საშინაო დავალება: მტრის ხატი GeoPolice–ში

სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას პირველი კომპიუტერული თამაში,  GeoPolice წარუდგინა. პრეზენტაცია თვით მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გააკეთა. „ჯეო პოლისის“ მენეჯერის, კარლო მატიტაშვილის თქმით, „თამაშის შექმნის მთავარი მიზანი იყო პოლიციის პოპულარიზაცია და, ასევე, საქართველოში სათამასო ინდუსტრიის განვითარება.“ ჩვენს პოლიციას პოპულარიზაცია აქამდეც არ აკლდა: გავიხსენოთ, თუნდაც, რამდენიმე კვირის წინ გადაღებული ვიდეოკლიპი, სადაც მთავარ როლს პატარა ბავშვები ასრულებენ. თვით ამ ვიდეოს სიუჟეტი, სიმღერის ტექსტი და მუსიკა (რომელიც საოცრად ჰგავს საბჭოთა მარშების მელოდიებს) ცალკე განსახილველი თემაა, ამიტომ, მოდი, ისევ ახლადგამოსულ კომპიუტერულ თამაშს დავუბრუნდები.

მთავარი გმირი პოლიციელია, სულ მარტო უმკლავდება ბანკის მძარცველებს, ხოცავს მათ და მძევლებს ათავისუფლებს. თან არ გეგონოთ, რომ მძარცველები ორნი, სამნი, ან, თუნდაც, ათნი არიან: თამაშის პირველ ეტაპზე ზუსტად თვრამეტი მოკლული დავითვალე, მეორე ეტაპზე კი, მართალი გითხრათ, სათვალავი ამერია: ბოლოს ისიც კი ვიფიქრე, რომ თამაშში ბანკის ძარცვასთან კი არა, ნამდვილ ტერორისტულ აქტთან მქონდა საქმე.

ასევე, ძალიან საინტერესო იყო ერთერთი პოლიციელის მიერ თამაშის დასაწყისში ბანკის მძარცველებზე საუბრისას ნათქვამი ფრაზა: „რით ვერ გაიგეს ამათ, რომ ეგეთი რამეები აღარ გადის, სპეცრაზმი უკვე გამოსულია და ათ წუთში ყვერებით გამოათრევენ იქიდანო (სტილი დაცულია)“. კითხვაზე, ხომ არ არის ეს ნათქვამი, ცოტა არ იყოს, პროპაგანდისტული ხასიათის? მატიტაშვილმა მიპასუხა, რომ, „ეს რეალობა უფროა: თამაში პოლიციაზეა, და, შესაბამისად, მასში ასახულია მათი ცხოვრება, ქცევისა და აზროვნების სტილი და ა.შ. ეს ფრაზა კი იმის თქმაა, რომ საქართველოში კრიმინალების მაობრივი „შემოსევები“ აღარ ხდება“

მისივე თქმით, თამაშში კედელზე დიდი წითელი ასოებით მიწერილი STOP RUSSIA–ც, რომელიც უკვე სამი წელია, ლამის ჩვენს საყვარელ გამოთქმად იქცა (დაახლოებით ისევე, როგორც, მაგალითდ, საბჭოთა კავშირში „გარყვნილი დასავლეთის“ ძაგება),  „ჩვეულებრივი ცხორვებისეული ფაქტია და არანაირ პოლიტიკურ მოწოდებას არ შეიცავს, რომელიც შეიძლება, მოთამაში თვალში „მტრის ხატის“ შექმნას ემსახურებოდეს“.

ნამდვილი მტერი კი როგორც გითხარით, თამაშში საკმაოდ ბევრი იყო, თუმცა ჩემი ყურადღება მიიქცია ერთერთი მძარცველის (თუ ტერორისტის) სახემ: ეს იყო შუახნის კაცი გადაპარსული თავით, ულვაშებითა და განიერი ყბებით. ეს ადამიანი ძალიან ჰგავდა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით თევზაძეს. ტერორისტსა და ყოფილ თავდაცვის მინისტრს შორის მგსავსების არსებობა თამაშის მთავარმა გრაფიკოსმა, დავით სახვაძემაც დამიდასტურა, „ფიზიკურად აშკარად გავსო“, თუმცა, დასძინა, რომ „ეს უბრალო დამთხვევაა და თამაშის შექმნის დროს არც სცენარით და არც იდეით ასეთი რამ გათვალისწინებული არ იყოო“. ამის მიუხედავად, ერთი რამ ცხადია, ერთი სათამასო ტურის განმავლობაში მე (პოლიციელს) რამდენიმე „თევზაძის“ მოკვლა მომიწია.

