადგან მათ არ აქვთ გაცნობიერებული ის პრობლემები, და პასუხისმგებლობა, რომელიც ოჯახის შექმნას თან ახლავს. პირველ რიგში ეს არის მშობლები, რომლებიც წყვილის (ბავშვების) ურთიერთობაში აქტიურად ერევიან. ამასთანავე, ახლგაზრდა ცოლ–ქმარს თვალი, რა თქმა უნდა, მეგობრებთან გართობისკენ უჭირავს და საერთოდ არ ანაღვლებს, რას ნიშნავს ოჯახი. ხოლო სიტუაციას ყველაზე მეტად ბავშვის გაჩენა ამძიმებს, რადგან თვით მშობლები თვითონაც ჯერ კიდევ ბავშვები არიან და აბსოლუტურად არ არიან მზად შვილის გასაზრდელად. მაშინაც კი, თუ მოხდა ისე, რომ ასეთი ოჯახი შენარჩუნდა (ძირითადად, ბავშვის ხათრით, ან მშობლების ძალისხმევით), იგი დანგრევას ვერ გადაურჩება საშუალო ასაკის კრიზისის დროს. ეს კრიზისი, უფრო ინტენსიურად, მამაკაცებში იჩენს თავს ასე, ოცდაშვიდი წლის ასაკიდან. ამ დროს მას უფრო მეტად იზიდავს სხვა ქალები, უფრო მეტ საერთოს გამონახავს მათთან, ვიდრე საკუთარ ცოლთან, რომელიც მისთვის მოსაწყენია – მუდამ ოჯახურ პრობლემებზე გადართული და მოწუწუნე. თუმცა გარდა ამისა, ურთიერთობაში დროდადრო მუდამაა კრიზისული პერიოდები, რომლებიც, ძირითადად ბავშვის დაბადებასთან და შემდეგ მის ზრდის პროცესთან არის დაკავშირებული. მე ვერ გეტყვით, როგორ ჯობია, ადამიანებს ჰქონდეთ სექსუალური ურთიერთობები და არ შექმნან ოჯახი ადრეულ ასაკში, ან, როგორც დასავლურ ქვეყნებში ხდება, იცხოვრონ ერთად და შემდეგ გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა ქორწინება, თუ სწრაფადვე შეუღლდნენ და საკუთარ თავზე გამოსცადონ ის, რაც ნაადრევ ქორწინებას მოსდევს. მაგრამ ერთი რამ ცხადია, ყველას თავისი არჩევანი აქვს, თითოეული ადამიანი თვითონ აფსებს, რა რელიგიური, ტრადიციული თუ პიროვნული ღირებულებების მატარებელია და თვითონვე უნდა გადაწყვიტოს, როგორ წარმართოს საკუთარი ცხოვრება.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in სიუჟეტი and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

19 Responses to მამა, ცოლი მინდა

  1. siyvarulovna ამბობს:

    ცოლმა ქმარი სცემა? :ო

    რატომრაც არ მჯერა მე ეს ისტორიები და ავტორის ფანტაზიის ნაყოფი მგონია.

    თუმცა, ფაქტია დრეულ ასაკში გათხოვების 90%–ის მიზანი მხოლოდ სექსია )

  2. Nino Tabaghua ამბობს:

    თანამედროვე რეალობაში ვინმეს რატომ უნდა უკვირდეს ფაქტი-”ცოლის მიერ ქმრის ცემა”, როდესაც 21-ე საუკუნე უკვე ასოცირდება ”ფუნქცია დაკარგულ ქმართან”, ხოლო ქალი, როგორც შემომტან- გამტანი ოჯახში ეს უკვე ჩვეული სიტუაციაა. ანუ ერთგვარად ხდება ფუნქციების მიმოცვლა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამდაგვარი ფორმულირება ყველა შემთხვევაში ჭრის, მითუმეტეს რომ საქმე გვაქვს -ოჯახთან, ისეთივე ინდივიდუალურ სეგმენტთან, როგორიცაა ადამიანი-პიროვნება..
    როდესაც ქორწინება წარუმატებელია, ოჯახში აგრესია ჩვეული გამოვლინებაა, როგორც ერთი,ისე მეორე მხრიდან..
    კლასიკური გამოთქმა ”ოჯახის გარანტი ბავშვია” , სახეცვლილია. დღესდღეობით თუ მედიას დავუჯერებთ, წარუმატებელი ქორწინებისას ბავშვი აგრესიის მსხვერპლი ხდება (!) და ძირითადად საკუთარი დედის მხრიდან!
    რისი ბრალია ეს?
    ასეთ შემთხვევებში ბავშვი არა სიყვარულის არამედ, სექსუალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ჩადენილი აქტივობის ნაყოფია (!)
    …………….
    მშობელი

      • salolas ამბობს:

        რა ახალი და აქ არაფერი იყო ახალი? ამპოსტს აკლდა ის მარილი, რაც შენს პოსტებში მომწონს ხოლმე ზოგადად!
        ვიცით ბატონო, ვიცით რომ ასე ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახები თან ასე სულელურად უმეტესწილად ინგრევა, ეს “ცხოვრებისეული ისტორიებიც” წვეთი წყალივით გავს ერთმანეთს და რავი შენ თუ იმით გინდოდა ჩვენი გაოცება რომ ცოლმა ქმარი სცემა… (:D)
        რავიცი, რავიცი…