ერთი სიტყვით, პირველი ქართული თამაშის, GeoPolice–ს საცდელმა ვერსიამ სულ რაღაც ათ წუთს გასტანა (სწორედ ეს დრო დასჭირდა მთავარ გმირს, რომ ბანკი მძარცველებისაგან გაეთავისუფლებინა). ათი წუთის შემდეგ კი მე (ანუ პოლიციელი) უკვე სპეცრაზმისგან ქებას ვისმენდი იმის გამო, რომ ასე ვიყოჩაღე, თუმცა, იქვე დასძინეს: „ისე, კარგი იქნებოდა, ცოტა საქმე ჩვენთვისაც დაგეტოვებინაო“ აქ ერთი რამაა საკითხავი: მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ძალადობრივი სახის კომპიუტერული თამაშები ადამიანებში აგრესიის ზრდას იწვევს (თან, მით უმეტეს, თუ იქ ასახული აგრესია შექებით ან ჯილდოთია წახალისებული), რატომ მოუვიდა აზრად ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროს (რომლის მოვალეობაც, წესით, ქვეყანაში სიმშვიდისა და წესრიგის დაცვაა) ისეთი ტიპის თამაშის შექმნა, სადაც ერთი პოლიციელი ათი წუთის განმვაბლობაში ორმოცამდე ადამიანს ხოცავს და ამის შემდეგ შექებას იმსახურებს?

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in სიუჟეტი and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

15 Responses to საშინაო დავალება: მტრის ხატი GeoPolice–ში

  1. anna ამბობს:

    კარგი პოსტია..
    ისე, მეც მინდა ეგ თამაში,,, ხოცვა-ჟლეტის მოყვარული არ ვარ, მაგრამ დამაინტერესა :
    ჰო, მე აღმოვაჩინე ეს მსგავსება ერთ_ერთმა პირველმა ^_^

  2. oboba ამბობს:

    ესეც ნაფრონტალი სტატია

  3. siyvarulovna ამბობს:

    დამილინკეთ ეგ თამაში რა ^^

  4. Lord Vader ამბობს:

    ნწუ. თევზაძეს ავტომატი აქ ქონია – “რაგატკები” ქონდა.
    ყოველ შემთხვევაში ასე ამბობდა თავად.

    როდესაც მთელი მსოფლიოს ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ძალადობრივი სახის კომპიუტერული თამაშები ადამიანებში აგრესიის ზრდას იწვევს

    გავკარი ყველა ეგეთ ფსიქოლოგს. დიდი ბულშითია.
    მებოდიში.

    • რომელია ბულშითი, ფსიქოლოგია თუ თვითონ თამაში 🙂

      • Lord Vader ამბობს:

        ეგ ფსიქოლოგები კონკრეტულად. 🙂
        ვითომ სანამ ეგეთი თამაშები გაჩნდებოდა, დედამიწა სულ ანგელოზებით იყო დასახლებული.
        მანამ ამბობდნენ – ექშენ ფილმები ზრდის აგრესიასო.
        უფრო ადრე – გოთიკური რომანებიო.
        და ელინისტურ ეპოქაში ამბობდნენ – ტრაგედიების დადგმა არ არის საჭირო აგრესიას ზრდის, მოდი სულ კომედიები ვითამაშოთო.

  5. არა, ეგ ცოტა სხვანაირი საკითხია, მე თუ მკითხავ:
    გოთიკური რომანების და ბერძნული ტრაგედიებისა რა გითხრა, მაგრამ აგრესიის შემცველი ფილმების კვლევებმა 2 შედეგი აჩვენა:
    1. იყო ის, რომ ასეთი ფილმები და თამაშები ცდისპირებში აგრესიას კი ზრდიდა, პირიქით, ამცირებდა: აღმოჩნდა, რომ ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა ფილმში/თამაშსი აგრესია ისჯება.
    2. წახალისებული აგრესიის ყურებისას კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანში აგრესია ნამდვილად იმატებს.
    თუმცა ერთი რამ ყველაზე მნიშვნელოვანია: ვერანაირ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტს და მის შედეგს ვერ მივაწერთ ადამიანების 100%–ს რადგან კვლევა ტარდება გარკვეულ ჯგუფზე (მართალია, ეს ჯგუფი, ჩვეულებრივ, მაქსიმალურად მრავალფეროვანი და ობიექტურად შერჩეულია, მაგრამ მაინც) და, შესაბამისად, იმის თქმის საფუძველიც არ გვაქვს რომ აგრესიული ფილმები ან თამაშები ნებისმიერ შემთხვევაში გაზრდის ან შეამცირებს აგრესიას.

  6. cdisპიreli ამბობს:

    ძალაინ უცნაური დამთხვევაა.

  7. anonymous ამბობს:

    საოცარია ისე რომ სხვა მსგავსება რეალურ პირებთან ვერ აღმოაჩინეს ამ თამაშში. არადა სასწავლო ტირში სტუდიის თანამშრომლების ფოტოებია დაკიდული.

    ეს სტატიაც პროვინციული სენსაციურობის კლასიკური მაგალითია ესეოდენ რომ მოეძალა ჩვენს ჟურნალისტიკას. თამაშის ხარისხსი ზოგადად დასახვეწია და ეს უდავოა, თუმცა ქვეყნისათვის სადაც თამაში არასოდეს შეუქმნიათ – საკმაოდ კარგი შედეგია. საქმის კეთებას თუ არ დაიწყებ შედეგიც არასოდეს გექნება. აი კრიტიკა კი ყოველთვის უფრო იოლია ვიდრე საქმის კეთება…

    • ანონიმუს, მე ვიყავი თამაშის შემქმნელებთან და კითხვებიც დავუსვი ამ თემაზე: აქ სენსაციურობა არაფერ შუაშია, მსგავსება რომ აშკარაა ეს ფაქტია.
      რაც შეეხება თანამშრომლების ფოტოებს, რაღაც არ მგონია, მათი სახეები ვინმეს ეცნობოდეთ თვითონ თამაშის შემქმნელების გარდა. მე ის მომხვდა თვალში, ვინც ყველაზე მეტად ცნობილი იყო, თუმცა, მგონი სტატიაში გარკვევით წერია, როგორ მითხრა გრაფიკოსმა, აშკარად გავს, მაგრამ განგებ არ დაგვიმსგავსებიაო. რას ხედავ აქ სენსაციურს?

  8. xatia ამბობს:

    “რატომ მოუვიდა აზრად ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროს (რომლის მოვალეობაც, წესით, ქვეყანაში სიმშვიდისა და წესრიგის დაცვაა) ისეთი ტიპის თამაშის შექმნა, სადაც ერთი პოლიციელი ათი წუთის განმვაბლობაში ორმოცამდე ადამიანს ხოცავს და ამის შემდეგ შექებას იმსახურებს?”__აი, ეს შეკიტხვა კი ზედმეტი იყო, უფრო სწორად საჭირო არ იყო ამის კიტხვა.ეს ხომ ისედაც ცხადია.ეს ისაა, რასაც აგერ უკვე მე-7 წელია ყოველდღჳურად ვისმენთ ტელე ეკრანებიდან…ამ თამაშის შესახებ არ ვიცოდი, საინტერესო სტატია გამოგივიდა, მაგრამ შენი ჩვეული(და ჩემთვის ასე საყვარელი)იუმორნარევი ტონი აკლდა, ჩემი აზრით…

    • მართალი ხარ, ამ სტატიას ძალიან აკლია ჩემი სტილი:
      რამდენიმე მიზეზი აქვს ამას:
      ამ სტატიაზე ცოტა უფრო სერიოზულმა მუშაობამ მომიწია, ვიდრე სხვებზე – შსს–ში ვირბინე, რესპონდენტები მოვძებნე და ა.შ. შესაბამისად, აქ იუმორისტული და სარკასტული ფორმა აღარ გამოდგებოდა, იმიტომ, რომ სტატიას ნიუსის ფორმა მიეცა – თან გაზეთისთვის ვამზადებდი :))))

      პ.ს. მეც, სიმართლე გითხრა, დიდად არ მომწონს ეს სტატია 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s