  3. სალომე, მაკვირვებ :)) ხო იცი, ჩვენ სენსაციებს არ ვეძებთ, ჩვენი საქმე ზუსტად ისაა, უკვე არსებული, თუნდაც ყველასთვის ცნობილი სიტუაცია თვალწინ ამოუტივტივო ხალხს 🙂
    თუ ასე ყველამ იცის ეგ სიტუაცია და ასე გააზრებული აქვთ და, მით უმეტეს, იციან, რომ ეგ ცუდია, მაშინ რაღატო ხდება ეგრე? 🙂
    და შენ აქ მარტო ოჯახის შექმნის პრობლემა ნახე? 🙂

    • salolas ამბობს:

      “თუ ასე ყველამ იცის ეგ სიტუაცია და ასე გააზრებული აქვთ და, მით უმეტეს, იციან, რომ ეგ ცუდია, მაშინ რაღატო ხდება ეგრე? <— სად გაიგონე, გენაცვალე, სალომე გათხოვდაოო? 😀 😀

      კაი, ეს ვხუმრობ და ისე მეც ვიცი რომ არსებული რეალობის "ამოტივტივებაა" ჩვენი მოვალეობა და ეს გინდოდა , მაგრამ ჩემი სუბიექტური მოსაზრებით (მე მაპატიეთ, რომ ვაზროვნებ 😀 ) ამ პოსტს რაღაც აკლდა და ვერ გავიგე მიშლი თქმაას? 😀 😀

  4. 😀 არა კაცო, “მე მაპატიეთ რომ ვაზროვნებ” რა შუაშია? :)))
    პირიქით, მიყვარს ხოლმე კრიტიკა, მაგრამ ის გამიკვირდა, რომ ახალზე გაამახვილე ყურადღეწბა :))
    გეთანხმები იმაში, რომ ამ პოსტს აკლია რაღაც, შეიძლება ჩემი მოსაზრება, შეიძლება სიცხელე, არ ვიცი, მაგრამ ეს ერთი უბრალო სიუჟეტია, რომელაც, როგორც იქვე დავწერე ყოველდღე ვხედავთ, მაგრამ შეიძლება ყურადღებას არცკი ვამახვილებდეთ :)))

  5. Social Animal ამბობს:

    განათლება! განათლება! განათლება!

  6. Social Animal ამბობს:

    კი, სამწუხაროდ. სულ მცირე, ადამიანამა საკუთარი უფლებები მაინც უნდა იცოდეს…
    ასე რომ იყოს, ასეთი სავალალო შედეგი არ გვექნებოდა სახეზე.

    • არამარტო განათლება, ცოტა რაციონალური აზროვნებაც არ გვაწყენდა ალბათ…
      შეიძლება, არ იცოდე, რა წერია ადამიანის უფლებათა შესახებ კანონში, მაგრამ, უნდა ხვდებოდე მაინც, რომ რაღც–რაღაცეების გაკეთებამ შეიძლება ზიანი მოგიტანოს

  7. Social Animal ამბობს:

    რაციონალური აზროვნება განათლების გარეშე არსებობს? 🙂
    განათლება ხომ მარტო ის არაა, იცოდე იონური ბმა, სად მდებარეობს პაპუა-გვინეა და რას უდრის ეფ ამომგდები 🙂

  8. Social Animal ამბობს:

    “Education is what remains after one has forgotten everything he learned in school.” Albert Einstein

  9. xatia ამბობს:

    აი, სწორედ აქ წამოიჭრა სექსუალური განათლებლობის საკითხი…რატომ ხდება ასეთი(სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით)ტრაგედიები?იმიტომ რომ საზოგადოებაში არ არის სექსუალური განათლება საკმარისად(და განსაკუთრებით პროვინციებში)…რატომ ხდება ნაადრევი ქორწინება-განქორწინებები?იმიტომ, რომ სექსუალურად მომწიფებული ახალგაზრდებისათვის თავიანთი გრძნობების გამოხატვის ერთადერთი გზა უკვე ქორწინებაა(აქ უკვე თავისთავად არის ე.წ.ქალიშვილობის ინსტიტუტის საკითხი)…რა თქმა უნდა საზოგადოება სექსუალური განათლების საკითხს მოწყალების თვალით არ უყურებს.ეკლესია, მამების თაობა ამას კატეგორიულად ეწინააგმდეგება.რატომღაც ჰგონიათ, თითქოს ეს სექსის სწავლას ნიშნავს…ამას დრო სჭირდება და საზოგადოების ცნობიერების შეცვლა…არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ.

    • ჩვენს ბაბუებს არ უსწავლიათ ეგ, მაგრამ მშვენივრად გაგვაკეთესო ხო? 😀
      ფაქტია, რო დროა საჭირო ცნობიერების შესაცვლელად:)
      რაც შეეხება სექსუალურ განათლებას, მგონი აუცილებელია ყველამ იცოდეს ფსიქოლოგიური და სუფთა ფიზიოლოგიური ფაქტორები, სულ დაბალ დონეზე მაინც :)))

  10. xatia ამბობს:

    saqmec magashia, rom dabal donezea, tore aseti suratebi ar gveqneboda, chemo kargo…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s